პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს" - თიკა ჯამბურია თავის კილოგრამებზე, დეკოლტესა და "ჯაივზე"
"არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს" - თიკა ჯამბურია თავის კილოგრამებზე, დეკოლტესა და "ჯაივზე"

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­თხე სე­ზონ­ზე მომ­ღე­რა­ლი თიკა ჯამ­ბუ­რი­აც ცეკ­ვავს. ძა­ლი­ან მოს­წონს ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რო­გორც ამ­ბობს, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე კარ­გად წარ­სდგეს. სხვა­თა შო­რის, ამის მა­გა­ლი­თი პირ­ველ სა­კონ­კურ­სო ტურ­ში კი­დეც აჩ­ვე­ნა, თუმ­ცა შოუს გახ­სნის დღეს მისი პრო­ექ­ტში გა­მო­ჩე­ნით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შეშ­ფოთ­და, - ეს რამ­ხე­ლა გამ­ხდა­რა ჯამ­ბუ­რია? ამ წო­ნით აპი­რებს პრო­ექ­ტში ცეკ­ვას?

"ამ­ბე­ბი.გე" მო­რი­გი სა­კონ­კურ­სო ტუ­რის წინ თი­კას და­უ­კავ­შირ­და.

- რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვს?

- ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად ვნერ­ვი­უ­ლობ, "ჯა­ი­ვი" უნდა ვი­ცეკ­ვო, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

- კი, მაგ­რამ ისე­თი მა­გა­რი პარტნი­ო­რი (რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე) გყავს, რომ ვფიქ­რობ, ტყუ­ი­ლად ნერ­ვი­უ­ლობ...

- მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი პარტნი­ო­რი მყავს, მაგ­რამ "ჯა­ი­ვი" ძა­ლი­ან სწრა­ფი ცეკ­ვაა, - ბევ­რი ნა­ბი­ჯი და მოძ­რო­ბაა ისე, რომ ვერც კი ვას­წრებ ფიქ­რს, რა რის მერე მო­დის და ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვარ. მაგ­რამ მთავ­რია, რომ ხა­სი­ათ­ში ვცეკ­ვავ და ეს მოს­წონთ; მაგ­რამ ახლა ნა­ბი­ჯებ­ზეც უნდა ვი­ფიქ­რო, ხა­სი­ათ­ზეც - ამო­ცა­ნა გა­მირ­თულ­და...

- თიკა, ამ შო­უ­ში გა­მოჩ­ნდი თუ არა, შენს მძი­მე წო­ნა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. ამა­ზე რა რე­აქ­ცია გქონ­და?

- რა­ტომ გა­ნი­ცა­დეს ადა­მი­ა­ნებ­მა და გულ­თან ასე რა­ტომ მი­ი­ტა­ნეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვერ ვხვდე­ბი. ჩემი წონა, მე არ მა­წუ­ხებს ისე, რო­გორც სხვებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­გო­ნე­ბის 80%-ს იმ წო­ნა­ზე მეტი აქვთ, ვიდ­რე უნდა ჰქონ­დეთ. ვფიქ­რობ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, რომ მძი­მე წონა გქონ­დეს. არც ისე­თი მსუ­ქა­ნი ვარ, რა ამ­ბა­ვიც ატე­ხეს. ისე, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რიც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. მოკ­ლედ, ილა­პა­რა­კონ, არ მა­ნაღ­ვლებს, თუმ­ცა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ხა­რად ვი­ტყვი, ვინც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს, - წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა და­ვი­წყე...

- ჰო, 5 კი­ლომ­დე უკვე და­გიკ­ლია. რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლურ დი­ე­ტას მი­მარ­თავ?

- არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა. დღე­ში 8 სა­ათს ვცეკ­ვავ, ვვარ­ჯი­შობ. ტა­ნის ფორ­მაც შე­მეც­ვა­ლა, სა­კუ­თარ თავს რომ ვუ­ყუ­რებ, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ისე­თი გამ­ხდა­რი ვარ, მინი ქვე­და­ბო­ლო­ებ­საც კი ჩა­ვიც­ვამ. თან, პრო­ექ­ტში დიდ­ხანს თუ დავ­რჩი, მე­ტად გავ­ხდე­ბი. ამას­თან, მსუ­ბუ­ქად ვიკ­ვე­ბე­ბი.

- ისე ნუ იზამ, რომ ენერ­გია აღარ გქონ­დეს...…

- არა, ბევრ ბოსტნე­ულს ვი­ღებ, ენერ­გია რომ არ წა­მერ­თვას. მოკ­ლედ, წო­ნა­ში თა­ვის­თა­ვად ვიკ­ლებ და ამ ყვე­ლა­ფერს ხელ­საც ვუ­წყობ...

ამე­რი­კა­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­ექ­ტი გა­სულ სე­ზონ­ზე 120-კი­ლო­ი­ან­მა გო­გო­ნამ მო­ი­გო. ფან­ტას­ტი­კუ­რად ცეკ­ვავ­და. არც ერთი კო­მენ­ტა­რი არ ყო­ფი­ლა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა მსუ­ქა­ნი­აო? პი­რი­ქით, მან მძი­მე წო­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს სტი­მუ­ლი მის­ცა. სხვა­თა შო­რის, კა­ნო­ნი არ­სად გა­მო­უ­ცი­ათ, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც გამ­ხდარ­მა უნდა იცეკ­ვოს. ცეკ­ვის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს.

- პარტნი­ორ­ზე რას გვე­ტყვი?

- რატი პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ერ­თმა­ნეთს მაგ­რად გა­ვუ­გეთ. სა­ერ­თოდ, არც კი ვკინ­კლა­ობთ. ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში მიდ­გას, მეხ­მა­რე­ბა, მას­წავ­ლის, შე­უძ­ლია, 24 სა­ა­თი მა­მე­ცა­დი­ნოს. ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან მაგ­რად გა­მი­მარ­თლა, რომ რატი შემ­ხვდა.

- ამ­ბა­ვი პირ­ველ შო­უ­ში შენს დე­კოლ­ტე­ზეც ატყდა...

- ის კა­ბაც მი­მაჩ­ნია, რომ "სამ­ბას" უხ­დე­ბო­და. ხში­რად მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი სცე­ნა­ზე თით­ქმის გახ­დი­ლე­ბიც კი არი­ან ხოლ­მე. განა რა იყო ისე­თი ის კაბა, რომ ვერ მი­ი­ღეს. რა ვქნა, "სამ­ბას"რო­ლინ­გით ვერ ვი­ცეკ­ვებ­დი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს, კერ­ძოდ, მა­მას არ ჰქონ­და ისე­თი რე­აქ­ცია, რო­გორც ჩემს "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებს". და­წყნარ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" "მკერ­დის სკან­და­ლი" გრძელ­დე­ბა - რა კო­მენ­ტა­რი მი­უ­ძღვნა ნა­ზღა­ი­ძემ ჯამ­ბუ­რი­ას დე­კოლ­ტეს

"არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს" - თიკა ჯამბურია თავის კილოგრამებზე, დეკოლტესა და "ჯაივზე"

"არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს" - თიკა ჯამბურია თავის კილოგრამებზე, დეკოლტესა და "ჯაივზე"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონზე მომღერალი თიკა ჯამბურიაც ცეკვავს. ძალიან მოსწონს ამ პროექტში მონაწილეობა და როგორც ამბობს, ყველაფერს აკეთებს, რომ მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგეს. სხვათა შორის, ამის მაგალითი პირველ საკონკურსო ტურში კიდეც აჩვენა, თუმცა შოუს გახსნის დღეს მისი პროექტში გამოჩენით, ბევრი ადამიანი შეშფოთდა, - ეს რამხელა გამხდარა ჯამბურია? ამ წონით აპირებს პროექტში ცეკვას?

"ამბები.გე" მორიგი საკონკურსო ტურის წინ თიკას დაუკავშირდა.

- როგორი განწყობა გაქვს?

- ახლა ყველაზე მეტად ვნერვიულობ, "ჯაივი" უნდა ვიცეკვო, რაც საკმაოდ რთულია.

- კი, მაგრამ ისეთი მაგარი პარტნიორი (რატი გაჩეჩილაძე) გყავს, რომ ვფიქრობ, ტყუილად ნერვიულობ...

- მართლა ძალიან მაგარი პარტნიორი მყავს, მაგრამ "ჯაივი" ძალიან სწრაფი ცეკვაა, - ბევრი ნაბიჯი და მოძრობაა ისე, რომ ვერც კი ვასწრებ ფიქრს, რა რის მერე მოდის და ძალიან დაძაბული ვარ. მაგრამ მთავრია, რომ ხასიათში ვცეკვავ და ეს მოსწონთ; მაგრამ ახლა ნაბიჯებზეც უნდა ვიფიქრო, ხასიათზეც - ამოცანა გამირთულდა...

- თიკა, ამ შოუში გამოჩნდი თუ არა, შენს მძიმე წონაზე ალაპარაკდნენ. ამაზე რა რეაქცია გქონდა?

- რატომ განიცადეს ადამიანებმა და გულთან ასე რატომ მიიტანეს ეს ყველაფერი, ვერ ვხვდები. ჩემი წონა, მე არ მაწუხებს ისე, როგორც სხვებს. საქართველოში გოგონების 80%-ს იმ წონაზე მეტი აქვთ, ვიდრე უნდა ჰქონდეთ. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ არის, რომ მძიმე წონა გქონდეს. არც ისეთი მსუქანი ვარ, რა ამბავიც ატეხეს. ისე, ძალიან გამხდარიც არასდროს ვყოფილვარ. მოკლედ, ილაპარაკონ, არ მანაღვლებს, თუმცა იმ ადამიანების გასახარად ვიტყვი, ვინც ძალიან ნერვიულობს, - წონაში დაკლება დავიწყე...

- ჰო, 5 კილომდე უკვე დაგიკლია. რაიმე სპეციალურ დიეტას მიმართავ?

- არა, ეს ყველაფერი თავისთავად ხდება. დღეში 8 საათს ვცეკვავ, ვვარჯიშობ. ტანის ფორმაც შემეცვალა, საკუთარ თავს რომ ვუყურებ, მეჩვენება, რომ ისეთი გამხდარი ვარ, მინი ქვედაბოლოებსაც კი ჩავიცვამ. თან, პროექტში დიდხანს თუ დავრჩი, მეტად გავხდები. ამასთან, მსუბუქად ვიკვებები.

- ისე ნუ იზამ, რომ ენერგია აღარ გქონდეს...…

- არა, ბევრ ბოსტნეულს ვიღებ, ენერგია რომ არ წამერთვას. მოკლედ, წონაში თავისთავად ვიკლებ და ამ ყველაფერს ხელსაც ვუწყობ...

ამერიკაში "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტი გასულ სეზონზე 120-კილოიანმა გოგონამ მოიგო. ფანტასტიკურად ცეკვავდა. არც ერთი კომენტარი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რა მსუქანიაო? პირიქით, მან მძიმე წონიან ადამიანებს სტიმული მისცა. სხვათა შორის, კანონი არსად გამოუციათ, რომ მაინცდამაინც გამხდარმა უნდა იცეკვოს. ცეკვის უფლება ყველას აქვს.

- პარტნიორზე რას გვეტყვი?

- რატი პოზიტიური ადამიანია. ერთმანეთს მაგრად გავუგეთ. საერთოდ, არც კი ვკინკლაობთ. ყველანაირად გვერდში მიდგას, მეხმარება, მასწავლის, შეუძლია, 24 საათი მამეცადინოს. ვიმეორებ, ძალიან მაგრად გამიმართლა, რომ რატი შემხვდა.

- ამბავი პირველ შოუში შენს დეკოლტეზეც ატყდა...

- ის კაბაც მიმაჩნია, რომ "სამბას" უხდებოდა. ხშირად მოცეკვავეები სცენაზე  თითქმის გახდილებიც კი არიან ხოლმე. განა რა იყო ისეთი ის კაბა, რომ ვერ მიიღეს. რა ვქნა, ''სამბას''როლინგით ვერ ვიცეკვებდი. ჩემი ოჯახის წევრებს, კერძოდ, მამას არ ჰქონდა ისეთი რეაქცია, როგორც ჩემს "კეთილისმსურველებს". დაწყნარდნენ, ყველაფერი კარგად იქნება!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" "მკერდის სკანდალი" გრძელდება - რა კომენტარი მიუძღვნა ნაზღაიძემ ჯამბურიას დეკოლტეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება