ვერძი
ნუ ხართ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული. თუ თავად გიჭირთ რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, მონაცემები, დახმარება ახლობლებს, საყვარელ ადამიანს სთხოვეთ.
კურო
ცვლილებების დღე გელით. დღეს შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, საქმეები, მისწრაფებები. მთავარია, მზად იყოთ სიახლების მისაღებად.
ტყუპი
დღეს ძველი კავშირების (კომპანიონთან, საყვარელ ადამიანთან) გაწყვეტის სურვილი გაგიჩნდებათ. თუ დარწმუნებული ხართ, საკუთარ არჩევანში, იმოქმედეთ.
კირჩხიბი
დღეს ზედმეტად მგრძნობიარე, გულჩვილი და მიმტევებელი ხართ, მაგრამ ჯობია, დროზე მოიშოროთ ვარდისფერი სათვალე, სანამ ვინმემ თქვენი კეთილგანწყობით არ ისარგება.
ლომი
დღეს საინტერესო, გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. ეცადეთ, დაუმეგობრდეთ მათ, რათა მომავალში, მათი დახმარებით საკუთარი საქმეების მოგვარება შეძლოთ.
ქალწული
კონკურენტების, მოწინააღმდეგეების მიმართ ზედმეტად მტრულად ხართ განწყობილი. ეცადეთ პრობლემები დიპლომატიურად მოაგვაროთ, რათა სამუდამოდ არ გადაიმტეროთ ისინი.