პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება
ირაკლი ღარიბაშვილი - მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება

სა­ნამ ჩვენ ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია არ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

"მე ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ვი­თა­რი ლე­გა­ლი­ზა­ცია არ მოხ­დე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას, ეს არც გა­ნი­ხი­ლე­ბა და მა­ნამ, სა­ნამ ჩვენ ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ეს არ მოხ­დე­ბა. ანუ დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია არ მოხ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მუხ­ლე­ბის გა­და­ხედ­ვას, ამა­ზე კი­დევ შე­იძ­ლე­ბა, ვიმ­სჯე­ლოთ, თუმ­ცა მე ვიცი, რომ მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა. მე მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას გან­ვუ­მარ­ტო, რომ პირ­ველ ფაქ­ტზე, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბას მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა­ზე და­ა­კა­ვე­ბენ, ის ჯა­რიმ­დე­ბა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, გან­მე­ო­რე­ბით ფაქ­ტზე 2 000 ლა­რით და მე­სა­მე ფაქ­ტზე არის მხო­ლოდ პა­ტიმ­რო­ბა ან კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლი ჯა­რი­მა. მე არ ვიცი, რა­ტომ უნდა იყოს ამა­ზე ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, არ მეს­მის", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჩვენ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ რა გვინ­და – ნარ­კო­მან თა­ო­ბას ხელი შე­ვუ­წყოთ, თუ ჯან­საღ თა­ო­ბას. პრე­მი­ე­რის თქმით, მა­რი­ხუ­ა­ნა არის პირ­ვე­ლი ეტა­პი და შემ­დეგ მას წა­მა­ლი და ბიო ნარ­კო­ტი­კე­ბი მოს­დევს.

"ჩვენ ამას უნდა შევ­ხე­დოთ რო­გორც ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლას და არა ისე, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა და იტყვის, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა არაა და­ნა­შა­უ­ლი. მე არ და­ვუშ­ვებ, რომ წა­ხა­ლის­დეს ნარ­კო­მა­ნია, პი­რი­ქით", - დას­ძი­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ირაკლი ღარიბაშვილი - მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება

ირაკლი ღარიბაშვილი - მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება

სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ლეგალიზაცია არ მოხდება მარიხუანას, ეს არც განიხილება და მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება. ანუ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამაზე კიდევ შეიძლება, ვიმსჯელოთ, თუმცა მე ვიცი, რომ მიდგომა შეიცვალა. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, რომ პირველ ფაქტზე, როდესაც პიროვნებას მარიხუანას მოწევაზე დააკავებენ, ის ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ფაქტზე 2 000 ლარით და მესამე ფაქტზე არის მხოლოდ პატიმრობა ან კიდევ უფრო გაზრდილი ჯარიმა. მე არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ამაზე ლოიალური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, არ მესმის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა – ნარკომან თაობას ხელი შევუწყოთ, თუ ჯანსაღ თაობას. პრემიერის თქმით, მარიხუანა არის პირველი ეტაპი და შემდეგ მას წამალი და ბიო ნარკოტიკები მოსდევს.

"ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ნარკომანიასთან ბრძოლას და არა ისე, რომ რამდენიმე ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ მარიხუანას მოწევა არაა დანაშაული. მე არ დავუშვებ, რომ წახალისდეს ნარკომანია, პირიქით", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ