საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მულტიმილიონერი შოკოლადის კვერცხებით
ქართველი მულტიმილიონერი შოკოლადის კვერცხებით

39 წლის ასაკ­ში ის უკვე ერთ-ერთი მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია რუ­სეთ­ში. ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ებ­რა­ე­ლი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსელს ფლობს.

ბიზ­ნეს­ში სამ­ნი არი­ან - თვი­თონ, ძმა და დის ქმა­რი. ჰოლ­დინგსაც ასე და­არ­ქვეს, "გ.მ.რ. - სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის სამ­ყა­რო", სა­დაც პირ­ვე­ლი სამი ასო მათი სა­ხე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ლე­ბია - გი­ორ­გი, მე­რა­ბი და რო­მა­ნი. დღეს ეს ჰოლ­დინ­გი მსოფ­ლი­ოს ხუთი ქვეყ­ნის 44 ქა­ლაქ­ში 285 რეს­ტო­რანს აერ­თი­ა­ნებს.

მე­რაბ ელაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ კუ­ლაშ­ში და­ი­ბა­და. ებ­რა­ე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ სო­ფელს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში "პა­ტა­რა იე­რუ­სა­ლიმ­საც" ეძახ­დნენ. მა­მა­მი­სი მე­წარ­მე იყო, დე­დას უმაღ­ლე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არას­დროს უმუ­შა­ვია, რად­გან დი­ა­სახ­ლი­სო­ბას დიდი დრო მიჰ­ქონ­და, სამ შვილს ზრდი­და. მე­რა­ბი 4 წლის იყო, როცა მამა 23 წლის ასაკ­ში გარ­და­ეც­ვა­ლა. დედა სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლით მარ­ტო დარ­ჩა. ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში მას მისი და მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია და ფი­ზკულ­ტუ­რა. დე­დას უნ­დო­და, შვი­ლი ექი­მი გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მე­რა­ბი ბიზ­ნე­სალ­ღოს იმ­თა­ვით­ვე გრძნობ­და და იცო­და, რომ მე­დი­ცი­ნა მისი საქ­მე არ იყო. 18 წლის იყო, როცა მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა და ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა. თუმ­ცა, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბის სურ­ვი­ლი მე­რაბს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და და ერთ დღე­საც ისეთ "ჯა­დოს­ნურ კვერ­ცხს" მი­აგ­ნო, სა­ი­და­ნაც სა­ბო­ლო­ოდ მისი დიდი ბიზ­ნე­სი გა­მო­ი­ჩე­კა. შო­კო­ლა­დის კვერ­ცხე­ბი, რომ­ლის შიგ­ნით, კაფ­სუ­ლა­ში სა­თა­მა­შო იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, იმ დროს ევ­რო­პა­შიც ახა­ლი ხილი იყო და ბავ­შვე­ბის გუ­ლებს იპყრობ­და. მე­რაბ­მა სწო­რად გათ­ვა­ლა, რომ ამ ჯა­დოს­ნუ­რი კვერ­ცხე­ბის მი­მართ ვერც პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნის ბავ­შვე­ბი დარ­ჩე­ბოდ­ნენ გულ­გრი­ლი და "კინ­დერ სი­ურპრი­ზე­ბის" იმ­პორ­ტს მიჰ­ყო ხელი. ეს საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნი ბიზ­ნე­სი აღ­მოჩ­ნდა, პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნას ვერ ას­წრებ­და ბა­ზარ­ზე, რომ მთელ პარ­ტი­ას ფაქ­ტობ­რი­ვად ხე­ლი­დან სტა­ცებ­დნენ. შო­კო­ლა­დის კვერ­ცხე­ბით ვაჭ­რო­ბას საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მოჰ­ქონ­და. ასე გახ­და მე­რა­ბი 18 წლის ასაკ­ში ბიზ­ნეს­მე­ნი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფული უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბიზ­ნეს­ში და­ა­ბან­და, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად გრძნობ­და, რომ არც ეს იყო ის მთა­ვა­რი საქ­მე, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბას მი­უ­ძღვნი­და.

1996 წელს მივ­ლი­ნე­ბით ბელ­გი­ა­ში იყო და საჭ­მე­ლად პა­ტა­რა პი­ცე­რი­ა­ში შე­ი­ა­რა, სა­დაც ძა­ლი­ან ია­ფად უგემ­რი­ე­ლე­სი პი­ცით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ. მიხ­ვდა, ეს ის იყო, რაც იმ დროს მოს­კოვს აკ­ლდა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწრა­ფად მი­ი­ღო, ამე­რი­კე­ლე­ბის­გან პი­ცე­რი­ე­ბის ქსე­ლის "სბა­როს" ფრან­ჩა­ი­ზინ­გის უფ­ლე­ბა გა­მო­ის­ყი­და და მოს­კოვ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე პი­ცე­რია გახ­სნა. თა­ვი­დან საქ­მე კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ 1998 წელს ბიზ­ნესს კრი­ზის­მა მო­უს­წრო. საქ­მე ისე ცუ­დად წა­ვი­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ბიზ­ნე­სის გა­და­სარ­ჩე­ნად 2 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი პიცა 60 ცენ­ტად გა­ე­ყი­და. მა­შინ თით­ქმის მთე­ლი ფული და­კარ­გა, მაგ­რამ კრი­ზისს მა­ინც გა­უძ­ლო. ახლა ამ­ბობს, რომ მა­შინ საქ­მის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­არ­ჩი­ნა.

"ახალ­გაზ­რდა ვარ და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წინ მაქვს. არ მი­ვის­წრა­ფი იმის­თვის, რომ რამე კონ­კრე­ტუ­ლი კა­პი­ტა­ლი და­ვაგ­რო­ვო, უბ­რა­ლოდ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია მინ­და. მაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, გა­ვა­კე­თო სა­სარ­გებ­ლო ჩემ­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. რად­გან ღმერ­თი და­მეხ­მა­რა, რომ ასეთ ასაკ­ში დიდი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია, წინ უნდა ვი­ა­რო.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვინ დგას ბიზ­ნეს­ში შენ გვერ­დით. პარტნი­ო­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის თან­ხვედ­რა მოხ­დეს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა და ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა - აი, რა არის მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბის­თვის. მე უნდა ვი­ცო­დე, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ გვერ­დით დგას, იმე­დებს არ გა­მიც­რუ­ებს და მო­ინ­დო­მებს, ჩემ­თან ერ­თად ია­როს წინ". - ამ­ბობს მე­რაბ ელაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქართველი მულტიმილიონერი შოკოლადის კვერცხებით

ქართველი მულტიმილიონერი შოკოლადის კვერცხებით

39 წლის ასაკში ის უკვე ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენია რუსეთში. ქართული წარმომავლობის ებრაელი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელს ფლობს.

ბიზნესში სამნი არიან - თვითონ, ძმა და დის ქმარი. ჰოლდინგსაც ასე დაარქვეს, "გ.მ.რ. - სტუმართმოყვარეობის სამყარო", სადაც პირველი სამი ასო მათი სახელების ინიციალებია - გიორგი, მერაბი და რომანი. დღეს ეს ჰოლდინგი მსოფლიოს ხუთი ქვეყნის 44 ქალაქში 285 რესტორანს აერთიანებს.

მერაბ ელაშვილი საქართველოში, სამტრედიის რაიონში, სოფელ კულაშში დაიბადა. ებრაელებით დასახლებულ სოფელს საბჭოთა პერიოდში "პატარა იერუსალიმსაც" ეძახდნენ. მამამისი მეწარმე იყო, დედას უმაღლესი მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან დიასახლისობას დიდი დრო მიჰქონდა, სამ შვილს ზრდიდა. მერაბი 4 წლის იყო, როცა მამა 23 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით მარტო დარჩა. ბავშვების აღზრდაში მას მისი და მეუღლის მშობლები ეხმარებოდნენ.

სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა, ქიმია და ფიზკულტურა. დედას უნდოდა, შვილი ექიმი გამოსულიყო, მაგრამ მერაბი ბიზნესალღოს იმთავითვე გრძნობდა და იცოდა, რომ მედიცინა მისი საქმე არ იყო. 18 წლის იყო, როცა მოსკოვში გაემგზავრა და ცოდნის გასაღრმავებლად ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში ჩაირიცხა. თუმცა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების სურვილი მერაბს მოსვენებას არ აძლევდა და ერთ დღესაც ისეთ "ჯადოსნურ კვერცხს" მიაგნო, საიდანაც საბოლოოდ მისი დიდი ბიზნესი გამოიჩეკა. შოკოლადის კვერცხები, რომლის შიგნით, კაფსულაში სათამაშო იყო მოთავსებული, იმ დროს ევროპაშიც ახალი ხილი იყო და ბავშვების გულებს იპყრობდა. მერაბმა სწორად გათვალა, რომ ამ ჯადოსნური კვერცხების მიმართ ვერც პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბავშვები დარჩებოდნენ გულგრილი და "კინდერ სიურპრიზების" იმპორტს მიჰყო ხელი. ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი აღმოჩნდა, პროდუქციის შეტანას ვერ ასწრებდა ბაზარზე, რომ მთელ პარტიას ფაქტობრივად ხელიდან სტაცებდნენ. შოკოლადის კვერცხებით ვაჭრობას საკმაოდ კარგი შემოსავალი მოჰქონდა. ასე გახდა მერაბი 18 წლის ასაკში ბიზნესმენი.

მოგვიანებით ფული უძრავი ქონების ბიზნესში დააბანდა, მაგრამ შინაგანად გრძნობდა, რომ არც ეს იყო ის მთავარი საქმე, რომელსაც ცხოვრებას მიუძღვნიდა.

1996 წელს მივლინებით ბელგიაში იყო და საჭმელად პატარა პიცერიაში შეიარა, სადაც ძალიან იაფად უგემრიელესი პიცით გაუმასპინძლდნენ. მიხვდა, ეს ის იყო, რაც იმ დროს მოსკოვს აკლდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, ამერიკელებისგან პიცერიების ქსელის "სბაროს" ფრანჩაიზინგის უფლება გამოისყიდა და მოსკოვში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე პიცერია გახსნა. თავიდან საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ 1998 წელს ბიზნესს კრიზისმა მოუსწრო. საქმე ისე ცუდად წავიდა, რომ იძულებული გახდა, ბიზნესის გადასარჩენად 2 დოლარად ღირებული პიცა 60 ცენტად გაეყიდა. მაშინ თითქმის მთელი ფული დაკარგა, მაგრამ კრიზისს მაინც გაუძლო. ახლა ამბობს, რომ მაშინ საქმის სიყვარულმა გადაარჩინა.

"ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. არ მივისწრაფი იმისთვის, რომ რამე კონკრეტული კაპიტალი დავაგროვო, უბრალოდ თვითრეალიზაცია მინდა. მაქვს პოტენციალი, გავაკეთო სასარგებლო ჩემთვის და საზოგადოებისთვის. რადგან ღმერთი დამეხმარა, რომ ასეთ ასაკში დიდი წარმატებისთვის მიმეღწია, წინ უნდა ვიარო.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ დგას ბიზნესში შენ გვერდით. პარტნიორებისა და თანამშრომლების შერჩევისას ჩემთვის მთავარია, ჩვენი ღირებულებების თანხვედრა მოხდეს. პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება და ამბიციურობა - აი, რა არის მთავარი წარმატებისთვის. მე უნდა ვიცოდე, რომ ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით დგას, იმედებს არ გამიცრუებს და მოინდომებს, ჩემთან ერთად იაროს წინ". - ამბობს მერაბ ელაშვილი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია