პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები
რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" აქ­ვეყ­ნებს მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ბა­თუ­მის მე­რო­ბის კან­დი­დატ­თა ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს გზის" ბა­თუ­მის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი გოჩა გუ­გუ­ნა­ვა შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა GEO TRANS-ში 40%-იან წილს ფლობს.

გოჩა გუ­გუ­ნა­ვამ 2013 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, სხვა 4 პირ­თან ერ­თად, და­ა­ფუძნა არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ბა­თუ­მი", რო­მე­ლიც, წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, მიზ­ნად ისა­ხავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბას, ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რას და ა.შ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, გოჩა გუ­გუ­ნა­ვა ამ­ჟა­მად ფონ­დის დი­რექ­ტო­რია. გუ­გუ­ნა­ვა კი­დევ ერთი შპს-ის დი­რექ­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია - შპს აჭა­რის პო­კე­რის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ბა­თუ­მის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი 40%-იან წილ­საც ფლობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­გა­ნი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის მოხ­სნა, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბაა. გოჩა გუ­გუ­ნა­ვა 2010 წლის 5 თე­ბერ­ვალს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შპს "აჭა­რა დის­ტრი­ბუ­შენ 2010"-ის 20%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლიც არის.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბა­თუ­მის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და საკ­რე­ბუ­ლოს ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის თავ­მდჯო­მა­რეა, 2013 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბა­თუმ­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის 13-ში ფლობს 55 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბი­ნას, მისი მე­უღ­ლე ზე­ი­ნაბ გვა­რიშ­ვი­ლი კი ავ­ტო­მან­ქა­ნას - 1997 წლის ტო­ი­ო­ტა RAV4. ამა­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის გარ­და, შე­მო­სა­ვა­ლი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბი­და­ნაც მი­ი­ღო. 2012 წელს დი­ა­სა­მი­ძემ ბა­თუ­მის #1 სა­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 9000 ლარი მი­ი­ღო. არც გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე და არც მისი მე­უღ­ლე არ ფლო­ბენ წი­ლებს კომ­პა­ნი­ა­ში და არც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები

რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს მონაცემებს, სადაც მოცემულია ბათუმის მერობის კანდიდატთა ქონების შესახებ ინფორმაცია.

"სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" ბათუმის მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GEO TRANS-ში 40%-იან წილს ფლობს.

გოჩა გუგუნავამ 2013 წლის 7 ოქტომბერს, სხვა 4 პირთან ერთად, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქველმოქმედო ფონდი "ბათუმი", რომელიც, წესდების მიხედვით, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას და ა.შ. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, გოჩა გუგუნავა ამჟამად ფონდის დირექტორია. გუგუნავა კიდევ ერთი შპს-ის დირექტორი და დამფუძნებელია - შპს აჭარის პოკერის ფედერაციაში ბათუმის მერობის კანდიდატი 40%-იან წილსაც ფლობს. საზოგადოების საქმიანობის საგანი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნა, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება და გარკვეული ფინანსური მოგების მიღებაა. გოჩა გუგუნავა 2010 წლის 5 თებერვალს დარეგისტრირებული შპს "აჭარა დისტრიბუშენ 2010"-ის 20%-იანი წილის მფლობელიც არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე, რომელიც ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრი და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმდჯომარეა, 2013 წლის 1 ოქტომბერს შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის 13-ში ფლობს 55 კვ.მ. ფართობის ბინას, მისი მეუღლე ზეინაბ გვარიშვილი კი ავტომანქანას - 1997 წლის ტოიოტა RAV4. ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ გიორგი დიასამიძემ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან მიღებული შრომის ანაზღაურების გარდა, შემოსავალი საექიმო საქმიანობიდანაც მიიღო. 2012 წელს დიასამიძემ ბათუმის #1 საქალაქო საავადმყოფოში შრომითი ანაზღაურების სახით 9000 ლარი მიიღო. არც გიორგი დიასამიძე და არც მისი მეუღლე არ ფლობენ წილებს კომპანიაში და არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა