პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საწვავი გაძვირდა
საქართველოში საწვავი გაძვირდა

აღ­დგო­მის წინ, ანუ მა­შინ, რო­დე­საც ინ­ტენ­სი­უ­რი სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბაა, ბენ­ზი­ნი გაძ­ვირ­და. ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ამ ფაქტს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე საწ­ვა­ვის ფა­სის მა­ტე­ბით ხსნი­ან. "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით, 1 ტონა ბენ­ზი­ნი 30-40 დო­ლა­რით გაძ­ვირ­და. ეს საკ­მა­რი­სი გახ­და იმის­თვის, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე საწ­ვა­ვის ფასი 5 თეთ­რით გაზ­რდი­ლი­ყო.

წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ საწ­ვავ­ზე მო­თხოვ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბა. ყვე­ლა მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი თუ და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი რე­გი­ო­ნებს სტუმ­რობს. რო­გორც ჩანს, ეს შან­სი ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რებ­მა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვეს და საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 თეთ­რით გა­ზარ­დეს. მი­ზე­ზი კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბი­სა და ბენ­ზი­ნის მცი­რე­დი გაძ­ვი­რე­ბა გახ­და.

14 თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე 1 ტონა ბენ­ზი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1020 დო­ლა­რია. საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბა 5 დღის წინ და­ი­წყო. 10 აპ­რილს ბენ­ზი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფასი 987 დო­ლა­რი იყო. თე­ბერ­ვალ-მარტსა და აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში კი 960-990 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და.

რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ბენ­ზი­ნი იაფ­დე­ბა, მი­ნი­მუმ სამი კვი­რა უნდა გა­ვი­დეს, რომ გა­ი­ა­ფე­ბის პრო­ცეს­მა ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. ამ დროს ქარ­თვე­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ საწ­ვა­ვის მა­რა­გე­ბი მა­ღალ ფა­სად აქვთ შექ­მნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის კლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვერ აი­სა­ხე­ბა.

ახლა კი რა­ტომ­ღაც გაძ­ვი­რე­ბის ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარს რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ე­ტყო, თა­ნაც წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ. გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რის­გან ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებ­ში თავს იკა­ვე­ბენ.

ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კაშ­ვი­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბა სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ბენ­ზი­ნის ფა­სის მა­ტე­ბამ გა­მო­იწ­ვია. მარ­თა­ლია, მას­შტა­ბუ­რი ზრდა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ლა­რის გაზ­რდილ­მა კურ­სმაც მო­ახ­დი­ნა.

"ორი ტი­პის საწ­ვა­ვი გაძ­ვირ­და: ბენ­ზი­ნი - "რე­გუ­ლა­რი" და დი­ზე­ლი. ფასი 3-5 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. მი­ზე­ზი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბია. ბენ­ზი­ნი 5 თეთ­რით გა­აძ­ვი­რა "ლუ­კო­ილ­მა", რო­მელ­საც ისე­დაც და­ბა­ლი ფასი აქვს. მარ­თა­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბი ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლი არ არის, თუმ­ცა რა­ღაც დო­ზით მო­მა­ტე­ბუ­ლია. მე­ო­რე მი­ზე­ზია ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სი. ბოლო პე­რი­ოდ­ში კურ­სი სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ წინა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­ცე­მუ­ლი", - ამ­ბობს ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი.

იგი ხაზს უს­ვე­ამს, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის მომ­ხმა­რე­ბელ­თან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შექ­მნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, რომ არა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ საწ­ვა­ვის ფასი არ გა­იზ­რდე­ბო­და.

კომ­პა­ნი­ე­ბის ამ­გვარ­მა ჟეს­ტმა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. გელა სი­ნა­უ­რი­ძე ყო­ველ აღ­დგო­მას ოჯა­ხით ქუ­თა­ის­ში ხვდე­ბა. იგი ამ­ბობს, რომ კომ­პა­ნი­ებს თავი უნდა შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ და წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ ბენ­ზი­ნი არ უნდა გა­ეძ­ვი­რე­ბი­ნათ.

"გაძ­ვირ­და "რე­გუ­ლა­რის" ტი­პის ბენ­ზი­ნი. ანუ ის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ამი­ტო­მაც ჩვენს ჯი­ბეს 5-თეთ­რი­ა­ნი გაძ­ვი­რე­ბაც კი ძა­ლი­ან ურტყამს. მა­ინ­ტე­რე­სებს, მთავ­რო­ბამ ამ კომ­პა­ნი­ე­ბის თავ­გა­სუ­ლო­ბა რო­დის უნდა აღ­კვე­თოს? რითი ვერ შე­იქ­მნა ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, რომ საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლია ბო­ლოს და ბო­ლოს და­ინ­გრეს, თუმ­ცა უკვე არც ამის იმე­დი მაქვს", - ამ­ბობს გელა სი­ნა­უ­რი­ძე.

ნა­თე­ლა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ თე­ლავ­ში წას­ვლას გეგ­მავს. მისი თქმით, ყო­ველ ადღგო­მას ტრან­სპორ­ტი ძვირ­დე­ბა, ამ­ჯე­რად კი გაძ­ვი­რე­ბა უფრო თვალ­ში სა­ცე­მი გახ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნი­ებ­მა საწ­ვავ­ზე ფა­სის გაზ­რდა ადღგო­მას და­ამ­თხვი­ეს.

"თე­ლავ­ში მა­ტა­რე­ბე­ლი არ და­დის, არც სატ­რან­ზი­ტო მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს, რომ სხვა ქა­ლა­ქებ­ში მი­მა­ვალ­მა "მარ­შრუტ­კებ­მა" გა­ი­ა­როს. ამი­ტომ თბი­ლი­სი-თე­ლა­ვის "მარ­შრუტ­კე­ბი" ყო­ველ­თვის ისე­დაც ძვი­რია, 7-8 ლარი ღირს და სა­აღ­დგო­მოდ ფასი 10 ლა­რამ­დეც კი ადის ხოლ­მე. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახლა ტრან­სპორ­ტი კი­დევ უფრო გაძ­ვირ­დეს. გა­ჭირ­ვე­ბულ ხალ­ხზე არა­ვინ ფიქ­რობს, ყვე­ლა ჩა­საფ­რე­ბუ­ლია, რო­გორ­მე ბო­ლომ­დე გაგ­ვყვლი­ფონ", - ამ­ბობს ნა­თე­ლა დიღ­მე­ლიშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რია, ფა­სე­ბის მცი­რე­დით გაზ­რდა მხო­ლოდ "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე და­ფიქ­სირ­და.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

საქართველოში საწვავი გაძვირდა

საქართველოში საწვავი გაძვირდა

აღდგომის წინ, ანუ მაშინ, როდესაც ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა, ბენზინი გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები ამ ფაქტს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატებით ხსნიან. "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 30-40 დოლარით გაძვირდა. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი 5 თეთრით გაზრდილიყო.

წინასააღდგომოდ საწვავზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. ყველა მაღალშემოსავლიანი თუ დაბალშემოსავლიანი ადამიანი რეგიონებს სტუმრობს. როგორც ჩანს, ეს შანსი ნავთობიმპორტიორებმა ხელიდან არ გაუშვეს და საწვავის ღირებულება 5 თეთრით გაზარდეს. მიზეზი კი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ბენზინის მცირედი გაძვირება გახდა.

14 თებერვლის მონაცემებით, "პლატცის" მიხედვით, საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1020 დოლარია. საწვავის გაძვირება 5 დღის წინ დაიწყო. 10 აპრილს ბენზინის საერთაშორისო ფასი 987 დოლარი იყო. თებერვალ-მარტსა და აპრილის დასაწყისში კი 960-990 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ბენზინი იაფდება, მინიმუმ სამი კვირა უნდა გავიდეს, რომ გაიაფების პროცესმა ქართულ ბაზარზეც გავლენა მოახდინოს. ამ დროს ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ საწვავის მარაგები მაღალ ფასად აქვთ შექმნილი, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება საქართველოში რამდენიმე დღეში ვერ აისახება.

ახლა კი რატომღაც გაძვირების ტენდენცია საქართველოს ბაზარს რამდენიმე დღეში დაეტყო, თანაც წინასააღდგომოდ. გაძვირების მიზეზებზე საუბრისგან ნავთობკომპანიებში თავს იკავებენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშვირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება სწორედ საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ფასის მატებამ გამოიწვია. მართალია, მასშტაბური ზრდა არ ყოფილა, მაგრამ ამ პროცესზე გავლენა დოლართან მიმართებაში, ლარის გაზრდილმა კურსმაც მოახდინა.

"ორი ტიპის საწვავი გაძვირდა: ბენზინი - "რეგულარი" და დიზელი. ფასი 3-5 თეთრით გაიზარდა. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასებია. ბენზინი 5 თეთრით გააძვირა "ლუკოილმა", რომელსაც ისედაც დაბალი ფასი აქვს. მართალია, საერთაშორისო ფასები ძალიან გაზრდილი არ არის, თუმცა რაღაც დოზით მომატებულია. მეორე მიზეზია ლარის გაცვლითი კურსი. ბოლო პერიოდში კურსი სტაბილურია, მაგრამ წინა პერიოდთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად არის დაცემული", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

იგი ხაზს უსვეამს, რომ კომპანიებისთვის მომხმარებელთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის შექმნა მნიშვნელოვანია, შესაბამისად, რომ არა რეალური მიზეზი, წინასააღდგომოდ საწვავის ფასი არ გაიზრდებოდა.

კომპანიების ამგვარმა ჟესტმა კეთილგანწყობილი მომხმარებელი ნამდვილად გააღიზიანა. გელა სინაურიძე ყოველ აღდგომას ოჯახით ქუთაისში ხვდება. იგი ამბობს, რომ კომპანიებს თავი უნდა შეეკავებინათ და წინასააღდგომოდ ბენზინი არ უნდა გაეძვირებინათ.

"გაძვირდა "რეგულარის" ტიპის ბენზინი. ანუ ის პროდუქტი, რომელსაც დაბალშემოსავლიანი მომხმარებელი ჰყავს. ამიტომაც ჩვენს ჯიბეს 5-თეთრიანი გაძვირებაც კი ძალიან ურტყამს. მაინტერესებს, მთავრობამ ამ კომპანიების თავგასულობა როდის უნდა აღკვეთოს? რითი ვერ შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომ საწვავის ბაზარზე მონოპოლია ბოლოს და ბოლოს დაინგრეს, თუმცა უკვე არც ამის იმედი მაქვს", - ამბობს გელა სინაურიძე.

ნათელა დიღმელაშვილი წინასააღდგომოდ თელავში წასვლას გეგმავს. მისი თქმით, ყოველ ადღგომას ტრანსპორტი ძვირდება, ამჯერად კი გაძვირება უფრო თვალში საცემი გახდება, ვინაიდან კომპანიებმა საწვავზე ფასის გაზრდა ადღგომას დაამთხვიეს.

"თელავში მატარებელი არ დადის, არც სატრანზიტო მდებარეობა აქვს, რომ სხვა ქალაქებში მიმავალმა "მარშრუტკებმა" გაიაროს. ამიტომ თბილისი-თელავის "მარშრუტკები" ყოველთვის ისედაც ძვირია, 7-8 ლარი ღირს და სააღდგომოდ ფასი 10 ლარამდეც კი ადის ხოლმე. არ არის გამორიცხული, რომ ახლა ტრანსპორტი კიდევ უფრო გაძვირდეს. გაჭირვებულ ხალხზე არავინ ფიქრობს, ყველა ჩასაფრებულია, როგორმე ბოლომდე გაგვყვლიფონ", - ამბობს ნათელა დიღმელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ნავთობზე ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ფასების მცირედით გაზრდა მხოლოდ "პლატცის" მიხედვით საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ