პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასთან მშვიდად ჯდომა და საუბარი წარმოუდგენელია - რას ყვება დალი ჩიტალაძე ანრი ჯოხაძეზე
მასთან მშვიდად ჯდომა და საუბარი წარმოუდგენელია - რას ყვება დალი ჩიტალაძე ანრი ჯოხაძეზე

"ორი ვარ­სკვლა­ვის" ქარ­თუ­ლი ტური ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის­თვის იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მიშა ხუ­ჯა­ძი­სა და გო­გო­ლა კა­ლან­და­ძის აუტ­სა­ი­დე­რო­ბა ვე­ტოს უფ­ლე­ბით გა­ბა­თილ­და და ორი­ვე მათ­გა­ნი პრო­ექ­ტში დარ­ჩა.

ქარ­თუ­ლი ტუ­რით კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და ჟი­უ­რი. ანრი ჯო­ხა­ძემ სიმ­ღე­რის ბო­ლოს ასე­თი რამ თქვა - და­ლიც კი ამ­ღერ­დაო. მო­დის კრი­ტი­კო­სი­სა და კომ­პო­ზი­ტორ დალი ჩი­ტა­ლა­ძის "ბე­სა­მე მუჩო" მა­ყუ­რე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აკ­რი­ტი­კა. რო­გორ რე­ა­გი­რებს კრი­ტი­კა­ზე და რაზე სწყდე­ბა გული, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- ცო­ცხლად არას­დროს მიმ­ღე­რია. თუ ოდეს­მე მიმ­ღე­რია, ეს იყო ფო­ნოგ­რა­მით. მა­შინ ერთი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხი არ­სე­ბობ­და - "პირ­ვე­ლი არხი" და სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მებს ვა­კე­თებ­დით. მა­ში­ნაც მხო­ლოდ ჩემი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ვბე­დავ­დი. არ მქო­ნია ისე­თი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ მომ­ღერ­ლო­ბა­ზე თავი და­მე­დო. ფო­ნოგ­რა­მა ყვე­ლა ხარ­ვეზს ას­წო­რებს, ძა­ლი­ან იო­ლია. ამი­ტო­მაც ვბე­დავ­დი სიმ­ღე­რას. მა­შინ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა?

- მუ­სი­კა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. დღემ­დე ასე ვარ. უბ­რა­ლოდ, ეს პრო­ფე­სი­ად ვე­ღარ გა­ვი­ხა­დე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იმ პე­რი­ო­დის ქარ­თულ­მა ყო­ფამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ვამ­თავ­რე თუ არა, მოხ­და 9 აპ­რი­ლი და ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა ერ­თად, ვის სჭირ­დე­ბო­და შენი მუ­სი­კა. წა­ვე­დი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლაც მო­მიხ­და. იქაც კი ვმუ­შა­ობ­დი რუ­სულ რეს­ტო­რან­ში სა­ღა­მო­ო­ბით, მაგ­რამ ჩემი მუ­სი­კით იქ ვე­რა­ვის გა­ვაკ­ვირ­ვებ­დი.

- რეს­ტო­რან­ში მღე­რო­დით?

- ვუკ­რავ­დი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე რუ­სულ რო­მან­სებს და თან ვმღე­რო­დი. კლუ­ბუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, პა­ტა­რა დე­ტო­ნა­ცი­ებს ვა­პა­რებ­დი. ამე­რი­კა­ში მო­დის ბიზ­ნეს­ში გა­და­ვე­დი, ვმუ­შა­ობ­დი ვერ­სა­ჩეს­თან, გავ­ხდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის კონ­სულ­ტან­ტი, ერთ-ერთი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. ერთი სი­ტყვით, ისე აე­წყო, რომ დიდი ხანი მუ­სი­კას­თან შე­ხე­ბა აღარ მქო­ნია.

- რამ­დენ ხანს იცხოვ­რეთ ამე­რი­კა­ში?

- ცხრა წელი. მერე, მე­ო­რედ რომ გავ­თხოვ­დი, მივ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე.

- რა ასაკ­ში გა­თხოვ­დით მე­ო­რედ?

- 39 წლის ასაკ­ში. ასე რომ, 12 წე­ლი­წა­დია მე­უღ­ლე ვარ და ამ პე­რი­ოდ­ში ჩემი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია მე­უღ­ლე­ო­ბა იყო. იმ­დე­ნად და­ვი­ღა­ლე ამ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით, კა­ცი­ვით ვცხოვ­რობ­დი, მო­მინ­და, სუს­ტი ქალი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა ქალს უნდა ასე­თი ცხოვ­რე­ბა. ისე­თი კარ­გი მე­უღ­ლე მყავს და ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ,… ყო­ველ­თვის მინ­დო­და, დავ­ბრუ­ნე­ბო­დი მუ­სი­კას, ალ­ბათ, და­ვუბ­რუნ­დე­ბი კი­დეც. აუ­ცი­ლებ­ლად კი­დევ დავ­წერ მუ­სი­კას და ჩემს პა­ტა­რა სი­ტყვას ვი­ტყვი ამ სფე­რო­ში.

- შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი გკი­თხოთ?

- 16 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი და ეს იყო მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა, ხა­სი­ა­თის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა, ვერ შე­ვე­გუ­ეთ ერ­თმა­ნეთს. 4 წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად. მას­თან მყავს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, მწე­რა­ლი ვახ­ტანგ სუ­თი­ძე. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი მყავს, ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე, ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- რო­გორ უყუ­რე­ბენ თქვენს ახალ ამ­პლუ­ას თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

- ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მე­უღ­ლეს­თან შე­ვა­თან­ხმე. თუ შენ გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წახ­ვი­დეო, მი­თხრა. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კაც მის­გან მო­დის.

- ქა­ლაქ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი გყავთ...…

- ვი­საც უყ­ვარს, ის ეჭ­ვი­ა­ნია. გი­ნა­ხავთ ისე­თი ქმა­რი, რო­მელ­საც ცოლი უყ­ვარს და არ ეჭ­ვი­ა­ნობს? ვგიჟ­დე­ბი, როცა ეჭ­ვი­ა­ნობს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ერ­თმა­ნე­თი დღემ­დე გვიყ­ვარს. თქვენ გგო­ნი­ათ, მე არ ვარ ეჭ­ვი­ა­ნი? მეც ვეჭ­ვი­ა­ნობ (იღი­მე­ბა), ავად­მყო­ფუ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან ორი­ვე ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს.…

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მასთან მშვიდად ჯდომა და საუბარი წარმოუდგენელია - რას ყვება დალი ჩიტალაძე ანრი ჯოხაძეზე

მასთან მშვიდად ჯდომა და საუბარი წარმოუდგენელია - რას ყვება დალი ჩიტალაძე ანრი ჯოხაძეზე

''ორი ვარსკვლავის'' ქართული ტური ყველა მონაწილისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. მიშა ხუჯაძისა და გოგოლა კალანდაძის აუტსაიდერობა ვეტოს უფლებით გაბათილდა და ორივე მათგანი პროექტში დარჩა.

ქართული ტურით კმაყოფილი ჩანდა ჟიური. ანრი ჯოხაძემ სიმღერის ბოლოს ასეთი რამ თქვა - დალიც კი ამღერდაო. მოდის კრიტიკოსისა და კომპოზიტორ დალი ჩიტალაძის ''ბესამე მუჩო'' მაყურებელმა განსაკუთრებით გააკრიტიკა. როგორ რეაგირებს კრიტიკაზე და რაზე სწყდება გული, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ცოცხლად არასდროს მიმღერია. თუ ოდესმე მიმღერია, ეს იყო ფონოგრამით. მაშინ ერთი სატელევიზიო არხი არსებობდა - ''პირველი არხი'' და საახალწლო გადაცემებს ვაკეთებდით. მაშინაც მხოლოდ ჩემი სიმღერების შესრულებას ვბედავდი. არ მქონია ისეთი ვოკალური მონაცემები, რომ მომღერლობაზე თავი დამედო. ფონოგრამა ყველა ხარვეზს ასწორებს, ძალიან იოლია. ამიტომაც ვბედავდი სიმღერას. მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი.

- რატომ გადაწყვიტეთ კონსერვატორიაში ჩაბარება?

- მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. დღემდე ასე ვარ. უბრალოდ, ეს პროფესიად ვეღარ გავიხადე. ჩემს ცხოვრებაში იმ პერიოდის ქართულმა ყოფამ ბევრი რამ შეცვალა. კონსერვატორია დავამთავრე თუ არა, მოხდა 9 აპრილი და ამდენი უბედურება ერთად, ვის სჭირდებოდა შენი მუსიკა. წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და პროფესიის შეცვლაც მომიხდა. იქაც კი ვმუშაობდი რუსულ რესტორანში საღამოობით, მაგრამ ჩემი მუსიკით იქ ვერავის გავაკვირვებდი.

- რესტორანში მღეროდით?

- ვუკრავდი ფორტეპიანოზე რუსულ რომანსებს და თან ვმღეროდი. კლუბური სიტუაცია იყო, პატარა დეტონაციებს ვაპარებდი. ამერიკაში მოდის ბიზნესში გადავედი, ვმუშაობდი ვერსაჩესთან, გავხდი საერთაშორისო ბიზნესის კონსულტანტი, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. ერთი სიტყვით, ისე აეწყო, რომ დიდი ხანი მუსიკასთან შეხება აღარ მქონია.

- რამდენ ხანს იცხოვრეთ ამერიკაში?

- ცხრა წელი. მერე, მეორედ რომ გავთხოვდი, მივდიოდი და მოვდიოდი ხოლმე.

- რა ასაკში გათხოვდით მეორედ?

- 39 წლის ასაკში. ასე რომ, 12 წელიწადია მეუღლე ვარ და ამ პერიოდში ჩემი მთავარი პროფესია მეუღლეობა იყო. იმდენად დავიღალე ამ აქტიური ცხოვრებით, კაცივით ვცხოვრობდი, მომინდა, სუსტი ქალი ვყოფილიყავი. ყველა ქალს უნდა ასეთი ცხოვრება. ისეთი კარგი მეუღლე მყავს და ისეთი ბედნიერი ვარ,… ყოველთვის მინდოდა, დავბრუნებოდი მუსიკას, ალბათ, დავუბრუნდები კიდეც. აუცილებლად კიდევ დავწერ მუსიკას და ჩემს პატარა სიტყვას ვიტყვი ამ სფეროში.

- შეიძლება, პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი გკითხოთ?

- 16 წლის ასაკში გავთხოვდი და ეს იყო მთავარი მიზეზი, ასაკობრივი სხვაობა, ხასიათის შეუთავსებლობა, ვერ შევეგუეთ ერთმანეთს. 4 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მასთან მყავს ერთადერთი შვილი, მწერალი ვახტანგ სუთიძე. ძალიან კარგი შვილი მყავს, ძალიან კარგი მეუღლე, ბედნიერი ვარ.

- როგორ უყურებენ თქვენს ახალ ამპლუას თქვენი ოჯახის წევრები?

- ეს შემოთავაზება, პირველ რიგში, მეუღლესთან შევათანხმე. თუ შენ გინდა, აუცილებლად უნდა წახვიდეო, მითხრა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყველაზე დიდი კრიტიკაც მისგან მოდის.

- ქალაქში ამბობენ, რომ ეჭვიანი ქმარი გყავთ...…

- ვისაც უყვარს, ის ეჭვიანია. გინახავთ ისეთი ქმარი, რომელსაც ცოლი უყვარს და არ ეჭვიანობს? ვგიჟდები, როცა ეჭვიანობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი დღემდე გვიყვარს. თქვენ გგონიათ, მე არ ვარ ეჭვიანი? მეც ვეჭვიანობ (იღიმება), ავადმყოფური ეჭვიანობისგან ორივე ღმერთმა დაგვიფაროს.…

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება