პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანსუა ოლანდი საქართველოში ჩამოვიდა
ფრანსუა ოლანდი საქართველოში ჩამოვიდა

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ფრან­სუა ოლან­დის თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს დახ­ვდნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა აბა­ში­ძე, სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ძლი­ე­რი წვი­მის გამო, სტუმ­რის დახ­ვედ­რის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის აღე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს თავ­და­პირ­ვე­ლად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შეხ­ვდე­ბა. და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თვე­ლო-საფ­რან­გე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის და­ხურ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ამის შემ­დეგ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს ქარ­თვე­ლი კო­ლე­გა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უმას­პინ­ძლებს. პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში ფრან­სუა ოლან­დის დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა, რის შემ­დე­გაც ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს პი­რის­პირ და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შეხ­ვდე­ბი­ან. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ფრან­სუა ოლან­დი ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ.

ფრან­სუა ოლან­დი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თდღი­ა­ნი ვი­ზი­ტით კავ­კა­სი­უ­რი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა. თბი­ლისს ის დღეს­ვე 21:45 სა­ათ­ზე და­ტო­ვებს.

ფრან­სუა ოლან­დმა შეხ­ვედ­რე­ბი უკვე გა­მარ­თა ბა­ქო­სა და ერე­ვან­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფრანსუა ოლანდი საქართველოში ჩამოვიდა

ფრანსუა ოლანდი საქართველოში ჩამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. საფრანგეთის პრეზიდენტს დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, სხვა ოფიციალური პირები.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ძლიერი წვიმის გამო, სტუმრის დახვედრისთვის გამზადებული წითელი ხალიჩის აღება გახდა საჭირო.

საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება. დაგეგმილია საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში მონაწილეობა.

ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. თბილისს ის დღესვე 21:45 საათზე დატოვებს.

ფრანსუა ოლანდმა შეხვედრები უკვე გამართა ბაქოსა და ერევანში.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა