სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ხერხეულიძე ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას ასწავლის
ეკა ხერხეულიძე ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას ასწავლის

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე ბა­თუმ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის" გზას სთა­ვა­ზობს.

"და­უბ­რუ­ნეთ ბა­თუმს წყა­ლი "მა­ტორ­ზე", ქუ­ჩებ­ში ფე­კა­ლი­ე­ბი, ჩა­უ­ჭე­რით ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, და­ან­გრი­ეთ სას­ტუ­რო­ე­ბი, კინო, თე­ატ­რი , სკო­ლე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, აყა­რეთ ქვა­ფე­ნი­ლით მო­კირ­წყლუ­ლი ქუ­ჩე­ბი, დაწ­ვით და მო­შან­თეთ ან­ბა­ნის კოშ­კი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჩა­ჭე­რით სა­ბა­გი­რო გზა,ზღვა­ში გა­და­უშ­ვით ალი და ნინო, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გახ­სე­ნით ძაღლსა­შე­ნი, გა­ა­უქ­მეთ აე­რო­პორ­ტი, ყვე­ლა ახალ თა­ნა­მედ­რო­ვე რეს­ტო­რან­სა და კა­ფეს ჩა­უმ­სხვრი­ეთ მი­ნე­ბი და და­ტო­ვეთ მხო­ლოდ "მარ­სე­ლი", ჩა­მო­ა­ჭე­რით ბულ­ვარს 11 კი­ლო­მეტ­რი და ისევ ჭა­ობ­ში და­ფა­ლით სა­ნა­პი­რო ზოლი, პი­ა­ცას და­უბ­რუ­ნეთ "კო­მუ­ნალ­კის"სტა­ტუ­სი, ადა­მი­ა­ნებს მეხ­სი­ე­რე­ბი­დან წა­უ­შა­ლეთ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის და სხვა სრუმ­რე­ბის აჭა­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა, აღარ გა­ბე­დოთ გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა დაე, ისევ საბ­რი­ნამ იმ­ღე­როს ხალ­ხის სა­ა­მებ­ლად, და­აბ­რუ­ნეთ სა­ბა­ჟო­ზე კო­რუფ­ცია, ჩო­ლო­ქ­ზე სა­ზღვა­რი, გო­ნი­ო­ში და­აბ­რუ­ნეთ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა და ბუ­ნებ­რი­ვად "აღ­სდგე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა".

რა სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმა, ამას თუ შე­ას­რუ­ლებთ, უმალ იმ ბა­თუ­მის პა­ნო­რა­მას იხი­ლავთ, რისი ნოს­ტალ­გი­აც ასე მძლავ­რად სჭარ­ბობს თქვენ­ში...", - წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ბა­თუმ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის - გიგა ბო­კე­რი­ას, გიგი უგუ­ლა­ვას და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. შეხ­ვედ­რა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ჯე­მალ რუ­ა­ძის და "სა­ხალ­ხო კრე­ბის" წევ­რის და­ვით ლო­რი­ას მის­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო.

რო­გორც და­ვით ლო­რია აცხა­დებს, 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს, იგი აწა­მეს, რის გა­მოც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს.

ფი­ზი­კუ­რი და­პირ­პი­რე­ბის დროს და­ვით ლო­რი­ას პე­რან­გი და­ე­ხა. შეხ­ლა-შე­მოხ­ლა 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა გაგ­რძელ­და.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ეკა ხერხეულიძე ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას ასწავლის

ეკა ხერხეულიძე ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას ასწავლის

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ხელისუფლებას "სამართლიანობის აღდგენის" გზას სთავაზობს.

"დაუბრუნეთ ბათუმს წყალი "მატორზე", ქუჩებში ფეკალიები, ჩაუჭერით ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა, დაანგრიეთ სასტუროები, კინო, თეატრი , სკოლები, საავადმყოფოები, აყარეთ ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები, დაწვით და მოშანთეთ ანბანის კოშკი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჩაჭერით საბაგირო გზა,ზღვაში გადაუშვით ალი და ნინო, იუსტიციის სახლში გახსენით ძაღლსაშენი, გააუქმეთ აეროპორტი, ყველა ახალ თანამედროვე რესტორანსა და კაფეს ჩაუმსხვრიეთ მინები და დატოვეთ მხოლოდ "მარსელი", ჩამოაჭერით ბულვარს 11 კილომეტრი და ისევ ჭაობში დაფალით სანაპირო ზოლი, პიაცას დაუბრუნეთ "კომუნალკის"სტატუსი, ადამიანებს მეხსიერებიდან წაუშალეთ ჰილარი კლინტონის და სხვა სრუმრების აჭარით აღფრთოვანება, აღარ გაბედოთ გრანდიოზული კონცერტების ჩატარება დაე, ისევ საბრინამ იმღეროს ხალხის საამებლად, დააბრუნეთ საბაჟოზე კორუფცია, ჩოლოქზე საზღვარი, გონიოში დააბრუნეთ რუსეთის სამხედრო ბაზა და ბუნებრივად "აღსდგება სამართლიანობა".

რა საჭიროა ადამიანებზე თავდასხმა, ამას თუ შეასრულებთ, უმალ იმ ბათუმის პანორამას იხილავთ, რისი ნოსტალგიაც ასე მძლავრად სჭარბობს თქვენში...", - წერს ხერხეულიძე.

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების - გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსთაველის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე დაპირისპირება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ რუაძის და "სახალხო კრების" წევრის დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიწყო.

როგორც დავით ლორია აცხადებს, 26 მაისის მოვლენების დროს, იგი აწამეს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მორალური უფლება არ აქვს.

ფიზიკური დაპირპირების დროს დავით ლორიას პერანგი დაეხა. შეხლა-შემოხლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრა გაგრძელდა.

ნახეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს