საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს
დავით უსუფაშვილი - ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს

ნატო-ს გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოა, მსოფ­ლიო რუ­კი­დან ისევ გაქ­რეს და ეს შე­იძ­ლე­ბა, მალე მოხ­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სე­სი­ის ფარ­გლებ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"2008 წლის აპ­რილ­ში, ნატო-ს სა­მიტ­ზე წევ­რი ქვეყ­ნე­ბი მი­ვიდ­ნენ კონ­სე­სუ­სამ­დე, რომ სა­ქარ­თვე­ლო ალი­ა­ნის წევ­რი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა, თუმ­ცა არც მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, არც ინ­სტრუ­მენ­ტებ­სა და თა­რიღ­ზე არ უსა­უბ­რი­ათ. მჯე­რა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ი­სა. დღეს კი­დევ უფრო რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. გვეს­მის, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს­კენ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, ეს რუ­სე­თის მხრი­დან მო­რიგ აგ­რე­სი­ას გა­მო­იწ­ვევს. ჩვენ ვრის­კავთ, სწო­რედ ამი­ტომ, გვჭირ­დე­ბა პა­სუ­ხი, რას მო­ვი­მოქ­მე­დებთ, თუ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მო­რი­გი სა­მიზ­ნე გახ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა მზა­დაა, ითა­ნამ­შრომ­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან.

"მე ვხე­დავ მზა­ო­ბას თქვე­ნი მხრი­დან. სწო­რედ ამი­ტომ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მეტი ენ­თუ­ზი­აზ­მით დავ­ბრუნ­დე­ბი, რომ გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ევ­რო­პას, გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა რუ­სე­თიც. სწო­რედ ესაა პრობ­ლე­მის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­დაჭ­რის გზა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით უსუფაშვილი - ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს

დავით უსუფაშვილი - ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს

ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"2008 წლის აპრილში, ნატო-ს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსესუსამდე, რომ საქართველო ალიანის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ. მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა. დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველო ნატოსკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მზადაა, ითანამშრომლოს ევროკავშირთან.

"მე ვხედავ მზაობას თქვენი მხრიდან. სწორედ ამიტომ, ჩემს ქვეყანაში მეტი ენთუზიაზმით დავბრუნდები, რომ გამოსავალი მოიძებნება, საქართველო დაუახლოვდება ევროპას, გახდება ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება რუსეთიც. სწორედ ესაა პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა