მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

აფხა­ზეთ­ში, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ სამ­ხედ­რო ოლ­ქის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის, ტაქ­ტი­კუ­რი სწავ­ლე­ბე­ბი და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტი" ავ­რცე­ლებს.

აფხა­ზე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­გო­ნებ­ზე - ცა­ბა­ლი და ნაგ­ვა­ლოუ სწავ­ლე­ბე­ბის მე­ო­რე ეტა­პი გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა საბ­რძო­ლო სრო­ლებს მო­ა­წყობს. "აღ­ნიშ­ნუ­ლი სწავ­ლე­ბე­ბი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­თან­ხმე­ბუ­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა" - ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ.

ბოლო დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთ­ში გახ­შირ­და სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში უე­ცა­რი შე­მოწ­მე­ბე­ბი და სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბი. რო­გორც ჩანს, ამ­ჯე­რად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ჯე­რიც დად­გა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აფხა­ზეთ­ში უკა­ნას­კნე­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აფხა­ზე­თის დე­ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის და რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­ნა­ყო­ფებ­მა მი­ი­ღეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სულ­მა მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზამ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა რუ­სე­თის და აფხა­ზე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის - მედ­ვე­დე­ვი­სა და ბა­ღაფ­შის მიერ, 2009 წლის 1 თე­ბერ­ვალს ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუ­ძელ­ზე და­ი­წყო. ბა­ზის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა 49 წე­ლია. მისი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა 4,000 სამ­ხედ­როს ით­ვლის.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ news.rambler.ru-ის მი­ხედ­ვით.

აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რომელიც სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის, ტაქტიკური სწავლებები და პირადი შემადგენლობის შემოწმების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

აფხაზეთის სამხედრო პოლიგონებზე - ცაბალი და ნაგვალოუ სწავლებების მეორე ეტაპი გაიმართება, სადაც პირადი შემადგენლობა საბრძოლო სროლებს მოაწყობს. "აღნიშნული სწავლებები პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სხვადასხვა დანაყოფების მუშაობის შეთანხმებულობას ემსახურება" - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ბოლო დროის განმავლობაში, რუსეთში გახშირდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში უეცარი შემოწმებები და სამხედრო სწავლებები. როგორც ჩანს, ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის ჯერიც დადგა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში უკანასკნელი სამხედრო სწავლება მიმდინარე წლის 6 თებერვალს გაიმართა. მასში მონაწილეობა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის და რუსული სამხედრო ბაზების ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა მე-7 სამხედრო ბაზამ ფუნქციონირება რუსეთის და აფხაზეთის მაშინდელი პრეზიდენტების - მედვედევისა და ბაღაფშის მიერ, 2009 წლის 1 თებერვალს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძელზე დაიწყო. ბაზის ფუნქციონირების ხანგრძლივობა 49 წელია. მისი პირადი შემადგენლობა 4,000 სამხედროს ითვლის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ news.rambler.ru-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?