საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის აფრთხილებს და არ ურჩევს ცეცხლთან თამაშს დავით ბერძენიშვილი
ვის აფრთხილებს და არ ურჩევს ცეცხლთან თამაშს დავით ბერძენიშვილი

ლან­ჩხუთ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შტაბ­ში სტუმ­რად მყოფ­მა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "გუ­რია ნი­უს­თან" პარ­ტი­ულ სი­ა­სა და ორად გა­ყო­ფილ კო­ა­ლი­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"თუ ბა­ჩა­ნა კვა­ჭა­ძე­ზე მე­კი­თხე­ბით, 2003-ში სტუ­დენ­ტი ბიჭი ჩემ­თან იყო ას­ლან აბა­ში­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, 2004-ში უკვე სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, 2010-ში მას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­დე­გი ჰქონ­და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, მა­ში­ნაც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან იყ­რი­და კენ­ჭს და მერე და­ი­ნიშ­ნა რწმუ­ნე­ბუ­ლად. ასე რომ, 2012 წლით არ იწყე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა, ამი­ტომ არ მივ­ყვე­ბი, ვინ სად იყო 2007-2009 წლებ­ში, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ხარ­ვე­ზე­ბის მქო­ნე ბეგ­რა­უნ­დი აქვთ, მაგ­რამ ასეა, რას ვი­ზამთ. რაც შე­ე­ხე­ბა "რეს­პუბ­ლი­კურ" პარ­ტი­ას, კარ­გად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ თვალ­საზ­რი­სით, არ გვაკ­ლია არც შე­ვარ­დნა­ძეს­თან, არც აბა­ში­ძეს­თან და არც სა­ა­კაშ­ვილ­თან ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა, იმე­დია, რო­მან ბი­წა­ძის მი­მართ არ არის ასე­თი პრე­ტენ­ზია.

სხვა­თა შო­რის, მინ­და გი­თხრათ, რომ კო­ა­ლი­ცი­ის მიერ არ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით მოხ­სნაც კი შე­იძ­ლე­ბა, თუ ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან კა­ნონს. ყვე­ლა ასეთ კან­დი­დატს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­ვუ­წო­დებ, იმი­ტომ, რომ მათი კან­დი­და­ტო­ბა არ არის ხელ­შე­უ­ვა­ლი. მე მგო­ნი, ყვე­ლა იბ­რძო­ლებს, რად­გან პრი­ვი­ლე­გია 41 ნომ­რით გა­მოს­ვლა ნამ­დვი­ლად არის, იმი­ტომ, რომ კო­ა­ლი­ცი­ას აქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი, გუ­რი­ა­ში ჩვენ ვგეგ­მავთ ძა­ლი­ან დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­გე­ბას", - ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ იმ პი­რებს, ვინც მხარს არ უჭერს მათ მიერ და­ყე­ნე­ბულ გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­დატს, პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევთ.

"რო­მე­ლი­მე წარ­მა­ტე­ბას თუ მი­აღ­წევს, მათ არა­ნა­ი­რი მა­ღა­ლი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა არ ემუქ­რე­ბათ, იმი­ტომ რომ, ისი­ნი კო­ა­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ასე რომ, მე არ­ვის არ ვურ­ჩევ ცე­ცხლთან თა­მაშს", - აღ­ნიშ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ვის აფრთხილებს და არ ურჩევს ცეცხლთან თამაშს დავით ბერძენიშვილი

ვის აფრთხილებს და არ ურჩევს ცეცხლთან თამაშს დავით ბერძენიშვილი

ლანჩხუთში, "ქართული ოცნების" შტაბში სტუმრად მყოფმა დავით ბერძენიშვილმა "გურია ნიუსთან" პარტიულ სიასა და ორად გაყოფილ კოალიციაზე კომენტარი გააკეთა.

"თუ ბაჩანა კვაჭაძეზე მეკითხებით, 2003-ში სტუდენტი ბიჭი ჩემთან იყო ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში, 2004-ში უკვე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, 2010-ში მას ძალიან მაღალი შედეგი ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინაც რესპუბლიკური პარტიიდან იყრიდა კენჭს და მერე დაინიშნა რწმუნებულად. ასე რომ, 2012 წლით არ იწყება პოლიტიკური ცხოვრება, ამიტომ არ მივყვები, ვინ სად იყო 2007-2009 წლებში, არიან ადამიანები, რომელთაც ხარვეზების მქონე ბეგრაუნდი აქვთ, მაგრამ ასეა, რას ვიზამთ. რაც შეეხება "რესპუბლიკურ" პარტიას, კარგად არის წარმოდგენილი ამ თვალსაზრისით, არ გვაკლია არც შევარდნაძესთან, არც აბაშიძესთან და არც სააკაშვილთან ბრძოლის გამოცდილება, იმედია, რომან ბიწაძის მიმართ არ არის ასეთი პრეტენზია.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ კოალიციის მიერ არჩეული კანდიდატების არჩევნებამდე რამდენიმე დღით მოხსნაც კი შეიძლება, თუ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს. ყველა ასეთ კანდიდატს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, იმიტომ, რომ მათი კანდიდატობა არ არის ხელშეუვალი. მე მგონი, ყველა იბრძოლებს, რადგან პრივილეგია 41 ნომრით გამოსვლა ნამდვილად არის, იმიტომ, რომ კოალიციას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, გურიაში ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდი უპირატესობით მოგებას", - ამბობს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ იმ პირებს, ვინც მხარს არ უჭერს მათ მიერ დაყენებულ გამგებლობის კანდიდატს, პარტიის დატოვება მოუწევთ.

"რომელიმე წარმატებას თუ მიაღწევს, მათ არანაირი მაღალი პოზიციის დაკავება არ ემუქრებათ, იმიტომ რომ, ისინი კოალიციის წინააღმდეგ წასულები აღმოჩნდნენ. ასე რომ, მე არვის არ ვურჩევ ცეცხლთან თამაშს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა