საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ქართველი იმყოფება ქრისტეს საფლავზე
 რამდენი ქართველი იმყოფება ქრისტეს საფლავზე

იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის გად­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან 128 მომ­ლოც­ვე­ლი და­ეს­წრე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს რე­ლი­გი­უ­რი ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, იე­რუ­სა­ლიმ­ში წელს მომ­ლოც­ველ­თა ორი ჯგუ­ფი წა­ვი­და, რო­მელ­თა შო­რი­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც არი­ან. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი თბი­ლი­სი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში 16 აპ­რილს გაფ­რინ­და, მე­ო­რე ჯგუ­ფი - 17 აპ­რილს. გარ­და ამი­სა, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში კერ­ძო ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­ემ­გზავრნენ.

ამას­თან, წმინ­და ცე­ცხლის ჩა­მო­საბ­რძა­ნებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­დან ის­რა­ელ­ში მომ­ლოც­ველ­თა ჯგუ­ფი კომ­პა­ნია "პი­ლიგ­რიმს ტურ­სის" მეშ­ვე­ო­ბით 14 აპ­რილს გა­ემ­გზავ­რა. წმინ­და ცე­ცხლს ბოლ­ნე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ეფ­რე­მი ჩა­მო­ი­ტანს. მომ­ლოც­ვე­ლე­ბი წმინ­და ცე­ცხლს თბი­ლის­ში ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით სა­ვა­რა­უ­დოდ, 19 აპ­რილს, 23:00 სა­ა­თის­თვის ჩა­მო­ი­ტა­ნენ.

უფ­ლის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­სუ­ლე­ბი წელს ზე­ცი­უ­რი, უნივ­თო ცე­ცხლის გად­მოს­ვლას ელო­დე­ბი­ან. მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის გად­მოს­ვლის­თვის იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქი სა­გან­გე­ბო ლოც­ვებს შე­ას­რუ­ლებს.

მო­ცი­ქულ­თა და წმინ­და მა­მა­თა მოწ­მო­ბით, უნივ­თო ცე­ცხლმა მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი ჯერ კი­დევ აღ­დგო­მი­სას გა­აბრ­წყი­ნა. ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლი იე­რუ­სა­ლი­მის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში პირ­ვე­ლად III სა­უ­კუ­ნე­ში გად­მო­ვი­და. გად­მო­ცე­მით, სა­აღ­დგო­მო ლი­ტა­ნი­ო­ბა­ზე კან­დელ­ში ზეთი შე­მო­აკ­ლდათ და პატ­რი­არ­ქმა ნარ­ცის­მა კურ­თხე­ვა გას­ცა, მათ­ში სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზის წყა­ლი ჩა­ეს­ხათ. რო­დე­საც პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვა შე­ას­რუ­ლეს, ზე­ცი­დან ცე­ცხლი გად­მო­ვი­და და კან­დე­ლე­ბი აან­თო, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ლი­ტა­ნი­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩამ­ქრა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რამდენი ქართველი იმყოფება ქრისტეს საფლავზე

 რამდენი ქართველი იმყოფება ქრისტეს საფლავზე

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლას საქართველოს საპატრიარქოდან 128 მომლოცველი დაესწრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, იერუსალიმში წელს მომლოცველთა ორი ჯგუფი წავიდა, რომელთა შორისაც სასულიერო პირებიც არიან. პირველი ჯგუფი თბილისიდან იერუსალიმში 16 აპრილს გაფრინდა, მეორე ჯგუფი - 17 აპრილს. გარდა ამისა, მომლოცველები საქართველოდან იერუსალიმში კერძო ტურისტული კომპანიების მეშვეობითაც გაემგზავრნენ.

ამასთან, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად საქართველოდან ისრაელში მომლოცველთა ჯგუფი კომპანია "პილიგრიმს ტურსის" მეშვეობით 14 აპრილს გაემგზავრა. წმინდა ცეცხლს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ჩამოიტანს. მომლოცველები წმინდა ცეცხლს თბილისში ჩარტერული რეისით სავარაუდოდ, 19 აპრილს, 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ.

უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულები წელს ზეციური, უნივთო ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია