პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს?
რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს?

ჯვა­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის უმ­თავ­რეს სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს და ქრის­ტი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ თაყ­ვანს მი­ა­გე­ბენ მას. ჯვრი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სა­სო­ე­ბას პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვი­თაც გა­მო­ხა­ტა­ვენ. ამავ­დროუ­ლად, ეს არის იმ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის გა­რეგ­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ში­ნა­გა­ნად ვა­ტა­რებთ. ამ ქმე­დე­ბით ვა­დას­ტუ­რებთ, რომ გვწამს და ვა­ღი­ა­რებთ ჯვარ­ც­მულ უფალს - იესო ქრის­ტეს, მი­სი მიმ­დევ­რე­ბი და მსა­სო­ებ­ლე­ბი ვართ. პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვის გა­რე­შე ქრის­ტი­ა­ნი იგი­ვეა, რაც მე­ო­მა­რი უია­რა­ღო­დო, - ბრძა­ნე­ბენ წმინ­და მა­მე­ბი. "გზის" მკითხ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ვ­მარ­თა­ვენ პირ­ჯ­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბით. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გავ­ცეთ პა­სუ­ხი მათ შე­კითხ­ვებს.

- რა ძა­ლა აქვს პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვას?

მა­მა კი­რი­ონ მუშ­კუ­დი­ა­ნი:

- ჯვა­რი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში ბო­რო­ტის ძლე­ვის უდი­დე­სი იარა­ღია. მი­სი გა­მო­სახ­ვით ჩვენ­გან გა­ნი­დევ­ნე­ბა ბო­რო­ტი. ძველ აღ­თ­ქ­მა­ში იყო ტრა­პე­ზი, სა­დაც იწ­ვე­ბო­და მსხვერ­პ­ლი მრგვა­ლად და­საწ­ვე­ლი: თუ­კი რო­მე­ლი­მე ებ­რა­ე­ლი ცოდ­ვას ჩა­ი­დენ­და, მას შე­სა­წი­რად მიჰ­ყავ­და ცხვა­რი ან სხვა ცხო­ვე­ლი თუ ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც სჯუ­ლის მი­ხედ­ვით იყო და­წე­სე­ბუ­ლი და მას წვავ­დ­ნენ ტრა­პეზ­ზე. მას შემ­დეგ, რაც მა­ცხო­ვარ­მა ჯვარ­ზე გაკ­ვ­რით ინე­ბა ცოდ­ვი­სა და ბო­რო­ტის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა, შე­ე­წი­რა ჯვარ­ზე რო­გორც ტა­რი­გი ღვთი­სა, რო­გორც სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო, ჯვარ­ც­მუ­ლი სიკ­ვ­დი­ლით გა­ნა­ქარ­ვა ეშ­მა­კის ხელ­მ­წი­ფე­ბა სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ან­ზე. ჩვე­ნი, ქრის­ტეს მიმ­დევ­რე­ბის ტრა­პე­ზი, სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო გახ­და ჯვა­რი. ამი­ტომ ჩვენ­თ­ვის ჯვა­რი არის წმი­და­თაწ­მი­და. რად­გან ქრის­ტეს მი­ერ კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა და ეშ­მა­კის ძლე­ვა სწო­რედ ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და, ბო­რო­ტი სუ­ლი კრთის ჯვრის და­ნახ­ვა­ზე, რომ­ლის ძა­ლი­თაც და­იძ­ლე­ვა და გა­ნი­დევ­ნე­ბა კი­დეც. პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა გან­გ­ვი­ნათ­ლებს გო­ნე­ბა­საც. ამას­თა­ნა­ვე, გან­წ­მენ­დს ჩვენს გულს, გო­ნე­ბას, აზ­რებ­სა და საქ­მე­ებს. თუ ცხოვ­რე­ბის წე­სად ვაქ­ცევთ ჯვრის გა­და­სახ­ვას, და­ცულ­ნი ვიქ­ნე­ბით ყო­ველ­გ­ვა­რი უკე­თუ­რე­ბის­გან. პირ­ჯ­ვა­რი უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ: ში­ნი­დან გას­ვ­ლი­სას და სახ­ლ­ში შე­მოს­ვ­ლი­სას; ყო­ვე­ლი საქ­მის და­წყე­ბი­სა და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ; საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბის წინ; სა­წო­ლი­დან წა­მოდ­გო­მი­სას; მუ­შა­ო­ბის დროს... რო­დე­საც ჩვენ წინ რა­ი­მეს ვსა­ხავთ ჯვარს, მა­საც ვა­კურ­თხებთ ჯვრის სა­ხით. ჯვა­რი არის მა­კურ­თხე­ბე­ლი და გან­მ­წ­მენ­დე­ლი ყო­ვე­ლი­ვე­სი.

- რო­გორ უნ­და გა­მოვ­სა­ხოთ ჯვა­რი მარ­თე­ბუ­ლად და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვას თან ახ­ლ­დეს ლოც­ვა?

- პირ­ჯ­ვა­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ: მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის სამ თითს - ცერს, საჩ­ვე­ნე­ბელ­სა და შუ­ა­თითს მჭიდ­როდ ვა­ერ­თებთ, მოხ­რილ არა­თით­სა და ნეკს კი ხე­ლის­გულ­ზე ვაბ­ჯენთ. მჭიდ­როდ შე­ერ­თე­ბუ­ლი სა­მი თი­თი ნი­შნავს ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას - ერ­თარ­სე­ბა ღმერ­თის სამ­გ­ვა­მოვ­ნე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, მოხ­რი­ლი ორი თი­თი ქრის­ტეს ორ­ბუ­ნე­ბოვ­ნე­ბის - ღვთა­ებ­რი­ვი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, ხე­ლის­გუ­ლი - დე­და­მი­წის, სა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნა უფა­ლი ღვთა­ებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბით. თი­თე­ბის მოხ­რა კი მი­უ­თი­თებს სიმ­დაბ­ლე­სა და უბ­რა­ლო­ე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც მოგ­ვევ­ლი­ნა ღმერ­თი დე­და­მი­წა­ზე. მჭიდ­როდ შეკ­რუ­ლი სა­მი თი­თი ჯერ მიგ­ვაქვს შუბ­ლ­თან და წარ­მოვ­თ­ქ­ვამთ - "სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა", შემ­დეგ ამა­ვე თი­თე­ბით ვე­ხე­ბით მუ­ცელს და ვამ­ბობთ: "და ძი­სა­თა"; შემ­დეგ მარ­ჯ­ვე­ნა მხრის­კენ მივ­მარ­თავთ ხელს და ვამ­ბობთ: "და სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა"; ბო­ლოს კი მივ­მარ­თავთ ხელს მარ­ცხე­ნა მხრის­კენ და წარ­მოვ­თ­ქ­ვამთ: "აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ". წმინ­და სა­მე­ბის სა­დი­დე­ბე­ლი ლოც­ვის გარ­და, ჯვრის გა­და­სახ­ვის დროს შე­იძ­ლე­ბა წარ­მოვ­თ­ქ­ვათ რო­მე­ლი­მე მოკ­ლე ლოც­ვაც: "უ­ფა­ლო, შეგ­ვი­წყა­ლენ", "ი­ე­სოს ლოც­ვა", "ჯვა­რო პა­ტი­ო­სა­ნო, შე­მი­წყა­ლენ და და­მი­ცა­ვი მე" და სხვა.

- რა­ტომ არის მი­ღე­ბუ­ლი ჯვრის გა­მო­სახ­ვა წმინ­და ხა­ტებ­თან თუ სხვა სიწ­მინ­დე­ებ­თან მი­ახ­ლე­ბი­სას?

- წმინ­და ხა­ტე­ბის, წმინ­და ნა­წი­ლე­ბი­სა თუ სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ჯ­ვარს ვი­სა­ხავთ, რა­თა ჯვრის ძა­ლით გან­წ­მენ­დი­ლი მი­ვე­ახ­ლოთ მას.

- რა­ტომ ვსა­ხავთ ჯვარს ტრა­პეზს, საზ­რ­დელს და სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საზ­რ­დელ­ზე ჯვრის გა­მო­სახ­ვა?

- რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ჯვა­რი უძ­ლე­ვე­ლი იარა­ღია ბო­რო­ტი სუ­ლის - ეშ­მა­კის გან­სა­დევ­ნად. ბო­რო­ტი კი ნებ­ის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის - საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­სა თუ მომ­ზა­დე­ბულ საზ­რ­დელ­ზე. მა­თი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­შიც მოხ­ვ­დეს. ჯვრის გა­და­სახ­ვა კი გან­წ­მენ­დს საზ­რ­დელს და იგი არა მხო­ლოდ ხორ­ცი­ელ, არა­მედ სუ­ლი­ერ საზ­რ­დო­დაც მოგ­ვე­ცე­მა.

- მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა, რო­დე­საც ტრან­ს­პორ­ტ­ში ვსხედ­ვართ?

- თუ ტრან­ს­პორ­ტით მი­მა­ვალს ტა­ძა­რი ან გზა­ზე აღ­მარ­თუ­ლი ჯვა­რი შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა და მათ მო­სა­ლო­ცად ჩა­მოს­ვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მათ­და­მი მოკ­რ­ძა­ლე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ჯვრის გა­მო­სახ­ვით უნ­და გა­მოვ­ხა­ტოთ. სა­სურ­ვე­ლია, ტრან­ს­პორ­ტ­ში ჩაჯ­დო­მამ­დე ჯვა­რი ჩვენც გა­და­ვი­სა­ხოთ და ტრან­ს­პორ­ტ­საც გა­დავ­სა­ხოთ. ასე მგზავ­რო­ბი­სას გან­საც­დე­ლის­გან და­ცულ­ნი ვიქ­ნე­ბით.

- აქვს თუ არა უფ­ლე­ბა ადა­მი­ანს, პირ­ჯ­ვა­რი და­წო­ლილ­მა გა­და­ი­სა­ხოს?

- თუ ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი უძ­ლუ­რე­ბის გა­მო ვერ ახერ­ხებს ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას, შე­უძ­ლია, ჯვა­რი და­წო­ლილ­მა გა­და­ი­სა­ხოს, მაგ­რამ თუ არა­ნა­ი­რი უძ­ლუ­რე­ბა არ აწუ­ხებს, ჯვრის გა­და­სახ­ვი­სას ფეხ­ზე უნ­და წა­მოდ­გეს.

- რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით?

- "აღ-თუ-ვიპყ­რ­ნე ფრთე­ნი ჩემ­ნი გან­თი­ად და და­ვემ­კ­ვიდ­რო მე და­სას­რულ­სა ზღვი­სა­სა, და რა­მე­თუ მუნ­ცა ხელ­ნი შე­ნი მი­ძღო­დის და მარ­ჯუ­ე­ნა­მან შენ­მან შე­მიწყ­ნა­როს მე", - ბრძა­ნებს და­ვით მეფ­სალ­მუ­ნე ერთ-ერთ ფსალ­მუნ­ში. აქე­დან ჩანს, რომ მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობ­და. ეს კი ახალ აღ­თ­ქ­მა­შიც გად­მო­ვი­და. ქრის­ტეს მიმ­დევ­რე­ბი, ქრის­ტი­ა­ნო­ბის უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პირ­ჯ­ვარს მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით იწერ­დ­ნენ.

- რო­დე­საც ადა­მი­ანს სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბით ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა პირ­ჯ­ვ­რის გა­და­სახ­ვა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცეს?

- ში­ნა­გან უხერ­ხუ­ლო­ბას, სი­მორ­ცხ­ვეს, რო­მე­ლიც ჯვრის გა­და­სახ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, ადა­მი­ანს ეშ­მა­კი შეჰ­ყ­რის ხოლ­მე, რა­თა ჯვრის ძა­ლა­სა და მადლს გა­ნა­რი­დოს და სუ­ლი წა­რუწყ­მი­დოს. ასე­თი გრძნო­ბა ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ზეც მი­უ­თი­თებს, რაც ისევ და ისევ ბო­რო­ტი სუ­ლის­გა­ნაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი ურ­წ­მუ­ნო­თა ან არაქ­რის­ტი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვ­დეს და ეუ­ხერ­ხუ­ლოს ჯვრის გა­და­სახ­ვა, რა­თა სხვე­ბი არ და­აბ­რ­კო­ლოს ან სა­კუ­თარ თავს არ შე­უქ­მ­ნას პრობ­ლე­მა. მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში ჯვა­რი თვა­ლით უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ.

- წირ­ვის დროს რო­დი­საა აუცი­ლე­ბე­ლი პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა?

- წირ­ვა-ლოც­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პირ­ჯ­ვ­რის გა­და­სახ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია წმინ­და წე­რი­ლის კითხ­ვის და­სა­წყის­ში და და­სას­რულს, რო­დე­საც იხ­სე­ნი­ე­ბა ან გან­დიდ­დე­ბა წმინ­და სა­მე­ბა: "კურ­თხე­ულ არს მე­უ­ფე­ბა მა­მი­სა და ძი­სა და წმინ­დი­სა სუ­ლი­სა"; გა­ლო­ბის და­სა­წყის­ში; ტრო­პა­რი­სა და ფსალ­მუ­ნის კითხ­ვი­სას; ექ­ვ­ს­ფ­სალ­მუ­ნის შუ­ა­ში, "ა­ლი­ლუ­ი­ას" დროს; ცის­კ­რის და­წყე­ბი­სას, რო­დე­საც მღვდე­ლი ამ­ბობს: "კურ­თხე­ულ არს ღმერ­თი..." სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოს - "მრწამ­სის" კითხ­ვი­სას თუ გა­ლო­ბი­სას: სიტყ­ვებ­ზე - "მწამს", "და ერ­თია უფა­ლი იესო ქრის­ტე"; ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის ხსე­ნე­ბი­სას; "ღირს არ­სის" ლოც­ვი­სას; დღის წმინ­და­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბი­სას; დი­აკ­ვ­ნის ვედ­რე­ბი­სას: "აცხოვ­ნე, უფა­ლო".

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს?

რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს?

ჯვა­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის უმ­თავ­რეს სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს და ქრის­ტი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ თაყ­ვანს მი­ა­გე­ბენ მას. ჯვრი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სა­სო­ე­ბას პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვი­თაც გა­მო­ხა­ტა­ვენ. ამავ­დროუ­ლად, ეს არის იმ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის გა­რეგ­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ში­ნა­გა­ნად ვა­ტა­რებთ. ამ ქმე­დე­ბით ვა­დას­ტუ­რებთ, რომ გვწამს და ვა­ღი­ა­რებთ ჯვარ­ც­მულ უფალს - იესო ქრის­ტეს, მი­სი მიმ­დევ­რე­ბი და მსა­სო­ებ­ლე­ბი ვართ. პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვის გა­რე­შე ქრის­ტი­ა­ნი იგი­ვეა, რაც მე­ო­მა­რი უიარა­ღო­დო, - ბრძა­ნე­ბენ წმინ­და მა­მე­ბი. "გზის" მკითხ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ვ­მარ­თა­ვენ პირ­ჯ­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბით. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გავ­ცეთ პა­სუ­ხი მათ შე­კითხ­ვებს.

- რა ძა­ლა აქვს პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვას?

მა­მა კი­რი­ონ მუშ­კუ­დი­ა­ნი:

- ჯვა­რი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში ბო­რო­ტის ძლე­ვის უდი­დე­სი იარა­ღია. მი­სი გა­მო­სახ­ვით ჩვენ­გან გა­ნი­დევ­ნე­ბა ბო­რო­ტი. ძველ აღ­თ­ქ­მა­ში იყო ტრა­პე­ზი, სა­დაც იწ­ვე­ბო­და მსხვერ­პ­ლი მრგვა­ლად და­საწ­ვე­ლი: თუ­კი რო­მე­ლი­მე ებ­რა­ე­ლი ცოდ­ვას ჩა­ი­დენ­და, მას შე­სა­წი­რად მიჰ­ყავ­და ცხვა­რი ან სხვა ცხო­ვე­ლი თუ ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც სჯუ­ლის მი­ხედ­ვით იყო და­წე­სე­ბუ­ლი და მას წვავ­დ­ნენ ტრა­პეზ­ზე. მას შემ­დეგ, რაც მაცხოვარმა ჯვარ­ზე გაკ­ვ­რით ინე­ბა ცოდ­ვი­სა და ბო­რო­ტის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა, შე­ე­წი­რა ჯვარ­ზე რო­გორც ტა­რი­გი ღვთი­სა, რო­გორც სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო, ჯვარ­ც­მუ­ლი სიკ­ვ­დი­ლით გა­ნა­ქარ­ვა ეშ­მა­კის ხელ­მ­წი­ფე­ბა სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ან­ზე. ჩვე­ნი, ქრის­ტეს მიმ­დევ­რე­ბის ტრა­პე­ზი, სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო გახ­და ჯვა­რი. ამი­ტომ ჩვენ­თ­ვის ჯვა­რი არის წმი­და­თაწ­მი­და. რად­გან ქრის­ტეს მი­ერ კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა და ეშ­მა­კის ძლე­ვა სწო­რედ ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და, ბო­რო­ტი სუ­ლი კრთის ჯვრის და­ნახ­ვა­ზე, რომ­ლის ძა­ლი­თაც და­იძ­ლე­ვა და გა­ნი­დევ­ნე­ბა კი­დეც. პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა გან­გ­ვი­ნათ­ლებს გო­ნე­ბა­საც. ამას­თა­ნა­ვე, გან­წ­მენდს ჩვენს გულს, გო­ნე­ბას, აზ­რებ­სა და საქ­მე­ებს. თუ ცხოვ­რე­ბის წე­სად ვაქ­ცევთ ჯვრის გა­და­სახ­ვას, და­ცულ­ნი ვიქ­ნე­ბით ყო­ველ­გ­ვა­რი უკე­თუ­რე­ბის­გან. პირ­ჯ­ვა­რი უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ: ში­ნი­დან გას­ვ­ლი­სას და სახ­ლ­ში შე­მოს­ვ­ლი­სას; ყო­ვე­ლი საქ­მის დაწყე­ბი­სა და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ; საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბის წინ; სა­წო­ლი­დან წა­მოდ­გო­მი­სას; მუ­შა­ო­ბის დროს... რო­დე­საც ჩვენ წინ რა­ი­მეს ვსა­ხავთ ჯვარს, მა­საც ვა­კურ­თხებთ ჯვრის სა­ხით. ჯვა­რი არის მა­კურ­თხე­ბე­ლი და გან­მ­წ­მენ­დე­ლი ყო­ვე­ლი­ვე­სი.

- რო­გორ უნ­და გა­მოვ­სა­ხოთ ჯვა­რი მარ­თე­ბუ­ლად და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვას თან ახ­ლ­დეს ლოც­ვა?

- პირ­ჯ­ვა­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ: მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის სამ თითს - ცერს, საჩ­ვე­ნე­ბელ­სა და შუ­ა­თითს მჭიდ­როდ ვა­ერ­თებთ, მოხ­რილ არა­თით­სა და ნეკს კი ხე­ლის­გულ­ზე ვაბ­ჯენთ. მჭიდ­როდ შეერთებული სა­მი თი­თი ნი­შნავს ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას - ერ­თარ­სე­ბა ღმერ­თის სამ­გ­ვა­მოვ­ნე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, მოხ­რი­ლი ორი თი­თი ქრის­ტეს ორ­ბუ­ნე­ბოვ­ნე­ბის - ღვთა­ებ­რი­ვი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, ხე­ლის­გუ­ლი - დე­და­მი­წის, სა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნა უფა­ლი ღვთა­ებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბით. თი­თე­ბის მოხ­რა კი მი­უ­თი­თებს სიმ­დაბ­ლე­სა და უბ­რა­ლო­ე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც მოგ­ვევ­ლი­ნა ღმერ­თი დე­და­მი­წა­ზე. მჭიდ­როდ შეკ­რუ­ლი სა­მი თი­თი ჯერ მიგ­ვაქვს შუბ­ლ­თან და წარ­მოვ­თ­ქ­ვამთ - "სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა", შემ­დეგ ამა­ვე თი­თე­ბით ვე­ხე­ბით მუ­ცელს და ვამ­ბობთ: "და ძი­სა­თა"; შემ­დეგ მარ­ჯ­ვე­ნა მხრის­კენ მივ­მარ­თავთ ხელს და ვამ­ბობთ: "და სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა"; ბო­ლოს კი მივ­მარ­თავთ ხელს მარ­ცხე­ნა მხრის­კენ და წარ­მოვ­თ­ქ­ვამთ: "აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ". წმინ­და სა­მე­ბის სა­დი­დე­ბე­ლი ლოც­ვის გარ­და, ჯვრის გა­და­სახ­ვის დროს შე­იძ­ლე­ბა წარ­მოვ­თ­ქ­ვათ რო­მე­ლი­მე მოკ­ლე ლოც­ვაც: "უ­ფა­ლო, შეგ­ვიწყა­ლენ", "ი­ე­სოს ლოც­ვა", "ჯვა­რო პა­ტი­ო­სა­ნო, შე­მიწყა­ლენ და და­მი­ცა­ვი მე" და სხვა.

- რა­ტომ არის მი­ღე­ბუ­ლი ჯვრის გა­მო­სახ­ვა წმინ­და ხა­ტებ­თან თუ სხვა სიწ­მინ­დე­ებ­თან მი­ახ­ლე­ბი­სას?

- წმინ­და ხა­ტე­ბის, წმინ­და ნა­წი­ლე­ბი­სა თუ სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ჯ­ვარს ვი­სა­ხავთ, რა­თა ჯვრის ძა­ლით გან­წ­მენ­დი­ლი მი­ვე­ახ­ლოთ მას.

- რა­ტომ ვსა­ხავთ ჯვარს ტრა­პეზს, საზ­რ­დელს და სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საზ­რ­დელ­ზე ჯვრის გა­მო­სახ­ვა?

- რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ჯვა­რი უძ­ლე­ვე­ლი იარა­ღია ბო­რო­ტი სუ­ლის - ეშ­მა­კის გან­სა­დევ­ნად. ბო­რო­ტი კი ნებ­ის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის - საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­სა თუ მომ­ზა­დე­ბულ საზ­რ­დელ­ზე. მა­თი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­შიც მოხ­ვ­დეს. ჯვრის გა­და­სახ­ვა კი გან­წ­მენდს საზ­რ­დელს და იგი არა მხო­ლოდ ხორ­ცი­ელ, არა­მედ სუ­ლი­ერ საზ­რ­დო­დაც მოგ­ვე­ცე­მა.

- მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა, რო­დე­საც ტრან­ს­პორ­ტ­ში ვსხედ­ვართ?

- თუ ტრან­ს­პორ­ტით მი­მა­ვალს ტა­ძა­რი ან გზა­ზე აღ­მარ­თუ­ლი ჯვა­რი შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა და მათ მო­სა­ლო­ცად ჩა­მოს­ვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მათ­და­მი მოკ­რ­ძა­ლე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა ჯვრის გა­მო­სახ­ვით უნ­და გა­მოვ­ხა­ტოთ. სა­სურ­ვე­ლია, ტრან­ს­პორ­ტ­ში ჩაჯ­დო­მამ­დე ჯვა­რი ჩვენც გა­და­ვი­სა­ხოთ და ტრან­ს­პორ­ტ­საც გა­დავ­სა­ხოთ. ასე მგზავ­რო­ბი­სას გან­საც­დე­ლის­გან და­ცულ­ნი ვიქ­ნე­ბით.

- აქვს თუ არა უფ­ლე­ბა ადა­მი­ანს, პირ­ჯ­ვა­რი და­წო­ლილ­მა გა­და­ი­სა­ხოს?

- თუ ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი უძ­ლუ­რე­ბის გა­მო ვერ ახერ­ხებს ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას, შე­უძ­ლია, ჯვა­რი და­წო­ლილ­მა გა­და­ი­სა­ხოს, მაგ­რამ თუ არა­ნა­ი­რი უძ­ლუ­რე­ბა არ აწუ­ხებს, ჯვრის გა­და­სახ­ვი­სას ფეხ­ზე უნ­და წა­მოდ­გეს.

- რა­ტომ ვი­სა­ხავთ პირ­ჯ­ვარს მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით?

- "აღ-თუ-ვიპყ­რ­ნე ფრთე­ნი ჩემ­ნი გან­თი­ად და და­ვემ­კ­ვიდ­რო მე და­სას­რულ­სა ზღვი­სა­სა, და რა­მე­თუ მუნ­ცა ხელ­ნი შე­ნი მიძღო­დის და მარ­ჯუ­ე­ნა­მან შენ­მან შე­მიწყ­ნა­როს მე", - ბრძა­ნებს და­ვით მეფ­სალ­მუ­ნე ერთ-ერთ ფსალ­მუნ­ში. აქე­დან ჩანს, რომ მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობ­და. ეს კი ახალ აღ­თ­ქ­მა­შიც გად­მო­ვი­და. ქრის­ტეს მიმ­დევ­რე­ბი, ქრის­ტი­ა­ნო­ბის უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პირ­ჯ­ვარს მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით იწერ­დ­ნენ.

- რო­დე­საც ადა­მი­ანს სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბით ეუხერ­ხუ­ლე­ბა პირ­ჯ­ვ­რის გა­და­სახ­ვა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცეს?

- ში­ნა­გან უხერ­ხუ­ლო­ბას, სი­მორ­ცხ­ვეს, რო­მე­ლიც ჯვრის გა­და­სახ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, ადა­მი­ანს ეშ­მა­კი შეჰ­ყ­რის ხოლ­მე, რა­თა ჯვრის ძა­ლა­სა და მადლს გა­ნა­რი­დოს და სუ­ლი წა­რუწყ­მი­დოს. ასე­თი გრძნო­ბა ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ზეც მი­უ­თი­თებს, რაც ისევ და ისევ ბო­რო­ტი სუ­ლის­გა­ნაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი ურ­წ­მუ­ნო­თა ან არაქ­რის­ტი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვ­დეს და ეუხერ­ხუ­ლოს ჯვრის გა­და­სახ­ვა, რა­თა სხვე­ბი არ და­აბ­რ­კო­ლოს ან სა­კუ­თარ თავს არ შე­უქ­მ­ნას პრობ­ლე­მა. მსგავს ვი­თა­რე­ბა­ში ჯვა­რი თვა­ლით უნ­და გა­მო­ვი­სა­ხოთ.

- წირ­ვის დროს რო­დი­საა აუცი­ლე­ბე­ლი პირ­ჯ­ვ­რის გა­მო­სახ­ვა?

- წირ­ვა-ლოც­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პირ­ჯ­ვ­რის გა­და­სახ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია წმინ­და წე­რი­ლის კითხ­ვის და­საწყის­ში და და­სას­რულს, რო­დე­საც იხ­სე­ნი­ე­ბა ან გან­დიდ­დე­ბა წმინ­და სა­მე­ბა: "კურ­თხე­ულ არს მე­უ­ფე­ბა მა­მი­სა და ძი­სა და წმინ­დი­სა სუ­ლი­სა"; გა­ლო­ბის და­საწყის­ში; ტრო­პა­რი­სა და ფსალ­მუ­ნის კითხ­ვი­სას; ექ­ვ­ს­ფ­სალ­მუ­ნის შუ­ა­ში, "ა­ლი­ლუ­ი­ას" დროს; ცის­კ­რის დაწყე­ბი­სას, რო­დე­საც მღვდე­ლი ამ­ბობს: "კურ­თხე­ულ არს ღმერ­თი..." სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოს - "მრწამ­სის" კითხ­ვი­სას თუ გა­ლო­ბი­სას: სიტყ­ვებ­ზე - "მწამს", "და ერ­თია უფა­ლი იესო ქრის­ტე"; ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის ხსე­ნე­ბი­სას; "ღირს არ­სის" ლოც­ვი­სას; დღის წმინ­და­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბი­სას; დი­აკ­ვ­ნის ვედ­რე­ბი­სას: "აცხოვ­ნე, უფა­ლო".

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია