სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის მკაცრ დიეტაზე იყო" - როგორ იხსენებს ყოფილი მოსამსახურე ჰიტლერთან ცხოვრებას
"ყოველთვის მკაცრ დიეტაზე იყო" - როგორ იხსენებს ყოფილი მოსამსახურე ჰიტლერთან ცხოვრებას

ავ­სტრი­ე­ლი ელი­ზა­ბეტ კალ­ჰა­მე­რი, რო­მე­ლიც ადოლფ ჰიტ­ლე­რის მო­სამ­სა­ხუ­რე იყო, 71-წლი­ან დუ­მილს არ­ღვევს და ჟურ­ნა­ლის­ტებს ფი­უ­რერ­თან მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა.

ელი­ზა­ბე­ტი ჰიტ­ლერ­თან ბა­ვა­რი­ა­ში, ბერ­გო­ფის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბას იხ­სე­ნებს. ელი­ზა­ბეტ­მა 1943 წელს ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­ში გან­ცხა­დე­ბა წა­ი­კი­თხა, სა­დაც ეწე­რა, რომ მო­სამ­სა­ხუ­რე სჭირ­დე­ბო­დათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახალ­გაზ­რდა კალ­ჰა­მერ­მა არ იცო­და, რომ მისი დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი ჰიტ­ლე­რი იქ­ნე­ბო­და. გო­გო­ნას დედა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რომ მო­ზარდ ქა­ლიშ­ვილს მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და.

"რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დი, გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა. 3 სა­გუ­შა­გო პოს­ტი გა­ვი­ა­რე. სახ­ლი სტუმ­რე­ბით იყო სავ­სე და უეც­რად მათ შო­რის ფი­უ­რე­რი და­ვი­ნა­ხე. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, მაგ­რამ არა ლა­პა­რა­კის", - გა­ნა­ცხა­და მან გა­ზეთ Salzburger Nachrichten-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში ელი­ზა­ბე­ტი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც კი რე­ზი­დენ­ცი­ის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად უწყი­ნარ დე­ტალ­საც კი გა­ამ­ჟღავ­ნებ­და, მკაც­რად და­ის­ჯე­ბო­და. ჰიტ­ლე­რი მკაცრ დი­ე­ტა­ზე იყო და ნელთბილ წყალს სვამ­და. მისი თქმით, ყვე­ლა მზა­რე­ულ­მა იცო­და, რომ ჰიტ­ლერს ელენ­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მის პერ­სო­ნა­ლურ სა­დილ­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბით ამ­ზა­დებ­დნენ. თუმ­ცა, რო­გორც ელი­ზა­ბე­ტი იხ­სე­ნებს, მკაც­რი დი­ე­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­უ­რე­რი ტკბი­ლე­ულ­ზე უარს მა­ინც ვერ ამ­ბობ­და და ზოგ­ჯერ შო­კო­ლა­დის ბის­კვიტ­სა, თუ კრე­მი­ან ნამ­ცხვრებს მი­ირ­თმევ­და. "ფი­უ­რე­რის ნამ­ცხვა­რი" - ვაშ­ლის დე­სერ­ტი, რო­მე­ლიც თხი­ლი­თა და ქიშ­მი­შით იყო სავ­სე, ჰიტ­ლე­რის­თვის ცხვე­ბო­და და მის­თვის ღა­მით მიჰ­ქონ­დათ.

ელი­ზა­ბე­ტი 22 გო­გო­ნას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, ყო­ველ­თვის ჰიტ­ლერ­თან ახ­ლოს იყო, მაგ­რამ ფი­უ­რერს არას­დროს და­ლა­პა­რა­კე­ბია. ელი­ზა­ბე­ტი სამ­რე­ცხა­ო­სა და სა­კე­რავ ოთახ­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი ფი­უ­რე­რის­თვის ჩაი მიჰ­ქონ­და. რო­გორც კალ­ჰა­მე­რი იხ­სე­ნებს, ერთხელ ჭიქა გა­უ­ტყდა - შე­დე­გად, იმით და­სა­ჯეს, რომ რამ­დე­ნი­მე დღით დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი გა­უ­უქ­მეს. მისი თქმით, ევა ბრა­უ­ნი მის მი­მართ "ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი. შო­ბას მა­ტყლი მა­ჩუ­ქა, რათა ფრონტზე მყო­ფი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის წინ­დე­ბი მო­მექ­სო­ვა".

რო­გორც ელი­ზა­ბე­ტი იხ­სე­ნებს, ჰიტ­ლე­რი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო და რე­ზი­დენ­ცი­ა­ში კერ­ძო კი­ნო­თე­ატ­რიც ჰქონ­და. რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბა 1944 წლის ივ­ლის­ში შე­იც­ვა­ლა. ელი­ზა­ბე­ტი ბერ­გოფ­ში ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე მუ­შა­ობ­და, ვიდ­რე რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ევა­კუ­ა­ცია არ გა­მო­ცხად­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Salzburger Nachrichten-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ყოველთვის მკაცრ დიეტაზე იყო" - როგორ იხსენებს ყოფილი მოსამსახურე ჰიტლერთან ცხოვრებას

"ყოველთვის მკაცრ დიეტაზე იყო" - როგორ იხსენებს ყოფილი მოსამსახურე ჰიტლერთან ცხოვრებას

ავსტრიელი ელიზაბეტ კალჰამერი, რომელიც ადოლფ ჰიტლერის მოსამსახურე იყო, 71-წლიან დუმილს არღვევს და ჟურნალისტებს ფიურერთან მუშაობის შესახებ უყვება.

ელიზაბეტი ჰიტლერთან ბავარიაში, ბერგოფის რეზიდენციაში ცხოვრებას იხსენებს. ელიზაბეტმა 1943 წელს ადგილობრივ გაზეთში განცხადება წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ მოსამსახურე სჭირდებოდათ. რასაკვირველია, ახალგაზრდა კალჰამერმა არ იცოდა, რომ მისი დამქირავებელი ჰიტლერი იქნებოდა. გოგონას დედა წინააღმდეგი იყო, რომ მოზარდ ქალიშვილს მუშაობა დაეწყო, მაგრამ ვერაფერს გახდა.

"როდესაც ჩამოვედი, გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. 3 საგუშაგო პოსტი გავიარე. სახლი სტუმრებით იყო სავსე და უეცრად მათ შორის ფიურერი დავინახე. სრულიად მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ფიქრის საშუალება მქონდა, მაგრამ არა ლაპარაკის", - განაცხადა მან გაზეთ Salzburger Nachrichten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სამუშაოს დაწყებიდან პირველივე წუთებში ელიზაბეტი გააფრთხილეს, რომ ნებისმიერი, ვინც კი რეზიდენციის შესახებ სრულიად უწყინარ დეტალსაც კი გაამჟღავნებდა, მკაცრად დაისჯებოდა. ჰიტლერი მკაცრ დიეტაზე იყო და ნელთბილ წყალს სვამდა. მისი თქმით, ყველა მზარეულმა იცოდა, რომ ჰიტლერს ელენთასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მის პერსონალურ სადილსაც დიდი ყურადღებით ამზადებდნენ. თუმცა, როგორც ელიზაბეტი იხსენებს, მკაცრი დიეტის მიუხედავად, ფიურერი ტკბილეულზე უარს მაინც ვერ ამბობდა და ზოგჯერ შოკოლადის ბისკვიტსა, თუ კრემიან ნამცხვრებს მიირთმევდა. "ფიურერის ნამცხვარი" - ვაშლის დესერტი, რომელიც თხილითა და ქიშმიშით იყო სავსე, ჰიტლერისთვის ცხვებოდა და მისთვის ღამით მიჰქონდათ.

ელიზაბეტი 22 გოგონასთან ერთად მუშაობდა, ყოველთვის ჰიტლერთან ახლოს იყო, მაგრამ ფიურერს არასდროს დალაპარაკებია. ელიზაბეტი სამრეცხაოსა და საკერავ ოთახში მუშაობდა, შემდეგ კი ფიურერისთვის ჩაი მიჰქონდა. როგორც კალჰამერი იხსენებს, ერთხელ ჭიქა გაუტყდა - შედეგად, იმით დასაჯეს, რომ რამდენიმე დღით დასვენების დღეები გაუუქმეს. მისი თქმით, ევა ბრაუნი მის მიმართ "ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი. შობას მატყლი მაჩუქა, რათა ფრონტზე მყოფი მამაკაცებისთვის წინდები მომექსოვა".

როგორც ელიზაბეტი იხსენებს, ჰიტლერი მხატვრული ფილმების მოყვარული იყო და რეზიდენციაში კერძო კინოთეატრიც ჰქონდა. რეზიდენციაში არსებული განწყობა 1944 წლის ივლისში შეიცვალა. ელიზაბეტი ბერგოფში ომის დასრულებამდე მუშაობდა, ვიდრე რეზიდენციაში ევაკუაცია არ გამოცხადდა.

მომზადებულია Salzburger Nachrichten-ის მიხედვით.

ქართველი ვარსკვლავების საახალწლო სამზადისი - როგორ მორთეს ნაძვის ხეები მათ დღესასწაულისთვის (ფოტოები)

"სირცხვილია, დანაშაულია, ცოდვაა...ვისაც ფული არ აქვს, მოკვდეს?!" - პეტრე კოლხი აფთიაქის მეპატრონეებს მიმართავს

ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს გეოგრაფია