მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოგრაფებს ხელოვნება ბიზნესად ექცათ..."
"ფოტოგრაფებს ხელოვნება ბიზნესად ექცათ..."

18 წლის ნუცა კა­ცა­ძე მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია. მარ­თა­ლია, გო­გო­ნას ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტიც არ აქვს, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მა­ინც ახერ­ხებს სა­ინ­ტე­რე­სო წა­მის შე­ჩე­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს პორ­ტრე­ტე­ბის გა­და­ღე­ბა. მის არ­ქივ­ში ასეთ უამ­რავ ფო­ტოს ნა­ხავთ, თუმ­ცა ამის გარ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კომ­პგ­რა­ფი­კა კრე­ა­ტი­ვით, რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რა­ფი­ის სა­ინ­ტე­რე­სო ჟან­რია.

- 18 წლის ვარ, ახლა და­ვამ­თავ­რე სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ბა­რებ, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ. ექ­ვსი წე­ლია, რაც ფო­ტო­ებს ვი­ღებ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ჯერ კი­დევ არ მაქვს. მე­გობ­რე­ბი მა­თხო­ვე­ბენ ხოლ­მე და ხში­რად მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ერ­თად ვი­ღებთ ფო­ტო­ებს, თით­ქმის ყო­ველ­დღე.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვისი ან რისი გა­და­ღე­ბა გიყ­ვარს?

- პორ­ტრე­ტე­ბი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჟან­რია. ჩემი სა­უ­კე­თე­სოა მე­გო­ბა­რია თაკო, ბა­ლე­რი­ნაა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს მისი გა­და­ღე­ბა. ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბამ­დე ად­გილს აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ ვარ­ჩევ, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რა­ღაც ისე არ გა­მო­სუ­ლა. ალ­ბათ ასე­თი რამ ყვე­ლა ფო­ტოგ­რაფს ემარ­თე­ბა. თვით­ნას­წავ­ლი ვარ და ამ სფე­რო­ში არა­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს. ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩე­მით მო­ვი­ძი­ებ ხოლ­მე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას. სკო­ლა­ში მქონ­და რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი. დედა ბა­ღის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მას­თან ხში­რად მივ­დი­ვარ და პა­ტა­რა ბავ­შვებს ვუ­ღებ. ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, რო­გორც კი და­მი­ნა­ხა­ვენ, ხვდე­ბი­ან, რომ უნდა გა­და­ვუ­ღო და ყვე­ლა ერ­თად გა­მორ­ბის.

- შენი საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ვინ არის?

- ნინო ოშ­ხე­რე­ლი, გეგა ქუ­თა­თე­ლა­ძე, დათო ჭაო. მათ უფრო დახ­ვე­წი­ლი ფო­ტო­ე­ბი აქვთ.

- ნუცა, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის გარ­და, რო­გორც ვიცი, კარ­გად ხა­ტავ.

- დიახ, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ხატ­ვა რომ და­ვი­წყე. ჯერ კი­დევ ბაღ­ში დავ­დი­ო­დი, რო­დე­საც ჩემს გა­მო­ფე­ნებს აწყობ­დნენ. ახლა გუ­ა­შით პორ­ტრე­ტებს ვხა­ტავ. ამ ჟანრ­შიც პორ­ტრე­ტე­ბი მიყ­ვარს. ჩემს ოჯახს გა­და­ღე­ბა­ზე მე­ტად ხატ­ვა მოს­წონს. უნ­დათ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას გავ­ყვე.

იხი­ლეთ სრუ­ლად

"ფოტოგრაფებს ხელოვნება ბიზნესად ექცათ..."

"ფოტოგრაფებს ხელოვნება ბიზნესად ექცათ..."

18 წლის ნუცა კაცაძე მოყვარული ფოტოგრაფია. მართალია, გოგონას ჯერჯერობით საკუთარი ფოტოაპარატიც არ აქვს, მაგრამ მეგობრების დახმარებით მაინც ახერხებს საინტერესო წამის შეჩერებას. განსაკუთრებულად უყვარს პორტრეტების გადაღება. მის არქივში ასეთ უამრავ ფოტოს ნახავთ, თუმცა ამის გარდა დაინტერესებულია კომპგრაფიკა კრეატივით, რომელიც ფოტოგრაფიის საინტერესო ჟანრია.

- 18 წლის ვარ, ახლა დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტში ვაბარებ, აბიტურიენტი ვარ. ექვსი წელია, რაც ფოტოებს ვიღებ, მაგრამ საკუთარი ფოტოაპარატი ჯერ კიდევ არ მაქვს. მეგობრები მათხოვებენ ხოლმე და ხშირად მე და ჩემი მეგობარი ერთად ვიღებთ ფოტოებს, თითქმის ყოველდღე.

- ყველაზე მეტად ვისი ან რისი გადაღება გიყვარს?

- პორტრეტები ჩემი საყვარელი ჟანრია. ჩემი საუკეთესოა მეგობარია თაკო, ბალერინაა და განსაკუთრებულად მიყვარს მისი გადაღება. ფოტოების გადაღებამდე ადგილს აუცილებლად წინასწარ ვარჩევ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რაღაც ისე არ გამოსულა. ალბათ ასეთი რამ ყველა ფოტოგრაფს ემართება. თვითნასწავლი ვარ და ამ სფეროში არანაირი განათლება არ მაქვს. ინტერნეტის საშუალებით ჩემით მოვიძიებ ხოლმე საინტერესო ინფორმაციას. სკოლაში მქონდა რამდენიმე გამოფენა, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერი. დედა ბაღის მასწავლებელია, მასთან ხშირად მივდივარ და პატარა ბავშვებს ვუღებ. ძალიან უხარიათ, როგორც კი დამინახავენ, ხვდებიან, რომ უნდა გადავუღო და ყველა ერთად გამორბის.

- შენი საყვარელი ფოტოგრაფი ვინ არის?

- ნინო ოშხერელი, გეგა ქუთათელაძე, დათო ჭაო. მათ უფრო დახვეწილი ფოტოები აქვთ.

- ნუცა, ფოტოების გადაღების გარდა, როგორც ვიცი, კარგად ხატავ.

- დიახ, ძალიან პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როდესაც ჩემს გამოფენებს აწყობდნენ. ახლა გუაშით პორტრეტებს ვხატავ. ამ ჟანრშიც პორტრეტები მიყვარს. ჩემს ოჯახს გადაღებაზე მეტად ხატვა მოსწონს. უნდათ, რომ ხელოვნებას გავყვე.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება