საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იულია ქავთარაძეს შემადარეს" - გიორგი ნაზღაიძის კომენტარი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ
"იულია ქავთარაძეს შემადარეს" - გიორგი ნაზღაიძის კომენტარი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

შო­უ­მენს, მო­დელს, რა­დი­ო­წამ­ყვანს გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" შოუს და­ტო­ვე­ბა პირ­ველს მო­უ­წია. თუმ­ცა უკ­მა­ყო­ფი­ლო არ არის, - ამ­ბობს, რომ ორი მა­გა­რი ცეკ­ვა მა­ინც იცეკ­ვა, უბ­რა­ლოდ, გული იმა­ზე სწყდე­ბა, რომ გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა უმტყუ­ნეს და პრო­ექ­ტი ამის გამო ნა­ად­რე­ვად და­ტო­ვა.

- პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს, დი­მას, სა­შას, ალი­ო­ნას და მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს. ეს ადა­მა­ნე­ბი ბევ­რს წვა­ლო­ბენ და შრო­მო­ბენ იმის­თვის, რომ სცე­ნა­ზე შევ­დგეთ, კარ­გად გა­მო­ვი­დეთ და შო­უ­ში "ვი­ფარ­თხა­ლოთ". პრო­ექ­ტით კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმი­ტომ, რომ ვი­ცეკ­ვე 2 მა­მა­კა­ცუ­რი ცეკ­ვა - "ვალ­სი" და ბო­ლოს და ბო­ლოს ჯე­იმს ბონ­დი ვი­ყა­ვი. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან ბევ­რს ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ამ შო­უ­ში ბევ­რიც გა­ვი­ცა­ნი, ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ აქ მო­დე­ლი ნინი ნე­ბი­ე­რი­ძე გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს. ვფიქ­რობ, ურ­თი­ერ­თო­ბა­საც ავა­წყობთ. მთა­ვა­რია ჩემ­სა­ვით არ გა­მო­ვარ­დეს, იქ­ნებ ბინა მო­ი­გოს.

- ისე, ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გყავს და არ მე­გო­ნა, თუ "გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს" მი­გა­ტო­ვებ­დნენ და არ და­გი­მე­სი­ჯებ­დნენ...

- კი, ეს მეც მიკ­ვირს, რა­ტომ მოხ­და ასე, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ელო­და, რომ პირ­ველ­სა­ვე დღეს აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დავ­დგე­ბო­დი... მოკ­ლედ, გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა "გამ­წი­რა". ეგ არ­ფე­რი, კი­დევ გა­მო­ვა­ნა­თებ, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის!.. ბე­დის უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, - აქამ­დე, სა­დაც კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მი­ღია, ყველ­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვყო­ფილ­ვარ. ხან­და­ხან ცხოვ­რე­ბა­ში მარ­ცხიც უნდა გა­ნი­ცა­დო... რა ვქნა, თუ გა­მოვ­ვარ­დი, მთა­ვა­რია, რომ პრო­ექ­ტი ღირ­სე­უ­ლად დავ­ტო­ვე...

- ამ შო­უ­ში თით­ქოს ისე ვერ წარ­მო­ჩინ­დი, რო­გორ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გიც­ნობს...

- შო­უ­ში ვი­ყა­ვი ის გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, რო­გო­რიც სა­ერ­თოდ ვარ. ეს ის გა­და­ცე­მა იყო, სა­დაც რა­ღაც ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, სკან­და­ლი, ეპა­ტა­ჟუ­რი საქ­ცი­ე­ლი არ მჭირ­დე­ბო­და. ეს იყო ცეკ­ვა, უნდა მე­ცეკ­ვა და ასე წარ­მო­მე­ჩი­ნა თავი. მოკ­ლედ, ხალ­ხმა სხვა ნა­ზღა­ი­ძე და­ი­ნა­ხა. მე­გობ­რებ­თან, ოჯახ­ში ყველ­გან ასე­თი ვარ და არა ისე­თი, რო­გო­რიც ბევ­რს ვგო­ნი­ვარ, - ამ­ბი­ცი­უ­რი, თავ­ხე­დი ა.შ.

ერთი რამ მი­ხა­რია: ზო­გი­ერ­თმა იუ­ლია ქავ­თა­რა­ძეს შე­მა­და­რა, გი­ორ­გიმ იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე­სა­ვით და­ტო­ვა პრო­ექ­ტიო. მოკ­ლედ, იუ­ლი­ას მა­და­რე­ბენ, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია...

- კი, მაგ­რამ მა­შინ მის და­საბ­რუ­ნებ­ლად კამ­პა­ნია და­ი­წყო. ახლა ეს არ მომ­ხდა­რა...

- იმი­ტომ, რომ მიხ­ვდნენ, - პრო­ექ­ტი­დან გა­ვარ­დნი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა არ ხდე­ბა. ამი­ტომ კამ­პა­ნი­ა­სა და აქ­ცი­ას აზრი არ ჰქონ­და.

- არ გა­ღი­ზი­ა­ნებს, რომ გია ჯა­ჯ­ნი­ძე პრო­ექ­ტშია და შენ გა­მო­გიშ­ვეს?

- რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ისევ დავ­დი­ვარ. ბავ­შვებს ვერ ვე­ლე­ვი, თან, ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ყო­ველ ხუთ­შა­ბათს კონ­ცერ­ტზეც მი­ვალ ხოლ­მე, ჩემი ფა­ვო­რი­ტე­ბი მყავს. კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. გიას ისე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, არ იცით. მინ­და, რომ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტურ­ში იცეკ­ვოს. იმას ვერ ვი­ტყვი, რომ მო­ი­გებს, მაგ­რამ არ მინ­და, რომ მალე და­ად­გეს ჩემს გზას. მგო­ნია, პრო­ექ­ტში ყოფ­ნით კარგ შოუს დად­გამს. ის ახლა იწყებს თა­ვის სპექ­ტაკ­ლებს. მას "ჩემს ფიფ­ქს" ვე­ძა­ხი.

- რა­ტომ?

- ყვე­ლა კარგ სი­ტყვა­ზე ფიფ­ქი­ვით "დნე­ბა".

- შენს მე­გო­ბარ გია ჯა­ჯა­ნი­ძე ჟი­უ­რი­ზე მთლად კარ­გად არ ლა­პა­რა­კობს...

- ჟი­უ­რის აქვს უფ­ლე­ბა, ცეკ­ვის დროს გვაკ­რი­ტი­კოს, შე­ნიშ­ვნე­ბი მოგ­ვცეს, მაგ­რამ მოდი, აბა, თვი­თონ დად­გნენ პარ­კეტ­ზე და იმა­საც ვნა­ხავ, რას იზა­მენ.

მოკ­ლედ, როცა პრო­ექ­ტში არ ვართ, გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჟი­უ­რი შე­ვა­ფა­სოთ, მათ­ზე ვი­ხუმ­როთ და ვი­ღა­და­ოთ. თუ თვი­თონ აკე­თე­ბენ ამას, ჩვენ რა, უფ­ლე­ბა არ გვაქვს?

- ჟი­უ­რი არ მოგ­წონს?

- ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს, კარ­გი ჟი­უ­რი შე­ირ­ჩა. ჯან­სა­ღი კო­მენ­ტა­რე­ბი აქვთ. მად­ლო­ბა მათ. ასეთ შე­ფა­სე­ბა­საც არ ვე­ლო­დი. უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"იულია ქავთარაძეს შემადარეს" - გიორგი ნაზღაიძის კომენტარი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

"იულია ქავთარაძეს შემადარეს" - გიორგი ნაზღაიძის კომენტარი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

შოუმენს, მოდელს, რადიოწამყვანს გიორგი ნაზღაიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" შოუს დატოვება პირველს მოუწია. თუმცა უკმაყოფილო არ არის, - ამბობს, რომ ორი მაგარი ცეკვა მაინც იცეკვა, უბრალოდ, გული იმაზე სწყდება, რომ გულშემატკივრებმა უმტყუნეს და პროექტი ამის გამო ნაადრევად დატოვა.

- პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ნოე სულაბერიძეს, დიმას, საშას, ალიონას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ეს ადამანები ბევრს წვალობენ და შრომობენ იმისთვის, რომ სცენაზე შევდგეთ, კარგად გამოვიდეთ და შოუში "ვიფართხალოთ". პროექტით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ვიცეკვე 2 მამაკაცური ცეკვა - "ვალსი" და ბოლოს და ბოლოს ჯეიმს ბონდი ვიყავი. მონაწილეებიდან ბევრს ვიცნობდი, მაგრამ ამ შოუში ბევრიც გავიცანი, ახალი მეგობრები შევიძინე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ მოდელი ნინი ნებიერიძე გავიცანი, რომელიც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ურთიერთობასაც ავაწყობთ. მთავარია ჩემსავით არ გამოვარდეს, იქნებ ბინა მოიგოს.

- ისე, ბევრი გულშემატკივარი გყავს და არ მეგონა, თუ "გაჭირვების ჟამს" მიგატოვებდნენ და არ დაგიმესიჯებდნენ...

- კი, ეს მეც მიკვირს, რატომ მოხდა ასე, მაგრამ ვფიქრობ, მაყურებელი არ ელოდა, რომ პირველსავე დღეს აუტსაიდერებში დავდგებოდი... მოკლედ, გულშემატკივარმა "გამწირა". ეგ არფერი, კიდევ გამოვანათებ, ყველაფერი წინ არის!.. ბედის უკმაყოფილო არ ვარ, - აქამდე, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია, ყველგან გამარჯვებული ვყოფილვარ. ხანდახან ცხოვრებაში მარცხიც უნდა განიცადო... რა ვქნა, თუ გამოვვარდი, მთავარია, რომ პროექტი ღირსეულად დავტოვე...

- ამ შოუში თითქოს ისე ვერ წარმოჩინდი, როგორსაც საზოგადოება გიცნობს...

- შოუში ვიყავი ის გიორგი ნაზღაიძე, როგორიც საერთოდ ვარ. ეს ის გადაცემა იყო, სადაც რაღაც ხმაურიანი გამონათქვამები, სკანდალი, ეპატაჟური საქციელი არ მჭირდებოდა. ეს იყო ცეკვა, უნდა მეცეკვა და ასე წარმომეჩინა თავი. მოკლედ, ხალხმა სხვა ნაზღაიძე დაინახა. მეგობრებთან, ოჯახში ყველგან ასეთი ვარ და არა ისეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ, - ამბიციური, თავხედი ა.შ.

ერთი რამ მიხარია: ზოგიერთმა იულია ქავთარაძეს შემადარა, გიორგიმ იულია ქავთარაძესავით დატოვა პროექტიო. მოკლედ, იულიას  მადარებენ, რაც ძალიან მიხარია...

- კი, მაგრამ მაშინ მის დასაბრუნებლად კამპანია დაიწყო. ახლა ეს არ მომხდარა...

- იმიტომ, რომ მიხვდნენ, - პროექტიდან გავარდნილის დაბრუნება არ ხდება. ამიტომ კამპანიასა და აქციას აზრი არ ჰქონდა.

- არ გაღიზიანებს, რომ გია ჯაჯნიძე პროექტშია და შენ გამოგიშვეს?

- რეპეტიციებზე ისევ დავდივარ. ბავშვებს ვერ ველევი, თან, ვგულშემატკივრობ. ყოველ ხუთშაბათს კონცერტზეც მივალ ხოლმე, ჩემი ფავორიტები მყავს. კარგი ადამიანები არიან. გიას ისე ვგულშემატკივრობ, არ იცით. მინდა, რომ კიდევ რამდენიმე ტურში იცეკვოს. იმას ვერ ვიტყვი, რომ მოიგებს, მაგრამ არ მინდა, რომ მალე დაადგეს ჩემს გზას. მგონია, პროექტში ყოფნით კარგ შოუს დადგამს. ის ახლა იწყებს თავის სპექტაკლებს. მას "ჩემს ფიფქს" ვეძახი.

- რატომ?

- ყველა კარგ სიტყვაზე ფიფქივით "დნება".

- შენს მეგობარ გია ჯაჯანიძე ჟიურიზე მთლად კარგად არ ლაპარაკობს...

- ჟიურის აქვს უფლება, ცეკვის დროს გვაკრიტიკოს, შენიშვნები მოგვცეს, მაგრამ მოდი, აბა, თვითონ დადგნენ პარკეტზე და იმასაც ვნახავ, რას იზამენ.

მოკლედ, როცა პროექტში არ ვართ, გვაქვს იმის საშუალება, ჟიური შევაფასოთ, მათზე ვიხუმროთ და ვიღადაოთ. თუ თვითონ აკეთებენ ამას, ჩვენ რა, უფლება არ გვაქვს?

- ჟიური არ მოგწონს?

- ძალიანაც მომწონს, კარგი ჟიური შეირჩა. ჯანსაღი კომენტარები აქვთ. მადლობა მათ. ასეთ შეფასებასაც არ ველოდი. უკმაყოფილო არ ვარ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება