სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევარდნაძის საათმა 5 000 დოლარი მოაგებინა"
"შევარდნაძის საათმა 5 000 დოლარი მოაგებინა"

ალ­ბათ ბევ­რს ახ­სოვს რამ­დე­ნი­მე წლის წინ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი: ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ხე­ლი­დან სა­ა­თი შეხ­სნეს, შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, მა­გი­და­ზე და­უ­დეს... ამ ამ­ბავ­მა დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. თა­ვად ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი (რო­გორც ამ­ბო­ბენ) აღ­ფრთო­ვან­და "ხელ­მარ­ჯვე ოს­ტა­ტით", თუმ­ცა მისი ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ არის შე­ნა­ხუ­ლი.

არც ის იცის ვინ­მემ, თუ რა აზრი ჰქონ­და ესო­დენ დიდი რის­კის გა­წე­ვას – ნუთუ თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ჯიბ­გი­რის მი­ზა­ნი, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო?

შემ­თხვე­ვამ ამ სა­ი­დუმ­ლოს ნა­წი­ლობ­რივ ამოხ­სნის შან­სი მომ­ცა.

ჩემი ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტი, არ­ცთუ ისე ახალ­გაზ­რდა და ფრი­ად სიმ­პა­თი­უ­რი ჯიბ­გი­რი, ავ­ტო­ბუს­ში იმ დროს "დავ­წვი", როცა ასა­კო­ვან ქალ­ბა­ტონს, ჩან­თი­დან სა­ფუ­ლეს აც­ლი­და. ჩემს და­ჟი­ნე­ბულ მზე­რას ჯი­ქურ გა­უს­წო­რა თვა­ლი, სა­ფუ­ლეს თავი და­ა­ნე­ბა და წინ გა­და­ი­ნაც­ვლა. გა­დავ­წყვი­ტე, ბო­ლომ­დე მივ­ყო­ლო­დი. ეს შეხ­ვედ­რა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კაფე-ბარ­ში დას­რულ­და: მას შემ­დეგ, რაც და­ვარ­წმუ­ნე, რომ "ჩამ­შვე­ბი" არ ვი­ყა­ვი და თა­ნაც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის სრუ­ლი გა­რან­ტია მი­ვე­ცი, სა­უ­ბარ­ზე დამ­ყა­ბულ­და და თა­ნაც ძალ­ზე ზო­გა­დად და "ბუნ­დოვ­ნად" გამ­ცა­ნო თავი.

- ცხა­დია, ნამ­დვილ სა­ხელ­სა და გვარს არ გე­ტყვი, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ... გია და­მი­ძა­ხოთ.

- კარ­გი, გია იყოს. ის მა­ინც მი­თხა­რით, რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 28-ის.

- დიდი ხა­ნია, ქუ­ჩა­ში "მოღ­ვა­წე­ობ"?

- არც კი მახ­სოვს ზუს­ტად, რამ­დე­ნი წე­ლია, ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, სა­ბავ­შვო ბაღ­ში დავ­დი­ო­დი, პირ­ვე­ლად, ცხვირ­სა­ხო­ცებს რომ ვი­პა­რავ­დი, შემ­დეგ უფრო "მსხვილ­მან" რა­ღა­ცებ­ზე გა­და­ვე­დი...

- მა­გა­ლი­თად?

- მა­გა­ლი­თად, ნა­ყინ­ზე, შო­კო­ლადსა და სხვა ტკბი­ლე­ულ­ზე. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის "მა­ღა­ზი­ე­ბი" იყო: ერთი "სტენ­კას და­მი­ჭერ­და", მე კი ჯი­ბე­ებს "და­თუ­ნი­ა­თი" და "წი­თელ­ქუ­და­თი" ვი­ტე­ნი­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით ნამ­ცხვა­რი - რუ­ლე­ტი მიყ­ვარ­და, წა­მოს­ვლი­სას რა­ი­მე ია­ფ­ფა­სი­ან "პე­ჩე­ნი­ას" ავი­ღებ­დით და იმის ფულს ვიხ­დი­დით ხოლ­მე.

- ჯიბ­გი­რო­ბა­ზე რო­დის გა­დახ­ვე­დი?

- ალ­ბათ 10-12 წლის ვი­ყა­ვი, ჩემ­ზე უფ­როს­მა და გა­მოც­დილ­მა ბი­ჭებ­მა "გა­მოც­და­ზე" გა­მიყ­ვა­ნეს – ტრო­ლე­ი­ბუს­ში ერთ ჩა­სუ­ქე­ბულ ქალს ჯი­ბი­დან ფული ამო­ვა­ცა­ლე. პირ­ველ­მა "ნა­დავლმა" 20 მა­ნე­თი შე­ად­გი­ნა, ეს იმ დროს კარ­გი თან­ხა იყო - წა­ვე­დით და ჩემი "ნათ­ლო­ბა" აღ­ვნიშ­ნეთ. იმის შემ­დეგ კი... ამით ვცხოვ­რობ, რა, თავ­საც ვი­ნა­ხავ და ოჯა­ხის წევ­რებ­საც ვეხ­მა­რე­ბი.

- არ გე­ში­ნია?

- არა, რისი უნდა მე­ში­ნო­დეს? თა­ვი­დან, სა­ნამ მი­ვეჩ­ვე­ო­დი, "საქ­მე­ზე" გას­ვლამ­დე, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ მალე გა­მი­ა­რა. ახლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩემი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ.

- კი მაგ­რამ, მარ­ცხი არ მოგ­სვლია?

- რო­გორ არა - ბევ­რჯერ. ორ­ჯერ ვი­ჯე­ქი კი­დეც, სულ ხუთი წელი "მოვ­ხე­ხე", მაგ­რამ რას იზამ - ასეც ხდე­ბა და ისეც, მთა­ვა­რია, სუ­ლი­ე­რად არ და­ე­ცე;

- ასე­თი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად...

- იცით, რა, რის­კის სიყ­ვა­რუ­ლი ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბაა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ხალ­ხის­თვის. ჩემს ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ უჭირ­და, ქუ­ჩა­ში, ფუ­ლის შოვ­ნის გარ­და, რის­კის სიყ­ვა­რუ­ლიც მე­წე­ო­და. არ გა­გი­გი­ათ მი­ლი­ო­ნე­რი კლეპ­ტო­მა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თათ­ვი­საც სულ ერ­თია, ასანთს მო­ი­პა­რა­ვენ თუ კოვ­ზს, ოღონდ მო­ი­პა­რონ?

- ე.ი. ჯიბ­გი­რო­ბა თუ ქურ­დო­ბა, ნა­წი­ლობ­რივ ავად­მყო­ფო­ბაა?

- ალ­ბათ უფრო ჩვე­ვა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე რომ ავად არა ვარ, ეს ზუს­ტად ვიცი.

- სად "მუ­შა­ობ"?

- ძი­რი­თა­დად ავ­ტო­ბუ­სებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე – იქ, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხია და, რაც მთა­ვა­რია, სა­დაც ხალ­ხს ფული აქვს.

- მეტ­რო­ში?

- მეტ­რო­ში ერთი ჯგუ­ფია - იქ თუ პო­ლი­ცი­ას­თან არ ხარ შეკ­რუ­ლი, ისე არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა: პო­ლი­ცი­ამ კარ­გად იცის თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ვი­ნა­ო­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი, პრო­ცენ­ტებს იღებს ის კი არა­და, ერთი ჩემი ნაც­ნო­ბი ჯიბ­გი­რის­გან ვიცი - "გეგ­მა" აქვთ. თუ დად­გე­ნილ ყო­ველ­დღი­ურ ნორ­მას არ მის­ცე­მენ, "სა­მუ­შა­ო­დან" გა­უშ­ვე­ბენ, თა­ნაც რო­გორ გა­უშ­ვე­ბენ...

- თუ არ "შე­ე­კა­რი" პო­ლი­ცი­ე­ლებს?

- იმ დღეს­ვე დაგწ­ვა­ვენ - მეტ­რო­ში და­კე­ტი­ლი სივ­რცეა, იქე­დან ვერ­სად გა­იქ­ცე­ვი: ან ძა­ლი­ან თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი უნდა იყო ან მა­გა­რი ზურ­გი გქონ­დეს პო­ლი­ცი­ის­გან.

- დღე­ში რამ­დენს შო­უ­ლობ?

- გა­აჩ­ნია, რო­დის - რო­გორ. ხან კა­პი­კიც არ არის. ხან იმ­დენს "მო­არ­ტყამ", რომ მთე­ლი კვი­რა ის­ვე­ნებ, ისე, სა­შუ­ა­ლოდ 20-50 ლა­რია.

- ბევ­რია ეს თუ ცოტა?

- ცოტა, მაგ­რამ დღე­ვან­დელ მძი­მე ცხორ­ვე­ბა­ში მა­ინც ბევ­რია; ხალ­ხს ფული არა აქვს და ჩვენ რა უნდა მოვ­პა­როთ?! რაც წა­სა­ღე­ბი იყო, მთავ­რო­ბამ წა­ი­ღო - ჩვენ­ზე, ჯიბ­გი­რებ­ზე კარ­გად, ეს არა­ვინ იცის. მახ­სოვს, ერთხელ ქალს სა­ფუ­ლე ამო­ვა­ცა­ლე, გავ­ხსე­ნი და შიგ 5 ლარი იდო - სულ ხურ­დე­ბით. იქვე იყო ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რი­ლი სია: ნა­ხე­ვა­რი კილო "პე­სო­კი", კომ­ბოს­ტო და სხვა წვრილ­მა­ნი რა­მე­ე­ბი. ისე იყო ყვე­ლა­ფე­რი დათ­ვლი­ლი, რომ ჯამ­ში, ზუს­ტად 5 ლარი გა­მო­დი­ო­და. აუ, რა მო­მი­ვი­და, იცი? მთე­ლი სა­ა­თი ვე­ძე­ბე და, რო­გორც იქნა, ვი­პო­ვე - ბორ­დი­ურ­ზე იჯდა და ტი­რო­და... მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი - ქალ­ბა­ტო­ნო, ეს სა­ფუ­ლე და­გი­ვარ­დათ-მეთ­ქი... სა­ფუ­ლე­ში ხუთი ლარი კი­დევ ჩა­ვუ­დე, რომ გახ­სნა და ნახა, ხუ­თის ნაც­ვლად, ათი ლარი იდო, თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და სი­ხა­რუ­ლის­გან, მაგ­რამ არა­ფე­რი უთ­ქვამს... ასეა - ნა­წი­ლი იპა­რავს იმი­ტომ, რომ უჭირს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი არ იპა­რავს, არა იმი­ტომ, რომ არ უჭირს ანდა არა აქვს ამის სურ­ვი­ლი - უბ­რა­ლოდ, არ შე­უძ­ლია და იმი­ტომ.

- ამ­ბო­ბენ, ჯიბ­გი­რო­ბის "ინ­სტი­ტუტს" ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი "ვარ­სკვლა­ვი" ჰყავ­სო.

- იცით, რამ­დე­ნი? ჩვენ­თან რომ ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან, იმ­დე­ნი მგო­ნი, ჰო­ლი­ვუ­შიც არ იქ­ნე­ბა. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, ერთი ხე­ი­ბა­რი კაცი იყო - ხე­ლე­ბი არ ჰქონ­და და ფე­ხის თი­თე­ბით იპა­რავ­და. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ვი­ღა­ცა სა­ფუ­ლეს რომ ფე­ხით ამო­გაც­ლის? მერე და­ი­ჭი­რეს ის კაცი და, ცი­ხის ნაც­ვლად, ცირ­კში გაგ­ზავ­ნეს სა­მუ­შა­ოდ.

ერთი იყო კი­დევ, ჩემი მე­გო­ბა­რი, წურო - მა­გა­რი ჯიბ­გი­რის სა­ხე­ლი ჰქონ­და. წე­ღან რომ გი­თხა­რით, ჯიბ­გი­რო­ბა ჩვე­ვად იქ­ცე­ვა-მეთ­ქი, ის ჩემი მე­გო­ბა­რიც მყავ­და მხელ­ვე­ლო­ბა­ში. ცოლს ირ­თავ­და, კარგ ოჯა­ხიშ­ვილს, ძა­ლი­ან კარგ გო­გოს, ჰოდა, თა­ვი­სი სა­ცო­ლე წა­იყ­ვა­ნა ოქ­რო­უ­ლო­ბის მა­ღა­ზი­ა­ში, სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის შე­სარ­ჩე­ვად. ფუ­ლიც ჰქონ­და საკ­მა­რი­სი, მაგ­რამ გულ­მა არ მო­უთ­მი­ნა და ერთ ნა­ყიდ ბე­ჭედს, მე­ო­რეც მი­ა­ყო­ლა მუქ­თად. ქორ­წი­ლის დღეს მი­ლი­ცია და­ად­გა და წა­იყ­ვა­ნა. რო­გორც არ ეხ­ვეწ­ნენ, ერთი დღით დაგ­ვი­ტო­ვეთ, ქორ­წილ­ში იჯ­დეს და მერე წა­იყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ არა­ფერ­მა გაჭ­რა. უსი­ძო ქორ­წი­ლი იყო...

მეც და­მე­მარ­თა ერთხელ "მა­გა­რი" ამ­ბა­ვი. ტრო­ლე­ი­ბუს­ში ერთი ქალი "გავ­ჩი­თე", ჟა­კეტ­ზე უშ­ვე­ლე­ბე­ლი ჯი­ბე­ე­ბი ეკე­რა და აშ­კა­რად ჩან­და, რომ იმ ჯი­ბე­ში "რა­ღაც" იდო. ჩავ­ყა­ვი ხელი და ამ დროს მე­ო­რე ხე­ლიც "ჩა­მო­ცურ­და"... ში­ში­სა­გან სის­ხლი გა­მე­ყი­ნა, შევ­ხე­დე ჯი­ბის პატ­რონს, მაგ­რამ მშვი­დად იდგა, სა­მა­გი­ე­როდ, ჩემ გვერ­დით მდგა­რი ბიჭი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და სა­ეჭ­ვოდ. მივ­ხვდი, რომ ჩემი "კო­ლე­გა" იყო. ჯი­ბი­დან სა­ფუ­ლე მა­ინც ამო­ვა­ცა­ლეთ და შემ­დეგ ნა­დავ­ლი ძმუ­რად "გავ­ტე­ხეთ".

- ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი?

- ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი იყო ჩემი მე­გობ­რის სა­ნაძ­ლეო. გა­გო­ნი­ლი გექ­ნე­ბათ, შე­ვარ­დნა­ძის სა­ა­თის ამ­ბა­ვი. ერთი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი "პა­დელ­ნი­კი" მყავს, სულ გა­უ­მარ­თლე­ბელ რის­კზე მი­დი­ო­და და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყო­ველ­თვის უმარ­თლებ­და. ჰოდა, სა­ნაძ­ლეო დადო - შე­ვარ­დნა­ძეს სა­ათს ხე­ლი­დან შევხსნიო. გავ­გიჟ­დი, რომ გა­ვი­გე - ჯერ მაგ­რად ვი­ცი­ნე, მერე შე­მე­შინ­და: წა­გე­ბულს მი­ტა­ნა უნდა, თან მა­გა­რი არე­უ­ლო­ბა იყო იმ დროს, შე­ვარ­დნა­ძეს ორი ბრი­გა­და დაც­ვა ჰყავ­და... გა­ვაფრ­თხი­ლე - ჩემი იმე­დი არ გქონ­დეს ხე­ლე­ბი და­მი­ბა­ნია-მეთ­ბი. მე­გო­ნა, გა­და­ი­ფიქ­რებ­და. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, მო­ი­გო ამ საქ­მე­ზე.

- მა­ინც რო­გორ მო­ა­ხერ­ხა, არ მო­უ­ყო­ლია?

- რო­გორც სტუ­დენ­ტი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრე­ზი­დენ­ტთან შე­სახ­ვედ­რად მი­ვი­და და იმ­დე­ნი "იჩა­ლი­ჩა", რომ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა შეძ­ლო, ჰოდა, ხელს სა­ა­თიც გა­მო­ა­ყო­ლა. მა­შინ­ვე გახ­მა­ურ­და ეს ამ­ბა­ვი და მა­გარ "გას­წო­რე­ბულ­ში" იყო, მერე ამ­ბობ­და – ნე­ტა­ვი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ის სა­ა­თი "სა­ჩუქ­რა­დო".

- "პა­დელ­ნი­კი" ახ­სე­ნე. შენ თვი­თონ მარ­ტო "მუ­შა­ობ" თუ ჯგუ­ფუ­რად?

- მე მარ­ტო მირ­ჩევ­ნია. და­დი­ან ბრი­გა­დე­ბიც - ბრი­გა­და­ში ნაკ­ლე­ბი რის­კია: ერთი "სტენ­კას იჭერს", მე­ო­რე აურ­ზა­ურს ატეხს ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად და მიდი, ასუფ­თა­ვე, რამ­დე­ნიც გინ­და. ახლა, არც ისე ად­ვი­ლად არის საქ­მე - ცო­ტას ვა­ჭარ­ბებ, მაგ­რამ მა­ინც უკე­თე­სია: თუ "დაგწ­ვა­ვენ", ერთი "პა­დელ­ნი­კი" პო­ლი­ცი­ე­ლად "გა­და­იქ­ცე­ვა" და სულ კინ­წის­კვრით ჩა­გიყ­ვანს ავ­ტო­ბუ­სი­დან, სა­ფუ­ლეც თან მი­აქვს, რო­გორც ნივთმტკი­ცე­ბა და... ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. მაგ­რამ ბრი­გა­და­ში 5-6 კაცი მა­ინც არის - არ გინ­და, ამ­დენ კაც­ზე "კუ­შის გა­ტე­ხა"?! მარ­ტო რომ ვარ, რა­საც ვი­შო­ვი, მყოფ­ნის.

- პო­ლი­ცი­ის­გან არ გქო­ნია წი­ნა­და­დე­ბე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე?

- რო­გორ არა, ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვე­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ. შეგ­ვე­კა­რი და "ნად­ზორს" არ მოგ­ცემ­თო. ეს "ნად­ზო­რი" მა­გა­რი "პა­ზორ­ნი" რა­მეა - სა­ღა­მოს 8-დან დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე სახ­ლში უნდა იჯდე, მოვ­ლენ, შე­გა­მოწ­მე­ბენ, წა­რა­მა­რა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გი­ბა­რე­ბენ, მაგ­რამ "ბო­ზო­ბას" მა­ინც სჯობს. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, არა­კა­ცუ­რი დღემ­დე არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია და არც დღე­ის შემ­დეგ ჩა­ვი­დენ.

- ამ­ბო­ბენ, ქუ­ჩუ­რი "მოღ­ვა­წე­ო­ბა" სპორ­ტი­ვით არის – თა­ვი­სი ასა­კი აქ­ვსო.

- ასეა, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. 35 წლის შემ­დეგ გვერ­დზე უნდა გად­გე: ხე­ლის სის­წრა­ფეც გაკ­ლდე­ბა და თვა­ლიც ნაკ­ლე­ბად გიჭ­რის. მე ჯერ­ჯე­რო­ბით "ფორ­მა­ში" ვარ, მაგ­რამ მალე ასა­კი მეც მაგ­რძნო­ბი­ნებს...

- მერე რა უნდა აკე­თო?

- რა ვიცი, ჯერ არ მი­ფიქ­რია. მოვ­ნა­ხავ სა­მუ­შა­ოს, მო­ვიყ­ვან ცოლს, მე­ყო­ლე­ბა შვი­ლე­ბი და ვი­ცხოვ­რებ მშვი­დად.

"მშვი­დად ცხოვ­რე­ბამ­დე" კი ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ისევ ქუ­ჩას შე­ე­რია და ისე გა­უ­ჩი­ნარ­და, თვა­ლიც ვერ მოვ­კა­რი, საით წა­ვი­და...

თე­ო­ნა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#24 23.11.2000

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"შევარდნაძის საათმა 5 000 დოლარი მოაგებინა"

"შევარდნაძის საათმა 5 000 დოლარი მოაგებინა"

ალბათ ბევრს ახსოვს რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მომხდარი ინციდენტი: ედუარდ შევარდნაძეს ხელიდან საათი შეხსნეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მაგიდაზე დაუდეს... ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თავად ბატონი პრეზიდენტი (როგორც ამბობენ) აღფრთოვანდა "ხელმარჯვე ოსტატით", თუმცა მისი ვინაობა დღემდე საიდუმლოდ არის შენახული.

არც ის იცის ვინმემ, თუ რა აზრი ჰქონდა ესოდენ დიდი რისკის გაწევას – ნუთუ თავზეხელაღებული ჯიბგირის მიზანი, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება იყო?

შემთხვევამ ამ საიდუმლოს ნაწილობრივ ამოხსნის შანსი მომცა.

ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტი, არცთუ ისე ახალგაზრდა და ფრიად სიმპათიური ჯიბგირი, ავტობუსში იმ დროს "დავწვი", როცა ასაკოვან ქალბატონს, ჩანთიდან საფულეს აცლიდა. ჩემს დაჟინებულ მზერას ჯიქურ გაუსწორა თვალი, საფულეს თავი დაანება და წინ გადაინაცვლა. გადავწყვიტე, ბოლომდე მივყოლოდი. ეს შეხვედრა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარში დასრულდა: მას შემდეგ, რაც დავარწმუნე, რომ "ჩამშვები" არ ვიყავი და თანაც კონფიდენციალობის სრული გარანტია მივეცი, საუბარზე დამყაბულდა და თანაც ძალზე ზოგადად და "ბუნდოვნად" გამცანო თავი.

- ცხადია, ნამდვილ სახელსა და გვარს არ გეტყვი, თქვენ შეგიძლიათ... გია დამიძახოთ.

- კარგი, გია იყოს. ის მაინც მითხარით, რამდენი წლის ხარ?

- 28-ის.

- დიდი ხანია, ქუჩაში "მოღვაწეობ"?

- არც კი მახსოვს ზუსტად, რამდენი წელია, ალბათ მთელი ცხოვრება, საბავშვო ბაღში დავდიოდი, პირველად, ცხვირსახოცებს რომ ვიპარავდი, შემდეგ უფრო "მსხვილმან" რაღაცებზე გადავედი...

- მაგალითად?

- მაგალითად, ნაყინზე, შოკოლადსა და სხვა ტკბილეულზე. ჩემს ბავშვობაში, თვითმომსახურების "მაღაზიები" იყო: ერთი "სტენკას დამიჭერდა", მე კი ჯიბეებს "დათუნიათი" და "წითელქუდათი" ვიტენიდი, განსაკუთრებით ნამცხვარი - რულეტი მიყვარდა, წამოსვლისას რაიმე იაფფასიან "პეჩენიას" ავიღებდით და იმის ფულს ვიხდიდით ხოლმე.

- ჯიბგირობაზე როდის გადახვედი?

- ალბათ 10-12 წლის ვიყავი, ჩემზე უფროსმა და გამოცდილმა ბიჭებმა "გამოცდაზე" გამიყვანეს – ტროლეიბუსში ერთ ჩასუქებულ ქალს ჯიბიდან ფული ამოვაცალე. პირველმა "ნადავლმა" 20 მანეთი შეადგინა, ეს იმ დროს კარგი თანხა იყო - წავედით და ჩემი "ნათლობა" აღვნიშნეთ. იმის შემდეგ კი... ამით ვცხოვრობ, რა, თავსაც ვინახავ და ოჯახის წევრებსაც ვეხმარები.

- არ გეშინია?

- არა, რისი უნდა მეშინოდეს? თავიდან, სანამ მივეჩვეოდი, "საქმეზე" გასვლამდე, ვნერვიულობდი, მაგრამ მალე გამიარა. ახლა, შეიძლება ითქვას, ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ.

- კი მაგრამ, მარცხი არ მოგსვლია?

- როგორ არა - ბევრჯერ. ორჯერ ვიჯექი კიდეც, სულ ხუთი წელი "მოვხეხე", მაგრამ რას იზამ - ასეც ხდება და ისეც, მთავარია, სულიერად არ დაეცე;

- ასეთი რისკის მიუხედავად...

- იცით, რა, რისკის სიყვარული ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა ჩვენი პროფესიის ხალხისთვის. ჩემს ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა, ქუჩაში, ფულის შოვნის გარდა, რისკის სიყვარულიც მეწეოდა. არ გაგიგიათ მილიონერი კლეპტომანების შესახებ, რომელთათვისაც სულ ერთია, ასანთს მოიპარავენ თუ კოვზს, ოღონდ მოიპარონ?

- ე.ი. ჯიბგირობა თუ ქურდობა, ნაწილობრივ ავადმყოფობაა?

- ალბათ უფრო ჩვევა. ყოველ შემთხვევაში, მე რომ ავად არა ვარ, ეს ზუსტად ვიცი.

- სად "მუშაობ"?

- ძირითადად ავტობუსებსა და ბაზრობებზე – იქ, სადაც ბევრი ხალხია და, რაც მთავარია, სადაც ხალხს ფული აქვს.

- მეტროში?

- მეტროში ერთი ჯგუფია - იქ თუ პოლიციასთან არ ხარ შეკრული, ისე არაფერი გამოგივა: პოლიციამ კარგად იცის თითოეული მათგანის ვინაობა და შემოსავალი, პროცენტებს იღებს ის კი არადა, ერთი ჩემი ნაცნობი ჯიბგირისგან ვიცი - "გეგმა" აქვთ. თუ დადგენილ ყოველდღიურ ნორმას არ მისცემენ, "სამუშაოდან" გაუშვებენ, თანაც როგორ გაუშვებენ...

- თუ არ "შეეკარი" პოლიციელებს?

- იმ დღესვე დაგწვავენ - მეტროში დაკეტილი სივრცეა, იქედან ვერსად გაიქცევი: ან ძალიან თავზეხელაღებული უნდა იყო ან მაგარი ზურგი გქონდეს პოლიციისგან.

- დღეში რამდენს შოულობ?

- გააჩნია, როდის - როგორ. ხან კაპიკიც არ არის. ხან იმდენს "მოარტყამ", რომ მთელი კვირა ისვენებ, ისე, საშუალოდ 20-50 ლარია.

- ბევრია ეს თუ ცოტა?

- ცოტა, მაგრამ დღევანდელ მძიმე ცხორვებაში მაინც ბევრია; ხალხს ფული არა აქვს და ჩვენ რა უნდა მოვპაროთ?! რაც წასაღები იყო, მთავრობამ წაიღო - ჩვენზე, ჯიბგირებზე კარგად, ეს არავინ იცის. მახსოვს, ერთხელ ქალს საფულე ამოვაცალე, გავხსენი და შიგ 5 ლარი იდო - სულ ხურდებით. იქვე იყო ფურცელზე ჩამოწერილი სია: ნახევარი კილო "პესოკი", კომბოსტო და სხვა წვრილმანი რამეები. ისე იყო ყველაფერი დათვლილი, რომ ჯამში, ზუსტად 5 ლარი გამოდიოდა. აუ, რა მომივიდა, იცი? მთელი საათი ვეძებე და, როგორც იქნა, ვიპოვე - ბორდიურზე იჯდა და ტიროდა... მივედი და ვუთხარი - ქალბატონო, ეს საფულე დაგივარდათ-მეთქი... საფულეში ხუთი ლარი კიდევ ჩავუდე, რომ გახსნა და ნახა, ხუთის ნაცვლად, ათი ლარი იდო, თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან, მაგრამ არაფერი უთქვამს... ასეა - ნაწილი იპარავს იმიტომ, რომ უჭირს, მეორე ნაწილი კი არ იპარავს, არა იმიტომ, რომ არ უჭირს ანდა არა აქვს ამის სურვილი - უბრალოდ, არ შეუძლია და იმიტომ.

- ამბობენ, ჯიბგირობის "ინსტიტუტს" ბევრი გამოჩენილი "ვარსკვლავი" ჰყავსო.

- იცით, რამდენი? ჩვენთან რომ ვარსკვლავები არიან, იმდენი მგონი, ჰოლივუშიც არ იქნება. ჩემს ბავშვობაში, ერთი ხეიბარი კაცი იყო - ხელები არ ჰქონდა და ფეხის თითებით იპარავდა. წარმოგიდგენიათ, ვიღაცა საფულეს რომ ფეხით ამოგაცლის? მერე დაიჭირეს ის კაცი და, ციხის ნაცვლად, ცირკში გაგზავნეს სამუშაოდ.

ერთი იყო კიდევ, ჩემი მეგობარი, წურო - მაგარი ჯიბგირის სახელი ჰქონდა. წეღან რომ გითხარით, ჯიბგირობა ჩვევად იქცევა-მეთქი, ის ჩემი მეგობარიც მყავდა მხელველობაში. ცოლს ირთავდა, კარგ ოჯახიშვილს, ძალიან კარგ გოგოს, ჰოდა, თავისი საცოლე წაიყვანა ოქროულობის მაღაზიაში, საქორწინო ბეჭდის შესარჩევად. ფულიც ჰქონდა საკმარისი, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და ერთ ნაყიდ ბეჭედს, მეორეც მიაყოლა მუქთად. ქორწილის დღეს მილიცია დაადგა და წაიყვანა. როგორც არ ეხვეწნენ, ერთი დღით დაგვიტოვეთ, ქორწილში იჯდეს და მერე წაიყვანეთო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. უსიძო ქორწილი იყო...

მეც დამემართა ერთხელ "მაგარი" ამბავი. ტროლეიბუსში ერთი ქალი "გავჩითე", ჟაკეტზე უშველებელი ჯიბეები ეკერა და აშკარად ჩანდა, რომ იმ ჯიბეში "რაღაც" იდო. ჩავყავი ხელი და ამ დროს მეორე ხელიც "ჩამოცურდა"... შიშისაგან სისხლი გამეყინა, შევხედე ჯიბის პატრონს, მაგრამ მშვიდად იდგა, სამაგიეროდ, ჩემ გვერდით მდგარი ბიჭი გამოიყურებოდა საეჭვოდ. მივხვდი, რომ ჩემი "კოლეგა" იყო. ჯიბიდან საფულე მაინც ამოვაცალეთ და შემდეგ ნადავლი ძმურად "გავტეხეთ".

- ყველაზე უცნაური თავგადასავალი?

- ყველაზე უცნაური იყო ჩემი მეგობრის სანაძლეო. გაგონილი გექნებათ, შევარდნაძის საათის ამბავი. ერთი თავზეხელაღებული "პადელნიკი" მყავს, სულ გაუმართლებელ რისკზე მიდიოდა და, წარმოიდგინეთ, ყოველთვის უმართლებდა. ჰოდა, სანაძლეო დადო - შევარდნაძეს საათს ხელიდან შევხსნიო. გავგიჟდი, რომ გავიგე - ჯერ მაგრად ვიცინე, მერე შემეშინდა: წაგებულს მიტანა უნდა, თან მაგარი არეულობა იყო იმ დროს, შევარდნაძეს ორი ბრიგადა დაცვა ჰყავდა... გავაფრთხილე - ჩემი იმედი არ გქონდეს ხელები დამიბანია-მეთბი. მეგონა, გადაიფიქრებდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოიგო ამ საქმეზე.

- მაინც როგორ მოახერხა, არ მოუყოლია?

- როგორც სტუდენტი, უნივერსიტეტში პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა და იმდენი "იჩალიჩა", რომ ხელის ჩამორთმევა შეძლო, ჰოდა, ხელს საათიც გამოაყოლა. მაშინვე გახმაურდა ეს ამბავი და მაგარ "გასწორებულში" იყო, მერე ამბობდა – ნეტავი დამეტოვებინა ის საათი "საჩუქრადო".

- "პადელნიკი" ახსენე. შენ თვითონ მარტო "მუშაობ" თუ ჯგუფურად?

- მე მარტო მირჩევნია. დადიან ბრიგადებიც - ბრიგადაში ნაკლები რისკია: ერთი "სტენკას იჭერს", მეორე აურზაურს ატეხს ყურადღების მისაპყრობად და მიდი, ასუფთავე, რამდენიც გინდა. ახლა, არც ისე ადვილად არის საქმე - ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ მაინც უკეთესია: თუ "დაგწვავენ", ერთი "პადელნიკი" პოლიციელად "გადაიქცევა" და სულ კინწისკვრით ჩაგიყვანს ავტობუსიდან, საფულეც თან მიაქვს, როგორც ნივთმტკიცება და... ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ბრიგადაში 5-6 კაცი მაინც არის - არ გინდა, ამდენ კაცზე "კუშის გატეხა"?! მარტო რომ ვარ, რასაც ვიშოვი, მყოფნის.

- პოლიციისგან არ გქონია წინადადებები თანამშრომლობაზე?

- როგორ არა, ციხიდან რომ გამოვედი, განსაკუთრებით მაშინ. შეგვეკარი და "ნადზორს" არ მოგცემთო. ეს "ნადზორი" მაგარი "პაზორნი" რამეა - საღამოს 8-დან დილის 8 საათამდე სახლში უნდა იჯდე, მოვლენ, შეგამოწმებენ, წარამარა განყოფილებაში გიბარებენ, მაგრამ "ბოზობას" მაინც სჯობს. ღმერთმა დამიფაროს, არაკაცური დღემდე არაფერი ჩამიდენია და არც დღეის შემდეგ ჩავიდენ.

- ამბობენ, ქუჩური "მოღვაწეობა" სპორტივით არის – თავისი ასაკი აქვსო.

- ასეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. 35 წლის შემდეგ გვერდზე უნდა გადგე: ხელის სისწრაფეც გაკლდება და თვალიც ნაკლებად გიჭრის. მე ჯერჯერობით "ფორმაში" ვარ, მაგრამ მალე ასაკი მეც მაგრძნობინებს...

- მერე რა უნდა აკეთო?

- რა ვიცი, ჯერ არ მიფიქრია. მოვნახავ სამუშაოს, მოვიყვან ცოლს, მეყოლება შვილები და ვიცხოვრებ მშვიდად.

"მშვიდად ცხოვრებამდე" კი ჩემი რესპონდენტი ისევ ქუჩას შეერია და ისე გაუჩინარდა, თვალიც ვერ მოვკარი, საით წავიდა...

თეონა მეგრელიშვილი

ჟურნალი "გზა"

#24 23.11.2000

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია