პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაშლოვანის ნაკრძალთან ჯეირანი მოკლეს
ვაშლოვანის ნაკრძალთან ჯეირანი მოკლეს

ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­რძალ­თან, ე.წ. სა­მუ­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯე­ი­რა­ნი მოკ­ლეს. ჯე­ი­რა­ნი წი­თელ წიგნ­შია შე­ტა­ნი­ლი და მას­ზე ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სა­ტე­ლი­ტურ სა­ყე­ლოს ერთ-ერთ ფერ­მა­ში მი­აკ­ვლი­ეს. ფერ­მა სა­სა­ზღვრო ზოლ­შია, სა­დაც მე­სა­ზღვრე­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პო­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბი­ლია იმ 7 ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ქურ­ცი­კის მოკ­ვლამ­დე 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ბრა­კო­ნი­ე­რი ამ დრომ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

ინ­ფორ­მა­ცია ქურ­ცი­კის მოკ­ვლის შე­სა­ხებ ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის (WWF) მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის წევ­რმა ამი­რან კო­დი­აშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"ეს ქურ­ცი­კე­ბი მო­ნიშ­ნუ­ლი არი­ან სა­ტე­ლი­ტუ­რი ფორ­მით. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ყო­ველ 12 სა­ათ­ში ერთხელ გა­დას­ცემს იმ­პულსს. ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით ქურ­ცი­კე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას და ვი­ცით, რო­გორ მოძ­რა­ო­ბენ. მოხ­და სა­ეჭ­ვო გა­და­ად­გი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლან. მე­ო­რე დღეს ვნა­ხე, რომ სა­ტე­ლი­ტუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­ჩერ­და ერთ ად­გილ­ზე და ქურ­ცი­კი არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად იმ­პულ­სი აღარ მო­დი­ო­და. ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ორ შემ­თხვე­ვა­ში. ან უნდა გა­ფუჭ­დეს სა­ტე­ლი­ტუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ან უნდა გა­ა­ნად­გუ­რონ. თუ ქურ­ცი­კი არ მოკ­ლეს, აპა­რატს ვერ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ. მა­გა­ლი­თად, დათვმა რომ შე­ჭა­მოს ქურ­ცი­კი, აპა­რა­ტი იმ­დე­ნად მა­გა­რია, რომ დათ­ვი მას ვერ და­ამ­ტვრევს. დავ­რწმუნ­დით, რომ ქურ­ცი­კი იყო მკვდა­რი. და­ვი­წყეთ იმის გარ­კვე­ვა, რა მოხ­და. მი­ვე­დი ად­გილ­ზე, სა­დაც ნიშ­ნუ­ლი მქონ­და. ეს იყო ფერ­მის ეზო, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­ღა­ცამ ეს ცხო­ვე­ლი ამ ფერ­მა­ში მი­ი­ტა­ნა. ეს ფერ­მა არის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს. ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ამი­რან კო­დი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­ზი­ა­ნე­ბულ სა­ტე­ლი­ტურ აპა­რატს ფერ­მა­ში მი­აკ­ვლი­ეს.

"მო­ვი­კი­თხე მე­სა­ზღვრე­ებ­ში, ვინ მოძ­რა­ობ­და გა­სულ 12 სა­ათ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. სა­უ­ბა­რია 7 ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბაც მე არ გა­მიმ­ხი­ლეს. საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დიც და ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც. ფონდმა გა­და­წყვი­ტა, რომ რად­გან ქურ­ცი­კე­ბის მიმ­ღე­ბი იყო ვაშ­ლო­ვა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია, მას უნდა მო­ეხ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე იმი­ტომ არ გა­ვავ­რცე­ლე, რომ მი­თხრეს, შე­საძ­ლოა, ხელი შეგ­ვე­შა­ლა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, მაგ­რამ გო­ნივ­რუ­ლი ვადა უკვე გა­ვი­და. ერთი კვი­რის წინ შევ­ხვდი დე­დოფ­ლის­წყა­როს პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­შია შე­სუ­ლი. ჩხრე­კაც ჩა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნე­თო", – აღ­ნიშ­ნავს კო­დი­აშ­ვი­ლი.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს მე­რაბ ფი­როს­მა­ნაშ­ვილ­საც და­უ­კავ­შირ­და.

"ტე­რი­ტო­რია, სა­ი­და­ნაც ქურ­ცი­კი გაქ­რა, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ შე­დის. სა­მუ­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძი­რი­თა­დად მე­ცხვა­რე­ე­ბი არი­ან. ჩემი აზ­რით, შემ­თხვე­ვით ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ არის მოკ­ლუ­ლი. როცა ჩა­ვე­დით და ვნა­ხეთ, სა­ტე­ლი­ტი სა­დაც იყო მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გა­და­ვე­ცით პო­ლი­ცი­ას და და­ი­წყეს მოკ­ვლე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ფი­როს­მა­ნაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

ვაშლოვანის ნაკრძალთან ჯეირანი მოკლეს

ვაშლოვანის ნაკრძალთან ჯეირანი მოკლეს

ვაშლოვანის ნაკრძალთან, ე.წ. სამუხის ტერიტორიაზე ჯეირანი მოკლეს. ჯეირანი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სატელიტურ საყელოს ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. ფერმა სასაზღვრო ზოლშია, სადაც მესაზღვრეების სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. პოლიციისთვის ცნობილია იმ 7 ადამიანის ვინაობა, რომლებიც ქურციკის მოკვლამდე 12 საათის განმავლობაში სამუხის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ბრაკონიერი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ინფორმაცია ქურციკის მოკვლის შესახებ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ამირან კოდიაშვილმა გაავრცელა.

"ეს ქურციკები მონიშნული არიან სატელიტური ფორმით. აღჭურვილობა ყოველ 12 საათში ერთხელ გადასცემს იმპულსს. ჩვენ ვაკვირდებით ქურციკების გადაადგილებას და ვიცით, როგორ მოძრაობენ. მოხდა საეჭვო გადაადგილება კონკრეტული მიმართულებით, სადაც მანამდე არ ყოფილან. მეორე დღეს ვნახე, რომ სატელიტური აღჭურვილობა გაჩერდა ერთ ადგილზე და ქურციკი არ გადაადგილდებოდა, შესაბამისად იმპულსი აღარ მოდიოდა. ეს შეიძლება მოხდეს ორ შემთხვევაში. ან უნდა გაფუჭდეს სატელიტური მოწყობილობა, ან უნდა გაანადგურონ. თუ ქურციკი არ მოკლეს, აპარატს ვერ გაანადგურებენ. მაგალითად, დათვმა რომ შეჭამოს ქურციკი, აპარატი იმდენად მაგარია, რომ დათვი მას ვერ დაამტვრევს. დავრწმუნდით, რომ ქურციკი იყო მკვდარი. დავიწყეთ იმის გარკვევა, რა მოხდა. მივედი ადგილზე, სადაც ნიშნული მქონდა. ეს იყო ფერმის ეზო, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ეს ცხოველი ამ ფერმაში მიიტანა. ეს ფერმა არის ტერიტორიაზე, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს. ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული და კონტროლირებადია", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ამირან კოდიაშვილმა.

მისივე თქმით, დაზიანებულ სატელიტურ აპარატს ფერმაში მიაკვლიეს.

"მოვიკითხე მესაზღვრეებში, ვინ მოძრაობდა გასულ 12 საათში ამ ტერიტორიაზე, როცა ეს ამბავი მოხდა. საუბარია 7 ადამიანზე, რომელთა ვინაობაც მე არ გამიმხილეს. საქმის კურსში ჩავაყენე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდიც და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაც. ფონდმა გადაწყვიტა, რომ რადგან ქურციკების მიმღები იყო ვაშლოვანის ადმინისტრაცია, მას უნდა მოეხდინა რეაგირება. ინფორმაცია აქამდე იმიტომ არ გავავრცელე, რომ მითხრეს, შესაძლოა, ხელი შეგვეშალა გამოძიებისთვის, მაგრამ გონივრული ვადა უკვე გავიდა. ერთი კვირის წინ შევხვდი დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსს, რომელმაც მითხრა, რომ გამოძიება ჩიხშია შესული. ჩხრეკაც ჩავატარეთ, მაგრამ ვერაფერი მტკიცებულება ვერ აღმოვაჩინეთო", – აღნიშნავს კოდიაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მერაბ ფიროსმანაშვილსაც დაუკავშირდა.

"ტერიტორია, საიდანაც ქურციკი გაქრა, დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში არ შედის. სამუხის ტერიტორიაზე ძირითადად მეცხვარეები არიან. ჩემი აზრით, შემთხვევით ჩასული ადამიანის მიერ არის მოკლული. როცა ჩავედით და ვნახეთ, სატელიტი სადაც იყო მიტოვებული, გადავეცით პოლიციას და დაიწყეს მოკვლევა", - განაცხადა ფიროსმანაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა