საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში 44 ობიექტი 321 000 ლარად გაიყიდა
ქუთაისში 44 ობიექტი 321 000 ლარად გაიყიდა

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ამ მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან ამ დრომ­დე აუქ­ცი­ო­ნის წე­სით თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი 52 ობი­ექ­ტი გა­ას­ხვი­სა. აქე­დან, 44 ობი­ექ­ტი გა­ი­ყი­და, 2 ხუ­თწ­ლი­ა­ნი იჯა­რით გა­ი­ცა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი აღ­ნა­გო­ბის ფორ­მით გას­ხვის­და.

ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან ამ დრომ­დე ბი­უ­ჯეტ­ში, ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა (320 902 ლარი) 44 გა­ყი­დუ­ლი ობი­ექ­ტი­დან შე­ვი­და. თა­ვის მხრივ, გა­ყი­დულ ობი­ექ­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღალ ფა­სად (65 924 ლარი) ქუ­თა­ის­ში, ახალ­გაზ­რდო­ბის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თი გა­ი­ყი­და.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თუ რო­მე­ლი ფორ­მით (იჯა­რა, აღ­ნა­გო­ბა და გა­ყიდ­ვა) გას­ხვი­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი­დან შე­ვი­და თან­ხა ბი­უ­ჯეტ­ში. "მთა­ვა­რია, რომ ბი­უ­ჯეტ­ში აი­სა­ხოს. თუმ­ცა, თან­ხის გამო, არ ვართ იმის მომ­ხრე, რომ 30 წლი­ა­ნი იჯა­რით გა­ი­ცეს ობი­ექ­ტე­ბი, რო­გორც ეს მოხ­და ტრო­ტუ­ა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში", - ამ­ბობს ქუ­თა­ი­სის ვიცე-მერი ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში, კოტე ქავ­თა­რა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქუთაისში 44 ობიექტი 321 000 ლარად გაიყიდა

ქუთაისში 44 ობიექტი 321 000 ლარად გაიყიდა

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე აუქციონის წესით თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 52 ობიექტი გაასხვისა. აქედან, 44 ობიექტი გაიყიდა, 2 ხუთწლიანი იჯარით გაიცა, ხოლო დანარჩენი აღნაგობის ფორმით გასხვისდა.

ქონების პრივატიზებიდან მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ბიუჯეტში, ყველაზე მეტი თანხა (320 902 ლარი) 44 გაყიდული ობიექტიდან შევიდა. თავის მხრივ, გაყიდულ ობიექტებს შორის ყველაზე მაღალ ფასად (65 924 ლარი) ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ფორმით (იჯარა, აღნაგობა და გაყიდვა) გასხვისებული ობიექტებიდან შევიდა თანხა ბიუჯეტში. "მთავარია, რომ ბიუჯეტში აისახოს. თუმცა, თანხის გამო, არ ვართ იმის მომხრე, რომ 30 წლიანი იჯარით გაიცეს ობიექტები, როგორც ეს მოხდა ტროტუარების შემთხვევაში", -  ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი ეკონომიკურ საკითხებში, კოტე ქავთარაძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა