პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მუმლაძის მდიდრული ოცნება
ნინო მუმლაძის მდიდრული ოცნება

"არა­სო­დეს ვყი­დუ­ლობ უსარ­გებ­ლო ნივ­თებს და რაც უნდა და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა მქონ­დეს, ხელ­ფა­სის თვი­დან თვემ­დე გა­და­ნა­წი­ლე­ბას მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებ", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად იცის ფუ­ლის ყად­რი და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, არას­დროს სჭირ­დე­ბა ვა­ლის აღე­ბა. მან პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი 15 წლის ასაკ­ში აიღო და მას შემ­დეგ ცდი­ლობს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- სამ­წუ­ხა­როდ, უფუ­ლოდ არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ანს შე­მო­სა­ვა­ლი თუ არ აქვს, ე.ი. მისი საქ­მე ცუ­დად არის.

- ფულს შენ­თვის რო­გო­რი გემო აქვს?

- რა თქმა უნდა, ტკბი­ლი გემო აქვს. სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მიყ­ვარს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფუ­ლის მო­პო­ვე­ბაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. თუ შენი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხარ, არ შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა ისე ვერ მო­ახ­დი­ნო, რომ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გქონ­დეს... ფულს მწა­რე გემო მა­შინ დაჰ­კრავს, როცა რა­ღა­ცის შე­ძე­ნა მინ­და და საკ­მა­რი­სი თან­ხა არ მაქვს.

- შენი აზ­რით, ფული ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს გან­სა­ზღვრავს?

- დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე გა­ნათ­ლე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი, წარ­მო­შო­ბა ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა!

- ანუ ფიქ­რობ, რომ ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- რა თქმა უნდა! ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბას შე­იძ­ლე­ბა, ბევრ სფე­რო­ში მი­აღ­წიო. მა­გა­ლი­თად, ზოგ­ჯერ შო­უ­ბიზ­ნეს­ში "სქელ­ჯი­ბი­ა­ნე­ბი" უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ, ვიდ­რე ჭეშ­მა­რი­ტად ნი­ჭი­ე­რე­ბი.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, როცა პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი აიღე?

- 15 წლის ვი­ყა­ვი და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მახ­სოვს, რამ­დე­ნი გა­და­მი­ხა­დეს. სა­მა­გი­ე­როდ, ის ვიცი, რომ იმ ფუ­ლით პო­მა­და, ტუში, თვა­ლის ჩრდი­ლი ვი­ყი­დე და ამით ძა­ლი­ან ამა­ყი, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ამ ასა­კი­დან გახ­დი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მა­შინ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ხში­რად, ოჯა­ხის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­მე­ყო.

- ბავ­შვო­ბა­ში ყუ­ლა­ბა გქონ­და?

- ჩემი ბავ­შვო­ბა 90-იან წლებს და­ემ­თხვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ხალ­ხს თა­ვის გა­ტა­ნა ძა­ლი­ან უჭირ­და. ჰოდა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ყუ­ლა­ბა არას­დროს მქო­ნია და რომც მქო­ნო­და, შიგ ფულს მა­ინც არა­ვინ ჩა­აგ­დებ­და.

- ფულს ყვე­ლა­ზე მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბით რაში ხარ­ჯავ?

- გარ­თო­ბა­ში. ასე­ვე მიყ­ვარს, როცა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რებს ვყი­დუ­ლობ. ასეთ დროს ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ.

- თან­ხის ეკო­ნო­მი­უ­რად ხარ­ჯვა შე­გიძ­ლია?

- სხვა­თა შო­რის, ეკო­ნო­მი­უ­რად მხარ­ჯველ­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. უსარ­გებ­ლო ნივთს არას­დროს შე­ვი­ძენ. რო­გო­რი მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლიც უნდა მქონ­დეს, თვი­დან თვემ­დე თან­ხის გა­ნა­წი­ლე­ბას მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებ. ვცდი­ლობ, ვალი არა­სო­დეს ავი­ღო. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თიც არ მაქვს (იღი­მის)... ვა­ლე­ბის აღე­ბას და მერე ამის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბას მირ­ჩევ­ნია, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი არ მქონ­დეს, მაგ­რამ მშვი­დად ვი­ცხოვ­რო.

- სხვას თუ აქვს შენი ვალი?

- ოოო... მე­გობ­რე­ბი ჩემ­გან ფულს ძა­ლი­ან ხში­რად სეს­ხუ­ლო­ბენ, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ თვი­დან თვემ­დე ხელ­ფა­სის გა­და­ნა­წი­ლე­ბის უნა­რი ყვე­ლას არ აქვს. თვის ბო­ლოს, როცა ყვე­ლას ჯიბე ცა­რი­ე­ლია, მე, რო­გორც წესი, რა­ღაც თან­ხა მაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ჰოდა, ეს რომ იცი­ან, ამი­ტო­მაც ჩემ­თან გა­მორ­ბი­ან ფუ­ლის სა­სეს­ხებ­ლად. თვის და­სა­წყის­ში კი ვალს მიბ­რუ­ნე­ბენ და ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ვხდე­ბი ხოლ­მე (იცი­ნის).

- მარ­თლა რომ გამ­დიდ­რდე, პირ­ველ რიგ­ში, რას შე­ი­ძენ?

- ბევრ ფულ­ზე ალ­ბათ ყვე­ლას უოც­ნე­ბია და ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. მდი­და­რი რომ ვიყო, ჩემს სა­ოც­ნე­ბო ავ­ტო­მო­ბილს შე­ვი­ძენ­დი. მერე სა­კუ­თარ სახ­ლს, საყ­ვა­რელ პა­ტა­რა ლეკვს ვი­ყიდ­დი და ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი.

- ფიქ­რობ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­ძე­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- გულ­წრფელ და ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს ცხა­დია, ვერ იყი­დი. ისიც ბევ­რჯერ მი­ნა­ხავს, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი რომ დან­გრე­უ­ლა.

- სა­ფუ­ლე­ში ფულს ხში­რად აკონ­ტრო­ლებ?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამას ვცდი­ლობ.

- ფუ­ლის ხარ­ჯვის გა­რე­შე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თავს ისე მო­უ­ა­რო, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე?

- ბევ­რი ფული სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე. თა­ვის მოვ­ლის უამ­რა­ვი ხალ­ხუ­რი მე­თო­დიც არ­სე­ბობს, რო­მელ­საც ბევრ ძვი­რად ღი­რე­ბულ კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი აქვს... ძა­ლი­ან ბევ­რი უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მუ­ლი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს და ძა­ლი­ან კარ­გად, გე­მოვ­ნე­ბით შე­მო­სი­ლი ღა­რი­ბიც. ამით იმის თქმა მსურს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

- და­ა­სა­ხე­ლე ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით გაქვს შე­ძე­ნი­ლი.

- ასე­თი ნივ­თი სა­რე­ცხი მან­ქა­ნაა. კი­დევ, აგა­რაკ­ზე რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე (იცი­ნის).

- ბავ­შვო­ბა­ში ფულს ხში­რად გჩუქ­ნიდ­ნენ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ხში­რად, მაგ­რამ როცა ვინ­მე ჯი­ბე­ში ფულს მი­დებ­და, ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებ­და.

- რა შე­იძ­ლე­ბა დათ­მო ბევ­რი ფუ­ლი­სა და უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის გამო?

- რთუ­ლი შე­კი­თხვაა... ფული პირ­ველ რიგ­ში, იმის­თვის მინ­და, რომ კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ცხოვ­რო და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო ცხოვ­რე­ბის­გან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის დათ­მო­ბა, რის გა­რე­შეც თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად და ცუ­დად ვიგ­რძნობ, უბ­რა­ლოდ, არ მი­ღირს.

- როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი გაქვს, და­სახ­მა­რებ­ლად ვის მი­მარ­თავ?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ აღ­მოვ­ჩნდე. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ასეთ დროს ოჯა­ხის წევ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან.

- ხელ­ფა­სი­დან და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბას ახერ­ხებ?

- ვცდი­ლობ, ხელ­ფა­სი­დან რა­ღაც თან­ხა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვის გა­დავ­დო. არა­ვინ იცის, ხვალ რა მოხ­დე­ბა. პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის ორ­მაგ­დე­ბა, როცა მას მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ხვდე­ბი. გარ­და ამი­სა, თუ რა­ღა­ცის შე­ძე­ნას ვგეგ­მავ ან უბ­რა­ლოდ, და­სას­ვე­ნებ­ლად ვა­პი­რებ წას­ვლას, ფულს ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ ვაგ­რო­ვებ. ამ ყვე­ლა­ფერს მშვი­დად და მონ­დო­მე­ბით ვა­კე­თებ. ვფიქ­რობ, თუ ფულს ჭკვი­ა­ნუ­რად და­ხარ­ჯავ, მცი­რე შე­მო­სავ­ლი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა, დიდი ანა­ზღა­უ­რე­ბის მქო­ნე, მაგ­რამ უჭ­კუო და მფლან­გველ ადა­მი­ან­ზე უკეთ იცხოვ­რო (იცი­ნის).

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნინო მუმლაძის მდიდრული ოცნება

ნინო მუმლაძის მდიდრული ოცნება

"არასოდეს ვყიდულობ უსარგებლო ნივთებს და რაც უნდა დაბალი ანაზღაურება მქონდეს, ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას მაინც მოვახერხებ", - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელმაც მშვენივრად იცის ფულის ყადრი და ალბათ ამიტომაც, არასდროს სჭირდება ვალის აღება. მან პირველი ხელფასი 15 წლის ასაკში აიღო და მას შემდეგ ცდილობს, მატერიალურად მხოლოდ საკუთარ თავზე იყოს დამოკიდებული.

- სამწუხაროდ, უფულოდ არსებობა შეუძლებელია. ადამიანს შემოსავალი თუ არ აქვს, ე.ი. მისი საქმე ცუდად არის.

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

- რა თქმა უნდა, ტკბილი გემო აქვს. საკუთარი პროფესია ძალიან მიყვარს და აქედან გამომდინარე, ფულის მოპოვებაც სიამოვნებას მანიჭებს. თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, არ შეიძლება, საკუთარი თავის რეალიზება ისე ვერ მოახდინო, რომ სტაბილური შემოსავალი გქონდეს... ფულს მწარე გემო მაშინ დაჰკრავს, როცა რაღაცის შეძენა მინდა და საკმარისი თანხა არ მაქვს.

- შენი აზრით, ფული ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავს?

- დღევანდელ რეალობაში, სოციალური მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება, ინტელექტი, წარმოშობა ან პროფესიონალიზმი. ეს სამწუხარო რეალობაა!

- ანუ ფიქრობ, რომ ფულით წარმატების მოპოვება შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა! ფულით წარმატებას შეიძლება, ბევრ სფეროში მიაღწიო. მაგალითად, ზოგჯერ შოუბიზნესში "სქელჯიბიანები" უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ჭეშმარიტად ნიჭიერები.

- რამდენი წლის იყავი, როცა პირველი ხელფასი აიღე?

- 15 წლის ვიყავი და სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რამდენი გადამიხადეს. სამაგიეროდ, ის ვიცი, რომ იმ ფულით პომადა, ტუში, თვალის ჩრდილი ვიყიდე და ამით ძალიან ამაყი, გახარებული ვიყავი.

- მატერიალურად დამოუკიდებელი ამ ასაკიდან გახდი?

- ვერ ვიტყვი, რომ მაშინ მატერიალურად დამოუკიდებელი ვიყავი. ხშირად, ოჯახის წევრების დახმარება მჭირდებოდა. სამაგიეროდ, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომეცა საშუალება, საკუთარი თავი ყველაფრით უზრუნველმეყო.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როცა ხალხს თავის გატანა ძალიან უჭირდა. ჰოდა, ალბათ ამიტომაც, ყულაბა არასდროს მქონია და რომც მქონოდა, შიგ ფულს მაინც არავინ ჩააგდებდა.

- ფულს ყველაზე მეტი სიამოვნებით რაში ხარჯავ?

- გართობაში. ასევე მიყვარს, როცა ახლობლებისთვის საჩუქრებს ვყიდულობ. ასეთ დროს ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- თანხის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?

- სხვათა შორის, ეკონომიურად მხარჯველთა კატეგორიას მივეკუთვნები. უსარგებლო ნივთს არასდროს შევიძენ. როგორი მცირე შემოსავალიც უნდა მქონდეს, თვიდან თვემდე თანხის განაწილებას მაინც მოვახერხებ. ვცდილობ, ვალი არასოდეს ავიღო. თქვენ წარმოიდგინეთ, საკრედიტო ბარათიც არ მაქვს (იღიმის)... ვალების აღებას და მერე ამის გამო ნერვიულობას მირჩევნია, სასურველი ნივთი არ მქონდეს, მაგრამ მშვიდად ვიცხოვრო.

- სხვას თუ აქვს შენი ვალი?

- ოოო... მეგობრები ჩემგან ფულს ძალიან ხშირად სესხულობენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვიდან თვემდე ხელფასის გადანაწილების უნარი ყველას არ აქვს. თვის ბოლოს, როცა ყველას ჯიბე ცარიელია, მე, როგორც წესი, რაღაც თანხა მაქვს შემორჩენილი. ჰოდა, ეს რომ იციან, ამიტომაც ჩემთან გამორბიან ფულის სასესხებლად. თვის დასაწყისში კი ვალს მიბრუნებენ და ყველაზე მდიდარი ვხდები ხოლმე (იცინის).

- მართლა რომ გამდიდრდე, პირველ რიგში, რას შეიძენ?

- ბევრ ფულზე ალბათ ყველას უოცნებია და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ. მდიდარი რომ ვიყო, ჩემს საოცნებო ავტომობილს შევიძენდი. მერე საკუთარ სახლს, საყვარელ პატარა ლეკვს ვიყიდდი და ძალიან, ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი.

- ფიქრობ, რომ სიყვარულისა და ბედნიერების შეძენაც შესაძლებელია?

- გულწრფელ და ნამდვილ სიყვარულს ცხადია, ვერ იყიდი. ისიც ბევრჯერ მინახავს, ფინანსური პრობლემების გამო, სიყვარულით შექმნილი ოჯახები რომ დანგრეულა.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ყოველ შემთხვევაში, ამას ვცდილობ.

- ფულის ხარჯვის გარეშე, შესაძლებელია, თავს ისე მოუარო, რომ კარგად გამოიყურებოდე?

- ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ეფექტურად გამოიყურებოდე. თავის მოვლის უამრავი ხალხური მეთოდიც არსებობს, რომელსაც ბევრ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთესი შედეგი აქვს... ძალიან ბევრი უგემოვნოდ ჩაცმული მდიდარი ადამიანი მინახავს და ძალიან კარგად, გემოვნებით შემოსილი ღარიბიც. ამით იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი ფულით არ განისაზღვრება.

- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც საკუთარი შემოსავლით გაქვს შეძენილი.

- ასეთი ნივთი სარეცხი მანქანაა. კიდევ, აგარაკზე რემონტი გავაკეთე (იცინის).

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, მაგრამ როცა ვინმე ჯიბეში ფულს მიდებდა, ეს ძალიან მახარებდა.

- რა შეიძლება დათმო ბევრი ფულისა და უზრუნველი ცხოვრების გამო?

- რთული შეკითხვაა... ფული პირველ რიგში, იმისთვის მინდა, რომ კომფორტულად ვიცხოვრო და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან. აქედან გამომდინარე, რაიმე მნიშვნელოვანის დათმობა, რის გარეშეც თავს არაკომფორტულად და ცუდად ვიგრძნობ, უბრალოდ, არ მიღირს.

- როცა მატერიალური კრიზისი გაქვს, დასახმარებლად ვის მიმართავ?

- ყოველთვის ვცდილობ, ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე. იშვიათად, მაგრამ ასეთ დროს ოჯახის წევრები მეხმარებიან.

- ხელფასიდან დანაზოგის გაკეთებას ახერხებ?

- ვცდილობ, ხელფასიდან რაღაც თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადავდო. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. პრობლემა ყოველთვის ორმაგდება, როცა მას მოუმზადებელი ხვდები. გარდა ამისა, თუ რაღაცის შეძენას ვგეგმავ ან უბრალოდ, დასასვენებლად ვაპირებ წასვლას, ფულს ყოველთვის წინასწარ ვაგროვებ. ამ ყველაფერს მშვიდად და მონდომებით ვაკეთებ. ვფიქრობ, თუ ფულს ჭკვიანურად დახარჯავ, მცირე შემოსავლითაც კი შეიძლება, დიდი ანაზღაურების მქონე, მაგრამ უჭკუო და მფლანგველ ადამიანზე უკეთ იცხოვრო (იცინის).

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება