საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, სოფლის მეურნეობის ვაუჩერების დარიგებას პირველი რიგის მიღწევად გამოკითხულთა 10% ასახელებს, მიღწევად - 14%; საყოველთაო დაზღვევას 5% პირველი რიგის მიღწევად ასახელებს, მიღწევად - 11%;
უფასო სკოლის სახელმძღვანელოებს პირველი რიგის მიღწევად გამოკითხულთა 5% ასახელებს, 11% - მიღწევად მიიჩნევს.;
გამოკითხულთა 4% პენსიების გაზრდას პირველი რიგის მიღწევად მიიჩნევს, 6% - მიღწევად;
"ნაციონალური მოძრაობის" მთავრობიდან წასვლას პირველი რიგის მიღწევად გამოკითხულთა 3% ასახელებს, ამავე რაოდენობის ადამიანი ამას მიღწევად მიიჩნევს.
მიღწევებს შორის დასახელდა: მართლმსაჯულება, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება, საზოგადოებაში შიშის არარსებობა, სოფლის მეურნეობა, უფასო ბაღები, სიტყვის თავისუფლება, გადასახადების შემცირება კომუნალური კომპანიებისთვის, დემოკრატიული არჩევნები, სასამართლო სისტემაში პრობლემების გადაჭრა, საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემების გადაჭრა, საყოველთაო ამნისტია, სოციალური პრობლემების გადაჭრა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.