8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს იუპიტერი მაქსიმალურად მოკლე მანძილზე მოუახლოვდება დედამიწას. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ყველაზე მსხვილი პლანეტა ჩვენი მზის სისტემაში პირველად იქნება მაქსიმალურად ახლო დედამიწასთან და ამის შესამჩნევად საუკეთესო დრო 8, 9 და 15 მარტია. სამივე შემთხვევაში, იუპიტერი ერთ ხაზზე განლაგდება დედამიწასთან და მზესთან. ცაში გიგანტური პლანეტა თეთრი ბურთის სახით გამოჩნდება და მისი დანახვა ნებისმიერი გეორგაფიული მდებარეობიდან იქნება შესაძლებელი.
"ეს მოვლენა მაქსიმალურად დააახლოებს დედამიწასა და იუპიტერს შორის მანძილს. ქალთა დღესასწაულზე, მამაკაცური სახელის მქონე პლანეტა უკეთებს საჩუქარს ქალის სახელიან პლანეტას და ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ჩვენს პლანეტაზე. ერთ ხაზზე ლაგდებიან მზე, დედამიწა და იუპიტერი", - ამბობს ასტრონომიული ობსერვატორიის პრესცენტრის მდივანი სერგეი სმირნოვი.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.