ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის ხეივანი გაშენდა. პარლამანტთან 50 ძირი ნეკერჩხალი პარლამენტარმა ქალებმა და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დარგეს. ხეივანის გაშენების ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "გენდერული თანასწორობის ქსელია".
"ხეივანი სიმბოლურად გაშენდა 50 ძირი ნეკერჩხლით. ამ ჟესტით გვინდოდა გვეხილა თანასწორობა საქართველოს პარლამენტში. ქალები და მამაკაცები გვსურს რომ წარმოდგენილნი იყვნენ 50/50", - განაცხადა გენდერული თანასწორობის ქსელის იმერეთის კოორდინატორმა, დავით ლიკლიკაძემ.