მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ კბილის ამოღებამდე და შემდეგ
როგორ მოვიქცეთ კბილის ამოღებამდე და შემდეგ

(რუბ­რი­კას უძღვე­ბა ექი­მი ნინო ჩარ­გე­იშ­ვი­ლი)

და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კბი­ლის ამო­ღე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­აა და ზოგ­ჯერ - საკ­მა­ოდ რთუ­ლიც. ამი­ტომ, პა­ცი­ენ­ტმა ზუს­ტად უნდა იცო­დეს, თუ რა იკ­რძა­ლე­ბა და რა არის და­საშ­ვე­ბი კბი­ლის ამო­ღე­ბამ­დე და ამო­ღე­ბის შემ­დეგ.

კბი­ლის ამო­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა:

ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის (ზემო სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე ან­თე­ბა, გრი­პი, ან­გი­ნა, ჰერ­პე­სი, პნევ­მო­ნია და სხვა) დროს;

მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის გა­და­ტა­ნი­დან პირ­ვე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში;

არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მკვეთ­რი მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში;

- ორ­სუ­ლო­ბის I-II და VIII-IX თვე­ებ­ში.

ვიდ­რე კბილს ამო­ი­ღებთ, ექი­მი აუ­ცი­ლებ­ლად გა­აფრ­თხი­ლეთ:

თუ ოდეს­მე, კბი­ლის ამო­ღე­ბის დროს, რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა გქონ­დათ;

თუ ნო­ვო­კა­ი­ნის, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის, იო­დის ან სხვა პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ ალერ­გია გაქვთ;

თუ გაქვთ რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა - ჰი­პერ­ტენ­ზია (მა­ღა­ლი წნე­ვა) ან გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, სტე­ნო­კარ­დი­ის ხში­რი შე­ტე­ვა, დი­ა­ბე­ტი, ეპი­ლეფ­სია, ჰე­მო­ფი­ლია და სხვა.

კბი­ლის ამო­ღე­ბა უმ­ჯო­ბე­სია დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. ამ პრო­ცე­სამ­დე 2-3 სა­ა­თით ადრე, და­ნაყ­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ჯერ ერთი, ოპე­რა­ცი­ის შემ­დგე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა იკ­რძა­ლე­ბა და მე­ო­რეც, მში­ერ ადა­მი­ანს გა­მო­ე­ყო­ფა ბევ­რი ნერ­წყვი, რაც ექიმს კბი­ლის ამო­ღე­ბი­სას ხელს შე­უშ­ლის.

კბი­ლის ამო­ღე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტმა შემ­დე­გი წე­სე­ბი უნდა და­იც­ვას:

15-20 წუ­თის მერე ენით გა­მო­აგ­დოს ექი­მის მიერ ჭრი­ლო­ბა­ზე და­დე­ბუ­ლი მარ­ლის ტამ­პო­ნი;

არ აწ­ვა­ლოს ჭრი­ლო­ბა ენით, თი­თით ან რა­ი­მე საგ­ნით, რათა არ შე­ი­ტა­ნოს ინ­ფექ­ცია და და­არ­ღვი­ოს სის­ხლის კოლ­ტი, რო­მე­ლიც სა­ცო­ბის მსგავ­სად, ჭრი­ლო­ბას ფა­რავს;

საკ­ვე­ბი მი­ი­ღოს მხო­ლოდ 3-4 სა­ა­თის შემ­დეგ, თან ღე­ჭოს ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხა­რეს. პირ­ველ დღე­ებ­ში ერი­დოს ცხე­ლი და მა­გა­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას.

მე­ო­რე დღეს, პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია გა­ი­კე­თოს სავ­ლე­ბი მან­გა­ნუ­მის პერ­მან­გა­ნან­ტის (ე.წ. "მარ­გან­ცოვ­კა") ღია ვარ­დის­ფე­რი ხსნა­რით ან გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი თბი­ლი წყლით.

ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლის ფო­სო­დან სის­ხლდე­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, იკ­რძა­ლე­ბა:

კბი­ლის ამო­ღე­ბის დღეს ცხე­ლი და მა­გა­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა;

მძი­მე ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა და სპორ­ტით დატ­ვირ­თვა;

ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლის მხა­რეს წოლა;

უახ­ლო­ეს 2-3 დღეს აბა­ნო­სა თუ სა­უ­ნა­ში წას­ვლა, აბა­ზა­ნი­სა და ცხე­ლი შხა­პის მი­ღე­ბა;

მზე­ზე წოლა.

ზოგ­ჯერ, კბი­ლის ამო­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შე­იძ­ლე­ბა, კბი­ლის ფო­სო­დან ზო­მი­ე­რი სის­ხლდე­ნა და­ი­წყოს, ჩვე­უ­ლებ­რივ, ეს ხდე­ბა სა­ღა­მოს ან ღა­მით, ძილ­ში. ამის მი­ზე­ზი ხში­რად, პა­ცი­ენ­ტის მიერ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბაა, კერ­ძოდ, უხე­ში და ძა­ლი­ან ცხე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, პი­რის ღრუ­ში სავ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მოვ­ლე­ბა და სხვა.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს პა­ცი­ენ­ტი, თუ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო?

პირ­ველ რიგ­ში, არ უნდა შე­შინ­დეთ. აი­ღეთ სტე­რი­ლუ­რი ბამ­ბა ან ბინ­ტი, გა­ა­კე­თეთ მომცრო ზო­მის მჭიდ­რო ტამ­პო­ნი და და­ას­ვე­ლეთ 3%-იანი წყალ­ბა­დის ზეჟან­გის ხსნარ­ში. შემ­დეგ, სის­ხლის კოლ­ტე­ბი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე გად­მო­ა­ფურ­თხეთ, დამ­ზა­დე­ბუ­ლი ტამ­პო­ნი ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლის ფო­სო­ზე და­ი­დეთ, პირი და­ხუ­რეთ და ასე და­ყა­ვით 30-40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმის შე­სა­მოწ­მებ­ლად, შე­ჩერ­და თუ არა სის­ხლდე­ნა, გად­მო­ა­ფურ­თხეთ ნერ­წყვი ისე, რომ კბი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არ და­ა­შო­როთ. მას­ში სის­ხლის კვა­ლის არარ­სე­ბო­ბა ან ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით არ­სე­ბო­ბა, სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. მაგ­რამ თუ ამ მე­თო­დით სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა, მა­შინ ექიმს მი­მარ­თეთ.

ზოგ­ჯერ, კბი­ლის ამო­ღე­ბის შემ­დეგ ფო­სო­ში ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი იგ­რძნო­ბა ხოლ­მე. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა, ჭრი­ლო­ბა­ში ინ­ფექ­ცი­ის მოხ­ვედ­რა და ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გახ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა მო­ამ­ზა­დოთ საჭ­მე­ლი სო­დის ხსნა­რი (1/2 ჩ/კ სოდა ჩა­ყა­რეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის მქო­ნე 2 ჩ/ჭ წყალ­ში) და გა­მო­ივ­ლეთ პი­რის ღრუ­ში, ყო­ველ 15-20 წუთ­ში ერთხელ. სო­დის ნაც­ვლად, შე­გიძ­ლი­ათ მა­რი­ლის ან მან­გა­ნუ­მის პერ­მან­გა­ნა­ტის ღი­ა­ვარ­დის­ფე­რი ხსნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა.

თუ არა­ვი­თარ გარ­თუ­ლე­ბას არ აქვს ად­გი­ლი, მა­შინ ჭრი­ლო­ბა სრუ­ლად 2-3 კვი­რა­ში შე­ხორ­ცდე­ბა.

ჟურ­ნა­ლი გზა

#11 12.03.2009

ოლეგ გვენცაძე
0

ქალბატონო ნინო მადლობა რჩევებისთვის, ჩემს თავზეც გამოვცადე.

როგორ მოვიქცეთ კბილის ამოღებამდე და შემდეგ

როგორ მოვიქცეთ კბილის ამოღებამდე და შემდეგ

(რუბრიკას უძღვება ექიმი ნინო ჩარგეიშვილი)

დაავადებული კბილის ამოღება ქირურგიული ოპერაციაა და ზოგჯერ - საკმაოდ რთულიც. ამიტომ, პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა იკრძალება და რა არის დასაშვები კბილის ამოღებამდე და ამოღების შემდეგ.

კბილის ამოღება არ შეიძლება:

ინფექციებისა და მწვავე დაავადებების (ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთება, გრიპი, ანგინა, ჰერპესი, პნევმონია და სხვა) დროს;

მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან პირველი 2 თვის განმავლობაში;

არტერიული წნევის მკვეთრი მატების შემთხვევაში;

- ორსულობის I-II და VIII-IX თვეებში.

ვიდრე კბილს ამოიღებთ, ექიმი აუცილებლად გააფრთხილეთ:

თუ ოდესმე, კბილის ამოღების დროს, რაიმე გართულება გქონდათ;

თუ ნოვოკაინის, ანტიბიოტიკების, იოდის ან სხვა პრეპარატების მიმართ ალერგია გაქვთ;

თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება - ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ან გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდიის ხშირი შეტევა, დიაბეტი, ეპილეფსია, ჰემოფილია და სხვა.

კბილის ამოღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. ამ პროცესამდე 2-3 საათით ადრე, დანაყრება აუცილებელია, რადგან ჯერ ერთი, ოპერაციის შემდგე, რამდენიმე საათის განმავლობაში, საკვების მიღება იკრძალება და მეორეც, მშიერ ადამიანს გამოეყოფა ბევრი ნერწყვი, რაც ექიმს კბილის ამოღებისას ხელს შეუშლის.

კბილის ამოღების შემდეგ პაციენტმა შემდეგი წესები უნდა დაიცვას:

15-20 წუთის მერე ენით გამოაგდოს ექიმის მიერ ჭრილობაზე დადებული მარლის ტამპონი;

არ აწვალოს ჭრილობა ენით, თითით ან რაიმე საგნით, რათა არ შეიტანოს ინფექცია და დაარღვიოს სისხლის კოლტი, რომელიც საცობის მსგავსად, ჭრილობას ფარავს;

საკვები მიიღოს მხოლოდ 3-4 საათის შემდეგ, თან ღეჭოს ამოღებული კბილის საწინააღმდეგო მხარეს. პირველ დღეებში ერიდოს ცხელი და მაგარი საკვების მიღებას.

მეორე დღეს, პაციენტს შეუძლია გაიკეთოს სავლები მანგანუმის პერმანგანანტის (ე.წ. "მარგანცოვკა") ღია ვარდისფერი ხსნარით ან გადადუღებული თბილი წყლით.

ამოღებული კბილის ფოსოდან სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, იკრძალება:

კბილის ამოღების დღეს ცხელი და მაგარი საკვების მიღება;

მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება და სპორტით დატვირთვა;

ამოღებული კბილის მხარეს წოლა;

უახლოეს 2-3 დღეს აბანოსა თუ საუნაში წასვლა, აბაზანისა და ცხელი შხაპის მიღება;

მზეზე წოლა.

ზოგჯერ, კბილის ამოღებიდან რამდენიმე საათში შეიძლება, კბილის ფოსოდან ზომიერი სისხლდენა დაიწყოს, ჩვეულებრივ, ეს ხდება საღამოს ან ღამით, ძილში. ამის მიზეზი ხშირად, პაციენტის მიერ ექიმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაა, კერძოდ, უხეში და ძალიან ცხელი საკვების მიღება, პირის ღრუში სავლების ინტენსიური გამოვლება და სხვა.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუ სისხლდენა დაეწყო?

პირველ რიგში, არ უნდა შეშინდეთ. აიღეთ სტერილური ბამბა ან ბინტი, გააკეთეთ მომცრო ზომის მჭიდრო ტამპონი და დაასველეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარში. შემდეგ, სისხლის კოლტები ძალდატანების გარეშე გადმოაფურთხეთ, დამზადებული ტამპონი ამოღებული კბილის ფოსოზე დაიდეთ, პირი დახურეთ და ასე დაყავით 30-40 წუთის განმავლობაში. იმის შესამოწმებლად, შეჩერდა თუ არა სისხლდენა, გადმოაფურთხეთ ნერწყვი ისე, რომ კბილები ერთმანეთს არ დააშოროთ. მასში სისხლის კვალის არარსებობა ან ძალიან მცირე რაოდენობით არსებობა, სისხლდენის შეჩერებაზე მეტყველებს. მაგრამ თუ ამ მეთოდით სისხლდენის შეჩერება დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მაშინ ექიმს მიმართეთ.

ზოგჯერ, კბილის ამოღების შემდეგ ფოსოში ძლიერი ტკივილი იგრძნობა ხოლმე. ამის მიზეზი შეიძლება, ჭრილობაში ინფექციის მოხვედრა და ანთების განვითარება გახდეს. ამ შემთხვევაში, უნდა მოამზადოთ საჭმელი სოდის ხსნარი (1/2 ჩ/კ სოდა ჩაყარეთ ოთახის ტემპერატურის მქონე 2 ჩ/ჭ წყალში) და გამოივლეთ პირის ღრუში, ყოველ 15-20 წუთში ერთხელ. სოდის ნაცვლად, შეგიძლიათ მარილის ან მანგანუმის პერმანგანატის ღიავარდისფერი ხსნარის გამოყენება.

თუ არავითარ გართულებას არ აქვს ადგილი, მაშინ ჭრილობა სრულად 2-3 კვირაში შეხორცდება.

ჟურნალი გზა

#11 12.03.2009

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია

"საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება..." - გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა