სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 გამოგონება, რომელიც იმდენად სრულყოფილია, რომ გაუმჯობესება არ დაჭირვებია
7 გამოგონება, რომელიც იმდენად სრულყოფილია, რომ გაუმჯობესება არ დაჭირვებია

არ­სე­ბობს გა­მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ას­წლე­უ­ლი გა­ვი­და, თუმ­ცა მათი დახ­ვე­წა სა­ჭი­რო არ გამ­ხდა­რა. წარ­მო­გიდ­გენთ ამ გა­მო­გო­ნე­ბებს:

1. მავ­თულხლარ­თი

მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ოკ­ლაჰო­მა­ში თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ქონ­ლის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ღო­ბის დამ­ზა­დე­ბა. ამ მხა­რე­ში ხომ ტყის მა­სი­ვის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, შე­სა­ბა­მი­სად ფერ­მე­რე­ბი ვერ ახერ­ხებ­დნენ ღო­ბის გა­კე­თე­ბას. ამი­ტომ, ოთხმა ად­გი­ლობ­რივ­მა, 1870-იანი წლე­ბის ბო­ლოს მო­ი­გო­ნეს მავ­თულხლარ­თის დი­ზა­ი­ნი. გა­მო­გო­ნე­ბა და­პა­ტენტდა და ამ დრომ­დე სა­ხე­შე­უც­ვლე­ლად გა­მო­დის.

2. ბუშ­ტუ­კე­ბი­ა­ნი შე­სა­ფუ­თი ცე­ლო­ფა­ნი

1950-იანი წლე­ბის ბო­ლოს დი­ზა­ი­ნე­რებს ალფ­რედ ფილ­დინგს და მარკ ჩა­ვა­ნე­სუს გა­უჩ­ნდათ იდეა, რომ კოს­მო­სურ თე­მა­ზე შე­ექ­მნათ შპა­ლე­რის დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც ხელ­შე­სა­ხე­ბი და მო­ცუ­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, მსგავ­სი ტექ­სტუ­რის შპა­ლე­რი მო­დუ­რი ვერ გახ­და, ამი­ტომ ინო­ვა­ტო­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს გა­მო­გო­ნე­ბის­თვის ფუნ­ქცია შე­ეც­ვა­ლათ. მათ იდეა 1964 წელს და­ა­პა­ტენ­ტეს და ამ­გვა­რად bubble wrap გახ­და იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ფუ­თად და მათი და­ზი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ამ­გვარ­მა შე­ფუთ­ვამ თა­ვი­სი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბი­სა და სი­ი­ა­ფის გამო, ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა ჰპო­ვა.

3. სარ­წე­ვე­ლა სა­ვარ­ძე­ლი

ამ­გვა­რი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სკა­მი არც ისე ძვე­ლია, რო­გორც თქვენ გგო­ნი­ათ. ეს სარ­წე­ვე­ლა სკა­მე­ბი აშშ-ში მე-18 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში გაჩ­ნდა და დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

4. სა­მაგ­რი (სკრე­პი)

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს სა­პა­ტენ­ტო უწყე­ბებ­ში ბევ­რი წი­ნა­და­დე­ბა იყო შე­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მის (ფრთე­ბის, სამ­კუ­თხე­დის) სა­მაგ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე - არ და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლა მხო­ლოდ ერთი ფორ­მა, ის რო­მელ­მაც შემ­დგომ­ში ყვე­ლა­ზე მეტი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა თა­ვი­სი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის გამო.

5. ჩა­ი­და­ნი

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩა­ი­და­ნი ჩი­ნეთ­ში იუ­ა­ნის დი­ნას­ტი­ის (და­ი­წყო 1279 წელს) დროს გა­მო­ი­გო­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლი ჩა­ი­და­ნი თი­ხის­გან იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მან სახე იც­ვა­ლა. ასე­ვე, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ის გათ­ვლი­ლი იყო ერთ პორ­ცი­ა­ზე...

6. ბუ­ზის საკ­ლა­ვი

ეს პრი­მი­ტი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა, ალ­ბათ, ყვე­ლა სახ­ლშია. გა­მო­გო­ნე­ბა 1900 წელს რო­ბერტ მონტგო­მერ­მა და­ა­პა­ტენ­ტა. ეს ადა­მი­ა­ნი იყო კან­ზას­ში მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სი, ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევ­და მწე­რე­ბის მოკ­ვლის ყვე­ლა მე­თოდს, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

7. სა­თა­გუ­რი

1894 წელს უი­ლი­ამ ჰუ­კერ­მა სა­თა­გუ­რი გა­მო­ი­გო­ნა. ხოლო 1903 წელს ჯონ მასტმა კონ­სტრუქ­ცია გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და ის დღემ­დე ამ სა­ხით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

7 გამოგონება, რომელიც იმდენად სრულყოფილია, რომ გაუმჯობესება არ დაჭირვებია

7 გამოგონება, რომელიც იმდენად სრულყოფილია, რომ გაუმჯობესება არ დაჭირვებია

არსებობს გამოგონებები, რომელთა აღმოჩენის შემდეგ ასწლეული გავიდა, თუმცა მათი დახვეწა საჭირო არ გამხდარა. წარმოგიდგენთ ამ გამოგონებებს:

1. მავთულხლართი

მე-19 საუკუნეში ოკლაჰომაში თითქმის შეუძლებელი იყო საქონლის შემაკავებელი ღობის დამზადება. ამ მხარეში ხომ ტყის მასივის რაოდენობა მცირეა, შესაბამისად ფერმერები ვერ ახერხებდნენ ღობის გაკეთებას. ამიტომ, ოთხმა ადგილობრივმა, 1870-იანი წლების ბოლოს მოიგონეს მავთულხლართის დიზაინი. გამოგონება დაპატენტდა და ამ დრომდე სახეშეუცვლელად გამოდის.

2. ბუშტუკებიანი შესაფუთი ცელოფანი

1950-იანი წლების ბოლოს დიზაინერებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანესუს გაუჩნდათ იდეა, რომ კოსმოსურ თემაზე შეექმნათ შპალერის დიზაინი, რომელიც ხელშესახები და მოცულობითი იქნებოდა. თუმცა, მსგავსი ტექსტურის შპალერი მოდური ვერ გახდა, ამიტომ ინოვატორებმა გადაწყვიტეს გამოგონებისთვის ფუნქცია შეეცვალათ. მათ იდეა 1964 წელს დააპატენტეს და ამგვარად bubble wrap გახდა იდეალური საშუალება ძვირადღირებული ნივთების შესაფუთად და მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად.  ამგვარმა შეფუთვამ თავისი პრაქტიკულობისა და სიიაფის გამო, ფართო გამოყენება ჰპოვა.

3. სარწეველა სავარძელი

ამგვარი მოსასვენებელი სკამი არც ისე ძველია, როგორც თქვენ გგონიათ. ეს სარწეველა სკამები აშშ-ში მე-18 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

4. სამაგრი (სკრეპი)

მე-19 საუკუნის ბოლოს საპატენტო უწყებებში ბევრი წინადადება იყო შესული სხვადასხვა ფორმის (ფრთების, სამკუთხედის)  სამაგრების თაობაზე - არ დაპატენტებულა მხოლოდ ერთი ფორმა, ის რომელმაც შემდგომში ყველაზე მეტი პოპულარობა მოიპოვა თავისი პრაქტიკულობის გამო.

5. ჩაიდანი

არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ჩაიდანი ჩინეთში იუანის დინასტიის (დაიწყო 1279 წელს) დროს გამოიგონეს. სავარაუდოდ, პირველი ჩაიდანი თიხისგან იყო გაკეთებული და დროთა განმავლობაში მან სახე იცვალა. ასევე, ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ის გათვლილი იყო ერთ პორციაზე...

6. ბუზის საკლავი

ეს პრიმიტიული და პრაქტიკული გამოგონება, ალბათ, ყველა სახლშია. გამოგონება 1900 წელს რობერტ მონტგომერმა დააპატენტა. ეს ადამიანი იყო კანზასში მომუშავე მედიკოსი, ის პოპულარიზაციას უწევდა მწერების მოკვლის ყველა მეთოდს, რათა თავიდან აეცილებინა დაავადებები.

7. სათაგური

1894 წელს უილიამ ჰუკერმა სათაგური გამოიგონა. ხოლო 1903 წელს ჯონ მასტმა კონსტრუქცია გააუმჯობესა და ის დღემდე ამ სახით გამოიყენება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს