პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაიწევა თუ არა საქართველოში საათი
გადაიწევა თუ არა საქართველოში საათი

"ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ზა­ფხუ­ლის დრო­ზე გა­და­ვე­დით, სწო­რად მი­მაჩ­ნია. გან­სხვა­ვე­ბა ევ­რო­პის­გან რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი უნდა გვქონ­დეს", - პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­დე­ბი­თი იყო და სა­მო­მავ­ლოდ სა­სა­ა­თო ზოლ­ში ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბა კი­დევ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით მარ­ტის ბოლო შა­ბათ დღეს სა­ა­თი 60 წუ­თით წინ, ოქ­ტომ­ბრის ბოლო შა­ბათს კი უკან იწე­ვა.

"ევ­რო­პას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ა­თობ­რივ­ზე მე­ტად გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­შო­რე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მაგ­რამ პი­რა­დად მე ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ზა­ფხუ­ლის დრო­ზე გა­და­ვე­დით, სწო­რად მი­მაჩ­ნია. გან­სხვა­ვე­ბა ევ­რო­პის­გან რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი უნდა გვქონ­დეს. ამ თვალ­საზ­რი­სით მი­მაჩ­ნია, რომ სა­კი­თხის დას­მა სწო­რია, თუმ­ცა არ ვიცი ამ სა­კი­თხის აღ­ძვრა ვის ეხე­ბა.

"თუ ევ­რო­პას ამ მხრი­ვაც უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, კარ­გი იქ­ნე­ბა. მათ­თან ერ­თად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ფარ­გლებ­ში ალ­ბათ ამა­ზეც მოგ­ვი­წევს გა­დას­ვლა", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ის ცვა­ლე­ბა­დო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას­თან იყო კავ­შირ­ში. მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო­ის გა­და­წე­ვა-გად­მო­წე­ვამ ბი­ო­ლო­გი­უ­რი დრო­დან სა­ერ­თოდ ამოგ­ვაგ­დო.

"ჩემი აზ­რით ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით ეს ხელს არ გვიშ­ლის, მაგ­რამ ჩვენ­თან პრობ­ლე­მაა ის, რომ დრო­ის სა­კი­თხი სა­ერ­თოდ აი­რია. ამ­დე­ნი გა­და­წე­ვა-გად­მო­წე­ვით რე­ა­ლუ­რი დრო­ის სივ­რცი­დან ამო­ვარ­დით. ამი­ტო­მაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ერთ დრო­ზე გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით.

"პირ­ველ რიგ­ში ჩვენ ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თი უნდა გან­ვსა­ზღვროთ, რომ­ლი­და­ნაც ამო­ვარ­დნი­ლე­ბი ვართ. ის რა­საც ევ­რო­პა აკე­თებს, ხე­ლოვ­ნუ­რია, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

"ჩემი აზ­რით, დროს­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­მუ­შაო დღის და­წყე­ბის სა­კი­თხიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბას 10.00 სთ-ის ნაც­ვლად 09.00-ზე მა­ინც უნდა იწყებ­დნენ, რო­გორც ეს ევ­რო­პა­შია. სა­მუ­შაო დღის და­სა­წყი­სი იქ 8-დან და 9 სთ-მდეა. ჩვენ­თან კი ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი მკვდა­რია.

"იმის­თვის, რომ ეს სა­კი­თხი გა­და­იჭ­რას, მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ კმა­რა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის შექ­მნაც, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და სხვა მრა­ვა­ლი. გა­რე­მოს მთლი­ა­ნი გა­და­წყო­ბა უნდა მოხ­დეს. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ეს ალ­ბათ უფრო დიდ არე­უ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს", - გა­ნა­ცხა­და ნინო ჩხო­ბა­ძემ.

ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი დრო­ის გა­და­წე­ვით გა­მოწ­ვე­ულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ადა­მი­ან­თა ორი კა­ტე­გო­რია არ­სე­ბობს. ე.წ. ტო­რო­ლებს და ბუ­ებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუთა რა­ო­დე­ნო­ბა სჭარ­ბობს.

"გა­მოთ­ვლი­ლია, რომ მთელს ქა­ლაქ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 1 წუთი გა­თიშ­ვა სა­ხელ­მწი­ფოს და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­გე­ბას აძ­ლევს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ზა­ფხუ­ლი­დან, რო­დე­საც მზე ადრე ამო­დის, დრო იმის­თვის გა­და­აქვთ, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ენერ­გია და­ი­ხარ­ჯოს. ზამ­თარ­ში კი პი­რი­ქით. შე­სა­ბა­მი­სად დრო­ის ეს გა­და­ნა­წი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კურ ფაქ­ტორ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ევ­რო­პა დღემ­დე ასე იქ­ცე­ვა, ორი დღეა ისი­ნი სა­გა­ზა­ფხუ­ლო დრო­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ეკო­ნო­მი­კის თვალ­საზ­რი­სით, დრო­ის ცვა­ლე­ბა­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს დიდ თან­ხებს უზო­გავს ბი­უ­ჯეტ­ში, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დრო­ის გა­და­ნაც­ვლე­ბა­ზე ღი­ზი­ან­დე­ბო­და ხოლ­მე.

"ასე­ვე იყო ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნი­და. თუმ­ცა ევ­რო­პა­ში ჩათ­ვა­ლეს, რომ სხვა პრობ­ლე­მებ­თან შე­და­რე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შე­იც­ვა­ლა.

"ზო­გა­დად არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა ორი კა­ტე­გო­რია: ტო­რო­ლა და ბუ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ბუს ტი­პის ადა­მი­ა­ნებ­მა იგ­დეს ხელთ. ყვე­ლა რეს­ტო­რა­ნი, ყვე­ლა გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი ეპი­ცენ­ტრში გვი­ან ღა­მით არის, ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­და­ცე­მე­ბი ასე­ვე არის გვი­ან, რის­თვის კეთ­დე­ბა ეს? ბუს რიტ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ტო­რო­ლე­ბიც ამ პრინ­ციპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

"შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­მუ­შაო დღე არ იწყე­ბა ძა­ლი­ან ადრე, თუმ­ცა ამის გა­და­წყო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ისე­ვე რო­გორც ტო­რო­ლე­ბის გა­და­წყო­ბა მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ცა­გა­რელ­მა.

თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გადაიწევა თუ არა საქართველოში საათი

გადაიწევა თუ არა საქართველოში საათი

"ის გადაწყვეტილება, რომ ზაფხულის დროზე გადავედით, სწორად მიმაჩნია. განსხვავება ევროპისგან რაც შეიძლება ნაკლები უნდა გვქონდეს", - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მიღებული ეს გადაწყვეტილება დადებითი იყო და სამომავლოდ სასაათო ზოლში ევროპასთან დაახლოება კიდევ იქნება შესაძლებელი.

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მარტის ბოლო შაბათ დღეს საათი 60 წუთით წინ, ოქტომბრის ბოლო შაბათს კი უკან იწევა.

"ევროპასთან მიმართებაში საათობრივზე მეტად გეოგრაფიული დაშორებაა მნიშვნელოვანი. მაგრამ პირადად მე ის გადაწყვეტილება, რომ ზაფხულის დროზე გადავედით, სწორად მიმაჩნია. განსხვავება ევროპისგან რაც შეიძლება ნაკლები უნდა გვქონდეს. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ საკითხის დასმა სწორია, თუმცა არ ვიცი ამ საკითხის აღძვრა ვის ეხება.

"თუ ევროპას ამ მხრივაც უფრო დავუახლოვდებით, კარგი იქნება. მათთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ალბათ ამაზეც მოგვიწევს გადასვლა", - უთხრა "რეზონანსს" ბერძენიშვილმა.

საქართველოში დროის ცვალებადობა ხელისუფლების ცვალებადობასთან იყო კავშირში. მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ წლების განმავლობაში დროის გადაწევა-გადმოწევამ ბიოლოგიური დროდან საერთოდ ამოგვაგდო.

"ჩემი აზრით ევროპასთან დაახლოების კუთხით ეს ხელს არ გვიშლის, მაგრამ ჩვენთან პრობლემაა ის, რომ დროის საკითხი საერთოდ აირია. ამდენი გადაწევა-გადმოწევით რეალური დროის სივრციდან ამოვარდით. ამიტომაც წინა ხელისუფლების დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთ დროზე გავჩერებულიყავით.

"პირველ რიგში ჩვენ ჩვენი ბიოლოგიური საათი უნდა განვსაზღვროთ, რომლიდანაც ამოვარდნილები ვართ. ის რასაც ევროპა აკეთებს, ხელოვნურია, რომელიც ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარეობს.

"ჩემი აზრით, დროსთან მიმართებაში სამუშაო დღის დაწყების საკითხიც მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობას 10.00 სთ-ის ნაცვლად 09.00-ზე მაინც უნდა იწყებდნენ, როგორც ეს ევროპაშია. სამუშაო დღის დასაწყისი იქ 8-დან და 9 სთ-მდეა. ჩვენთან კი ამ დროს ყველაფერი მკვდარია.

"იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას, მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება არ კმარა. აუცილებელია შესაბამისი გარემო პირობების შექმნაც, ტრანსპორტის მოძრაობა და სხვა მრავალი. გარემოს მთლიანი გადაწყობა უნდა მოხდეს. თუმცა ამ ეტაპზე ეს ალბათ უფრო დიდ არეულობას გამოიწვევს", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დროის გადაწევით გამოწვეულ გაღიზიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს. ე.წ. ტოროლებს და ბუებს შორის საქართველოში ბუთა რაოდენობა სჭარბობს.

"გამოთვლილია, რომ მთელს ქალაქში ელექტროენერგიის 1 წუთი გათიშვა სახელმწიფოს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის მოგებას აძლევს. აქედან გამომდინარე, გაზაფხულიდან, როდესაც მზე ადრე ამოდის, დრო იმისთვის გადააქვთ, რომ მინიმალური ენერგია დაიხარჯოს. ზამთარში კი პირიქით. შესაბამისად დროის ეს გადანაწილება ეკონომიკურ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

"ევროპა დღემდე ასე იქცევა, ორი დღეა ისინი საგაზაფხულო დროზე გადავიდნენ. ეკონომიკის თვალსაზრისით, დროის ცვალებადობა სახელმწიფოს დიდ თანხებს უზოგავს ბიუჯეტში, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოება დროის გადანაცვლებაზე ღიზიანდებოდა ხოლმე.

"ასევე იყო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა. თუმცა ევროპაში ჩათვალეს, რომ სხვა პრობლემებთან შედარებით ეკონომიკური ფაქტორი უფრო პრიორიტეტული იყო. საქართველოში კი საბჭოთა პერიოდიდან არსებული ტრადიცია წინა ხელისუფლების დროს შეიცვალა.

"ზოგადად არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: ტოროლა და ბუ. ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება ბუს ტიპის ადამიანებმა იგდეს ხელთ. ყველა რესტორანი, ყველა გასართობი ადგილი ეპიცენტრში გვიან ღამით არის, ყველაზე კარგი გადაცემები ასევე არის გვიან, რისთვის კეთდება ეს? ბუს რიტმის მქონე ადამიანებისთვის, რომლებმაც ტოროლებიც ამ პრინციპზე გადაიყვანეს.

"შესაბამისად, არც სამუშაო დღე არ იწყება ძალიან ადრე, თუმცა ამის გადაწყობა შესაძლებელია. ისევე როგორც ტოროლების გადაწყობა მოხდა", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია