საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ"
"ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ"

თუ გსურთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, თუ სიყ­ვა­რულ­ში არ გა­გი­მარ­თლათ და გუ­ლის გა­დაშ­ლას ვე­რა­ვის­თან ახერ­ხებთ ან ბედ­ნი­ე­რი ხართ და გსურთ, სა­კუ­თა­რი გან­წყო­ბა სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­როთ, გახ­სოვ­დეთ, რომ "პა­ლიტ­რა ტვ"-ის ეთერ­ში "1002 ღამე" თქვენ­თვის და­ი­წყო. ყო­ველ სამ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს, სა­ღა­მოს 22 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე შე­ა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი "პა­ლიტ­რა ტვ"-ზე, გახ­დით გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი და გა­უ­ზი­ა­რეთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, მიღ­წე­ვე­ბი, შეც­დო­მე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებს. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი: გია ჯა­ჯა­ნი­ძე, მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი თქვენ გე­ლო­დე­ბი­ან.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე:

- ამ გა­და­ცე­მა­ში იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი სიყ­ვა­რულ­ზე, ღა­ლატ­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე, სექსზე... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ ადა­მი­ა­ნურ­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ­ზე.

- არა­ა­და­მი­ა­ნურ­ზეც?

- სად გა­დის ზღვა­რი ადა­მი­ა­ნო­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბას შო­რის, ვერ და­ვად­გი­ნეთ. არ დარ­ჩე­ბა თემა, რო­მელ­საც არ შე­ვე­ხე­ბით.

- პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის თე­მად "მად­ლი­ე­რე­ბა" რა­ტომ შე­არ­ჩი­ეთ?

- ნამ­დვილ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბი, რა­მაც ამ თე­მის­კენ მი­ბიძ­გა: ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მიყ­ვე­ბო­და, - ჩემს ეზო­ში ხში­რად მო­დი­ო­და ბიჭი, რო­მე­ლიც ბოთ­ლებს აგ­რო­ვებ­და და აბა­რებ­და. მე მას ვეხ­მა­რე­ბო­დი, მე­ზობ­ლებ­თან შევ­დი­ო­დი, ბოთ­ლე­ბი გა­მომ­ქონ­და და მის­თვის ვი­ნა­ხავ­დი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ფულ­საც ვჩუქ­ნი­დი. მერე ის ბიჭი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ჩი­ნარ­და, ბოთ­ლე­ბის წა­სა­ღე­ბად აღარ მო­ვი­და... ამ ამ­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის შემ­დეგ, კარ­ზე ზა­რის ხმა გა­ის­მა. გა­ვა­ღე და ჩემ წინ ვი­ღაც კაცი, პა­ტა­რა ბავ­შვთან ერ­თად იდგა. ვი­ფიქ­რე, მო­წყა­ლე­ბას ითხოვს-მეთ­ქი და ფუ­ლის გა­მო­ტა­ნას ვა­პი­რებ­დი, რომ შე­მა­ჩე­რა. მკი­თხა, - ვერ მი­ცა­ნი­თო? - ვერა-მეთ­ქი. - თქვენ ხართ ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც მე გა­და­მარ­ჩი­ნეთ და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, ჩემ­გან ეს (ხელ­ში ბრი­ლი­ან­ტის­თვლი­ა­ნი ბე­ჭე­დი ეჭი­რა) სახ­სოვ­რად გქონ­დეთ. ეს ბავ­შვი კი ჩემი შვი­ლია, მო­ვიყ­ვა­ნე, რათა თქვენ­თვის გა­მეც­ნოო... ამ ამ­ბავ­მა ისე შემძრა, რომ გა­და­ცე­მის თე­მად გა­მო­ვი­ყე­ნე. პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­ტყვი, - ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­მეს მი­ვაღ­წიე, ეს მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა". გა­წე­უ­ლი სი­კე­თე არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა. არ ვი­ვი­წყებ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირ­და, დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მო­მი­წო­და.

მაკა:

- ცუ­დიც მა­მახ­სოვ­რდე­ბა და კარ­გიც.

გია:

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ბო­რო­ტე­ბა­ზე მეტი, სი­კე­თე მაქვს ნა­ნა­ხი. გამ­ლან­ძღე, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი მი­თხა­რი, და­მამ­ცი­რე? - ეს შენი ემო­ცი­აა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ მტკი­ვა, როცა უმა­დუ­რო­ბას იჩე­ნენ.

- უმა­დუ­რებ­თან რო­გორ იქ­ცე­ვი?

- სას­ტი­კად. ჩა­დე­ნილ შეც­დო­მებ­ზე აღარ მი­ვუ­თი­თებ. ვშორ­დე­ბი ფრა­ზით: "ახია შენ­ზე, რომ მი­გა­ტო­ვე"...

მაკა:

- დამ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. ჩვენ მა­ყუ­რე­ბელს სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს გა­ვუ­ზი­ა­რებთ და მათ მო­საზ­რე­ბებ­საც მო­ვის­მენთ. ეს არის გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად შევ­ქმნით. გა­მი­ხარ­და, გიამ პარტნი­ო­რად რომ ამირ­ჩია. ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ ეკ­რან­ზეც და ცხოვ­რე­ბა­შიც.

გიას ჯა­ჯა­ნი­ძი­სა და მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ტან­დე­მი მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია. მათ­თან ერ­თად "1002 ღა­მეს" ნა­ტა­ლია ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი წა­იყ­ვანს. ის სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­რეკ­ლა­მო სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ­ჯე­რად კი წამ­ყვა­ნის ამ­პლუა მო­ირ­გო და ამ­ბობს, რომ მის­თვის უცხო, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა.

ნა­ტა­ლია:

- გი­ას­თან წლე­ბია, ვმე­გობ­რობ. "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო, მე - სა­რეკ­ლა­მო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. პირ­ვე­ლად თათ­ბირ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ვნა­ხე. მა­ნამ­დე ამ ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლად ჩაც­მულს ვხე­დავ­დი, ამ დღეს კი კლა­სი­კურ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბილ­მა, ისე სე­რი­ო­ზუ­ლად და და­მა­ჯე­რებ­ლად ილა­პა­რა­კა, კარ­გად და­ვაკ­ვირ­დი: ხომ არ მეშ­ლე­ბა, ნამ­დვი­ლად ჯა­ჯა­ნი­ძეა-მეთ­ქი? მალე დავ­მე­გობ­რდით. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი მი­თხრა, - გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას ვა­პი­რებ და თა­ნა­წამ­ყვა­ნი ხომ არ იქ­ნე­ბიო? დავფრ­თხი, გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე.

- პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას ღე­ლავ­დი?

- რა თქმა უნდა, ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ გია და მაკა ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ, გამ­ბე­და­ო­ბა შემ­მა­ტეს. გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი 5 წუთი ვღე­ლავ­დი, მერე "დავ­ლაგ­დი".

გია:

- მად­ლი­ე­რე­ბა­ზე პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან კი­დევ ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ. ჩემი მო­მავ­ლის შე­ნე­ბი­სას, ყვე­ლა­ზე დიდი და მყა­რი აგუ­რი სწო­რედ სხვი­სი უმა­დუ­რო­ბის შე­დე­გად დავ­დე. წლე­ბის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­დეს. ერთი ბიჭი კონ­კურ­სან­ტებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, მაგ­რამ არა­ვინ ჰყავ­და ისე­თი, რომ მის­თვის ხელი წა­ეკ­რა; და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ხან ვის არეკ­ვი­ნებ­დნენ, ხან - ვის. ამ ბიჭს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თე იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია და როცა ჩემი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­და, ისე მოხ­და, არც კი და­მი­რე­კა. მისი "სი­ჩუ­მე" მა­ოგ­ნებ­და. ერთ დღე­საც შემ­თხვე­ვით, ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხე. მცი­რე მან­ძი­ლი გვა­შო­რებ­და. ვი­ფიქ­რე, მე­ტყვის, - მა­პა­ტიე, რომ ვერ და­გი­რე­კეო. მე უნდა მეთ­ქვა: არა უშავს, დაბ­ნე­უ­ლი იყა­ვი და გე­პა­ტი­ე­ბა-მეთ­ქი. ამ ფიქ­რებ­ში ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით. და­მი­ძა­ხა: "პრი­ვეტ" და გა­ი­ა­რა. იმ წუთ­ში ძა­ლი­ან უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი. სახ­ლის­კენ გზას ფე­ხით გა­მო­ვუ­ყე­ვი და გო­ნე­ბა­ში დავ­წე­რე პრო­ექ­ტი - "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა", რო­მე­ლიც შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­მიმ­ტკი­ცა. შე­ვი­მუ­შა­ვე პროგ­რა­მა, და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი გავ­ხდი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი ადა­მი­ა­ნის უმა­დუ­რო­ბამ შთა­მა­გო­ნა. ამ წარ­მა­ტე­ბე­ბის შემ­დეგ, და­ვი­ბა­რე ის ბიჭი და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე. ეს შეხ­ვედ­რა ჩემ­თვის ზე­ი­მი იყო, ის კი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. დღე­საც მისი მად­ლი­ე­რი ვარ.

- შემ­დე­გი გა­და­ცე­მის თემა რა იქ­ნე­ბა, გაგ­ვიმ­ხელთ?

- ეს პრო­ექ­ტი ორი­გი­ნა­ლუ­რი იმი­თაც არის, რომ ტე­ლე­ვი­ზია მა­ყუ­რე­ბელს თავს იმას ახ­ვევს, რაც უნდა, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კი ასე არ იქ­ნე­ბა. მომ­დევ­ნო გა­და­ცე­მის თე­მას არას­დროს ვა­ა­ნონ­სებთ, მაგ­რამ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხველს გა­ვუმ­ხელთ: "1002 ღა­მის" მე­ო­რე გა­და­ცე­მის თემა იქ­ნე­ბა, "რა სურს მა­ყუ­რე­ბელს?"

- შე­გიძ­ლი­ათ, ამ კი­თხვა­ზე თა­ვად მი­პა­სუ­ხოთ?

- ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს უჭირს იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, კა­რი­ე­რა­ში; ბევ­რს ნევ­რო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. არ­სე­ბო­ბენ გო­გო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უნ­დათ გა­თხო­ვე­ბა და ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ, მაგ­რამ და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, უჭირთ სიყ­ვა­რუ­ლის გამ­ხე­ლა და ა.შ. ჩვე­ნი ეთე­რი ყვე­ლას­თვის ღიაა. მა­ყუ­რებ­ლის ზა­რებს ვე­ლო­დე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაკა და ნა­ტა­ლია ხუმ­რო­ბით, "მას­წავ­ლე­ბელს" მე­ძა­ხი­ან, არ მიყ­ვარს, როცა ვინ­მეს რა­მეს ვას­წავ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბის 90% სირ­თუ­ლეს თა­ვად იქ­მნის. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მოვ­დი­ვარ. ეს ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. როცა ვიღ­ლე­ბი, ვწვა­ლობ, კუნ­თე­ბი მკტი­ვა და სა­კუ­თარ თავს ვე­კი­თხე­ბი, - შე­მო­თა­ვა­ზე­ბას რა­ტომ დავ­თან­ხმდი? ალ­ბათ მინ­დო­და და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე. ჰოდა, შე­იძ­ლე­ბა, ჩემი არ იყოს, გო­გო­ნებ­მა მო­მა­ვალ­ში თავ­ში ხელი შე­მო­ირ­ტყან, - ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან რა გვინ­დო­დაო? მაგ­რამ გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა. რა ვქნა, საქ­მის კე­თე­ბი­სას მკაც­რი ვარ.

- მათ­გან რას ითხოვ?

- პუნ­ქტუ­ა­ლო­ბას, თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას; ვი­თხოვ, ყო­ველ­თვის მოვ­ლი­ლე­ბი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მი­სას ისე ვღე­ლავ­დი, რო­გორც არას­დროს. ნა­ტა­ლი­ას, მა­კას მა­გივ­რა­დაც მე ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. ღელ­ვა მო­მა­ვალ გა­და­ცე­მა­ში აღარ იქ­ნე­ბა.

მაკა:

- მა­ყუ­რე­ბელს უნდა შოუ. ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტის გა­რე­შე, მხო­ლოდ ში­ნა­არ­სი­ა­ნი ლა­პა­რა­კით მათ ვერ მი­ი­ზი­დავ. გია აქ გვყავს და ისიც, მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა. მახ­სოვს, ერთხელ თავ­ზე გვე­ლი და­ის­ვა. მე­გო­ნა, არ ეში­ნო­და. არა­და, ცოტა ხან­ში, გა­და­ტა­ნი­ლი ში­შის­გან თავ­ზე გა­მო­ნა­ყა­რი გა­უჩ­ნდა. ის ბევრ რა­მეს აკე­თებს სა­ი­მი­სოდ, რომ კარ­გი შოუ დად­გას. ჰოდა, მე და ნა­ტა­ლი­აც ავ­ყვე­ბით. ჩვე­ნი ეთე­რი ცო­ტა­თი თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლიც იქ­ნე­ბა.

- მა­ყუ­რე­ბელს სი­ურპრი­ზე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რებთ?

გია:

- რა თქმა უნდა! თით­ქმის ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არის გა­და­ცე­მა კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე. ეს კარ­გია, მაგ­რამ როცა იცი, რომ შენი მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან ვი­ღაც მში­ე­რია, შენ კი მას ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას ას­წავ­ლი, ამით ხალ­ხს ანევ­რო­ზებ.

- თქვენ რას შეს­თა­ვა­ზებთ მათ?

- ჩვენ ვურ­ჩევთ, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში რო­გორ მო­უ­ა­რონ თავს, რო­გორ იკ­ვე­ბონ ჯან­სა­ღად...

- პირ­ვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც და­გი­კავ­შირ­დათ, და­ა­ჯილ­დო­ეთ...

- მინ­და, ეს ტრა­დი­ცია მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დეს. და კი­დევ, სტუ­დია ჩემი ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორმ­დე­ბა.

- მაკა და ნა­ტა­ლია, ფსი­ქო­ლოგ მე­გო­ბარს რჩე­ვებს ხში­რად ეკი­თხე­ბით?

მაკა:

- რა თქმა უნდა! მე­გობ­რო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი გვქონ­და, როცა გი­ას­თან ძა­ლი­ან ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი მო­ვე­დი და ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე, - შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნეს, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და რა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი? მე­გო­ნა, გეგ­მის და­სახ­ვა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. მან კი შე­მომ­თა­ვა­ზა, წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ბო­დი­ში თა­ვად მო­მე­ხა­და. დამ­ნა­შა­ვე არ ვი­ყა­ვი და ამის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ შევ­ძე­ლი. მერე მივ­ხვდი, რო­გორ ავ­მაღ­ლდი.

ნა­ტა­ლია:

- გია ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. ჩემს ამ­ბებს გულ­წრფე­ლად, და­უ­ფა­რა­ვად ვუყ­ვე­ბი. მისი რჩე­ვა არა­ერ­თხელ გა­მით­ვა­ლის­წი­ნე­ბია და გა­მომ­დგო­მია.

- გია, პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე რომ და­თან­ხმდი, ნა­ნობ?

- არა, მხო­ლოდ იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ, პარტნი­ო­რი - ანი ჯა­ჯა­ნი­ძე ჩემ გამო არ და­ი­ჩაგ­როს. ჯა­ჯა­ნი­ძე­ე­ბი რომ დაგ­ვა­წყვი­ლეს, ეს მათი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლაა. ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით. წინა სე­ზო­ნებ­ზეც რომ გა­მო­დი­ო­და, ხალ­ხი მე­კი­თხე­ბო­და, - შენი ვინ არი­სო? მოკ­ლედ ვპა­სუ­ხობ­დი: ჩემი შვი­ლია-მეთ­ქი.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ! დიდი შრო­მა დაგ­ჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ თქვენ­მა გა­და­ცე­მამ პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებს კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს.

- ეს ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ამ დროს სხვა ეთე­რებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შო­უ­ე­ბი გა­დის, მაგ­რამ არ გვე­ში­ნია. ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და ჩვენ მათ პო­ლი­ტი­კის­გან და­ვას­ვე­ნებთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ"

"ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ"

თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, მიაღწიოთ წარმატებას კარიერასა და პირად ცხოვრებაში, თუ სიყვარულში არ გაგიმართლათ და გულის გადაშლას ვერავისთან ახერხებთ ან ბედნიერი ხართ და გსურთ, საკუთარი განწყობა სხვებსაც გაუზიაროთ, გახსოვდეთ, რომ "პალიტრა ტვ"-ის ეთერში "1002 ღამე" თქვენთვის დაიწყო. ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, საღამოს 22 საათსა და 30 წუთზე შეაჩერეთ არჩევანი "პალიტრა ტვ"-ზე, გახდით გადაცემის სტუმარი და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, მიღწევები, შეცდომები სხვა ადამიანებს. გადაცემის წამყვანები: გია ჯაჯანიძე, მაკა შალიკაშვილი და ნატალია ტყეშელაშვილი თქვენ გელოდებიან.

გია ჯაჯანიძე:

- ამ გადაცემაში იქნება ლა­პარაკი სიყვარულზე, ღალატზე, მეგობრობაზე, სექსზე... მოკლედ, ყველაფერ ადამიანურსა და არაადამიანურზე.

- არაადამიანურზეც?

- სად გადის ზღვარი ადამიანობასა და არაადამიანობას შორის, ვერ დავადგინეთ. არ დარჩება თემა, რომელსაც არ შევეხებით.

- პირველი გადაცემის თემად "მადლიერება" რატომ შეარჩიეთ?

- ნამდვილ ამბავს მოგიყვები, რამაც ამ თემისკენ მიბიძგა: ერთი ქალბატონი მიყვებოდა, - ჩემს ეზოში ხშირად მოდიოდა ბიჭი, რომელიც ბოთლებს აგროვებდა და აბარებდა. მე მას ვეხმარებოდი, მეზობლებთან შევდიოდი, ბოთლები გამომქონდა და მისთვის ვინახავდი. შეძლებისდაგვარად, ფულსაც ვჩუქნიდი. მერე ის ბიჭი მოულოდნელად გაუჩინარდა, ბოთლების წასაღებად აღარ მოვიდა... ამ ამბიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და ჩემ წინ ვიღაც კაცი, პატარა ბავშვთან ერთად იდგა. ვიფიქრე, მოწყალებას ითხოვს-მეთქი და ფულის გამოტანას ვაპირებდი, რომ შემაჩერა. მკითხა, - ვერ მიცანითო? - ვერა-მეთქი. - თქვენ ხართ ქალბატონი, რომელმაც მე გადამარჩინეთ და მადლიერების ნიშნად, ჩემგან ეს (ხელში ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ეჭირა) სახსოვრად გქონდეთ. ეს ბავშვი კი ჩემი შვილია, მოვიყვანე, რათა თქვენთვის გამეცნოო... ამ ამბავმა ისე შემძრა, რომ გადაცემის თემად გამოვიყენე. პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, - ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ეს მადლიერების გრძნობის "დამსახურებაა". გაწეული სიკეთე არასდროს მავიწყდება. არ ვივიწყებ იმ ადამიანებს, ვინც სტუდენტობის წლებში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, დახმარების ხელი გამომიწოდა.

მაკა:

- ცუდიც მამახსოვრდება და კარგიც.

გია:

- ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ბოროტებაზე მეტი, სიკეთე მაქვს ნანახი. გამლანძღე, შეურაცხმყოფელი სიტყვები მითხარი, დამამცირე? - ეს შენი ემოციაა. ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ.

- უმადურებთან როგორ იქცევი?

- სასტიკად. ჩადენილ შეცდომებზე აღარ მივუთითებ. ვშორდები ფრაზით: "ახია შენზე, რომ მიგატოვე"...

მაკა:

- დამრიგებლური ტონით ლაპარაკი არ მიყვარს. ჩვენ მაყურებელს საკუთარ შეხედულებებს გავუზიარებთ და მათ მოსაზრებებსაც მოვისმენთ. ეს არის გადაცემა, რომელსაც მაყურებელთან ერთად შევქმნით. გამიხარდა, გიამ პარტნიორად რომ ამირჩია. ჩვენ მეგობრები ვართ ეკრანზეც და ცხოვრებაშიც.

გიას ჯაჯანიძისა და მაკა შალიკაშვილის სატელევიზიო ტანდემი მაყურებლისთვის კარგად ცნობილია. მათთან ერთად "1002 ღამეს" ნატალია ტყეშელაშვილი წაიყვანს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში სარეკლამო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამჯერად კი წამყვანის ამპლუა მოირგო და ამბობს, რომ მისთვის უცხო, მაგრამ საინტერესო სამუშაოა.

ნატალია:

- გიასთან წლებია, ვმეგობრობ. "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო, მე - სარეკლამო სამსახურის უფროსი. პირველად თათბირზე სიტყვით გამოსვლისას ვნახე. მანამდე ამ ადამიანს ყოველთვის არაორდინარულად ჩაცმულს ვხედავდი, ამ დღეს კი კლასიკურ სამოსში გამოწყობილმა, ისე სერიოზულად და დამაჯერებლად ილაპარაკა, კარგად დავაკვირდი: ხომ არ მეშლება, ნამდვილად ჯაჯანიძეა-მეთქი? მალე დავმეგობრდით. ერთ მშვენიერ დღეს კი მითხრა, - გადაცემის წაყვანას ვაპირებ და თანაწამყვანი ხომ არ იქნებიო? დავფრთხი, გადაცემის წამყვანობაზე არასდროს მიოცნებია. ვაცნობიერებ, რომ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე.

- პირველი გადაცემის მსვლელობისას ღელავდი?

- რა თქმა უნდა, ვღელავდი, მაგრამ გია და მაკა ძალიან დამეხმარნენ, გამბედაობა შემმატეს. განსაკუთრებით პირველი 5 წუთი ვღელავდი, მერე "დავლაგდი".

გია:

- მადლიერებაზე პირადი გამოცდილებიდან კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. ჩემი მომავლის შენებისას, ყველაზე დიდი და მყარი აგური სწორედ სხვისი უმადურობის შედეგად დავდე. წლების წინ ტელევიზიაში კონკურსი გამოაცხადეს. ერთი ბიჭი კონკურსანტებს შორის გამორჩეული იყო, მაგრამ არავინ ჰყავდა ისეთი, რომ მისთვის ხელი წაეკრა; დანარჩენები კი ხან ვის არეკვინებდნენ, ხან - ვის. ამ ბიჭს ყველაფერი გავუკეთე იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია და როცა ჩემი ძალისხმევის შედეგად მომზადებული პირველი გადაცემა ეთერში გავიდა, ისე მოხდა, არც კი დამირეკა. მისი "სიჩუმე" მაოგნებდა. ერთ დღესაც შემთხვევით, ქუჩაში დავინახე. მცირე მანძილი გვაშორებდა. ვიფიქრე, მეტყვის, - მაპატიე, რომ ვერ დაგირეკეო. მე უნდა მეთქვა: არა უშავს, დაბნეული იყავი და გეპატიება-მეთქი. ამ ფიქრებში ერთმანეთს მივუახლოვდით. დამიძახა: "პრივეტ" და გაიარა. იმ წუთში ძალიან უბედური ვიყავი. სახლისკენ გზას ფეხით გამოვუყევი და გონებაში დავწერე პროექტი - "საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნება", რომელიც შემდეგ თეატრალურმა უნივერსიტეტმა დამიმტკიცა. შევიმუშავე პროგრამა, დავიცავი დისერტაცია და ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი გავხდი. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის უმადურობამ შთამაგონა. ამ წარმატებების შემდეგ, დავიბარე ის ბიჭი და მადლობა გადავუხადე. ეს შეხვედრა ჩემთვის ზეიმი იყო, ის კი გაოგნებული მიყურებდა. დღესაც მისი მადლიერი ვარ.

- შემდეგი გადაცემის თემა რა იქნება, გაგვიმხელთ?

- ეს პროექტი ორიგინალური იმითაც არის, რომ ტელევიზია მაყურებელს თავს იმას ახვევს, რაც უნდა, ჩვენს შემთხვევაში კი ასე არ იქნება. მომდევნო გადაცემის თემას არასდროს ვაანონსებთ, მაგრამ თქვენი ჟურნალის მკითხველს გავუმხელთ: "1002 ღამის" მეორე გადაცემის თემა იქნება, "რა სურს მაყურებელს?"

- შეგიძლიათ, ამ კითხვაზე თავად მიპასუხოთ?

- ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს იყოს წარმატებული პირად ცხოვრებაში, კარიერაში; ბევრს ნევროზული პრობლემები აქვს. არსებობენ გოგონები, რომლებსაც ძალიან უნდათ გათხოვება და ბიჭები, რომლებიც დაოჯახებაზე ოცნებობენ, მაგრამ დაკომპლექსებულები არიან, უჭირთ სიყვარულის გამხელა და ა.შ. ჩვენი ეთერი ყველასთვის ღიაა. მაყურებლის ზარებს ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მაკა და ნატალია ხუმრობით, "მასწავლებელს" მეძახიან, არ მიყვარს, როცა ვინმეს რამეს ვასწავლი. ადამიანების 90% სირთულეს თავად იქმნის. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოვდივარ. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. როცა ვიღლები, ვწვალობ, კუნთები მკტივა და საკუთარ თავს ვეკითხები, - შემოთავაზებას რატომ დავთანხმდი? ალბათ მინდოდა და ეს გადაწყვეტილება მარტივად ამიტომაც მივიღე. ჰოდა, შეიძლება, ჩემი არ იყოს, გოგონებმა მომავალში თავში ხელი შემოირტყან, - ჯაჯანიძესთან რა გვინდოდაო? მაგრამ გვიანი იქნება. რა ვქნა, საქმის კეთებისას მკაცრი ვარ.

- მათგან რას ითხოვ?

- პუნქტუალობას, თემაზე მუშაობას; ვითხოვ, ყოველთვის მოვლილები და მოწესრიგებულები იყვნენ. პირველი გადაცემისას ისე ვღელავდი, როგორც არასდროს. ნატალიას, მაკას მაგივრადაც მე ვღელავდი, მაგრამ შედეგი მივიღეთ. ღელვა მომავალ გადაცემაში აღარ იქნება.

მაკა:

- მაყურებელს უნდა შოუ. ვიზუალური ეფექტის გარეშე, მხოლოდ შინაარსიანი ლაპარაკით მათ ვერ მიიზიდავ. გია აქ გვყავს და ისიც, მოწოდების სიმაღლეზეა. მახსოვს, ერთხელ თავზე გველი დაისვა. მეგონა, არ ეშინოდა. არადა, ცოტა ხანში, გადატანილი შიშისგან თავზე გამონაყარი გაუჩნდა. ის ბევრ რამეს აკეთებს საიმისოდ, რომ კარგი შოუ დადგას. ჰოდა, მე და ნატალიაც ავყვებით. ჩვენი ეთერი ცოტათი თეატრალიზებულიც იქნება.

- მაყურებელს სიურპრიზებით გაანებივრებთ?

გია:

- რა თქმა უნდა! თითქმის ყველა ტელევიზიაში არის გადაცემა კულინარიაზე. ეს კარგია, მაგრამ როცა იცი, რომ შენი მაყურებლებიდან ვიღაც მშიერია, შენ კი მას ძვირად ღირებული კერძების მომზადებას ასწავლი, ამით ხალხს ანევროზებ.

- თქვენ რას შესთავაზებთ მათ?

- ჩვენ ვურჩევთ, სახლის პირობებში როგორ მოუარონ თავს, როგორ იკვებონ ჯანსაღად...

- პირველი მაყურებელი, რომელიც დაგიკავშირდათ, დააჯილდოეთ...

- მინდა, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს. და კიდევ, სტუდია ჩემი ნახატებით გაფორმდება.

- მაკა და ნატალია, ფსიქოლოგ მეგობარს რჩევებს ხშირად ეკითხებით?

მაკა:

- რა თქმა უნდა! მეგობრობა ახალი დაწყებული გვქონდა, როცა გიასთან ძალიან ანერვიულებული მოვედი და ჩემს პრობლემებზე ველაპარაკე, - შეურაცხყოფა მომაყენეს, ძალიან ცუდად ვარ და რა გავაკეთო-მეთქი? მეგონა, გეგმის დასახვაში დამეხმარებოდა. მან კი შემომთავაზა, წავსულიყავი და ბოდიში თავად მომეხადა. დამნაშავე არ ვიყავი და ამის გაკეთება გამიჭირდა, მაგრამ შევძელი. მერე მივხვდი, როგორ ავმაღლდი.

ნატალია:

- გია ჩემი უახლოესი მეგობარია. ჩემს ამბებს გულწრფელად, დაუფარავად ვუყვები. მისი რჩევა არაერთხელ გამითვალისწინებია და გამომდგომია.

- გია, პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობაზე რომ დათანხმდი, ნანობ?

- არა, მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, პარტნიორი - ანი ჯაჯანიძე ჩემ გამო არ დაიჩაგროს. ჯაჯანიძეები რომ დაგვაწყვილეს, ეს მათი მარკეტინგული გათვლაა. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. წინა სეზონებზეც რომ გამოდიოდა, ხალხი მეკითხებოდა, - შენი ვინ არისო? მოკლედ ვპასუხობდი: ჩემი შვილია-მეთქი.

- წარმატებებს გისურვებთ! დიდი შრომა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენმა გადაცემამ პოლიტიკურ შოუებს კონკურენცია გაუწიოს.

- ეს ერთგვარი გამოწვევაა. ამ დროს სხვა ეთერებში პოლიტიკური შოუები გადის, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ გვეყოლება ერთგული მაყურებელი და ჩვენ მათ პოლიტიკისგან დავასვენებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები