სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანსუა ოლანდი - მსურს, ევროპას ჰქონდეს 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში
ფრანსუა ოლანდი - მსურს, ევროპას ჰქონდეს 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

მსურს ევ­რო­პას ჰქონ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლი­ა­ნი, 20 წლი­ა­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა ქარ­თულ-ფრან­გულ ბიზ­ნეს­ფო­რუმ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ენერ­გე­ტი­კულ სფე­რო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა ევ­რო­პის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­ზი­რია. "სა­ქარ­თვე­ლო არ აწარ­მო­ებს ენერ­გი­ას, მაგ­რამ ენერ­გია გა­დის სა­ქარ­თვე­ლო­ზე. სწო­რედ ეს არის კო­ზი­რი თქვენ­თვის და პერ­სპექ­ტი­ვა და შან­სი ევ­რო­პის­თვის, რომ უფრო მრა­ვა­ლი გა­ხა­დოს ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­ი­ძი­ნოს გაზი და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­ზი­ცია ევ­რო­პის­თვის. მსურს ევ­რო­პას ჰქონ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლი­ა­ნი, 20 წლი­ა­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ იყოს სა­უ­კე­თე­სო ფა­სე­ბი, და­ვიც­ვათ გა­რე­მო და ა.შ. ევ­რო­პას უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს მისი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ევ­რო­პას შე­უძ­ლია ამი­სი გა­კე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და ფრან­სუა ოლან­დმა.

გარ­და ამი­სა, მან საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დღეს გა­ფორ­მე­ბულ რამ­დე­ნი­მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ სხვა არა­ერ­თი პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს.

"ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ხელი მო­ვა­წე­რეთ 4 პრი­ო­რი­ტეტს შე­ე­ხე­ბა. პირ­ვე­ლი გუ­ლის­ხმობს საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­ფუძ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რათა გან­ვი­თარ­დეს ურ­ბა­ნუ­ლი, სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გზე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მოხ­დეს. მე­ო­რე სა­ა­გენ­ტო­ზეც მსურს ვი­სა­უბ­რო, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მცი­რე სა­წარ­მო­ებს ეყ­რდნო­ბა და უმე­ტე­სად კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ესაა "პრო­პარ­კო", რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მალე აჭა­რა­ში ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბას და­ი­წყებს. და ბო­ლოს, არ­სე­ბობს დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სხვა პრო­ექ­ტე­ბიც, მათ შო­რის ზამ­თრის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ესაა ის, რისი გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლია საფ­რან­გეთს და რაც უნდა გა­ა­კე­თოს საფ­რან­გეთ­მა. არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სხვა ბევ­რი სფე­როც", - აღ­ნიშ­ნა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ფრანსუა ოლანდი - მსურს, ევროპას ჰქონდეს 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

ფრანსუა ოლანდი - მსურს, ევროპას ჰქონდეს 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

მსურს ევროპას ჰქონდეს დაახლოებით 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქართულ-ფრანგულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების ჩადება ევროპისთვის მნიშვნელოვანი კოზირია. "საქართველო არ აწარმოებს ენერგიას, მაგრამ ენერგია გადის საქართველოზე. სწორედ ეს არის კოზირი თქვენთვის და პერსპექტივა და შანსი ევროპისთვის, რომ უფრო მრავალი გახადოს ენერგიის წყაროები საქართველოში, შეიძინოს გაზი და ა.შ. აქედან გამომდინარე, თქვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება, ეს მნიშვნელოვანი კოზიცია ევროპისთვის. მსურს ევროპას ჰქონდეს დაახლოებით 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ იყოს საუკეთესო ფასები, დავიცვათ გარემო და ა.შ. ევროპას უნდა ჰქონდეს თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ევროპას შეუძლია ამისი გაკეთება საქართველოსთან ერთად", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

გარდა ამისა, მან საფრანგეთსა და საქართველოს შორის დღეს გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ სხვა არაერთი პროექტი არსებობს.

"ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 4 პრიორიტეტს შეეხება. პირველი გულისხმობს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფუძნებას საქართველოში, რათა განვითარდეს ურბანული, საბაგირო ტრანსპორტი და საქალაქთაშორისო გზების განახლება მოხდეს. მეორე სააგენტოზეც მსურს ვისაუბრო, რომელიც შედარებით მცირე საწარმოებს ეყრდნობა და უმეტესად კერძო სექტორის განვითარებაზე მუშაობს. ესაა "პროპარკო", რომელიც ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაში მონაწილეობდა და მალე აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მომზადებას დაიწყებს. და ბოლოს, არსებობს დახმარებისა და თანამშრომლობის სხვა პროექტებიც, მათ შორის ზამთრის სპორტის სახეობებთან მიმართებაში. ესაა ის, რისი გაკეთებაც შეუძლია საფრანგეთს და რაც უნდა გააკეთოს საფრანგეთმა. არის თანამშრომლობის სხვა ბევრი სფეროც", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა