საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პენსიონერები, ხელფასთან ერთად პენსიას ვეღარ მიიღებენ
საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პენსიონერები, ხელფასთან ერთად პენსიას ვეღარ მიიღებენ

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ ხელ­ფასს, არ აქვთ უფ­ლე­ბა, აი­ღონ პენ­სია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში პენ­სი­ას ვერ მი­ი­ღე­ბენ. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, ისი­ნი კვლავ მი­ი­ღე­ბენ დახ­მა­რე­ბას, ხოლო ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის პენ­სია არ გა­ი­ცე­მა.

"შარ­შან, ივ­ლის­ში ჩვენ ინი­ცი­რე­ბა გა­ვა­კე­თეთ და მთავ­რო­ბა დაგ­ვე­თან­ხმა, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ერ­თგვა­რი მო­რა­ტო­რი­უ­მი მათ­ზე, ვინც 2013 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით არ შე­ა­ტყო­ბი­ნა არა­ვის, პენ­სი­აც აიღო და ხელ­ფა­სიც, ეს გაქ­ვი­თუ­ლი­ყო, ანუ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია, თუმ­ცა კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს და ის, ვინც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს და სხვა­გან და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას, გარ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა, არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბით მათ იმ პე­რი­ოდ­ში გა­უ­ჩერ­დე­ბათ პენ­სია", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე პენ­სი­ო­ნე­რებს, მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, კერ­ძო სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე პენ­სი­ო­ნე­რებს შე­უძ­ლი­ათ, აი­ღონ რო­გორც პენ­სია, ასე­ვე და­საქმდნენ სხვა­გა­ნაც, აი­ღონ ხელ­ფა­სი, თუმ­ცა თუ მათ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, ეს უკვე სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რია და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მათ პენ­სია გა­უ­ჩერ­დე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პი­რებს, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლა­შია 2010 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს გა­უჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, თუნ­დაც სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში დრო­ე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი, მათ უნდა მოხ­სნო­დათ და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნდა აღ­დგე­ნო­დათ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­დე­საც შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კავ­შირვბუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბას­თან, მათ­ზე ვრცელ­დე­ბა მო­რა­ტო­რი­უ­მი და აღ­ნიშ­ნულ პი­რებს არ ეხ­სნე­ბათ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ გან­მარ­ტა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში კა­ნო­ნით რა­ი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა იკ­რძა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ამ პე­რი­ოდ­ში, 15 ივ­ნი­სამ­დე ჩვენ მოკ­ლე­ბუ­ლი ვართ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად შე­საძ­ლებ­ლო­ბას რა­ი­მე ახა­ლი მო­რა­ტო­რი­უ­მის ინი­ცი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

ამას­თან, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო და 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს პენ­სი­ო­ნე­რებ­ზე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ მოქ­მე­დებ­და და სინი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­ფასს პენ­სი­ას­თან ერ­თად იღებ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პენსიონერები, ხელფასთან ერთად პენსიას ვეღარ მიიღებენ

საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პენსიონერები, ხელფასთან ერთად პენსიას ვეღარ მიიღებენ

კანონის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ საპენსიო ასაკის ადამიანებს, რომლებიც იღებენ ხელფასს, არ აქვთ უფლება, აიღონ პენსია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კომისიაში დასაქმებული პენსიონერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობის პერიოდში პენსიას ვერ მიიღებენ. მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველი პირები მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო კომისიის მუშაობაში, ისინი კვლავ მიიღებენ დახმარებას, ხოლო ასეთ შემთხვევაში პენსიონერებისთვის პენსია არ გაიცემა.

"შარშან, ივლისში ჩვენ ინიცირება გავაკეთეთ და მთავრობა დაგვეთანხმა, რომ გავრცელებულიყო ერთგვარი მორატორიუმი მათზე, ვინც 2013 წლის პირველ სექტემბრამდე კანონის დარღვევით არ შეატყობინა არავის, პენსიაც აიღო და ხელფასიც, ეს გაქვითულიყო, ანუ გამოცხადებულიყო რესტრუქტურიზაცია, თუმცა კანონი მოქმედებს და ის, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს და სხვაგან დაიწყებს მუშაობას, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა, არსებული კანონებით მათ იმ პერიოდში გაუჩერდებათ პენსია", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება კერძო სექტორში მომუშავე პენსიონერებს, მინისტრის განმარტებით, კერძო სექტორში მომუშავე პენსიონერებს შეუძლიათ, აიღონ როგორც პენსია, ასევე დასაქმდნენ სხვაგანაც, აიღონ ხელფასი, თუმცა თუ მათ მუშაობა დაიწყეს საარჩევნო კომისიაში, ეს უკვე საჯარო სამსახურია და ასეთ შემთხვევაში საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში მათ პენსია გაუჩერდებათ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, დავით სერგეენკოს განმარტებით, არსებული კანონმდებლობით, რომელიც ძალაშია 2010 წლის შემდეგ, როდესაც სოციალურად დაუცველებს გაუჩნდებათ ახალი შემოსავალი, თუნდაც საარჩევნო კომისიაში დროებითი სამსახური, მათ უნდა მოხსნოდათ და ერთი წლის განმავლობაში არ უნდა აღდგენოდათ სოციალური დახმარება, თუმცა, მთავრობის დადგენილებით, როდესაც შემოსავალი სოციალურად დაუცველების შემთხვევაში დაკავშირვბულია საარჩევნო კომისიაში მუშაობასთან, მათზე ვრცელდება მორატორიუმი და აღნიშნულ პირებს არ ეხსნებათ სოციალური დახმარება.

გარდა ამისა, როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, წინასაარჩევნო პერიოდში კანონით რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა იკრძალება, რომელიც ახალი თანხების მობილიზაციასთან არის დაკავშირებული.

"ამ პერიოდში, 15 ივნისამდე ჩვენ მოკლებული ვართ კანონის შესაბამისად შესაძლებლობას რაიმე ახალი მორატორიუმის ინიცირება გავაკეთოთ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ამასთან, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პენსიონერებზე ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებდა და სინი საარჩევნო კომისიის ხელფასს პენსიასთან ერთად იღებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია