პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის მისია ჯონჯოლის გამო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის მისია ჯონჯოლის გამო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია (EUMM) სა­ჩხე­რე­ში ჯონ­ჯო­ლის მკრე­ფავ­თა და­კა­ვე­ბე­ბის სე­რი­ის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ყვე­ლა მხა­რეს გან­სჯი­სა და უერ­თი­ერ­თგა­გე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ბევ­რი ოჯა­ხის­თვის, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გამ­ყო­ფი ხა­ზის გას­წვრივ ცხოვ­რობს, ჯონ­ჯო­ლის კრე­ფა შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­როა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს რა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის­თვის, მი­სია მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მხა­რეს, გა­გე­ბით მო­ე­კი­დონ მკრე­ფა­ვებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, სამ­ხრეთ ოსეთ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრო ზო­ლის გაღ­მა აღ­მოჩ­ნდნენ", - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, EUMM-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, "2 მა­ი­სის შემ­დეგ, რო­დე­საც ჯონ­ჯო­ლის მკრე­ფავ­თა პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ას აღ­რი­ცხუ­ლი აქვს 5 და­კა­ვე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც 26 ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლეს შე­ე­ხო, აქე­დან 18 კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა". ევ­რო­კავ­ში­რის მი­სია ყვე­ლა მათ­გა­ნის სწრა­ფი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროკავშირის მისია ჯონჯოლის გამო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის მისია ჯონჯოლის გამო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საჩხერეში ჯონჯოლის მკრეფავთა დაკავებების სერიის თაობაზე განცხადებას ავრცელებს და ყველა მხარეს განსჯისა და უერთიერთგაგებისკენ მოუწოდებს.

"ბევრი ოჯახისთვის, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს, ჯონჯოლის კრეფა შემოსავლის მთავარი წყაროა. მხედველობაში იღებს რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებისთვის, მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გაგებით მოეკიდონ მკრეფავებს, რომლებიც შესაძლოა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრო ზოლის გაღმა აღმოჩნდნენ", - ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

გარდა ამისა, EUMM-ის მონაცემებით, "2 მაისის შემდეგ, როდესაც ჯონჯოლის მკრეფავთა პირველი ჯგუფი დააკავეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აღრიცხული აქვს 5 დაკავების სერია, რომელიც 26 ადგილობრივ მოსახლეს შეეხო, აქედან 18 კვლავ პატიმრობაში რჩება". ევროკავშირის მისია ყველა მათგანის სწრაფი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"