მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინესა ტუშკანოვა - ყველაზე სექსუალური პილოტი
ინესა ტუშკანოვა - ყველაზე სექსუალური პილოტი

თუ სა­ჭის ტრი­ა­ლი მოს­წყინ­დე­ბა, ინე­სა ტუშ­კა­ნო­ვას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, პო­დი­უ­მი­სა და სა­რეკ­ლა­მო კონ­ტრაქ­ტე­ბის წყა­ლო­ბით "ირ­ჩი­ნოს თავი". პრინ­ციპ­ში, მუ­შა­ობ­და კი­დეც მო­დე­ლად და ფლე­ი­ბო­ის, მაქ­სი­მის, XXL- ისა და მა­მა­კაც­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი კი­დევ არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­თვის გა­შიშ­ვლე­ბაც მო­ას­წრო.

ამ­ჟა­მად, 28 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ლა­მაზ­მა­ნის მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბა ავ­ტოს­პორ­ტს უკავ­შირ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ტუშ­კა­ნო­ვა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა და არა­ერ­თი პრი­ზი­თაც შე­უძ­ლია თა­ვის მო­წო­ნე­ბა. პრო­ფე­სი­ულ ას­პა­რე­ზო­ბებ­ში 2008 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს, 2006 წელს კი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ქალ ავ­ტომრბო­ლე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს! ტუშ­კა­ნო­ვას ფო­ტო­ე­ბის­თვის თვა­ლის მო­წყვე­ტა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ მა­ინც გირ­ჩევთ, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ პი­ლოტ­თან ბლიც- ინ­ტერ­ვი­უ­საც გა­და­ავ­ლოთ თვა­ლი.

- ინე­სა, ავ­ტოს­პორ­ტში რო­გორ მოხ­ვდით?

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით: მე და ჩემი და­ქა­ლი რა­ლის სა­ყუ­რებ­ლად დაგვპა­ტი­ჟეს და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწო­რედ ის მე­გო­ბა­რი იქცა ჩემს პირ­ველ შტურ­მა­ნად... სხვა­თა შო­რის, სხვა­დას­ხვა სა­ხის ტექ­ნი­კა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და, ვე­ლო­სი­პედ­თან კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შეზ­რდი­ლი ვი­ყა­ვი (იცი­ნის). მოგ­ვი­ა­ნე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დი სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტით, თუმ­ცა მერე ცხე­ნი მო­მიკ­ვდა და...

- და სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან აღ­მოჩ­ნდით...

- როცა იმა­ვე მე­გო­ბარ­მა შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­უ­ა­რე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ვარ­ჯი­შის შემ­დეგ რა­ლი­ში უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლო­ბა­ზე ვი­ას­პა­რე­ზე და პრი­ზიც კი მი­ვი­ღე! იმ დღი­დან ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი მი­ზა­ნი გა­მიჩ­ნდა – რა­ლის პი­ლო­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი და გავ­ხდი კი­დეც! მინ­და, ლი­დე­რი ვიყო, გა­ვი­მარ­ჯვო და სპორ­ტში კვა­ლი დავ­ტო­ვო!

- რას საქ­მი­ა­ნობ­დით მა­ნამ­დე, სა­ნამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პი­ლო­ტი გახ­დე­ბო­დით?

- 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა ერთ- ერთ ია­პო­ნურ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი. მას შემ­დეგ ფო­ტო­მო­დე­ლად ვმუ­შა­ობ­დი ჟურ­ნა­ლებ­თან, ფო­ტოს­ტუ­დი­ებ­თან და ა.შ.

- და მო­დე­ლო­ბა რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რეთ? ეს ხომ გა­ცი­ლე­ბით იო­ლია, ვიდ­რე სა­ბუ­რა­ვე­ბის შეც­ვლა და ძრავ­ში "ქექ­ვა"?!

- იცით, მო­დე­ლო­ბა საკ­მა­ოდ უმა­დუ­რი საქ­მეა. მო­დე­ლად მუ­შა­ო­ბი­სას, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ გე­კუთ­ვნის სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი, ღირ­სე­ბა­ზე ხომ სა­ერ­თოდ არ არის ლა­პა­რა­კი! მით უმე­ტეს, თუ გსურს, პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი ფო­ტო­მო­დე­ლი გახ­დე, კას­ტინ­გე­ბის ძა­ლი­ან რთუ­ლი და უსი­ა­მოვ­ნო გზა უნდა გან­ვლო. ლა­პა­რა­კია ასო­ბით სა­ათ­ზე, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფუ­ჭად და­ხარ­ჯე. და ეს იმის­თვის, რომ პო­დი­უმ­ზე ან რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდე. ანდა, სა­ერ­თო­დაც ვერ­სად მოხ­ვდე, ლო­დინ­ში კი წლე­ბი და­კარ­გო...

იხი­ლეთ სრუ­ლად

ინესა ტუშკანოვა - ყველაზე სექსუალური პილოტი

ინესა ტუშკანოვა - ყველაზე სექსუალური პილოტი

თუ საჭის ტრიალი მოსწყინდება, ინესა ტუშკანოვას თავისუფლად შეუძლია, პოდიუმისა და სარეკლამო კონტრაქტების წყალობით ''ირჩინოს თავი''. პრინციპში, მუშაობდა კიდეც მოდელად და ფლეიბოის, მაქსიმის, XXL- ისა და მამაკაცთათვის განკუთვნილი კიდევ არაერთი ჟურნალისთვის გაშიშვლებაც მოასწრო.

ამჟამად, 28 წლის უკრაინელი ლამაზმანის მთავარი გატაცება ავტოსპორტს უკავშირდება. რაც მთავარია, ტუშკანოვა მხოლოდ ვიზუალური მონაცემებით არ გამოირჩევა და არაერთი პრიზითაც შეუძლია თავის მოწონება. პროფესიულ ასპარეზობებში 2008 წლიდან მონაწილეობს, 2006 წელს კი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ქალ ავტომრბოლელად დაასახელეს! ტუშკანოვას ფოტოებისთვის თვალის მოწყვეტა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც გირჩევთ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პილოტთან ბლიც- ინტერვიუსაც გადაავლოთ თვალი.

- ინესა, ავტოსპორტში როგორ მოხვდით?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ სრულიად შემთხვევით: მე და ჩემი დაქალი რალის საყურებლად დაგვპატიჟეს და... მოგვიანებით სწორედ ის მეგობარი იქცა ჩემს პირველ შტურმანად... სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ტექნიკა ბავშვობიდან მიყვარდა, ველოსიპედთან კი, ფაქტობრივად, შეზრდილი ვიყავი (იცინის). მოგვიანებით სერიოზულად დავინტერესდი საცხენოსნო სპორტით, თუმცა მერე ცხენი მომიკვდა და...

- და სპორტული ავტომანქანის საჭესთან აღმოჩნდით...

- როცა იმავე მეგობარმა შეჯიბრებაში მონაწილეობა შემომთავაზა, თავდაპირველად ვიუარე, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ რალიში უკრაინის პირველობაზე ვიასპარეზე და პრიზიც კი მივიღე! იმ დღიდან ცხოვრებაში ახალი მიზანი გამიჩნდა – რალის პილოტი გავმხდარიყავი და გავხდი კიდეც! მინდა, ლიდერი ვიყო, გავიმარჯვო და სპორტში კვალი დავტოვო!

- რას საქმიანობდით მანამდე, სანამ პროფესიონალი პილოტი გახდებოდით?

- 17 წლის ვიყავი, როცა ერთ- ერთ იაპონურ სამოდელო სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი. მას შემდეგ ფოტომოდელად ვმუშაობდი ჟურნალებთან, ფოტოსტუდიებთან და ა.შ.

- და მოდელობა რატომ გადაიფიქრეთ? ეს ხომ გაცილებით იოლია, ვიდრე საბურავების შეცვლა და ძრავში ''ქექვა''?!

- იცით, მოდელობა საკმაოდ უმადური საქმეა. მოდელად მუშაობისას, ფაქტობრივად, აღარ გეკუთვნის საკუთარი სხეული, ღირსებაზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი! მით უმეტეს, თუ გსურს, პოპულარული და მოთხოვნადი ფოტომოდელი გახდე, კასტინგების ძალიან რთული და უსიამოვნო გზა უნდა განვლო. ლაპარაკია ასობით საათზე, რომლებიც, შესაძლოა, აბსოლუტურად ფუჭად დახარჯე. და ეს იმისთვის, რომ პოდიუმზე ან რომელიმე ჟურნალის გარეკანზე მოხვდე. ანდა, საერთოდაც ვერსად მოხვდე, ლოდინში კი წლები დაკარგო...

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს