პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო შავგულიძეს პოლიტიკა იზიდავს
ნინო შავგულიძეს პოლიტიკა იზიდავს

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს მი­უ­ძღვნა სო­ხუ­მის თე­ატრმა პრე­მი­ე­რა, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში 27-28 მა­ისს გა­ი­მარ­თა. მსა­ხი­ობ მე­რაბ ყოლ­ბა­ი­ას პირ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არი?!" აფხა­ზებ­სა და ოსებ­თან ჩვე­ნი შე­რი­გე­ბის თე­მას ეძღვნე­ბა.მსა­ხი­ო­ბი ნინო შავ­გუ­ლი­ძე ერთ-ერ­თია, ვინც ამ სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ობს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ხუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, არც სო­ხუ­მე­ლია და არც აფხა­ზეთ­შია ნამ­ყო­ფი, ფიქ­რობს, რომ და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სად­მი არა­ვი­ნაა გულ­გრი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამ სპექ­ტაკ­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი ემო­ცი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა... მისი გვა­რის გა­გე­ბი­სას, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას უჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვა, აკავ­ში­რებს თუ არა რამე ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი გი­ორ­გი (ჟორა) შავ­გუ­ლი­ძეს­თან. ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი, იმ­დე­ნად, რომ ლა­პა­რა­კიც არ ღირ­სო, გვი­თხრა და იქვე სი­ცი­ლით და­ა­მა­ტა, რომ თურ­მე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი­სას ამ შე­კი­თხვას რომ უს­ვამ­დნენ, პა­სუ­ხობ­და, რომ ჟორა შავ­გუ­ლი­ძე ბა­ბუ­ა­მი­სი იყო...

- ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­ტი ძა­ლი­ან მომ­წონ­და და ამას წი­ნათ დე­დას ვე­უბ­ნე­ბო­დი კი­დეც, ბა­ლეტ­ზე რა­ტომ არ შე­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში რომ ვიქ­ნე­ბო­დი, ვი­ცო­დი, ეს მას შემ­დეგ მახ­სოვს, რაც ჩემი ცნო­ბი­ე­რი იწყე­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დო­დი, ამას ვერ ვსა­ზღვრავ­დი. 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა ერთხელ მა­მამ მკი­თხა, ვინ გინ­და გა­მოხ­ვი­დეო. გავ­ხე­დე და ვუ­პა­სუ­ხე, ნინო შავ­გუ­ლი­ძე უნდა "გა­მო­ვი­დე"-მეთ­ქი (იღი­მის). მა­თე­მა­ტი­კა მი­ზი­დავ­და და ბოლო წლებ­ში ვფიქ­რობ­დი, სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო საქ­მე­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მერე გა­მახ­სენ­და, რომ ამ­გვა­რად ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ზე უა­რის თქმა მო­მი­წევ­და, ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ვიც­ვა­ლე და რე­ჟი­სო­რო­ბა ვი­სურ­ვე. მი­სა­ღებ გა­მოც­დე­ბამ­დე ორი თვით ადრე კი სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი. მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში, როცა ვიგ­რძე­ნი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი იყო, ამ საქ­მეს ვე­ღარ მოვ­წყდი.

- სო­ხუ­მის თე­ატ­რის გარ­და, სხვა თე­ატ­რებ­ში მიწ­ვე­ვით გი­თა­მა­შია?

- დიახ, რა თქმა უნდა. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბით აღარ ხვდე­ბი­ან, რო­გორც უწინ. მსა­ხი­ო­ბი სულ ფორ­მა­ში უნდა იყოს და მუ­შა­ობ­დეს, რად­გან შენს საქ­მე­ზე მცი­რე პა­უ­ზაც კი აი­სა­ხე­ბა. ბევ­რი კარ­გი მსა­ხი­ო­ბი იკარ­გე­ბა, თუნ­დაც ჩემს ჯგუფ­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. 23 ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დარ­ჩა ამ სფე­რო­ში. მე, უბ­რა­ლოდ, გა­მი­მარ­თლა. ბა­ტო­ნი დიმა ჯა­ი­ა­ნი ჩვენს სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლს და­ეს­წრო და რო­გორც კი სწავ­ლა და­ვამ­თავ­რე, მე და ერთი მსა­ხი­ო­ბი მა­შინ­ვე სო­ხუ­მის თე­ატ­რის დას­ში მოვ­ხვდით. ჩემ­ზე ბევ­რად ნი­ჭი­ე­რი რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა თე­ატრს მიღ­მა დარ­ჩა. როცა დღეს მე­გობ­რებს ვე­კი­თხე­ბი, სურთ თუ არა ამ სფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მპა­სუ­ხო­ბენ, რომ ამას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ, რად­გან შვი­დი წლის შემ­დეგ ეს რთუ­ლია, წლებ­მა სცე­ნის შიში გა­ა­ჩი­ნა, ამას თა­ვი­დან­ვე უნდა შე­ეჩ­ვიო.

- ვთქვათ, შენც რომ არ გაგ­მარ­თლე­ბო­და, თუ გი­ფიქ­რია, რო­მელ სფე­რო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­დი?

- რა რთუ­ლი შე­კი­თხვა და­მის­ვი (იცი­ნის). არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ამო­მე­ყო თავი.

- ამ პრო­ფე­სი­ა­ში რა გი­ზი­დავს?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ზი­დავს პო­ლი­ტი­კა. აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გახ­ლა­ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვარ მომ­ხრე, ასე აქ­ტი­უ­რად იყოს ყვე­ლა გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, ამ სფე­რო­სად­მი მა­ინც დიდი ინ­ტე­რე­სი მაქვს. პო­ლი­ტი­კის სიყ­ვა­რულ­მა ერთ-ერთ რა­დი­ო­სად­გურ­ში წამ­ყვა­ნად და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. მარ­თა­ლია, უფრო

მე­ტად სა­უ­ბა­რი კულ­ტუ­რა­ზე მი­წევს და სტუმ­რე­ბიც ამ სფე­რო­დან გვყავს, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არის ის საქ­მე, რო­მე­ლიც მომ­წონს და ალ­ბათ, ამ სფე­რო­ში უფრო აქ­ტი­უ­რი ვიქ­ნე­ბო­დი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ნინო შავგულიძეს პოლიტიკა იზიდავს

ნინო შავგულიძეს პოლიტიკა იზიდავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნა სოხუმის თეატრმა პრემიერა, რომელიც რუსთაველის თეატრში 27-28 მაისს გაიმართა. მსახიობ მერაბ ყოლბაიას პირველი რეჟისორული ნამუშევარი ''სხვა საქართველო სად არი?!'' აფხაზებსა და ოსებთან ჩვენი შერიგების თემას ეძღვნება.მსახიობი ნინო შავგულიძე ერთ-ერთია, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის თეატრის მსახიობია, არც სოხუმელია და არც აფხაზეთშია ნამყოფი, ფიქრობს, რომ დაკარგული ტერიტორიებისადმი არავინაა გულგრილი და დარწმუნებულია, რომ ამ სპექტაკლის მაყურებელი ემოციური ზეგავლენის ქვეშ მოექცევა... მისი გვარის გაგებისას, ბუნებრივია, ყველას უჩნდება შეკითხვა, აკავშირებს თუ არა რამე ნათესაური კავშირი გიორგი (ჟორა) შავგულიძესთან. ძალიან შორეული, იმდენად, რომ ლაპარაკიც არ ღირსო, გვითხრა და იქვე სიცილით დაამატა, რომ თურმე თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისას ამ შეკითხვას რომ უსვამდნენ, პასუხობდა, რომ ჟორა შავგულიძე ბაბუამისი იყო...

- ბავშვობაში ბალეტი ძალიან მომწონდა და ამას წინათ დედას ვეუბნებოდი კიდეც, ბალეტზე რატომ არ შემიყვანე-მეთქი. ხელოვნების სფეროში რომ ვიქნებოდი, ვიცოდი, ეს მას შემდეგ მახსოვს, რაც ჩემი ცნობიერი იწყება, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით წავიდოდი, ამას ვერ ვსაზღვრავდი. 3 წლის ვიყავი, როცა ერთხელ მამამ მკითხა, ვინ გინდა გამოხვიდეო. გავხედე და ვუპასუხე, ნინო შავგულიძე უნდა ''გამოვიდე''-მეთქი (იღიმის). მათემატიკა მიზიდავდა და ბოლო წლებში ვფიქრობდი, საბანკო-საფინანსო საქმეზე ჩამებარებინა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამგვარად ხელოვნების სფეროზე უარის თქმა მომიწევდა, ამიტომ გადაწყვეტილება შევიცვალე და რეჟისორობა ვისურვე. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე კი სამსახიობოზე შევაჩერე არჩევანი. მოსამზადებელ პერიოდში, როცა ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი ჩემი იყო, ამ საქმეს ვეღარ მოვწყდი.

- სოხუმის თეატრის გარდა, სხვა თეატრებში მიწვევით გითამაშია?

- დიახ, რა თქმა უნდა. სამწუხაროა, რომ დღეს მსახიობები თეატრებში განაწილებით აღარ ხვდებიან, როგორც უწინ. მსახიობი სულ ფორმაში უნდა იყოს და მუშაობდეს, რადგან შენს საქმეზე მცირე პაუზაც კი აისახება. ბევრი კარგი მსახიობი იკარგება, თუნდაც ჩემს ჯგუფში ბევრი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა. 23 ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმე დარჩა ამ სფეროში. მე, უბრალოდ, გამიმართლა. ბატონი დიმა ჯაიანი ჩვენს სადიპლომო სპექტაკლს დაესწრო და როგორც კი სწავლა დავამთავრე, მე და ერთი მსახიობი მაშინვე სოხუმის თეატრის დასში მოვხვდით. ჩემზე ბევრად ნიჭიერი რამდენიმე გოგონა თეატრს მიღმა დარჩა. როცა დღეს მეგობრებს ვეკითხები, სურთ თუ არა ამ სფეროში დაბრუნება, მპასუხობენ, რომ ამას ვეღარ შეძლებენ, რადგან შვიდი წლის შემდეგ ეს რთულია, წლებმა სცენის შიში გააჩინა, ამას თავიდანვე უნდა შეეჩვიო.

- ვთქვათ, შენც რომ არ გაგმართლებოდა, თუ გიფიქრია, რომელ სფეროში აღმოჩნდებოდი?

- რა რთული შეკითხვა დამისვი (იცინის). არ ვიცი, შეიძლება, ჟურნალისტიკაში ამომეყო თავი.

- ამ პროფესიაში რა გიზიდავს?

- ყველაზე მეტად მიზიდავს პოლიტიკა. აქტიურად ვარ ჩართული. საინფორმაციო გამოშვებების დიდი გულშემატკივარი გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მომხრე, ასე აქტიურად იყოს ყველა გაპოლიტიკოსებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამ სფეროსადმი მაინც დიდი ინტერესი მაქვს. პოლიტიკის სიყვარულმა ერთ-ერთ რადიოსადგურში წამყვანად დამაწყებინა მუშაობა. მართალია, უფრო

მეტად საუბარი კულტურაზე მიწევს და სტუმრებიც ამ სფეროდან გვყავს, მაგრამ ჟურნალისტიკა არის ის საქმე, რომელიც მომწონს და ალბათ, ამ სფეროში უფრო აქტიური ვიქნებოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება