პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო კურორტი და სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად
როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო კურორტი და სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად

ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს რა­ქი­ტი - ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მე­ბის პა­თო­ლო­გია. იგი წლამ­დე ასაკ­ში ვლინ­დე­ბა და გა­და­უ­დე­ბელ მკურ­ნა­ლო­ბას მო­ი­თხოვს. სად წა­ვიყ­ვა­ნოთ გა­სა­კა­ჟებ­ლად ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც რა­ქი­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი აქვთ?

- რა­ქი­ტის არა მარ­ტო სამ­კურ­ნა­ლოდ, არა­მედ საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო­დაც სა­სურ­ვე­ლია ბავ­შვის წაყ­ვა­ნა ზღვის კუ­რორტზე, სა­დაც სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი აქვს მა­რი­ლი­ან წყალს, მზეს და მაგ­ნი­ტურ ქვი­შას. ასე­თი ად­გი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ურე­კია. ურე­კის სამ­კურ­ნა­ლო მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შა XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლე­ბი­დან არის ცნო­ბი­ლი. მისი ძი­რი­თა­დი მი­ნე­რა­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნავ სამ­კურ­ნა­ლო ეფექტს იძ­ლე­ვა ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს. ქვი­შა დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნებს სით­ბოს. იგი თა­ნაბ­რად გა­დას­ცემს სით­ბოს სხე­უ­ლის ზე­და­პირს და აფარ­თო­ებს სის­ხლძარ­ღვებს, რის შე­დე­გა­დაც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის კვე­ბა. ამა­ვე დროს მე­ქა­ნი­კურ, მა­სა­ჟი­სე­ბურ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს სის­ხლძარ­ღვებ­სა და ლიმ­ფურ სის­ტე­მა­ზე. ქვი­შის თბილ აბა­ზა­ნებს აქვს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ეფექ­ტიც.

სამ­კურ­ნა­ლოდ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ქვი­შა უნდა იყოს სუფ­თა. ქვი­შა სა­სურ­ვე­ლია გა­იც­რას სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­ცერ­ში. დი­ლით ადრე გაც­რილ ქვი­შა­ში გა­ა­კე­თეთ ორმო, 11-12 სა­ა­თის­თვის, როცა ქვი­შა 50-55 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა, ბავ­შვი ორ­მო­ში ჩას­ვით და ზედ ცხე­ლი ქვი­შა და­ა­ყა­რეთ. ღია და­უ­ტო­ვეთ თავი, კი­სე­რი, გულ­მკერ­დი. მზემ რომ არ დაჰ­კრას, უმ­ჯო­ბე­სია, პრო­ცე­დუ­რა ქოლ­გის ჩრდილ­ში ჩა­ა­ტა­როთ. პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა 1 წუ­თი­დან იწყე­ბა და თან­და­თან 5-15 წუ­თამ­დე ადის. პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ სხე­უ­ლი­დან ქვი­შა ჩა­მო­უ­ბერ­ტყეთ, ზე­წა­რი შე­მო­ახ­ვი­ეთ და 10-15 წუ­თით ჩრდილ­ში და­აწ­ვი­ნეთ, შემ­დეგ კი შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი წყა­ლი გა­და­ავ­ლოთ. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 10-15 აბა­ზა­ნას მო­ი­ცავს.

სად და­ვას­ვე­ნოთ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ, იხი­ლეთ სტა­ტია "მი­ვემ­გზავ­რე­ბით და­სას­ვე­ნებ­ლად"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო კურორტი და სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო კურორტი და სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად

ბავშვების უმრავლესობას აქვს რაქიტი - ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების პათოლოგია. იგი წლამდე ასაკში ვლინდება და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად ბავშვები, რომლებსაც რაქიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აქვთ?

- რაქიტის არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდაც სასურველია ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტზე, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მარილიან წყალს, მზეს და მაგნიტურ ქვიშას. ასეთი ადგილი კი, საქართველოში ურეკია. ურეკის სამკურნალო მაგნიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. იგი თანაბრად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება. ამავე დროს მექანიკურ, მასაჟისებურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.

სამკურნალოდ უპირველეს ყოვლისა, ქვიშა უნდა იყოს სუფთა. ქვიშა სასურველია გაიცრას საშუალო ზომის საცერში. დილით ადრე გაცრილ ქვიშაში გააკეთეთ ორმო, 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვი ორმოში ჩასვით და ზედ ცხელი ქვიშა დააყარეთ. ღია დაუტოვეთ თავი, კისერი, გულმკერდი. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, პროცედურა ქოლგის ჩრდილში ჩაატაროთ. პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან იწყება და თანდათან 5-15 წუთამდე ადის. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა ჩამოუბერტყეთ, ზეწარი შემოახვიეთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინეთ, შემდეგ კი შეიძლება თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს.

სად დავასვენოთ ბავშვები, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვთ, იხილეთ სტატია "მივემგზავრებით დასასვენებლად"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია