პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიამ "თანაინვესტირების ფონდს" მთაწმინდის რაიონში ”პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა
თბილისის მერიამ "თანაინვესტირების ფონდს" მთაწმინდის რაიონში ”პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა

მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, კო­ჯრის გზატ­კე­ცი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ზე "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდს" მე­რი­ამ უარი უთხრა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, 2014 წლის 27 მარტს, ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში, ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტის საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის და­მუ­შა­ვე­ბის მო­თხოვ­ნით, რაც თა­ვის მხრივ უკავ­შირ­დე­ბა მო­ცე­მუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შემ­დგომ სამ­შე­ნებ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას - ე. წ. "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

სა­კი­თხის გან­ხილ­ვას, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ გა­ი­მარ­თა, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა ფარ­თო სპექტრის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ეს­წრე­ბოდ­ნენ ასე­ვე თა­ვად პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თაც სრუ­ლად მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა წარ­მო­ედ­გი­ნათ მათი მო­საზ­რე­ბე­ბი და და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნათ მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბა, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ უამ­რა­ვი კი­თხვა გა­აჩ­ნდათ, რო­გორც სა­კი­თხის გან­მხილ­ვე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რებს, ასე­ვე გან­ხილ­ვა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ განმცხა­დებ­ლის მიერ, წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი­თა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით სა­ერ­თოდ არ იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის გეგ­მა­რე­ბი­თი და­ვა­ლე­ბის გა­სა­ცე­მის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა, თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის სა­კი­თხთა კო­მი­სი­ამ იმ­სჯე­ლა და ერ­თხმად იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდს" უარი ეთ­ქვა მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, კო­ჯრის გზატ­კე­ცი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი პი­რო­ბე­ბის გა­ცე­მა­ზე.

კო­მი­სი­ამ განმცხა­დე­ბელს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო მა­სა­ლის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ, საბ­ჭოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა იმ­სჯე­ლოს და­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ:

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­სი მას­შტა­ბუ­რო­ბით პრო­ექ­ტი პირ­ველ ეტაპ­ზე ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი და ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით კვლე­ვა-და­სა­ბუ­თე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოხ­დეს ტე­რი­ტო­რი­ის სწო­რად შერ­ჩე­ვა ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი კუ­თხით შე­და­რე­ბი­თი კვლე­ვა-ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე.

დღეს, თბი­ლისს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­აჩ­ნია პო­ტენ­ცი­ა­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მა­გა­ლი­თად:

რკი­ნიგ­ზის გა­და­ტა­ნით ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­მონ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 80 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია, რაც იძ­ლე­ვა ქა­ლა­ქის ახა­ლი ცენ­ტრის, სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი­სა და ბიზ­ნეს­ცენ­ტრის და­გეგ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ჯან­სა­ღი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რო­მე­ლიც უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გახ­დე­ბა ქა­ლა­ქის ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ყო­ფი­ლი ნა­წი­ლი და სტი­მულს მის­ცემს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ირ­ჩეს ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე (არ­სე­ნა­ლის მთა) ფერ­დობ­ზე არ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი არ­სე­ნა­ლის ტე­რი­ტო­რია ანა­ლო­გი­უ­რი იდე­ის "პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით თბი­ლის­ზე" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო ხე­დე­ბი იხ­სნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი თბი­ლი­სის პა­ნო­რა­მით.

გარ­და ამ უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ას გა­აჩ­ნია შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, თბი­ლი­სის ზღვის მხა­რეს ბუ­ნებ­რი­ვი სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­სა­წყო­ბად. არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რედ უკვე აქ­ტი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცე.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ შერ­ჩე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის­თვის და­მუ­შავ­დეს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის გეგ­მა­რე­ბი­თი და­ვა­ლე­ბა განმცხა­დე­ბელ­მა ასე­ვე უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს კვლე­ვა, რო­მე­ლიც უნდა მო­ი­ცავ­დეს:

ა) პირ­ველ ეტაპ­ზე ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ და­სა­ბუ­თე­ბას, მათ შო­რის საპ­რო­ექ­ტო კონ­ცეფ­ცი­ის ძი­რი­თად მიზ­ნებს, ამო­ცა­ნებ­სა და და­გეგ­მა­რე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას, მო­თხოვ­ნი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა და შერ­ჩე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის უპი­რა­ტე­სო­ბის და­სა­ბუ­თე­ბა-ანა­ლიზს.

ბ) შერ­ჩე­უ­ლი საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის ორ­თო­ფო­ტო სუ­რა­თი არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და ტე­რი­ტო­რი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ე­ბი.

გ) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის ტო­პო­გე­ო­დე­ზი­უ­რი რუკა.

დ) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის ზო­გა­დი გე­ო­ლო­გი­უ­რი და სე­ის­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

ე) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის ზო­გა­დი კლი­მა­ტუ­რი (ბუ­ნებ­რი­ვი ნა­ლე­ქე­ბის, ქა­რის, მზის გა­მოს­ხი­ვე­ბის) მო­ნა­ცე­მე­ბი.

ვ) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი.

ზ) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის ის­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა.

თ) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის ეკო­ლო­გი­უ­რი და გამ­წვა­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი.

ი) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­ინ­ჟინ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ქა­ლა­ქის ქსე­ლებ­ზე დატ­ვირ­თვის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კ) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი გამ­ჭო­ლი გზე­ბი­სა და ქუ­ჩე­ბის ქსე­ლი, ტრან­სპორ­ტის ან­გა­რი­შე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი დატ­ვირ­თვე­ბი ქა­ლაქთან და­მა­კავ­ში­რე­ბელ სატ­რან­სპორ­ტო არ­ტე­რი­ებ­ზე და კვან­ძებ­ზე.

ლ) საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის მე­სა­კუთ­რე­თა მო­ნა­ცე­მე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თბილისის მერიამ "თანაინვესტირების ფონდს" მთაწმინდის რაიონში ”პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა

თბილისის მერიამ "თანაინვესტირების ფონდს" მთაწმინდის რაიონში ”პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა

მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთების განაშენიანებაზე "თანაინვესტირების ფონდს" მერიამ უარი უთხრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 2014 წლის 27 მარტს, ქ. თბილისის მერიაში შევიდა განცხადება ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საკმაოდ მოცულობით ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების მოთხოვნით, რაც თავის მხრივ უკავშირდება მოცემული ტერიტორიების შემდგომ სამშენებლო განვითარებას - ე. წ. ,,პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებას.

საკითხის განხილვას, რომელიც საჯაროდ გაიმართა, დაინტერესებულ პირთა ფართო სპექტრის მონაწილეობით, ესწრებოდნენ ასევე თავად პროექტის იდეის ავტორები, რომელთაც სრულად მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ მათი მოსაზრებები და დაესაბუთებინათ მოთხოვნის საფუძვლიანობა, რომლის ირგვლივაც უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი კითხვა გააჩნდათ, როგორც საკითხის განმხილველი კომისიის წევრებს, ასევე განხილვაზე დამსწრე საზოგადოებას.

იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გასაცემის მიზანშეწონილობა, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ იმსჯელა და ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომლის თანახმად, "თანაინვესტირების ფონდს" უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე.

კომისიამ განმცხადებელს რეკომენდაციები მისცა, რომელთა გათვალისწინებისა და სხვა საჭირო მასალის წარმოდგენის შემდეგ, საბჭოს შესაძლებლობა ექნება იმსჯელოს დაყენებული მოთხოვნის შესახებ. კერძოდ:

წარმოდგენილი კონცეფციიდან გამომდინარე, თავისი მასშტაბურობით პროექტი პირველ ეტაპზე ქალაქგეგმარებითი და ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით კვლევა-დასაბუთებას საჭიროებს, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ტერიტორიის სწორად შერჩევა ქალაქგეგმარებითი კუთხით შედარებითი კვლევა-ანალიზის საფუძველზე.

დღეს, თბილისს დასაბუთებული მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, გააჩნია პოტენციალი ალტერნატიულ ტერიტორიებზე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. მაგალითად:

რკინიგზის გადატანით ქალაქის ცენტრში გამონთავისუფლდება დაახლოებით 80 ჰექტარი ტერიტორია, რაც იძლევა ქალაქის ახალი ცენტრის, სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნესცენტრის დაგეგმარების საშუალებას ჯანსაღი ინფრასტრუქტურით, რომელიც უმტკივნეულოდ გახდება ქალაქის ორგანიზმის სრულყოფილი ნაწილი და სტიმულს მისცემს მიმდებარე ტერიტორიების განვითარებას;

ასევე შესაძლებელია შეირჩეს ჩუღურეთის რაიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე (არსენალის მთა) ფერდობზე არსებული ყოფილი არსენალის ტერიტორია ანალოგიური იდეის "პანორამული ხედებით თბილისზე" განხორციელება, საიდანაც საინტერესო ხედები იხსნება ისტორიული თბილისის პანორამით.

გარდა ამ უპირატესობისა, აღნიშნულ ტერიტორიას გააჩნია შემდგომი განვითარების პერსპექტივა, თბილისის ზღვის მხარეს ბუნებრივი სარეკრეაციო სივრცისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. არანაკლებ საინტერესოა ამ მიმართულებით თბილისის ზღვის მიმდებარედ უკვე აქტიურად განვითარებადი სარეკრეაციო სივრცე.

იმისათვის, რომ საბოლოოდ შერჩეული ტერიტორიისთვის დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება განმცხადებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს კვლევა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) პირველ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, მათ შორის საპროექტო კონცეფციის ძირითად მიზნებს, ამოცანებსა და დაგეგმარების მიზანშეწონილობას, მოთხოვნილების აუცილებლობისა და შერჩეული ტერიტორიის უპირატესობის დასაბუთება-ანალიზს.

ბ) შერჩეული საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტო სურათი არსებული მდგომარეობით და ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ფოტოები.

გ) საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური რუკა.

დ) საპროექტო ტერიტორიის ზოგადი გეოლოგიური და სეისმური მონაცემები.

ე) საპროექტო ტერიტორიის ზოგადი კლიმატური (ბუნებრივი ნალექების, ქარის, მზის გამოსხივების) მონაცემები.

ვ) საპროექტო ტერიტორიის არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები.

ზ) საპროექტო ტერიტორიის ისტორიული კვლევა.

თ) საპროექტო ტერიტორიის ეკოლოგიური და გამწვანების მონაცემები.

ი) საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ საინჟინრო ინფრასტრუქტურა და მოსალოდნელი ცვლილებები ქალაქის ქსელებზე დატვირთვის გაზრდასთან დაკავშირებით.

კ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ძირითადი გამჭოლი გზებისა და ქუჩების ქსელი, ტრანსპორტის ანგარიშები და მოსალოდნელი დატვირთვები ქალაქთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო არტერიებზე და კვანძებზე.

ლ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია