პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რაზე ოცნებობენ მაწანწალა ბავშვები
როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რაზე ოცნებობენ მაწანწალა ბავშვები

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა პა­ტა­რას აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს სახ­ლი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ნათ­ლე­ბა... სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი ილა­ხე­ბა - მეტ­რო­ში, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არა­ერ­თი ხელ­გაწ­ვდი­ლი პა­ტა­რა შეგ­ხვდე­ბათ. დე­და­ქა­ლაქ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან და მოლ­დო­ვა­დან ჩა­მო­სულ პა­ტა­რა მა­წან­წა­ლებ­საც გა­და­ა­წყდე­ბით. "ვერ­სია" და­ინ­ტე­რეს­და, რა პი­რო­ბებ­ში უწევთ მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებს ცხოვ­რე­ბა, რო­გორ იბ­რძვი­ან გა­დარ­ჩე­ნის­თვის და რას აპი­რე­ბენ მო­მა­ვალ­ში... გო­გო­ნა, რო­მელ­მაც გვთხო­ვა, ჩემს ვი­ნა­ო­ბას თუ არ გა­ამ­ხელთ, გა­გე­სა­უბ­რე­ბი­თო, თურ­ქე­თი­და­ნაა ჩა­მო­სუ­ლი. ქარ­თუ­ლად საკ­მა­ოდ კარ­გად ლა­პა­რა­კობს, მშობ­ლი­უ­რი თურ­ქუ­ლი კი, რო­გორც გა­მოგ­ვი­ტყდა, აღარც ახ­სოვს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი 11 წლის ვი­ყა­ვი. იქ ძმე­ბი სა­შინ­ლად მექ­ცე­ოდ­ნენ, მამა არ მყავ­და, დედა კი, ატი­რე­ბულს თუ და­მი­ნა­ხავ­და, მე­ჩხუ­ბე­ბო­და. მე­ზობ­ლად, ერთ კა­ფე­ში ქარ­თვე­ლი ქალი მუ­შა­ობ­და. სახ­ლში რომ მცემ­დნენ, მას­თან გავ­რბო­დი, ვე­ხუ­ტე­ბო­დი და ვქვი­თი­ნებ­დი. ლინ­და ამ­ბობ­და, ჩვენ­თან კე­თი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობ­სო. ვი­ფიქ­რე, აქ თუ ჩა­მო­ვი­დო­დი, ყვე­ლა ჩა­მე­ხუ­ტე­ბო­და და შე­მიყ­ვა­რებ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მინ­და-მეთ­ქი, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი. ჩუ­მად გა­და­მი­ღო ფოტო, სა­ბუ­თე­ბი გა­მი­კე­თა და წა­მო­მიყ­ვა­ნა. თბი­ლის­ში კაფე გახ­სნა, სა­დაც ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით. მალე ქარ­თუ­ლიც ვის­წავ­ლე, ის ქალი კი დე­და­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

- ახლა სა­დაა ის ქალ­ბა­ტო­ნი, აღარ გპატ­რო­ნობს?

- 5 წლის წინ და­ი­ჭი­რეს. თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ბრუნ­დე­ბო­და, სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. მერე, ვი­ღაც კა­ცებ­მა კაფე და­ხუ­რეს, სახ­ლი­და­ნაც გა­მაგ­დეს. თან­ხა, რო­მე­ლიც შე­მომ­რჩა, თბი­ლის­ში 1 კვი­რაც არ მე­ყო­ფო­და. ვი­ცო­დი, სოფ­ლებ­ში სახ­ლებს ძა­ლი­ან ია­ფად აქი­რა­ვებ­დნენ. მა­ტა­რებ­ლით ქარ­თლში წა­ვე­დი. სახ­ლის ძებ­ნა­ში, რამ­დე­ნი­მე ღა­მის გა­თე­ვა ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე მო­მი­წია. ერთ სა­ღა­მოს, ქურ­თუკ­ში რომ გა­ვეხ­ვიე და და­სა­ძი­ნებ­ლად მო­ვემ­ზა­დე, მო­ხუ­ცი ქალი მო­ვი­და გა­მომ­კი­თხა ყვე­ლა­ფე­რი და შინ წა­მიყ­ვა­ნა, შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლით და ღო­რის ხორ­ცით გა­მი­მას­პინ­ძლდა. არ მში­ო­და, მაგ­რამ მა­ინც ვჭა­მე. მა­შინ მუ­სულ­მა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რაც გემ­რი­ე­ლი იყო, ყვე­ლა­ფერს ვჭამ­დი. ამ ქალ­მა შე­მი­ფა­რა, დიდ­ხანს მე­ლა­პა­რა­კა იესო ქრტსტე­ზე. მი­თხრა, მო­ნას­ტერ­ში მი­გიყ­ვან, გაგზრდი­ან, გზა­ზე და­გა­ყე­ნე­ბენ და მერე თვი­თონ გა­და­წყვეტ, რას იზა­მო. მე­ო­რე დღეს, უთე­ნია წა­ვე­დით მო­ნას­ტერ­ში. დედა თეკ­ლას­თან მი­მიყ­ვა­ნა და და­მემ­შვი­დო­ბა. მა­შინ უკვე 13 წლის ვი­ყა­ვი. ლინ­და მე­ნატ­რე­ბო­და, სულ ვტი­რო­დი. დე­დაც მე­ნატ­რე­ბო­და...

- მო­ნას­ტერ­ში იმი­ტომ წა­ყე­ვი, ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბა არ გინ­დო­და თუ იე­სოს შე­სა­ხებ მის­მა ნა­ამ­ბობ­მა იმოქ­მე­და შენ­ზე?

- ერ­თიც და მე­ო­რეც... დიდ­მარ­ხვის ბოლო დღეს, ტა­ძარ­ში 4 ქალი მო­ნაზვნად უნდა აღეკ­ვე­ცათ. წი­ნამ­ძღვარს ვთხო­ვე და რი­ტუ­ალ­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა მომ­ცა. იცით, რო­გორ იმოქ­მე­და ჩემ­ზე იმ სა­ღა­მომ? ბევ­რი ვი­ტი­რე, თით­ქოს ხე­ლახ­ლა და­ვი­ბა­დე... გა­დავ­წყვი­ტე ქრის­ტი­ა­ნად მოვ­ნათ­ლუ­ლი­ყა­ვი. მო­ნაზვნო­ბაც მინ­დო­და. მო­ძღვარ­მა შავი ტან­საც­მე­ლი ჩა­მაც­ვა, მაგ­რამ მი­თხრა, მო­ნაზვნო­ბა ად­რეა, ჯერ პა­ტა­რა ხარო. მერე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა - მო­ნას­ტრის ეზო­ში ყვა­ვი­ლებს ვრგავ­დი, უცხო ბიჭ­მა მკი­თხა, მამა იო­სებს სად ვი­პო­ვიო. შევ­ხე­დე თუ არა, შე­მიყ­ვარ­და. გი­ორ­გი ჩვენ მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და, ჯა­რი­დან ახალ­ჩა­მო­სუ­ლი იყო. ბევრ სტუ­მარს მოვ­წონ­დი. მღვდელს ერ­თმა მდი­დარ­მა კაც­მა უთხრა, რომ გა­იზ­რდე­ბა ცო­ლად გა­მა­ტა­ნეო, მაგ­რამ ვამ­ბობ­დი, არ გავ­თხოვ­დე­ბი, მო­ნა­ზო­ნი უნდა გავ­ხდე-მეთ­ქი. გი­ორ­გი­საც მო­ვე­წო­ნე. გა­და­მიბ­რუ­ნა ტვი­ნი და ოჯა­ხის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტეთ. დე­და­მი­სი თავს იკ­ლავ­და, არ უნ­დო­და, მის შვილს ცო­ლად მო­ვეყ­ვა­ნე. მა­ინც გა­ვი­პა­რეთ და ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ჩემი ქმა­რი ელექტრი­კო­სად მუ­შა­ობ­და, ერთ წე­ლი­წად­ში გოგო შეგ­ვე­ძი­ნა... შარ­შან, ზამ­თარ­ში, გი­ორ­გი სო­ფელ­ში წა­ვი­და დე­დის სა­ნა­ხა­ვად და ჩვენ­თან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ერთხელ და­მი­რე­კა, ჩემი ტე­ლე­ფო­ნი არ იჭერს და სულ გა­მორ­თუ­ლი მაქ­ვსო. მერე გა­ვი­გე, ცოლი მო­უყ­ვა­ნია. მიგ­ვა­ტო­ვა მე და თა­მა­რი, უპატ­რო­ნოდ, ამ­ჯე­რად ჩვილ­თან ერ­თად დავ­რჩი. კი­დევ ერთხელ გამ­გა­დეს ბი­ნი­დან, დან­გრე­ულ შე­ნო­ბას ვა­ფა­რებ­დით თავს. რომ არ გა­ყი­ნუ­ლი­ყო, გულ­ზე ვი­ხუ­ტებ­დი. პა­ტა­რა თი­თე­ბი სულ ცივი ჰქონ­და... გა­დავ­წყვი­ტე, კარ­და­კარ მევ­ლო დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, პირ­ვე­ლად, საჭ­მლის ფული რომ მო­ვაგ­რო­ვე, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი... ერთი ოთა­ხიც ვი­ქი­რა­ვე... მერე თა­მა­რი რომ დამ­ძიმ­და, ბავ­შვით სი­ა­რუ­ლი გა­მი­ჭირ­და და ქუ­ჩა­ში დავ­დე­ქი. დი­ლით ადრე ვდგე­ბი, რომ კარ­გი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვო. მერე ქურ­თე­ბი გა­ვი­ცა­ნი და ახლა ბი­ნას ერ­თად ვქი­რა­ობთ...

- გი­ორ­გიმ შვი­ლი მი­ა­ტო­ვა. სა­სა­მარ­თლოს­თვის არ მი­გი­მარ­თავს?

- გი­ორ­გი გა­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე თვის წინ. ახლა ცო­ტას გვეხ­მა­რე­ბა. უკვე ორი ოჯა­ხი ჰყავს შე­სა­ნა­ხი. ვუყ­ვარ­ვარ, ვერ და­მი­ვი­წყა, მეც მიყ­ვარს...

- თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- იქ რა მინ­და? თან სა­ბუ­თე­ბი და პას­პორ­ტი არ მაქვს. თურ­ქუ­ლიც აღარ მახ­სოვს კარ­გად... ლინ­და მე­ნატ­რე­ბა ძა­ლი­ან, მაგ­რამ არ ვიცი, სად ან რო­გორ ვნა­ხო. მისი გვა­რიც კი არ ვიცი. ადრე რომ ვცხოვ­რობ­დით, იმ უბან­ში ხში­რად დავ­დი­ვარ, იმ იმე­დით, იქ­ნებ გა­მო­უშ­ვან ცი­ხი­დან და სად­მე შემ­ხვდეს. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბა ჩემი შვი­ლის გაც­ნო­ბა...

- ამ­ბო­ბენ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ბავ­შვებს ქუ­ჩა­ში ყუ­თებ­ში სძი­ნავ­თო... იც­ნობ მათ?

- ის სხვა "სას­ტა­ვია". ცოტა ქვე­მოთ "მუ­შა­ო­ბენ"...

გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­გო, რა ხდე­ბო­და "ქვე­მოთ". პა­ტა­რა "მა­წან­წა­ლე­ბის" ძებ­ნა­ში 10 წლამ­დე გო­გოს გა­და­ვა­წყდი. ცალ ხელ­ში მძი­ნა­რე თოთო ბავ­შვი ეჭი­რა, მე­ო­რე­თი ფე­ნო­ვან ხა­ჭა­პურს ჭამ­და. კი­თხვებს ცოტა შე­ში­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხობ­და, სა­ხე­ლი არ გა­ამ­ხი­ლა, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის მი­მართ პრო­ტეს­ტი არ და­მა­ლა.

- ავ­ტო­ბუ­სით თუ ვერ მო­ვას­წრებთ სახ­ლში წას­ვლას, აქ ვრჩე­ბით და მუ­ყა­ოს ყუ­თებ­ში ვი­ძი­ნებთ. დე­დას სულ ვე­ჩხუ­ბე­ბი, ტაქ­სით წაგ­ვიყ­ვა­ნე, გა­ი­ყი­ნე­ბი­ან ჩემი დები და ძმე­ბი-მეთ­ქი. ეს ქალი აღა­რა­ფერს მი­ჯე­რებს. დე­და­სა და დე­ი­დას ყო­ველ­დღე იცი, კი­დევ რაზე ვე­ჩხუ­ბე­ბი? პა­ტა­რებს ბა­ლა­ხე­ბის ნა­ხარშს ას­მე­ვენ და სულ სძი­ნავთ ან გაბ­რუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მე ვიცი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბის და­ლე­ვა. ერთხელ მე­ზო­ბე­ლი უყ­ვი­რო­და დე­დას, მაგ ბავ­შვს და­ა­დე­ბი­ლე­ბო.

- სად ცხოვ­რობთ?

- ვა­გონ­ში. ზამ­თარ­ში, 7 ბავ­შვს ერ­თად გვძი­ნავს, ღა­მით, გა­ყი­ნუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ვათ­ბობთ, ძა­ლი­ან გვცი­ვა... ზა­ფხუ­ლი მა­გა­რია, ხან არ "ვმუ­შა­ობთ" და ვერ­თო­ბით, ვწუ­წა­ობთ. მიყ­ვარს წყა­ლი, იცი, რო­გორ მინ­და "ბა­სე­ინ­ზე" ვი­ცუ­რაო, არ ვარ ნამ­ყო­ფი, შენ ყო­ფილ­ხარ "ბა­სე­ინ­ზე"? - მკი­თხა და დიდი, ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი შე­მო­მა­ნა­თა. ლა­მის ავ­ტირ­დი... ყელ­ში გა­ჩხე­რი­ლი უზარ­მა­ზა­რი ბურ­თი ძლივს რომ გა­დავყლა­პე, არა-მეთ­ქი, უნე­ბუ­რად ვუ­პა­სუ­ხე, პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში, მო­მინ­და სა­ცუ­რაო აუზი თვა­ლით არ მქო­ნო­და ნა­ნა­ხი... უცებ ხა­ლი­სი­ა­ნად გა­აგ­რძე­ლა სა­უ­ბა­რი, - აი, მე კი ამ ზა­ფხულს ფულს შე­ვაგ­რო­ვებ, ლა­მაზ "კუ­პალ­ნიკს" ვი­ყი­დი, წა­ვალ და ბევ­რს ვი­ცუ­რა­ვებ... ექი­მი გა­მო­ვალ და ისეთ წა­მალს გა­მო­ვი­გო­ნებ, ბავ­შვებს და­სა­ძი­ნებ­ლად რომ და­ა­ლე­ვი­ნე­ბენ, არ და­ა­დე­ბი­ლოს. ბევ­რი, ათა­სი კაბა და ფეხ­საც­მე­ლი მექ­ნე­ბა... ჩემ ძმებს მან­ქა­ნე­ბი უნ­დათ. მე სულ ტაქ­სე­ბით ვივ­ლი და ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა კა­ბას ჩა­ვიც­ვამ.

გო­გო­ნამ სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ ისურ­ვა. წა­მოხ­ტა და ჩვი­ლი ბავ­შვით ხელ­ში, ისე სწრა­ფად გა­იქ­ცა, შე­მე­შინ­და, არ წაქ­ცე­უ­ლი­ყო. ეს ორი გო­გო­ნა გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო - სხვებს, სა­უბ­რი­სა და გუ­ლის­გა­დაშ­ლის სურ­ვი­ლიც კი არ გას­ჩე­ნი­ათ. ამის არც დრო ჰქონ­დათ, არც პი­რო­ბე­ბი და არც გან­წყო­ბა - პა­ტა­რა მა­წან­წა­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი ლუკ­მა­პუ­რის შოვ­ნაა. მათ ყო­ველ­დღე ქუ­ჩა­ში უწევთ ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის და მხო­ლოდ ღა­მით, როცა სი­ცი­ვე და ნა­ხევ­რადმში­ე­რი კუჭი არ აძი­ნებთ, ოც­ნე­ბო­ბენ, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩე­ვენ, რო­გორ მან­ქა­ნას იყი­დი­ან, რამ­დე­ნი კაბა ექ­ნე­ბათ და რო­გორ იცუ­რა­ვე­ბენ აუზ­ში...

ანა ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

emigranti
0

რაცხა მთლად მართალს არ გავს. ქართველმა ჩამოიყვანა 11 წლის ბავშვი და 2 წელში გვარიც ვერ გაიგოოოო დაიჟირენ და ვერაფერი ვერ გაიგო??? მეორემ მინასტერში მიიყვანა და აღარც ისინი დაინტერესდენ ბავშვის ბედიტ??? და კიდევ ტუ ასეთი ბავშვები ბევრია საქართველოში რაღა ოჯახებიდან გაყავთ ეს ბავშვები მაგენის პირობების მოგვარებაზე იზრუნონ არა სამტავროებებმა და ტუ გინდა მტავრობამ ის არ ჯობია???? ტუ ამერიკა ასეთ ბავშვებისთვის ფულს არ ურიცხავტ??? რაცხა ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რაზე ოცნებობენ მაწანწალა ბავშვები

როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რაზე ოცნებობენ მაწანწალა ბავშვები

ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად, ყველა პატარას აქვს უფლება, ჰქონდეს სახლი, ხელმისაწვდომი განათლება... სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ბავშვის უფლებები ილახება - მეტროში, თბილისის ქუჩებში არაერთი ხელგაწვდილი პატარა შეგხვდებათ. დედაქალაქში, ადგილობრივებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიიდან და მოლდოვადან ჩამოსულ პატარა მაწანწალებსაც გადააწყდებით. "ვერსია" დაინტერესდა, რა პირობებში უწევთ მიუსაფარ ბავშვებს ცხოვრება, როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რას აპირებენ მომავალში... გოგონა, რომელმაც გვთხოვა, ჩემს ვინაობას თუ არ გაამხელთ, გაგესაუბრებითო, თურქეთიდანაა ჩამოსული. ქართულად საკმაოდ კარგად ლაპარაკობს, მშობლიური თურქული კი, როგორც გამოგვიტყდა, აღარც ახსოვს.

- საქართველოში რომ ჩამოვედი 11 წლის ვიყავი. იქ ძმები საშინლად მექცეოდნენ, მამა არ მყავდა, დედა კი, ატირებულს თუ დამინახავდა, მეჩხუბებოდა. მეზობლად, ერთ კაფეში ქართველი ქალი მუშაობდა. სახლში რომ მცემდნენ, მასთან გავრბოდი, ვეხუტებოდი და ვქვითინებდი. ლინდა ამბობდა, ჩვენთან კეთილი ხალხი ცხოვრობსო. ვიფიქრე, აქ თუ ჩამოვიდოდი, ყველა ჩამეხუტებოდა და შემიყვარებდა. საქართველოში მინდა-მეთქი, სულ ვეუბნებოდი. ჩუმად გადამიღო ფოტო, საბუთები გამიკეთა და წამომიყვანა. თბილისში კაფე გახსნა, სადაც ერთად ვმუშაობდით და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. მალე ქართულიც ვისწავლე, ის ქალი კი დედაზე მეტად მიყვარს.

- ახლა სადაა ის ქალბატონი, აღარ გპატრონობს?

- 5 წლის წინ დაიჭირეს. თურქეთიდან საქართველოში რომ ბრუნდებოდა, საზღვარზე დააკავეს. მერე, ვიღაც კაცებმა კაფე დახურეს, სახლიდანაც გამაგდეს. თანხა, რომელიც შემომრჩა, თბილისში 1 კვირაც არ მეყოფოდა. ვიცოდი, სოფლებში სახლებს ძალიან იაფად აქირავებდნენ. მატარებლით ქართლში წავედი. სახლის ძებნაში, რამდენიმე ღამის გათევა ავტობუსის გაჩერებაზე მომიწია. ერთ საღამოს, ქურთუკში რომ გავეხვიე და დასაძინებლად მოვემზადე, მოხუცი ქალი მოვიდა გამომკითხა ყველაფერი და შინ წამიყვანა, შემწვარი კარტოფილით და ღორის ხორცით გამიმასპინძლდა. არ მშიოდა, მაგრამ მაინც ვჭამე. მაშინ მუსულმანი ვიყავი, მაგრამ რაც გემრიელი იყო, ყველაფერს ვჭამდი. ამ ქალმა შემიფარა, დიდხანს მელაპარაკა იესო ქრტსტეზე. მითხრა, მონასტერში მიგიყვან, გაგზრდიან, გზაზე დაგაყენებენ და მერე თვითონ გადაწყვეტ, რას იზამო. მეორე დღეს, უთენია წავედით მონასტერში. დედა თეკლასთან მიმიყვანა და დამემშვიდობა. მაშინ უკვე 13 წლის ვიყავი. ლინდა მენატრებოდა, სულ ვტიროდი. დედაც მენატრებოდა...

- მონასტერში იმიტომ წაყევი, ქუჩაში ცხოვრება არ გინდოდა თუ იესოს შესახებ მისმა ნაამბობმა იმოქმედა შენზე?

- ერთიც და მეორეც... დიდმარხვის ბოლო დღეს, ტაძარში 4 ქალი მონაზვნად უნდა აღეკვეცათ. წინამძღვარს ვთხოვე და რიტუალზე დასწრების უფლება მომცა. იცით, როგორ იმოქმედა ჩემზე იმ საღამომ? ბევრი ვიტირე, თითქოს ხელახლა დავიბადე... გადავწყვიტე ქრისტიანად მოვნათლულიყავი. მონაზვნობაც მინდოდა. მოძღვარმა შავი ტანსაცმელი ჩამაცვა, მაგრამ მითხრა, მონაზვნობა ადრეა, ჯერ პატარა ხარო. მერე ყველაფერი შეიცვალა - მონასტრის ეზოში ყვავილებს ვრგავდი, უცხო ბიჭმა მკითხა, მამა იოსებს სად ვიპოვიო. შევხედე თუ არა, შემიყვარდა. გიორგი ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა, ჯარიდან ახალჩამოსული იყო. ბევრ სტუმარს მოვწონდი. მღვდელს ერთმა მდიდარმა კაცმა უთხრა, რომ გაიზრდება ცოლად გამატანეო, მაგრამ ვამბობდი, არ გავთხოვდები, მონაზონი უნდა გავხდე-მეთქი. გიორგისაც მოვეწონე. გადამიბრუნა ტვინი და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედამისი თავს იკლავდა, არ უნდოდა, მის შვილს ცოლად მოვეყვანე. მაინც გავიპარეთ და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი ქმარი ელექტრიკოსად მუშაობდა, ერთ წელიწადში გოგო შეგვეძინა... შარშან, ზამთარში, გიორგი სოფელში წავიდა დედის სანახავად და ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. ერთხელ დამირეკა, ჩემი ტელეფონი არ იჭერს და სულ გამორთული მაქვსო. მერე გავიგე, ცოლი მოუყვანია. მიგვატოვა მე და თამარი, უპატრონოდ, ამჯერად ჩვილთან ერთად დავრჩი. კიდევ ერთხელ გამგადეს ბინიდან, დანგრეულ შენობას ვაფარებდით თავს. რომ არ გაყინულიყო, გულზე ვიხუტებდი. პატარა თითები სულ ცივი ჰქონდა... გადავწყვიტე, კარდაკარ მევლო დახმარების სათხოვნელად, პირველად, საჭმლის ფული რომ მოვაგროვე, ბედნიერი ვიყავი... ერთი ოთახიც ვიქირავე... მერე თამარი რომ დამძიმდა, ბავშვით სიარული გამიჭირდა და ქუჩაში დავდექი. დილით ადრე ვდგები, რომ კარგი ადგილი დავიკავო. მერე ქურთები გავიცანი და ახლა ბინას ერთად ვქირაობთ...

- გიორგიმ შვილი მიატოვა. სასამართლოსთვის არ მიგიმართავს?

- გიორგი გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ. ახლა ცოტას გვეხმარება. უკვე ორი ოჯახი ჰყავს შესანახი. ვუყვარვარ, ვერ დამივიწყა, მეც მიყვარს...

- თურქეთში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?

- იქ რა მინდა? თან საბუთები და პასპორტი არ მაქვს. თურქულიც აღარ მახსოვს კარგად... ლინდა მენატრება ძალიან, მაგრამ არ ვიცი, სად ან როგორ ვნახო. მისი გვარიც კი არ ვიცი. ადრე რომ ვცხოვრობდით, იმ უბანში ხშირად დავდივარ, იმ იმედით, იქნებ გამოუშვან ციხიდან და სადმე შემხვდეს. ძალიან გაუხარდება ჩემი შვილის გაცნობა...

- ამბობენ, რუსთაველის გამზირზე ბავშვებს ქუჩაში ყუთებში სძინავთო... იცნობ მათ?

- ის სხვა "სასტავია". ცოტა ქვემოთ "მუშაობენ"...

გადავწყვიტე, გამეგო, რა ხდებოდა "ქვემოთ". პატარა "მაწანწალების" ძებნაში 10 წლამდე გოგოს გადავაწყდი. ცალ ხელში მძინარე თოთო ბავშვი ეჭირა, მეორეთი ფენოვან ხაჭაპურს ჭამდა. კითხვებს ცოტა შეშინებული პასუხობდა, სახელი არ გაამხილა, თუმცა საკუთარი ოჯახის მიმართ პროტესტი არ დამალა.

- ავტობუსით თუ ვერ მოვასწრებთ სახლში წასვლას, აქ ვრჩებით და მუყაოს ყუთებში ვიძინებთ. დედას სულ ვეჩხუბები, ტაქსით წაგვიყვანე, გაიყინებიან ჩემი დები და ძმები-მეთქი. ეს ქალი აღარაფერს მიჯერებს. დედასა და დეიდას ყოველდღე იცი, კიდევ რაზე ვეჩხუბები? პატარებს ბალახების ნახარშს ასმევენ და სულ სძინავთ ან გაბრუებულები არიან. მე ვიცი, რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცების დალევა. ერთხელ მეზობელი უყვიროდა დედას, მაგ ბავშვს დაადებილებო.

- სად ცხოვრობთ?

- ვაგონში. ზამთარში, 7 ბავშვს ერთად გვძინავს, ღამით, გაყინულები ერთმანეთს ვათბობთ, ძალიან გვცივა... ზაფხული მაგარია, ხან არ "ვმუშაობთ" და ვერთობით, ვწუწაობთ. მიყვარს წყალი, იცი, როგორ მინდა "ბასეინზე" ვიცურაო, არ ვარ ნამყოფი, შენ ყოფილხარ "ბასეინზე"? - მკითხა და დიდი, ლამაზი თვალები შემომანათა. ლამის ავტირდი... ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი ძლივს რომ გადავყლაპე, არა-მეთქი, უნებურად ვუპასუხე, პირველად ცხოვრებაში, მომინდა საცურაო აუზი თვალით არ მქონოდა ნანახი... უცებ ხალისიანად გააგრძელა საუბარი, - აი, მე კი ამ ზაფხულს ფულს შევაგროვებ, ლამაზ "კუპალნიკს" ვიყიდი, წავალ და ბევრს ვიცურავებ... ექიმი გამოვალ და ისეთ წამალს გამოვიგონებ, ბავშვებს დასაძინებლად რომ დაალევინებენ, არ დაადებილოს. ბევრი, ათასი კაბა და ფეხსაცმელი მექნება... ჩემ ძმებს მანქანები უნდათ. მე სულ ტაქსებით ვივლი და ყოველდღე სხვადასხვა კაბას ჩავიცვამ.

გოგონამ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა. წამოხტა და ჩვილი ბავშვით ხელში, ისე სწრაფად გაიქცა, შემეშინდა, არ წაქცეულიყო. ეს ორი გოგონა გამონაკლისი იყო - სხვებს, საუბრისა და გულისგადაშლის სურვილიც კი არ გასჩენიათ. ამის არც დრო ჰქონდათ, არც პირობები და არც განწყობა - პატარა მაწანწალების მთავარი საფიქრალი ლუკმაპურის შოვნაა. მათ ყოველდღე ქუჩაში უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის და მხოლოდ ღამით, როცა სიცივე და ნახევრადმშიერი კუჭი არ აძინებთ, ოცნებობენ, რა პროფესიას აირჩევენ, როგორ მანქანას იყიდიან, რამდენი კაბა ექნებათ და როგორ იცურავებენ აუზში...

ანა ბეშიტაიშვილი

გაზეთი "ვერსია"

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა - იგი კლინიკაში გადაიყვანეს

"გუკა ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მონასტერში გაშვებას ითხოვს, რაზეც უარი ეთქვა" - "ტვ პირველი"

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო