პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყოველთაო დაზღვევის ხარვეზების გამო ექიმები პაციენტებს აღარ მიიღებენ?
საყოველთაო დაზღვევის ხარვეზების გამო ექიმები პაციენტებს აღარ მიიღებენ?

მე­დი­ცი­ნის მუ­შაკ­თა პროფ­კავ­ში­რე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯონი ჯა­ნა­ში­ას თქმით, ჯან­დაც­ვის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის პროგ­რა­მის გამო, შე­საძ­ლოა, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებ­მა თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ზე გული აიც­რუ­ონ. ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან მე­დი­ცი­ნის ის მუ­შა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რად­გან ექიმს ერთი პა­ცი­ენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში - 19 თეთ­რს, ხოლო ექთანს 11 თეთ­რს უხ­დი­ან.

კო­მენ­ტა­რის­თვის "ალია" ჯონი ჯა­ნა­ში­ას და­უ­კავ­შირ­და:

- და­ვი­წყოთ იმით, რომ სა­ყო­ველ­თაო და­ზღვვით დიდი საქ­მე გა­კეთ­და იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლე­ბის­თვი­საც კლი­ნი­კე­ბი­სა და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბის კა­რე­ბი და­კე­ტი­ლი იყო წლე­ბის მან­ძილ­ზე და ვერ ახერ­ხებ­დნენ კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტე­ბის შე­ძე­ნას, ეს კა­რე­ბი გა­იხ­სნა. მაგ­რამ მე­დალს აქვს მე­ო­რე მხა­რე, რამ­დე­ნად სწო­რად იყო გათ­ვლი­ლი ამ და­ზღვე­ვის ეკო­ნო­მი­კუ­რი მხა­რე­ე­ბი. ამ გა­უთ­ვლე­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ის, რაც ავად­მყო­ფის­თვის არის კარ­გი, ცუდი აღ­მოჩ­ნდა მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის. აქ სა­უ­ბა­რია ისეთ მცი­რე თან­ხებ­ზე, რომ­ლი­თაც ხდე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა და ვერ აღ­წევს იმ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს, ეს არ არის ის ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც უნდა ჰქონ­დეს უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულ სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მე­ლიც დღე­სა და ღა­მეს ას­წო­რებს და ავად­მყო­ფის გვერ­დით ტრი­ა­ლებს, მან იმ­დე­ნი ათე­უ­ლი ავად­მყო­ფი უნდა გა­სინ­ჯოს, რომ რა­ი­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი თან­ხა მა­ინც მი­ი­ტა­ნოს სახ­ლში.

- კი­დევ რა პრობ­ლე­მას აწყდე­ბი­ან ექი­მე­ბი?

- ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლებ­საც მე ვაჟ­ღე­რებ, თა­ვად ექი­მე­ბის­გან მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ერთ-ერ­თმა პო­ლიკ­ლი­ნი­კის ექიმ­მა მი­თხრა, მი­შას დროს ხელ­ფა­სი მქონ­და 200 ლარი, დღეს კი ამ სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის გამო 40 ლარი მაქ­ვსო. ან 200 ლარი რა არის და 40 ლარი რა იქ­ნე­ბა? რა ოჯა­ხი უნდა არ­ჩი­ნოს ამით? ის თან­ხა, რაც გა­მო­ი­ყო­ფა თითო პა­ცი­ენტზე და­ზღვე­ვის დროს, უნდა გა­ი­ყოს რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა­ზე: ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე, ექთან­ზე, თა­ვად ექიმ­ზე. და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მას ქმნის ის, რომ არა­ნა­ი­რი თან­ხა არ გა­მო­ი­ყო­ფა, როცა ექი­მის გა­მო­ძა­ხე­ბა ხდე­ბა. არ გა­მო­ი­ყო­ფა თან­ხა მათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე, ყვე­ლა­ფე­რი მისი გა­და­სახ­დე­ლია.

- ექი­მე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, და­ზღვე­ვის თან­ხა აგ­ვი­ა­ნებს ხოლ­მე, რაც სამ­სა­ხურ­ში პრობ­ლე­მებს გვიქ­მნი­სო.

- დიახ, ასეა ნამ­დვი­ლად. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ამის თა­ო­ბა­ზე. სა­ნამ ეს სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა და­ი­წყე­ბო­და, ერთ-ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­დათ. ახლა, როცა ეს სამ­შო­ბი­ა­რო სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა­ში ჩა­ერ­თო, თან­ხა მო­დის მას­თან ორი თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით. მე არ ვამ­ბობ, რომ ეს თან­ხა იკარ­გე­ბა, მაგ­რამ რო­დის ეს ხელ­ფა­სი გად­მო­ი­რი­ცხე­ბა... თან არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ამ ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გი­ერთ სამ­შო­ბი­ა­როს თან­ხა ადრე გად­მო­ე­რი­ცხოს, ზოგს – უფრო გვი­ან.

- ეს რის მი­ხედ­ვით ხდე­ბა? ეს ხომ არ არის ერ­თგვა­რი გა­რი­გე­ბა, თუ, მა­გა­ლი­თად, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­სა და კლი­ნი­კას შო­რის არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბა, რომ კონ­კრე­ტულ პა­ცი­ენტს გა­უგ­ზავ­ნის, შე­სა­ბა­მი­სად, "ში­ნა­ურ" კლი­ნი­კა­საც დრო­უ­ლად გა­და­უ­რი­ცხა­ვენ თან­ხას?

- ის, რომ კონ­კრე­ტულ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას აქვს მისი შვი­ლო­ბი­ლი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რა თქმა უნდა, თა­ვის შვი­ლო­ბილს რომ დრო­უ­ლად გა­და­უ­რი­ცხავს თან­ხას, ეს ცხა­დია. ადრე მი­უ­ვა თან­ხა მას, ვიდ­რე იმ კლი­ნი­კას რო­მელ­თა­ნაც არა­ნა­ი­რი "ნა­თე­სა­უ­რი" კავ­ში­რი არ გა­აჩ­ნია. აქ სა­მი­ნის­ტრომ უნდა გა­ამ­კაც­როს მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­კოტ­რე­ბის­კენ აი­ღე­ბენ გეზს, ექი­მე­ბი კი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, მუ­შა­ო­ბენ, მი­ა­ტო­ვე­ბენ კლი­ნი­კებს. ეს სა­კი­თხი ჩიხ­ში შევა და გარ­კვე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შე­დე­გამ­დე მივა.

და­ზღვე­ვა მუ­შა­ობს, ოღონდ ექი­მე­ბის ხარ­ჯზე, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ამო­სა­ვა­ლი არის პა­ცი­ენ­ტი, არის დიდი ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მე­ლიც გა­მოს­წო­რე­ბა­დია და მის გა­მოს­წო­რე­ბა­ში თან­ხა უნდა ჩა­ი­დოს. ეს არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც და­იძ­რა ად­გი­ლი­დან, ეს არის დიდი ლოდი, რო­მე­ლიც და­გორ­და და მისი გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რამ­დე­ნი­მე მე­ქა­ნიზ­მი უნდა იქ­ნას მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ პა­ცი­ენ­ტიც კმა­ყო­ფი­ლი იყოს და ექი­მიც, თა­ნა­გა­დახ­დაც უნდა და­იშ­ვას გარ­კვე­უ­ლი ხალ­ხის­თვის. იქ­ნებ შიგ­ნით მო­ი­ქე­ქოს რამე მე­ქა­ნიზ­მი, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი დას­რულ­დეს, თო­რემ შორს არაა ის დღე, როცა ექიმ­თან მო­ვი­დეს და­ზღვე­უ­ლი და მას ხელი არ მო­კი­დოს. მეც ექი­მი ვარ და თუ არ მაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია და სა­ფუძ­ვე­ლი, ჩემი ალ­ტრუ­იზ­მი და ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცი ბო­ლომ­დე არ მე­ყო­ფა. ექი­მი, რო­მე­ლიც გო­ნე­ბით ჩარ­თუ­ლია პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ სა­ღა­მოს სახ­ლში ვე­რა­ფე­რი მი­აქვს, მი­ა­ფურ­თხებს მე­დი­ცი­ნას, პა­ცი­ენტს არ მი­ი­ღებს და წავა კლი­ნი­კი­დან, ან სხვა რა­მეს მო­ი­ფიქ­რებს, რო­გორ მი­ი­ღოს ფული პა­ცი­ენ­ტის­გან.

- რო­გორც მახ­სოვს, სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რა­ღაც კო­მი­სია შექ­მნა. არ მუ­შა­ო­ბენ ამ სა­კი­თხზე?

- რა გი­თხრათ, ამ­დე­ნი თვე გა­ვი­და და ჯერ კი­დევ არ და­უ­ძა­ხი­ათ. შე­იძ­ლე­ბა, და­ი­წყო კი­დეც კო­მი­სი­ამ მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ არა­ვის და­უ­რე­კავს. ამ კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში უნდა გვე­სა­უბ­რა იმა­ზე, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო კო­რუფ­ცი­ის ელე­მენ­ტე­ბი, უკე­თე­სო­ბის­კენ წა­სუ­ლი­ყო ეს საქ­მე, მაგ­რამ ჯერ ვე­რა­ფერ სი­კე­თეს ვერ ვხე­დავ.

"ალი­ამ" და­ზღვე­ვის ჩრდი­ლო­ვა­ნი მხა­რე­ე­ბი­სა და კო­მი­სი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სცა­და. პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, თა­მარ ბო­დო­კი­ას, "მე­სი­ჯიც" მივ­წე­რეთ და რამ­დენ­ჯერ­მე და­ვუ­რე­კეთ, მაგ­რამ ზარი გაგ­ვი­თი­შა. ამი­ტომ სა­და­ზღვე­ვო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­თან, ირაკ­ლი ტა­ბა­ტა­ძეს­თან დავ­რე­კეთ, გვი­თხრა, ახლა არ მცა­ლია, საათ-ნა­ხე­ვარ­ში გი­პა­სუ­ხებ­თო, თუმ­ცა ამის შემ­დეგ, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე და­კავ­ში­რე­ბის მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

საყოველთაო დაზღვევის ხარვეზების გამო ექიმები პაციენტებს აღარ მიიღებენ?

საყოველთაო დაზღვევის ხარვეზების გამო ექიმები პაციენტებს აღარ მიიღებენ?

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტის, ჯონი ჯანაშიას თქმით, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის გამო, შესაძლოა, მედიცინის მუშაკებმა თავიანთ პროფესიაზე გული აიცრუონ. ამის მიზეზი ის არის, რომ არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან მედიცინის ის მუშაკები, რომლებიც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ემსახურებიან, რადგან ექიმს ერთი პაციენტის მომსახურებაში - 19 თეთრს, ხოლო ექთანს 11 თეთრს უხდიან.

კომენტარისთვის "ალია" ჯონი ჯანაშიას დაუკავშირდა:

- დავიწყოთ იმით, რომ საყოველთაო დაზღვვით დიდი საქმე გაკეთდა იმ თვალსაზრისით, რომ ათასობით ადამიანისთვის, რომლებისთვისაც კლინიკებისა და ამბულატორიების კარები დაკეტილი იყო წლების მანძილზე და ვერ ახერხებდნენ კერძო სადაზღვევო პაკეტების შეძენას, ეს კარები გაიხსნა. მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარე, რამდენად სწორად იყო გათვლილი ამ დაზღვევის ეკონომიკური მხარეები. ამ გაუთვლელობამ პრობლემები შექმნა იქიდან გამომდინარე, რომ ის, რაც ავადმყოფისთვის არის კარგი, ცუდი აღმოჩნდა მედპერსონალისთვის. აქ საუბარია ისეთ მცირე თანხებზე, რომლითაც ხდება დაფინანსება და ვერ აღწევს იმ საარსებო მინიმუმს, ეს არ არის ის ხელფასი, რომელიც უნდა ჰქონდეს უმაღლესდამთავრებულ სპეციალისტს, რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს და ავადმყოფის გვერდით ტრიალებს, მან იმდენი ათეული ავადმყოფი უნდა გასინჯოს, რომ რაიმე ხელშესახები თანხა მაინც მიიტანოს სახლში.

- კიდევ რა პრობლემას აწყდებიან ექიმები?

- ყველა ინფორმაცია, რომლებსაც მე ვაჟღერებ, თავად ექიმებისგან მაქვს მიღებული. ერთ-ერთმა პოლიკლინიკის ექიმმა მითხრა, მიშას დროს ხელფასი მქონდა 200 ლარი, დღეს კი ამ საყოველთაო დაზღვევის გამო 40 ლარი მაქვსო. ან 200 ლარი რა არის და 40 ლარი რა იქნება? რა ოჯახი უნდა არჩინოს ამით? ის თანხა, რაც გამოიყოფა თითო პაციენტზე დაზღვევის დროს, უნდა გაიყოს რამდენიმე პიროვნებაზე: ლაბორატორიაზე, ექთანზე, თავად ექიმზე. დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ არანაირი თანხა არ გამოიყოფა, როცა ექიმის გამოძახება ხდება. არ გამოიყოფა თანხა მათ ტრანსპორტირებაზე, ყველაფერი მისი გადასახდელია.

- ექიმები იმასაც ამბობენ, დაზღვევის თანხა აგვიანებს ხოლმე, რაც სამსახურში პრობლემებს გვიქმნისო.

- დიახ, ასეა ნამდვილად. მე შემიძლია გითხრათ კონკრეტული ფაქტი ამის თაობაზე. სანამ ეს საყოველთაო დაზღვევა დაიწყებოდა, ერთ-ერთ სამშობიაროში ნორმალური ანაზღაურება ჰქონდათ. ახლა, როცა ეს სამშობიარო საყოველთაო დაზღვევაში ჩაერთო, თანხა მოდის მასთან ორი თვის დაგვიანებით. მე არ ვამბობ, რომ ეს თანხა იკარგება, მაგრამ როდის ეს ხელფასი გადმოირიცხება... თან არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ეკონომიკური გათვლებიდან გამომდინარე, ზოგიერთ სამშობიაროს თანხა ადრე გადმოერიცხოს, ზოგს – უფრო გვიან.

- ეს რის მიხედვით ხდება? ეს ხომ არ არის ერთგვარი გარიგება, თუ, მაგალითად, სადაზღვევო კომპანიასა და კლინიკას შორის არსებობს ურთიერთშეთანხმება, რომ კონკრეტულ პაციენტს გაუგზავნის, შესაბამისად, "შინაურ" კლინიკასაც დროულად გადაურიცხავენ თანხას?

- ის, რომ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას აქვს მისი შვილობილი მართვის ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, თავის შვილობილს რომ დროულად გადაურიცხავს თანხას, ეს ცხადია. ადრე მიუვა თანხა მას, ვიდრე იმ კლინიკას რომელთანაც არანაირი "ნათესაური" კავშირი არ გააჩნია. აქ სამინისტრომ უნდა გაამკაცროს მაკონტროლებელი მექანიზმები. ასეთ მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოები გაკოტრებისკენ აიღებენ გეზს, ექიმები კი, რომლებიც წლებია, მუშაობენ, მიატოვებენ კლინიკებს. ეს საკითხი ჩიხში შევა და გარკვეული ინფრასტრუქტურული დარღვევების შედეგამდე მივა.

დაზღვევა მუშაობს, ოღონდ ექიმების ხარჯზე, რადგან ამ შემთხვევაში ამოსავალი არის პაციენტი, არის დიდი ხარვეზები, რომელიც გამოსწორებადია და მის გამოსწორებაში თანხა უნდა ჩაიდოს. ეს არის პროცესი, რომელიც დაიძრა ადგილიდან, ეს არის დიდი ლოდი, რომელიც დაგორდა და მისი გაჩერება შეუძლებელია. რამდენიმე მექანიზმი უნდა იქნას მოფიქრებული, რომ პაციენტიც კმაყოფილი იყოს და ექიმიც, თანაგადახდაც უნდა დაიშვას გარკვეული ხალხისთვის. იქნებ შიგნით მოიქექოს რამე მექანიზმი, რომ ანალოგიური პრობლემები დასრულდეს, თორემ შორს არაა ის დღე, როცა ექიმთან მოვიდეს დაზღვეული და მას ხელი არ მოკიდოს. მეც ექიმი ვარ და თუ არ მაქვს ეკონომიკური მოტივაცია და საფუძველი, ჩემი ალტრუიზმი და ჰიპოკრატეს ფიცი ბოლომდე არ მეყოფა. ექიმი, რომელიც გონებით ჩართულია პაციენტის განკურნებაზე, მაგრამ საღამოს სახლში ვერაფერი მიაქვს, მიაფურთხებს მედიცინას, პაციენტს არ მიიღებს და წავა კლინიკიდან, ან სხვა რამეს მოიფიქრებს, როგორ მიიღოს ფული პაციენტისგან.

- როგორც მახსოვს, სადაზღვევო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ჯანდაცვის სამინისტრომ რაღაც კომისია შექმნა. არ მუშაობენ ამ საკითხზე?

- რა გითხრათ, ამდენი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ დაუძახიათ. შეიძლება, დაიწყო კიდეც კომისიამ მუშაობა, მაგრამ არავის დაურეკავს. ამ კომისიის ფარგლებში უნდა გვესაუბრა იმაზე, რომ არ ყოფილიყო კორუფციის ელემენტები, უკეთესობისკენ წასულიყო ეს საქმე, მაგრამ ჯერ ვერაფერ სიკეთეს ვერ ვხედავ.

"ალიამ" დაზღვევის ჩრდილოვანი მხარეებისა და კომისიის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ჯანდაცვის სამინისტროში სცადა. პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თამარ ბოდოკიას, "მესიჯიც" მივწერეთ და რამდენჯერმე დავურეკეთ, მაგრამ ზარი გაგვითიშა. ამიტომ სადაზღვევო დეპარტამენტის უფროსთან, ირაკლი ტაბატაძესთან დავრეკეთ, გვითხრა, ახლა არ მცალია, საათ-ნახევარში გიპასუხებთო, თუმცა ამის შემდეგ, მთელი დღის მანძილზე დაკავშირების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია