საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აუქმებენ ბაგა-ბაღებში ხატების კუთხეს?
რატომ აუქმებენ ბაგა-ბაღებში ხატების კუთხეს?

რა მი­ზე­ზით აუქ­მე­ბი­ნე­ბენ ბაგა-ბა­ღებ­ში სა­ლო­ცავ კუ­თხე­ებს, რა­ტომ ჩა­მო­ახ­სნე­ვი­ნეს დი­რექ­ტო­რებ­სა და პე­და­გო­გი­ურ კო­ლექ­ტივს ხა­ტე­ბი სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა? რე­დაქ­ცი­ა­ში ვა­კის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთი სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლის მშო­ბე­ლი დაგ­ვი­კავ­შირ­და. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდა დე­დამ გვი­ამ­ბო, რომ იმ ბაღ­ში, სა­დაც მისი 5 წლის გო­გო­ნა და­დის, პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად, რუ­დუ­ნე­ბით მო­ა­წყო, გა­ა­უქ­მეს. მი­ზე­ზი?! სხვა მრწამ­სის მქო­ნე ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა(?!). თემა აშ­კა­რად სენ­სი­ტი­უ­რი და დე­ლი­კა­ტუ­რია, ვე­რა­ფერს ვი­ტყვით. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბი­ჯებ­ზე უზარ­მა­ზარ შიშს წა­ვა­წყდით და­ჭყე­ტი­ლი თვა­ლე­ბით(!). აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პე­და­გო­გი წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­ზე, დი­რექ­ტო­რე­ბის მხრი­დან კო­მენ­ტარ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი აღ­მოჩ­ნდა. ფაქ­ტის შემ­სწრე მშო­ბე­ლი, შვი­ლის გამო გვარს არ ასა­ხე­ლებს და სურს, ინ­კოგ­ნი­ტო წყა­როდ დარ­ჩეს(!). თუმ­ცა, მან მოგ­ვცა ჩა­მოხ­სნი­ლი ხა­ტე­ბის ფოტო, რო­მელ­საც აქვე ვბეჭ­დავთ.

"ეს თემა ახა­ლი აგო­რე­ბუ­ლი ჭო­რე­ბია... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ იმ მშობ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ში? სა­ერ­თოდ, სკო­ლამ­დე­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბის მე­თო­დუ­რი მუ­შა­ო­ბა და­ყო­ფი­ლია სექ­ცი­ე­ბად, რე­ლი­გია არ შე­დის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში. ისე, დი­რექ­ტო­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა, უნდა გა­მო­ყოფს ხა­ტე­ბის წინ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხეს, უნდა არა", - მიხ­სნის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს სა­ა­გენ­ტო­ში მი­სულს... "ბა­ტონ რა­მაზ­თან (მათ უფ­როს­ზე, სუ­ლა­მა­ნი­ძე­ზეა სა­უ­ბა­რი, - თ.მ.) შეს­ვლას კი აზრი არ აქვს, ჩვენ მა­სე­თი ფაქ­ტე­ბი არ გვაქვს", - გა­მო­მი­ცხა­და სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის ბა­ღე­ბის კუ­რა­ტორ­მა...

ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში, სა­მი­დან ექვს წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის, "მა­მაო ჩვე­ნო", "ამინ" და "უფა­ლო შეგ­ვი­წყა­ლენ" არა მგო­ნია, უცხო ხილი იყოს. სი­კე­თის ქმნა, მშობ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, არა - ქურ­დო­ბა­სა და მცო­ნა­რო­ბას, უფ­რო­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, სწო­რედ ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სწო­რი ფუნ­და­მენ­ტია, რაც მო­მავ­ლის მყა­რი და ძლი­ე­რი სა­ძირ­კვლის გა­რან­ტი­ას მოგ­ვცემს.

ჩვენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­ტა­ნა გა­დავ­წყვი­ტეთ. კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძეს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" თავ­მჯდო­მა­რეს, გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძეს და მამა ელიზ­ბარს (დი­ა­კო­ნი­ძე).

გია ბურ­ჯა­ნა­ძე:

- ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკვე რამ­დე­ნი­მე მშო­ბე­ლი დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­თხრა, რომ ბაგა-ბა­ღებ­ში სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნიშ­ვნე­ბი გა­მოთ­ქვეს, არა­ნა­ი­რი ხა­ტე­ბი და სა­ლო­ცა­ვი კუ­თხე­ე­ბი ჯგუ­ფებ­ში არ და­ვი­ნა­ხო­თო. მი­ზე­ზად სხვა ეროვ­ნე­ბის ბავ­შვე­ბი და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ, რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბა, და­ი­ჩაგ­რე­ბი­ა­ნო. მე არ ვე­თან­ხმე­ბი მათ მო­საზ­რე­ბას. მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, თუ პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში­ვე და­ი­წყე­ბა დევ­ნა მრწამ­სი­სა, ვი­ღა­ცა, არ მე­რი­დე­ბა და, უნა­მუ­სო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­გან, ეს იქ­ნე­ბა მარ­თლა უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვა ქარ­თვე­ლი ერი­სა და ქარ­თვე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლი­სა. არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი ქმე­დე­ბა არ მი­ნა­ხავს და არ გა­მი­გია...

- ხართ თუ არა საქ­მის კურ­სში თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა რე­ლი­გი­უ­რი წარ­მო­შო­ბის აღ­საზ­რდე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე?

- ჩვენ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ მო­ნი­ტო­რინ­გი, მშობ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი ბავ­შვე­ბი უიშ­ვი­ა­თე­სია ქარ­თულ ბა­ღებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ ამ სა­კი­თხით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ეს მოქ­მე­დე­ბა არის შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­დე­ბუ­ლი თეს­ლი სა­ჭი­რო ად­გი­ლას, რაც მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვცემს ცუდ ნა­ყოფს. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩვენ სა­პატ­რი­არ­ქო ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში. გა­მო­ით­ქვა აზრი, რომ ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა ამ ფორ­მით ასე­თი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა და უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან და სა­პატ­რი­არ­ქოს­თან. აქ­ცენ­ტი­რე­ბა და ფო­კუ­სი­რე­ბა სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან იმა­ზე, რომ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხის არ­სე­ბო­ბით ვი­ღა­ცას ვთრგუ­ნავთ, არას­წო­რია.

- სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის აზრი თუ არის თქვენ­თვის ცნო­ბი­ლი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით?

- უმ­რავ­ლე­სო­ბა დი­რექ­ტო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ისე­თია, რო­გო­რიც თბი­ლი­სის ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­სი. ანუ მამა-მარ­ჩე­ნალ არ­ქი­ფოს უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლო­თო... მო­გი­წო­დებთ, გთხოვთ, ნუ და­თე­სავთ შუღლსა და და­პი­რის­პი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით ამ თე­მის პრო­ვო­ცი­რე­ბა მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია...

აქვე შევ­ნიშ­ნავ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ლა­პა­რა­კოთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­სე­ბულ მე­თო­დი­კა­ზე. ჩვე­ნი ადათ-წე­სე­ბი, ტრა­დი­ცია, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი არის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სი­ახ­ლე უნდა მოხ­დეს თან­და­თა­ნო­ბით და პე­რი­ო­დუ­ლად, რათა ავი­ცი­ლოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკუ­რე­აქ­ცია. სა­უ­ბე­დუ­როდ, სურ­ვი­ლი გვაქვს, დავ­ნერ­გოთ ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი და გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ვართ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი...

გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძე:

- რამ­დე­ნად უნდა იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი რე­ლი­გი­ურ თე­მა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი, ეს სხვა თე­მაა. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი თე­მე­ბის გა­მო­ხატ­ვა არა მგო­ნია, სა­სურ­ვე­ლი იყოს, მაგ­რამ ზო­გა­დად, ნორ­მის შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი. კა­ნონ­ში არ­სად არ წე­რია, რომ სამ­ლოც­ვე­ლო, ან ხა­ტე­ბის კუ­თხის არ­სე­ბო­ბა იყოს აკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა სწო­რი. არ მი­მაჩ­ნია გა­მარ­თლე­ბუ­ლად სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­საზ­რდელს მო­ახ­ვიო თავს ამა თუ იმ რე­ლი­გი­ის მრწამ­სი, სა­დაც არა­მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ბავ­შვე­ბიც და­დი­ან... სჯო­ბია, ეს თე­მა­ტი­კა არ იყოს აქ­ტი­უ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი.

მამა ელიზ­ბა­რი:

- დღეს, ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მრწამ­სის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის, ზნე­ო­ბის ამოშ­ლა, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ხდე­ბა. მიხ­ვდნენ, რომ სა­ტა­ნის მიდ­მე­ვა­რი ია­ნუ­სი, მოზ­რდილ და უფ­როს თა­ო­ბა­ში ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს. ამი­ტო­მაც, ახლა სწო­რედ იქ დაგ­ვე­ტა­კა, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნა­ტი­ფია აზ­როვ­ნე­ბა, ანუ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში. ვის უშ­ლის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ხელს? ჯერ კი­დევ იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი კახა ლო­მა­ი­ას დროს და­ი­წყო წი­თე­ლი კუ­თხე­ე­ბის ნაც­ვლად აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი წმ. კუ­თხე­თა მოშ­ლა... სარ­ჩუ­ლად სხვა მრწამ­სის ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას იმი­ზე­ზებ­დნენ... შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერთი-ორი იე­ღო­ვე­ლი, კა­თო­ლი­კე ან მუს­ლი­მა­ნი იყოს ჯგუფ­ში, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ბავ­შვებს რა­ტომ ულა­ხა­ვენ უფ­ლე­ბას? მახ­სოვს, სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი სა­განს "რე­ლი­გია და კულ­ტუ­რა". კლას­ში ტყუ­პი იბ­რა­გიმო­ვე­ბი მყავ­დნენ. იცით, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით სწავ­ლობ­დნენ? აინ­ტე­რე­სებ­დათ სა­გა­ნი...

- სა­გან­ზე გა­მახ­სერ­და, ახა­ლი მე­თო­დუ­რი თა­მა­შე­ბია სკო­ლამ­დელ სის­ტე­მა­ში და­ნერ­გი­ლი. მა­გა­ლი­თად, აღ­მზრდე­ლი ბავ­შვებ­თან ერ­თად ერთ-ერთ აღ­საზ­რდელს სკამ­ზე და­ა­ბამს, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ – ახ­სნის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკეთ შეგ­რძნე­ბი­სა და და­ფა­სე­ბის­თვის(!)...

- თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეც­ნო­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­თო­დე­ბი აქვს ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ აზ­როვ­ნე­ბას, უკე­თე­სე­ბი, მერ­წმუ­ნეთ, ვიდ­რე სკამ­ზე დაბ­მა და მერე ახ­სნაა. გა­და­ე­ცით მა­ვანთ ჩემ­გან, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერს გამ­ხდიდ­ნენ, თუკი მაგ სის­ტე­მის დამ­ნერ­გავ­ნი და­ი­ბამ­დნენ სა­კუ­თარ თა­ვებს სკა­მებ­ზე, თა­ნაც ისე, რომ ვე­ღა­რა­სო­დეს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ.

თა­მუ­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რატომ აუქმებენ ბაგა-ბაღებში ხატების კუთხეს?

რატომ აუქმებენ ბაგა-ბაღებში ხატების კუთხეს?

რა მიზეზით აუქმებინებენ ბაგა-ბაღებში სალოცავ კუთხეებს, რატომ ჩამოახსნევინეს დირექტორებსა და პედაგოგიურ კოლექტივს ხატები საბავშვო ბაღებში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა? რედაქციაში ვაკის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი დაგვიკავშირდა. შეშფოთებულმა ახალგაზრდა დედამ გვიამბო, რომ იმ ბაღში, სადაც მისი 5 წლის გოგონა დადის, პატარა სამლოცველო კუთხე, რომელიც ყველამ ერთად, რუდუნებით მოაწყო, გააუქმეს. მიზეზი?! სხვა მრწამსის მქონე ბავშვების უფლებების შელახვა(?!). თემა აშკარად სენსიტიური და დელიკატურია, ვერაფერს ვიტყვით. ჩვენდა სამწუხაროდ და მოულოდნელად, ფაქტების გადამოწმების პირველივე ნაბიჯებზე უზარმაზარ შიშს წავაწყდით დაჭყეტილი თვალებით(!). აბსოლუტურად ყველა პედაგოგი წინააღმდეგი წავიდა ინტერვიუს ჩაწერაზე, დირექტორების მხრიდან კომენტარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი აღმოჩნდა. ფაქტის შემსწრე მშობელი, შვილის გამო გვარს არ ასახელებს და სურს, ინკოგნიტო წყაროდ დარჩეს(!). თუმცა, მან მოგვცა ჩამოხსნილი ხატების ფოტო, რომელსაც აქვე ვბეჭდავთ.

"ეს თემა ახალი აგორებული ჭორებია... დარწმუნებული ხართ იმ მშობლის ჯანმრთელობაში? საერთოდ, სკოლამდელი აღსაზრდელების მეთოდური მუშაობა დაყოფილია სექციებად, რელიგია არ შედის სასწავლო პროგრამაში. ისე, დირექტორის პრეროგატივაა, უნდა გამოყოფს ხატების წინ სამლოცველო კუთხეს, უნდა არა", - მიხსნის ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ბაგა-ბაღების სამმართველოს სააგენტოში მისულს... "ბატონ რამაზთან (მათ უფროსზე, სულამანიძეზეა საუბარი, - თ.მ.) შესვლას კი აზრი არ აქვს, ჩვენ მასეთი ფაქტები არ გვაქვს", - გამომიცხადა საბურთალოს რაიონის ბაღების კურატორმა...

ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, "მამაო ჩვენო", "ამინ" და "უფალო შეგვიწყალენ" არა მგონია, უცხო ხილი იყოს. სიკეთის ქმნა, მშობლის სიყვარული, არა - ქურდობასა და მცონარობას, უფროსების პატივისცემა, სწორედ ის აუცილებელი და სწორი ფუნდამენტია, რაც მომავლის მყარი და ძლიერი საძირკვლის გარანტიას მოგვცემს.

ჩვენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო არსებული სხვადასხვა შეხედულებების სამსჯავროზე გამოტანა გადავწყვიტეთ. კომენტარი ვთხოვეთ თბილისის საკრებულოს დეპუტატს გულიკო ზუმბაძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარეს, გიორგი ბურჯანაძეს და მამა ელიზბარს (დიაკონიძე).

გია ბურჯანაძე:

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკვე რამდენიმე მშობელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბაგა-ბაღებში სააგენტოს თანამშრომლებმა შენიშვნები გამოთქვეს, არანაირი ხატები და სალოცავი კუთხეები ჯგუფებში არ დავინახოთო. მიზეზად სხვა ეროვნების ბავშვები დაუსახელებიათ, როგორც უმცირესობა, დაიჩაგრებიანო. მე არ ვეთანხმები მათ მოსაზრებას. მართლმადიდებლურ ქვეყანაში, თუ პატარა ბავშვებშივე დაიწყება დევნა მრწამსისა, ვიღაცა, არ მერიდება და, უნამუსო თანამდებობის პირებისგან, ეს იქნება მართლა უფლების შელახვა ქართველი ერისა და ქართველი მართლმადიდებლისა. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ქმედება არ მინახავს და არ გამიგია...

- ხართ თუ არა საქმის კურსში თბილისის საბავშვო ბაღებში არსებული სხვა რელიგიური წარმოშობის აღსაზრდელების საშუალო რაოდენობაზე?

- ჩვენ პარალელურ რეჟიმში ჩავატარეთ მონიტორინგი, მშობლებიც ადასტურებენ, რომ სხვა სარწმუნოების მიმდევარი ბავშვები უიშვიათესია ქართულ ბაღებში. აქედან გამომდინარე, მიუღებლად მიაჩნიათ ამ საკითხით მანიპულირება. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოქმედება არის შეგნებულად ჩადებული თესლი საჭირო ადგილას, რაც მომავალში აუცილებლად მოგვცემს ცუდ ნაყოფს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ საპატრიარქო ჩავაყენეთ საქმის კურსში. გამოითქვა აზრი, რომ ნამდვილად არ შეიძლება ამ ფორმით ასეთი საკითხის განხილვა და უნდა იყოს შეთანხმებული აუცილებლად განათლების სამინისტროსთან, შესაბამის სამსახურებთან და საპატრიარქოსთან. აქცენტირება და ფოკუსირება სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან იმაზე, რომ სამლოცველო კუთხის არსებობით ვიღაცას ვთრგუნავთ, არასწორია.

- საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების აზრი თუ არის თქვენთვის ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით?

- უმრავლესობა დირექტორების დამოკიდებულება ისეთია, როგორიც თბილისის ბაღების მართვის სააგენტოსი. ანუ მამა-მარჩენალ არქიფოს უნდა დავემორჩილოთო... მოგიწოდებთ, გთხოვთ, ნუ დათესავთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში. პატარა ბავშვებით ამ თემის პროვოცირება მიუღებლად მიმაჩნია, შეურაცხმყოფელია...

აქვე შევნიშნავ, რომ არ შეიძლება საქართველოში ვილაპარაკოთ მხოლოდ და მხოლოდ ევროსტანდარტებიდან გამომდინარე არსებულ მეთოდიკაზე. ჩვენი ადათ-წესები, ტრადიცია, რელიგიური მრწამსი არის მრავალსაუკუნოვანი, აქედან გამომდინარე, სიახლე უნდა მოხდეს თანდათანობით და პერიოდულად, რათა ავიცილოთ საზოგადოების უკურეაქცია. საუბედუროდ, სურვილი გვაქვს, დავნერგოთ ახალი, ევროპული და გვავიწყდება, რომ ვართ კავკასიელები...

გულიკო ზუმბაძე:

- რამდენად უნდა იყვნენ ბავშვები რელიგიურ თემაში გამოკვეთილი, ეს სხვა თემაა. გადაჭარბებული რელიგიური თემების გამოხატვა არა მგონია, სასურველი იყოს, მაგრამ ზოგადად, ნორმის შესაბამისად, შეიძლება ეს იყოს დაშვებული. კანონში არსად არ წერია, რომ სამლოცველო, ან ხატების კუთხის არსებობა იყოს აკრძალული, მაგრამ რელიგიური რიტუალების ჩატარება ნამდვილად არ იქნება სწორი. არ მიმაჩნია გამართლებულად სკოლამდელ დაწესებულებაში აღსაზრდელს მოახვიო თავს ამა თუ იმ რელიგიის მრწამსი, სადაც არამართლმადიდებელი ბავშვებიც დადიან... სჯობია, ეს თემატიკა არ იყოს აქტიურად გამოკვეთილი.

მამა ელიზბარი:

- დღეს, ადამიანის ცნობიერებიდან მართლმადიდებლური მრწამსის შეხედულებების, აზროვნების, ზნეობის ამოშლა, ყველა მიმართულებიდან ხდება. მიხვდნენ, რომ სატანის მიდმევარი იანუსი, მოზრდილ და უფროს თაობაში ამას ვერ მოახერხებს. ამიტომაც, ახლა სწორედ იქ დაგვეტაკა, სადაც ყველაზე ნატიფია აზროვნება, ანუ საბავშვო ბაღებში. ვის უშლის მართლმადიდებლობა ხელს? ჯერ კიდევ იმ ავადსახსენებელი კახა ლომაიას დროს დაიწყო წითელი კუთხეების ნაცვლად აღორძინებული წმ. კუთხეთა მოშლა... სარჩულად სხვა მრწამსის ბავშვთა უფლებების დარღვევას იმიზეზებდნენ... შესაძლებელია, ერთი-ორი იეღოველი, კათოლიკე ან მუსლიმანი იყოს ჯგუფში, მაგრამ დანარჩენ მართლმადიდებელ ბავშვებს რატომ ულახავენ უფლებას? მახსოვს, სკოლაში ვასწავლიდი საგანს "რელიგია და კულტურა". კლასში ტყუპი იბრაგიმოვები მყავდნენ. იცით, როგორი მონდომებით სწავლობდნენ? აინტერესებდათ საგანი...

- საგანზე გამახსერდა, ახალი მეთოდური თამაშებია სკოლამდელ სისტემაში დანერგილი. მაგალითად, აღმზრდელი ბავშვებთან ერთად ერთ-ერთ აღსაზრდელს სკამზე დააბამს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ – ახსნის, თავისუფლების უკეთ შეგრძნებისა და დაფასებისთვის(!)...

- თავისუფლების შეცნობის შესანიშნავი მეთოდები აქვს ქართულ მართლმადიდებლურ აზროვნებას, უკეთესები, მერწმუნეთ, ვიდრე სკამზე დაბმა და მერე ახსნაა. გადაეცით მავანთ ჩემგან, რომ ძალიან ბედნიერს გამხდიდნენ, თუკი მაგ სისტემის დამნერგავნი დაიბამდნენ საკუთარ თავებს სკამებზე, თანაც ისე, რომ ვეღარასოდეს განთავისუფლებულიყვნენ.

თამუნა მჭედლიშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია