იწყება საგამოცდო ციებ-ცხელება. მოსწავლეები ჯერ შიდასასკოლო, ხოლო შემდეგ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.
ორი წლის წინ, როცა კომპანია "სილქნეტმა" შემეცნებით პროექტზე დაიწყო მუშაობა, შეეცადა სასკოლო პროგრამის სწავლების ისეთი მეთოდისთვის მიეგნო, რომელიც ტექნოლოგიურად თანამედროვე იქნებოდა და ამავე დროს მისაღები ახალი თაობისთვის.
პროექტს "საშინაო სკოლა" დაერქვა. მასში 1-დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო ხასიათის ვიდეო-გაკვეთილები შევიდა და სილქნეტის სატელევიზიო სერვის SilkTV-ში განთავსდა. გაშვების დღიდან ის ძალზედ პოპულარული გახდა, როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებშიც. ორი წლის განმავლობაში პროექტს ორ მილიონამდე ნახვა ქონდა.
"საშინაო სკოლა" მოიცავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა- ქიმიის გაკვეთილების სრულ სასწავლო კურსს. საგნების ჩამონათვალს მალე ინგლისური ენის სასკოლო კურსი დაემატება.
თითოეული გაკვეთილი ინფორმაციული ხასიათისაა და 15-20 წუთს გრძელდება. მთავარი აქცენტი ფიქრის განვითარებაზე, ფიქრის კულტურის ამაღლებაზე კეთდება. პროექტში ჩართული პედაგოგები ცდილობენ ბავშვებს აზროვნება ასწავლონ და ამ ვიდეოგაკვეთილების უმთავრესი გამოწვევაც სწორედ ეს არის.
"საშინაო სკოლა" ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ და გემსახურებათ ინდივიდუალურად. ნებისმიერ დროს ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, ინფორმაციის მიღების, საგნის უკეთ აღქმის შესაძლებლობა ეძლევათ.
შვილის განათლება ყველა მშობლისთვის პრიორიტეტულია და ბუნებრივია, ამისთვის ინვესტიციებს არ იშურებენ. გაირკვა, რომ ამ უნიკალური პროექტით დაიზოგა მრავალი ოჯახის ბიუჯეტი და რაც მთავარია დრო, რომელიც ასე ძვირფასია აბიტურიენტისათვის. საატესტატო გამოცდებისთვის SilkTV მომხმარებელთა დიდი ნაწილი, რეპეტიტორების დახმარების გარეშე, "საშინაო სკოლის" ვიდეოგაკვეთილებით მოემზადა. თითოეული საგნის საფუძვლიანად გადამეორებას 2-2 თვე მოანდომა და საუკეთესო შედეგიც აჩვენა. მათთვის სწავლების ამგვარი მეთოდი მეტად კომფორტული აღმოჩნდა, რადგან სახლის პირობებში, ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვით, შეძლეს ცოდნის გაღრმავება.
პროექტის უნიკალურობა მის ინტერაქტიურობაშია. ვიდეო-გაკვეთილის მსვლელობისას მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს დროის მართვის ფუნქციები: გადახვევა, კონკრეტულ დროზე გადასვლა, დაპაუზება.
პროექტში ჩართულები არიან 50-მდე საგანგებოდ შერჩეული მეცნიერი თუ პედაგოგი. მაგალითად, ისტორიის კურსი დოცენტს და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს, ზაზა აბაშიძეს მიყავს, ხოლო სასკოლო სახელმძღვანელოს შემქმნელები - ია მებონია და ლამარა ქურჩიშვილი მათემატიკის საგანს კითხულობენ. ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, გია მურღულიას, მიყავს, რომელიც პროექტის კოორდინატორია. "საშინაო სკოლის" მასწავლებლების კვალიფიციურობასა და ღრმა ცოდნაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყველა პედაგოგმა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საუკეთესო შედეგები აჩვენა.
"საშინაო სკოლა" დინამიური პროექტია, რომელიც ყოველთვის აყვება ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებს და შესაბამისად განახლებადიცაა.
SILK TV სერვისს ამჟამად 90 000 მომხმარებელი ყავს და არჩეული პაკეტის მიუხედავად, ეროვნული სასკოლო პროგრამა ყველა მათგანისთვის გააქტიურებულია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვისაც, რომლებსაც SilkTV-ის სერვისით ქართული არხები მიეწოდებათ.
R