საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სადეზინფექციო ომები თბილისში
სადეზინფექციო ომები თბილისში

ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მომ­რავ­ლდნენ. ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ოთხ- ხუთ­ჯერ აკი­თხა­ვენ და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ერთ ლარს ითხო­ვენ, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეჭვი გა­ა­ჩი­ნა რომ ეს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მაა.

ქე­თე­ვან ტი­ღაშ­ვი­ლი ( "შპს +სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი+"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი):

- ჩვე­ნი კომ­პა­ნია ცხრა თვეა რაც შე­იქ­მნა. ჩვე­ნი ოფი­სე­ბი - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში და გორ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამ ტი­პის შპს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ­მა მე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, თუმ­ცა ბოლო სამი თვეა, მსგავ­სი ტი­პის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ა­ზცია გა­მოჩ­ნდა. ხალ­ხს ვერ გა­ურ­კვე­ვია, რო­მელს ენ­დონ და ვის გა­და­უ­ხა­დონ თან­ხა. ჩვენ­მა კონ­კუ­რენ­ტებ­მა თა­ვი­ანთ კომ­პა­ნი­ა­საც და­არ­ქვეს თით­ქმის იგი­ვე სა­ხე­ლი, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ ჩვენს კომ­პა­ნი­ას "შპს + სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი+" ჰქვია, მათ კომ­პა­ნი­ას კი - " შპს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი+". შე­უკ­ვე­თეს თით­ქმის იგი­ვე ფე­რის უნი­ფორ­მე­ბი. კონ­კუ­რენ­ტო­ბას რომ ვერ გვი­წე­ვენ, იმ ხერ­ხსაც მი­მარ­თეს, რომ "სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი +" ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ აბუ­აშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით და ცილი დაგ­ვწა­მა, ვი­თომ ჩვენ ვართ თაღ­ლი­თე­ბი და არ ვას­რუ­ლებთ ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სწო­რედ ეს კომ­პა­ნია ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და მისი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ჩვენ გვბრალ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა რე­კავს სხვა­დას­ხვა უბ­ნე­ბი­დან და გვთხოვს , რომ და­ვეხ­მა­როთ. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში რომ გავ­დი­ვართ უბ­ნებ­ზე, გვხვდე­ბა კომ­პა­ნია "სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი +"- ის ქვით­რე­ბი. თა­ნაც, საკ­ვირ­ვე­ლი რა არის იცით? ზოგ ქვი­თარ­ზე არის გა­მო­წე­რი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი - 1 ლარი, ზოგ­ზე კი - 50 თეთ­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რით გა­ნას­ხვა­ვებს ეს კომ­პა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ებს ერ­თმა­ნე­თის­გან, რომ სხვა­დას­ხვა ფა­სებს უწე­სებს? და ამ დროს არც ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას… ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს, ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­დი­ან კორ­პუ­სებ­ში და მო­სახ­ლე­ო­ბას სა­დე­ზინ­ფექ­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი იხ­დის ერთ ლარს, რის შემ­დე­გაც ჩვენ ვას­რუ­ლებთ ჩვენს სა­მუ­შა­ოს და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად დგინ­დე­ბა მი­ღე­ბა– ჩა­ბა­რე­ბის აქტი. ყო­ველ გა­დახ­დილ ლარ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას ვუბ­რუ­ნებთ ჩეკ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ დო­კუ­მენტს. ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სი­ა­საც ჩა­ვუ­ტა­რეთ დე­ზინ­ფექ­ცია ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით. ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ ისე რომ მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს კმა­ყო­ფი­ლი. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სხვე­ბის­გან პირ­ველ რიგ­ში სა­ბუ­თე­ბით უნდა გა­არ­ჩი­ონ. . ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს აქვთ იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი რომ ნამ­დვი­ლად არი­ან "შპს +სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი+"- დან. ეს სა­ბუ­თი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ბეჭ­დით, რო­მელ­ზეც არის ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი 406108037. ასე­ვე, უნი­ფორ­მე­ბით. ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებს აც­ვი­ათ ლურჯ–შავი ჟი­ლე­ტე­ბი და არა მხო­ლოდ ლურ­ჯი ფე­რის. ასე­ვე, მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას თხოვ­ნით, ვი­საც ეჭვი შე­ე­პა­რე­ბა ჩვენს კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოგ­ვმარ­თონ: მეტ­რო "ახ­მე­ტელ­თან", ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქ 2, "გა­ლაქ­სის" მა­ღა­ზი­ის თავ­ზე, ოთა­ხი # 19. ტელ.230–83–64 568–69–68–69 555 72–50–54.

Ambebi.ge "შპს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი +"-ის დი­რექ­ტორ ზვი­ად ბუ­ღა­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და.

ზვი­ად ბუ­ღა­ძე: მე ვერ გე­ტყვით, თვე­ში ოთხჯერ და ხუთ­ჯერ ვინ აკი­თხავს ამ ხალ­ხს, მე სხვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ ავი­ღებ. ერთი და იგი­ვე ად­გი­ლას, თვე­ში ან ორ თვე­ში ერთხელ მივ­დი­ვართ. მო­სახ­ლე­ო­ბას ჩვენს მომ­სა­ხუ­რე­ბას ვთა­ვა­ზობთ და გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ვა­ტა­რებთ სა­მუ­შა­ოს, ამ ყვე­ლაფ­რის და­დას­ტუ­რე­ბა რა თქმა უნდა შეგ­ვიძ­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რად, რად­გან ყო­ველ ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე დგინ­დე­ბა მი­ღე­ბა ჩა­ბა­რე­ბის აქტი. მე ვერ მი­ვი­ღებ იმ ბრალ­დე­ბას, რომ ჩემი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ვინ­მეს ბრალ­დე­ბა. არ­სე­ბობს პი­როვ­ნე­ბა რო­მელ­საც აქვს "შპს + სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი +"-ის მიერ გა­ცე­მუ­ლი ჩეკი და ამ­ბობს, რომ მათ არ გა­ა­კე­თეს საქ­მეო. თუმ­ცა მე არ ვიცი, ამ პი­როვ­ნე­ბამ ვერ და­ი­ნა­ხა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე თუ მარ­თლა არ შე­ას­რუ­ლეს, მე არ მინ­და ვინ­მეს რამე და­ვაბ­რა­ლო. ამ ორი კომ­პა­ნი­ის გარ­და, კი­დევ არ­სე­ბო­ბენ სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­ხელს იყე­ნე­ბენ და ამან გა­მო­იწ­ვია ეს გა­უ­გებ­რო­ბა. ჩვე­ნი კონ­კუ­რე­ცია არის ჯან­სა­ღი, მარ­ტო ჩვენ ორნი რომ ვი­ყოთ, რო­გორ­მე მოვ­რიგ­დე­ბო­დით, მაგ­რამ რო­გორც ვიცი და­დი­ან სხვე­ბი და ატყუ­ე­ბენ ხალ­ხს, არ იძ­ლე­ვი­ან არა­ნა­ირ ჩეკს, მხო­ლოდ ფულს იღე­ბენ და სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში რა­ღაც სი­თხეს მო­ას­ხა­მენ ხოლ­მე. სა­ბო­ლოო შე­დე­გი ის არის, რომ ხალ­ხი აღარ გვენ­დო­ბა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხა ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ვი­ღა­ცე­ე­ბის აფი­ო­რის გამო მო­სახ­ლე­ო­ბას ჩვენ­და­მი ნდო­ბა და­ე­კარ­გა.

მაკა ქო­ბა­ლია, Ambebi.ge

ამა­ვე თე­მა­ზე: მა­სობ­რი­ვი თაღ­ლი­თო­ბა თბი­ლის­ში "დე­ზინ­ფექ­ცი­ის" სა­ხე­ლით

სადეზინფექციო ომები თბილისში

სადეზინფექციო ომები თბილისში

ბოლო პერიოდში თბილისში სადეზინფექციო სამსახურის წარმომადგენლები მომრავლდნენ. ისინი მოსახლეობას თვეში დაახლოებით ოთხ- ხუთჯერ აკითხავენ და მომსახურების სანაცვლოდ ერთ ლარს ითხოვენ, რამაც მოსახლეობაში ეჭვი გააჩინა რომ ეს თაღლითური სქემაა.

ქეთევან ტიღაშვილი ( "შპს +სადეზინფექციო სამსახური+"-ის ხელმძღვანელი):

- ჩვენი კომპანია ცხრა თვეა რაც შეიქმნა. ჩვენი ოფისები - თბილისში, რუსთავში და გორშია განთავსებული. ამ ტიპის შპს საქართველოში პირველმა მე ჩამოვაყალიბე, თუმცა ბოლო სამი თვეა, მსგავსი ტიპის კიდევ რამდენიმე ორგანიაზცია გამოჩნდა. ხალხს ვერ გაურკვევია, რომელს ენდონ და ვის გადაუხადონ თანხა. ჩვენმა კონკურენტებმა თავიანთ კომპანიასაც დაარქვეს თითქმის იგივე სახელი, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ ჩვენს კომპანიას "შპს + სადეზინფექციო სამსახური+" ჰქვია, მათ კომპანიას კი - " შპს სადეზინფექციო სამსახური+". შეუკვეთეს თითქმის იგივე ფერის უნიფორმები. კონკურენტობას რომ ვერ გვიწევენ, იმ ხერხსაც მიმართეს, რომ "სადეზინფექციო სამსახური +" ის დამფუძნებელი ნიკოლოზ აბუაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და ცილი დაგვწამა, ვითომ ჩვენ ვართ თაღლითები და არ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ეს კომპანია ვერ ასრულებს თავის საქმიანობას და მისი გაფუჭებული საქმეები ჩვენ გვბრალდება. მოსახლეობა რეკავს სხვადასხვა უბნებიდან და გვთხოვს , რომ დავეხმაროთ. ასეთ შემთხვევებში რომ გავდივართ უბნებზე, გვხვდება კომპანია "სადეზინფექციო სამსახური +"- ის ქვითრები. თანაც, საკვირველი რა არის იცით? ზოგ ქვითარზე არის გამოწერილი მომსახურების საფასური - 1 ლარი, ზოგზე კი - 50 თეთრი. საინტერესოა, რით განასხვავებს ეს კომპანია მოქალაქეებს ერთმანეთისგან, რომ სხვადასხვა ფასებს უწესებს? და ამ დროს არც ასრულებს თავის მოვალეობას… ცხრა თვის განმავლობაში კომპანია სრული დატვირთვით მუშაობს, ჩვენი წარმომადგენლები მიდიან კორპუსებში და მოსახლეობას სადეზინფექციო მომსახურებას სთავაზობენ, თანხმობის შემთხვევაში, თითოეული ოჯახი იხდის ერთ ლარს, რის შემდეგაც ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს და ამ ყველაფერზე ოფიციალურად დგინდება მიღება– ჩაბარების აქტი. ყოველ გადახდილ ლარზე მოსახლეობას ვუბრუნებთ ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს. ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე ეკლესიასაც ჩავუტარეთ დეზინფექცია ქველმოქმედების სახით. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ისე რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი. მოქალაქეებმა ჩვენი თანამშრომლები სხვებისგან პირველ რიგში საბუთებით უნდა გაარჩიონ. . ჩვენს თანამშრომლებს აქვთ იმის დამადასტურებელი საბუთი რომ ნამდვილად არიან "შპს +სადეზინფექციო სამსახური+"- დან. ეს საბუთი დადასტურებულია ბეჭდით, რომელზეც არის ჩვენი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი 406108037. ასევე, უნიფორმებით. ჩვენს წარმომადგენლებს აცვიათ ლურჯ–შავი ჟილეტები და არა მხოლოდ ლურჯი ფერის. ასევე, მინდა მივმართო მოსახლეობას თხოვნით, ვისაც ეჭვი შეეპარება ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებით, მოგვმართონ: მეტრო "ახმეტელთან", ხიზანიშვილის ქ 2, "გალაქსის" მაღაზიის თავზე, ოთახი # 19. ტელ.230–83–64 568–69–68–69 555 72–50–54.

Ambebi.ge "შპს სადეზინფექციო სამსახური +"-ის დირექტორ ზვიად ბუღაძესაც დაუკავშირდა.

ზვიად ბუღაძე: მე ვერ გეტყვით, თვეში ოთხჯერ და ხუთჯერ ვინ აკითხავს ამ ხალხს, მე სხვაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ერთი და იგივე ადგილას, თვეში ან ორ თვეში ერთხელ მივდივართ. მოსახლეობას ჩვენს მომსახურებას ვთავაზობთ და გადახდის შემთხვევაში, ვატარებთ სამუშაოს, ამ ყველაფრის დადასტურება რა თქმა უნდა შეგვიძლია დოკუმენტურად, რადგან ყოველ ჩატარებულ სამუშაოზე დგინდება მიღება ჩაბარების აქტი. მე ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ ჩემი გაფუჭებული საქმეები ვინმეს ბრალდება. არსებობს პიროვნება რომელსაც აქვს "შპს + სადეზინფექციო სამსახური +"-ის მიერ გაცემული ჩეკი და ამბობს, რომ მათ არ გააკეთეს საქმეო. თუმცა მე არ ვიცი, ამ პიროვნებამ ვერ დაინახა შესრულებული საქმე თუ მართლა არ შეასრულეს, მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო. ამ ორი კომპანიის გარდა, კიდევ არსებობენ სხვები, რომლებიც ჩვენს სახელს იყენებენ და ამან გამოიწვია ეს გაუგებრობა. ჩვენი კონკურეცია არის ჯანსაღი, მარტო ჩვენ ორნი რომ ვიყოთ, როგორმე მოვრიგდებოდით, მაგრამ როგორც ვიცი დადიან სხვები და ატყუებენ ხალხს, არ იძლევიან არანაირ ჩეკს, მხოლოდ ფულს იღებენ და სადარბაზოებში რაღაც სითხეს მოასხამენ ხოლმე. საბოლოო შედეგი ის არის, რომ ხალხი აღარ გვენდობა, რაც ძალიან ცუდად აისახა ჩვენს საქმიანობაზე. ვიღაცეების აფიორის გამო მოსახლეობას ჩვენდამი ნდობა დაეკარგა.

მაკა ქობალია, Ambebi.ge

ამავე თემაზე: მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია