პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასარგებლო პროდუქტების ტოპ-ათეული
სასარგებლო პროდუქტების ტოპ-ათეული

"ოჯა­ხის მკურ­ნალ­მა" გა­და­წყვი­ტა, პა­სუ­ხი გა­ე­ცა კი­თხვა­ზე: "რო­მე­ლი საკ­ვე­ბია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო". ამ პრო­დუქ­ტე­ბის ღირ­სე­ბებ­ზე ხში­რად წე­რენ დი­ე­ტო­ლო­გე­ბი, იმუ­ნო­ლო­გე­ბი, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გე­ბი და სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მე­ბი. ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბის, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი­სა და ჯან­სა­ღი კვე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტთა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გთა­ვა­ზობთ ჩვენ მიერ შედ­გე­ნილ სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის ტო­პა­თე­ულს.

1. რძე

უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია, ამ­ტკი­ცე­ბენ მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ ძრო­ხის რძე ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია. ის გახ­ლავთ დ ვი­ტა­მი­ნი­სა და კალ­ცი­უ­მის ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი წყა­რო - სწო­რედ მათი წყა­ლო­ბით მაგრდე­ბა ძვლე­ბი და კბი­ლე­ბი. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ლაქ­ტო­ზუ­რი უკ­მა­რი­სო­ბით იტან­ჯე­ბი­ან და ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის რძის მი­ღე­ბის შემ­დეგ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მებს უჩი­ვი­ან. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო შემ­ცვლე­ლე­ბია ბრინ­ჯი­სა და სო­ი­ის რძე (ეს უკა­ნას­კნე­ლი უფრო ქა­ლე­ბის­თვი­საა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რად­გან ფი­ტო­ესტრო­გე­ნებს - ქა­ლუ­რი სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბის მცე­ნა­რე­ულ ანა­ლოგს - შე­ი­ცავს).

2. პო­მი­დო­რი

პო­მი­დო­რი ერთ-ერთი ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია. ის მდი­და­რია ა და ც ვი­ტა­მი­ნე­ბით, უჯრე­დი­სით, კი­ბოს საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, ლი­კო­პე­ნით. მისი მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია არა მარ­ტო ზა­ფხულ­ში, არა­მედ წლის სხვა პე­რი­ო­დებ­შიც.

3. ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი

ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი, მა­გა­ლი­თად, ორა­გუ­ლი, სა­სურ­ვე­ლია, კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც მი­ვირ­თვათ. ის მდი­და­რია ომე­გა-3 ცხიმმ­ჟა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გუ­ლის, სის­ხლძარ­ღვე­ბი­სა და თა­ვის ტვი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ცხი­მი­ა­ნი თევ­ზის­გან ლი­მო­ნით მზად­დე­ბა ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი გრილ­ზე.

4. ციტ­რუ­სე­ბი

ციტ­რუ­სე­ბი (ლი­მო­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, მან­და­რი­ნი, გრე­ი­პფ­რუ­ტი და სხვა) უპირ­ვე­ლე­სად იმით არის ცნო­ბი­ლი, რომ უხ­ვად შე­ი­ცავს ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას. სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სხვა პრო­დუქ­ტი, რომ­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მდი­და­რია ც ვი­ტა­მი­ნით. სა­მა­გი­ე­როდ, ციტ­რუ­სე­ბი უჯრე­დი­სის და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წყა­როა. მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა მათი წვე­ნიც.

5. ყა­ვის­ფე­რი ბრინ­ჯი

ყა­ვის­ფე­რი ბრინ­ჯი გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ვიდ­რე თეთ­რი. მას­ში უფრო მე­ტია ე და ბ6 ვი­ტა­მი­ნე­ბი, ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი, მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო, სპი­ლენ­ძი და თუ­თია. ყა­ვის­ფე­რი ბრინ­ჯი აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას და ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ურ და ონ­კო­ლო­გი­ურ პა­თო­ლო­გი­ებ­თან ბრძო­ლა­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

სასარგებლო პროდუქტების ტოპ-ათეული

სასარგებლო პროდუქტების ტოპ-ათეული

"ოჯახის მკურნალმა" გადაწყვიტა, პასუხი გაეცა კითხვაზე: "რომელი საკვებია ყველაზე სასარგებლო". ამ პროდუქტების ღირსებებზე ხშირად წერენ დიეტოლოგები, იმუნოლოგები, გასტროენტეროლოგები და სხვა სპეციალობის ექიმები. ინტერნეტმასალების, მედიცინის მუშაკებისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტთა რეკომენდაციების საფუძველზე გთავაზობთ ჩვენ მიერ შედგენილ სასარგებლო პროდუქტების ტოპათეულს.

1. რძე

უკვე მრავალი წელია, ამტკიცებენ მედიცინის სპეციალისტები, რომ ძროხის რძე ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ის გახლავთ დ ვიტამინისა და კალციუმის ყველაზე ხელმისაწვდომი წყარო - სწორედ მათი წყალობით მაგრდება ძვლები და კბილები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლაქტოზური უკმარისობით იტანჯებიან და ცხოველური წარმოშობის რძის მიღების შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს უჩივიან. ასეთი ადამიანებისთვის საუკეთესო შემცვლელებია ბრინჯისა და სოიის რძე (ეს უკანასკნელი უფრო ქალებისთვისაა რეკომენდებული, რადგან ფიტოესტროგენებს - ქალური სასქესო ჰორმონების მცენარეულ ანალოგს - შეიცავს).

2. პომიდორი

პომიდორი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და სასარგებლო პროდუქტია. ის მდიდარია ა და ც ვიტამინებით, უჯრედისით, კიბოს საპროფილაქტიკო და საწინააღმდეგო, დაბერების საწინააღმდეგო ნივთიერებებით, ლიკოპენით. მისი მიღება რეკომენდებულია არა მარტო ზაფხულში, არამედ წლის სხვა პერიოდებშიც.

3. ცხიმიანი თევზი

ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ორაგული, სასურველია, კვირაში ერთხელ მაინც მივირთვათ. ის მდიდარია ომეგა-3 ცხიმმჟავებით, რომლებიც აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თავის ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ცხიმიანი თევზისგან ლიმონით მზადდება ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი გრილზე.

4. ციტრუსები

ციტრუსები (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი და სხვა) უპირველესად იმით არის ცნობილი, რომ უხვად შეიცავს ასკორბინის მჟავას. სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა პროდუქტი, რომლებიც გაცილებით მდიდარია ც ვიტამინით. სამაგიეროდ, ციტრუსები უჯრედისის და ფოლიუმის მჟავას არაჩვეულებრივი წყაროა. მეტად სასარგებლოა მათი წვენიც.

5. ყავისფერი ბრინჯი

ყავისფერი ბრინჯი გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თეთრი. მასში უფრო მეტია ე და ბ6 ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მცენარეული ბოჭკო, სპილენძი და თუთია. ყავისფერი ბრინჯი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციურ და ონკოლოგიურ პათოლოგიებთან ბრძოლაში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს