მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავზე ხელაღებული ფუ(ლ)ფუნება! - ვის აუხდა ოცნება?
თავზე ხელაღებული ფუ(ლ)ფუნება! - ვის აუხდა ოცნება?

სკან­და­ლუ­რი და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გა­მოდ­გა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის სა­კი­თხი. რო­გორც ირ­კვე­ვა, დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გოგი გა­ხა­რი­ამ ერთ თვე­ში პრე­მი­ის სა­ხით 39.130 ლარი აიღო, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა: ვლა­დი­მერ ბუნ­ტუ­რი­ძემ - 38.390 ლარი, სი­მონ მა­ჩა­ი­ძემ - 38.733 ლარი, შალ­ვა ტო­რა­ძემ - 31.263 ლარი, შოთა თუ­თა­რაშ­ვილ­მა - 30.386 ლარი. სულ დე­კემ­ბერ­ში დე­პარ­ტა­მენ­ტის 20 თა­ნამ­შრო­მელ­ზე პრე­მი­ის სა­ხით 488.128 ლარი გა­ი­ცა(!!!). მათ შო­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სელ­მა სა­კუ­თარ თავს 18.222 ლარი გა­მო­უ­წე­რა. დარ­ბა­ი­სე­ლი მა­შინ სულ რა­ღაც თვე-ნა­ხევ­რის და­ნიშ­ნუ­ლი იყო და რა­ო­დენ საკ­ვირ­ვე­ლიც უნდა იყოს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­და, რომ თვით მი­ნის­ტრსაც კი მო­უ­წევ­და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და, არა­ფე­რი იცო­და ამ ოდე­ნო­ბის პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს გან­ცხა­დე­ბა სუ­ბარს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან არ ათა­ვი­სუფ­ლებს. არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფრო მე­ტად წა­ა­ხა­ლი­სებს იმ ჩი­ნოს­ნებს, რო­მელ­თაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­დაც არ ზღუ­დავს, მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნი კი, რო­გორც ჩანს, მათ­თვის ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს. "ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ამ­ხე­ლა პრე­მი­ე­ბი. ეს სწო­რი არ არის იმ სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­შია", - გა­ნა­ცხა­და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ, თუმ­ცა, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2013 წელს მის სამ მო­ად­გი­ლეს პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით ჯამ­ში 186.080 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი.

აშ­კა­რად ჩანს, რომ საქ­მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­თა დიდ მა­დას­თან გვაქვს. ალ­ბათ, რბილ სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლა­თე­ბულ ზო­გი­ერთ მო­ხე­ლეს ავი­წყდე­ბა, რომ ეს ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სა­ო­პე­რა­ციო ბლო­კის უფ­როს ექთანს ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში 20 თეთ­რს უხ­დი­ან (?!), მას­წავ­ლებ­ლის სა­ბა­ზი­სო ხელ­ფა­სი 305 ლა­რია, პენ­სია - 150 ლარი. გა­ე­როს ფონ­დის შარ­შან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით კი 77000 ბავ­შვი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ო­თხე შიმ­ში­ლის ზღვარ­ზეა.

და­მე­თან­ხმე­ბით, სა­გან­გა­შო სუ­რა­თია, თუმ­ცა, ამ ამ­ბავს ის აშარ­ჟებს, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გაღ­ვი­ძე­ბულ მა­და­ზე ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, არა­და, ეს მავ­ნე პრაქ­ტი­კა სწო­რედ მათი და­ნერ­გი­ლია და მათ ამა­ზე ლა­პა­რა­კის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი უფ­ლე­ბა აქვს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2013 წელს პრე­ზი­დენ­ტი კვლა­ვაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო, ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დით, მის­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რო­გორ "და­ზო­გა" ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი.

აღ­მოჩ­ნდა, რომ: 2013 წელს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ად თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე სულ გა­ცე­მუ­ლია 1.796.333 ლარი, აქე­დან 634.587 ლარი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა მი­ი­ღეს. ყვე­ლა­ზე დიდი ოდე­ნო­ბით პრე­მია - 294.310 ლარი აგ­ვის­ტო­ში გა­ი­ცა. რო­გორც ჩანს, ჩქა­რობ­დნენ, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის ვადა იწუ­რე­ბო­და, ფული კი და­სა­ხარ­ჯი იყო. ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა პრე­მი­ის სა­ხით პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ მი­ი­ღო - 56.050 ლარი. მას მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის, ან­დრო ბარ­ნო­ვის პრე­მია - 49.560 ლარი.

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" (IDFI) გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2013 წელს სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გა­ცე­მუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის ნუს­ხა. რო­გორც ირ­კვე­ვა, 2013 წელს 14-მა სა­მი­ნის­ტრომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს პრე­მი­ად სა­ერ­თო ჯამ­ში - 5.729.131 ლარი, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით - 3.135.038 ლარი მის­ცა.

იმ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სი­ა­ში, სა­დაც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის ოდე­ნო­ბამ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, მოხ­ვდნენ: თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - 1.325.776 ლარი; სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 1.182. 251 ლარი; იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო - 1.070.738 ლარი; ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო–- 1.086.648 ლარი.

10 ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხით პრე­მი­რე­ბულ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებს შო­რის ვხვდე­ბით იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ოთხ მო­ად­გი­ლეს, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის სამ მო­ად­გი­ლეს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის ორ მო­ად­გი­ლეს და ერ­თსაც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ხელ­ფა­სო სარ­გო­სა და პრე­მი­ებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გას­ცეს შს სა­მი­ნის­ტრომ და დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­მა. მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ გას­ცეს: სა­გა­რეო საქ­მე­თა, ფი­ნანსთა, ეკო­ნო­მი­კი­სა და შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

თავზე ხელაღებული ფუ(ლ)ფუნება! - ვის აუხდა ოცნება?

თავზე ხელაღებული ფუ(ლ)ფუნება! - ვის აუხდა ოცნება?

სკანდალური და ასევე საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი გამოდგა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემული პრემიების საკითხი. როგორც ირკვევა, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი გახარიამ ერთ თვეში პრემიის სახით 39.130 ლარი აიღო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ვლადიმერ ბუნტურიძემ - 38.390 ლარი, სიმონ მაჩაიძემ - 38.733 ლარი, შალვა ტორაძემ - 31.263 ლარი, შოთა თუთარაშვილმა - 30.386 ლარი. სულ დეკემბერში დეპარტამენტის 20 თანამშრომელზე პრემიის სახით 488.128 ლარი გაიცა(!!!). მათ შორის დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელმა საკუთარ თავს 18.222 ლარი გამოუწერა. დარბაისელი მაშინ სულ რაღაც თვე-ნახევრის დანიშნული იყო და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ თანამდებობის შენარჩუნება მაინც მოახერხა.

არადა, საზოგადოება ელოდა, რომ თვით მინისტრსაც კი მოუწევდა თანამდებობის დატოვება. თუმცა, როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, არაფერი იცოდა ამ ოდენობის პრემიების გაცემის შესახებ, მაგრამ ეს განცხადება სუბარს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. არსებობს საფრთხე, რომ ამგვარი დამოკიდებულება უფრო მეტად წაახალისებს იმ ჩინოსნებს, რომელთაც კანონმდებლობა ჯერჯერობით ისედაც არ ზღუდავს, მორალური კანონი კი, როგორც ჩანს, მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. "ჩემთვის მიუღებელია ამხელა პრემიები. ეს სწორი არ არის იმ სოციალურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ 2013 წელს მის სამ მოადგილეს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 186.080 ლარი აქვს აღებული.

აშკარად ჩანს, რომ საქმე სახელმწიფო მოხელეთა დიდ მადასთან გვაქვს. ალბათ, რბილ სავარძელში მოკალათებულ ზოგიერთ მოხელეს ავიწყდება, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც საოპერაციო ბლოკის უფროს ექთანს ერთ ოპერაციაში 20 თეთრს უხდიან (?!), მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 305 ლარია, პენსია - 150 ლარი. გაეროს ფონდის შარშანდელი მონაცემებით კი 77000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე შიმშილის ზღვარზეა.

დამეთანხმებით, საგანგაშო სურათია, თუმცა, ამ ამბავს ის აშარჟებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების გაღვიძებულ მადაზე  ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ, არადა, ეს მავნე პრაქტიკა სწორედ მათი დანერგილია და მათ ამაზე ლაპარაკის ყველაზე ნაკლები უფლება აქვს.

მოგეხსენებათ, 2013 წელს პრეზიდენტი კვლავაც მიხეილ სააკაშვილი იყო, ამიტომ დავინტერესდით, მისმა ადმინისტრაციამ როგორ "დაზოგა" ქვეყნის ბიუჯეტი.

აღმოჩნდა, რომ: 2013 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიად თანამშრომლებზე სულ გაცემულია 1.796.333 ლარი, აქედან 634.587 ლარი თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია - 294.310 ლარი აგვისტოში გაიცა. როგორც ჩანს, ჩქარობდნენ, რადგან პრეზიდენტის ვადა იწურებოდა, ფული კი დასახარჯი იყო. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე ირაკლი ნადირაძემ მიიღო - 56.050 ლარი. მას მცირედით ჩამორჩა ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის პრემია - 49.560 ლარი.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) გამოაქვეყნა 2013 წელს სამინისტროებში გაცემული ხელფასებისა და პრემიების ნუსხა. როგორც ირკვევა, 2013 წელს 14-მა სამინისტრომ თანამდებობის პირებს პრემიად საერთო ჯამში - 5.729.131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 3.135.038 ლარი მისცა.

იმ სამინისტროების სიაში, სადაც თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, მოხვდნენ: თავდაცვის სამინისტრო - 1.325.776 ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო 1.182. 251 ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 1.070.738 ლარი; ეკონომიკის სამინისტრო–- 1.086.648 ლარი.

10 ყველაზე დიდი თანხით პრემირებულ მინისტრის მოადგილეებს შორის ვხვდებით იუსტიციის მინისტრის ოთხ მოადგილეს, ენერგეტიკის მინისტრის სამ მოადგილეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ორ მოადგილეს და ერთსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.

საინტერესოა, რომ სახელფასო სარგოსა და პრემიებზე დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია არ გასცეს შს სამინისტრომ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. მხოლოდ ნაწილობრივ გასცეს: საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა