პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს
ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს

ცნო­ბილ მწერ­ლებს შო­რის ბევ­რი იყო ისე­თი, რომ­ლებ­საც ფსი­ქი­კუ­რად არა­ჯან­სა­ღე­ბად არა მხო­ლოდ მი­იჩ­ნევ­დნენ, დი­აგ­ნო­ზიც ჰქონ­დათ დას­მუ­ლი, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლი­დათ წარ­მა­ტე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

პა­ცი­ენ­ტი N1. ედ­გარ ალან პო. ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და პო­ე­ტი. დი­აგ­ნო­ზი - სუ­ლი­ე­რი აშ­ლი­ლო­ბა. სიმპტო­მე­ბი - სიბ­ნე­ლის შიში, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, თვალ­თვა­ლის მა­ნია, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი.

უკვე 1830-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან ედ­გარ პო ხში­რი დეპ­რე­სი­ით იტან­ჯე­ბო­და. გარ­და ამი­სა, ალ­კოჰოლს ეძა­ლე­ბო­და, რაც მის ფსი­ქი­კა­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბო­და: მთვრა­ლი ნამ­დვილ შეშ­ლილს ემ­სგავ­სე­ბო­და. ალ­კოჰოლს მალე ოპი­უ­მიც მი­ე­მა­ტა. პოს სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უ­ა­რე­სა მისი ახალ­გაზ­რდა ცო­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბამ. მას ცო­ლად თა­ვი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი, 13 წლის ვირ­ჯი­ნია ჰყავ­და. ქორ­წი­ნე­ბი­დან 7 წლის შემ­დეგ, 1842 წელს, ის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვად­და და ხუთ წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მწე­რალ­მა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის სიკ­ვდი­ლი ვერ გა­და­ი­ტა­ნა და ორ წე­ლი­წად­ში გა­მო­ე­თხო­ვა ამ ქვე­ყა­ნას.

პა­ცი­ენ­ტი N2. ფრიდ­რიხ ნიც­შე. გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი. დი­აგ­ნო­ზი - ბირ­თვუ­ლი მო­ზა­ი­კუ­რი ში­ზოფ­რე­ნია. სიმპტო­მე­ბი - გან­დი­დე­ბის მა­ნია - ავ­რცე­ლებ­და ბა­რა­თებს ტექ­სტით: "ორ თვე­ში დე­და­მი­წა­ზე პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდე­ბი", მო­ი­თხოვ­და კედ­ლე­ბი­დან სუ­რა­თე­ბის ჩა­მოხ­სნას, რა­მე­თუ მისი ბინა იყო "ტა­ძა­რი"; გო­ნე­ბის და­ბინ­დვა - ერთხელ ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე ცხენს კოც­ნი­და და ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბა გა­ა­ჩე­რა; ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ ავად­მყო­ფი თა­ვი­სი ფეხ­საც­მლი­დან სვამ­და თა­ვი­სი­ვე შარდს, ხში­რად უაზ­როდ ყვი­რო­და, სა­ა­ვად­მყო­ფოს და­რა­ჯი ბის­მარ­კი ეგო­ნა და ა.შ.

ნიც­შე სი­ცო­ცხლის ბოლო ოცი წე­ლი­წა­დი ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი გახ­ლდათ - თუმ­ცა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა მისი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად - "ასე იტყო­და ზა­რა­ტუსტრა". 11 წელი ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში გა­ა­ტა­რა, შინ მას­ზე დედა ზრუ­ნავ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო ურ­თულ­დე­ბო­და, სიკ­ვდი­ლის წინ კი უმარ­ტი­ვეს ფრა­ზებსღა ამ­ბობ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს

ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს

ცნობილ მწერლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომლებსაც ფსიქიკურად არაჯანსაღებად არა მხოლოდ მიიჩნევდნენ, დიაგნოზიც ჰქონდათ დასმული, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობაში.

პაციენტი N1. ედგარ ალან პო. ამერიკელი მწერალი და პოეტი. დიაგნოზი - სულიერი აშლილობა. სიმპტომები - სიბნელის შიში, გონების დაბინდვა, თვალთვალის მანია, არაადეკვატური საქციელი, ჰალუცინაციები.

უკვე 1830-იანი წლების ბოლოდან ედგარ პო ხშირი დეპრესიით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ალკოჰოლს ეძალებოდა, რაც მის ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა: მთვრალი ნამდვილ შეშლილს ემსგავსებოდა. ალკოჰოლს მალე ოპიუმიც მიემატა. პოს სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ახალგაზრდა ცოლის მძიმე დაავადებამ. მას ცოლად თავისი ბიძაშვილი, 13 წლის ვირჯინია ჰყავდა. ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ, 1842 წელს, ის ტუბერკულოზით დაავადდა და ხუთ წელიწადში გარდაიცვალა. მწერალმა საყვარელი ქალის სიკვდილი ვერ გადაიტანა და ორ წელიწადში გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

პაციენტი N2. ფრიდრიხ ნიცშე. გერმანელი ფილოსოფოსი. დიაგნოზი - ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. სიმპტომები - განდიდების მანია - ავრცელებდა ბარათებს ტექსტით: ''ორ თვეში დედამიწაზე პირველი ადამიანი გავხდები'', მოითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ მისი ბინა იყო ''ტაძარი''; გონების დაბინდვა - ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე ცხენს კოცნიდა და ქუჩაში მოძრაობა გააჩერა; ძლიერი თავის ტკივილები, არაადეკვატური საქციელი. ცნობილია, რომ ავადმყოფი თავისი ფეხსაცმლიდან სვამდა თავისივე შარდს, ხშირად უაზროდ ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯი ბისმარკი ეგონა და ა.შ.

ნიცშე სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახლდათ - თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგალითად - ''ასე იტყოდა ზარატუსტრა''. 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, შინ მასზე დედა ზრუნავდა. მდგომარეობა სულ უფრო ურთულდებოდა, სიკვდილის წინ კი უმარტივეს ფრაზებსღა ამბობდა.

იხილეთ ვრცლად

„ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად

აუდიოწიგნების პლატფრომა gudabooks.ge-ს სიახლეები 8-12 წლის ბავშვებისათვის

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"