საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგანტური აისბერგი დაიძრა და კუნძულთან შეჯახების გზაზეა - რა საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები
გიგანტური აისბერგი დაიძრა და კუნძულთან შეჯახების გზაზეა - რა საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები

აის­ბერ­გი, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­დი­დან და­იძ­რა, ბრი­ტა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ის, სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის თავ­შე­სა­ფა­რია.

ყი­ნუ­ლის გი­გან­ტუ­რი მასა ამ­ჟა­მად 280 კმ-ით არის კუნ­ძულ­თან და­შო­რე­ბუ­ლი. ბი­ო­ლო­გე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ შე­ჯა­ხე­ბამ შე­საძ­ლოა ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მასა ნა­წი­ლე­ბად და­ამ­სხვრი­ოს, რაც სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი პინგვი­ნე­ბი­სა და სე­ლა­პე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს.

"აის­ბერ­გე­ბი არ­სე­ბი­თად სა­ში­შია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, თუ ის უბ­რა­ლოდ გა­მოგვტო­ვებ­და", - გა­ნუ­ცხა­და სა­ზღვაო კა­პი­ტან­მა სა­ი­მონ უო­ლეს­მა BBC News-ს სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ას სამ­თავ­რო­ბო გემი "ფა­რო­სი­დან" სა­უბ­რი­სას.

მე­ზღვა­ურ­თა და მე­თევ­ზე­თა ჯგუ­ფი გულ­მოდ­გი­ნედ ამოწ­მებს სა­ტე­ლი­ტის სუ­რა­თებს, რათა აკონ­ტრო­ლონ აის­ბერ­გე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა.

  • აის­ბერ­გი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია სა­ხელ­წო­დე­ბით A23a და ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია მსოფ­ლი­ო­ში.

ის 1986 წელს ან­ტარ­ქტი­და­ში ფილხნე­რის ყი­ნუ­ლის­გან ჩა­მო­ი­შა­ლა, მაგ­რამ ზღვის ფსკერ­ზე გა­ი­ჭე­და და შემ­დეგ ოკე­ა­ნის მო­რევ­ში ჩა­ი­ძი­რა. სა­ბო­ლო­ოდ, 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ახლა მოგ­ზა­უ­რობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­ტარ­ქტი­დის ჩრდი­ლო­ე­თით არ­სე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით თბი­ლი დი­ნე­ბა, აის­ბერ­გის მო­ცუ­ლო­ბას ასუს­ტებს. ოდეს­ღაც ის 3900 კვ/კმ იყო, მაგ­რამ უახ­ლე­სი სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ნელ-ნელა მო­ცუ­ლო­ბა იკ­ლებს და ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 3,500 კვ.კმ-ია.

  • ეს არ არის პირ­ვე­ლი უზარ­მა­ზა­რი აის­ბერ­გი, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბა სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ა­სა და სენდვი­ჩის კუნ­ძუ­ლებს.

2004 წელს ერთ-ერ­თმა აის­ბერ­გმა სა­ხელ­წო­დე­ბით A38 -მა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი პინგვი­ნე­ბი­სა და სე­ლა­პე­ბის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია. ყი­ნუ­ლის მა­სი­უ­რი ნაჭ­რე­ბი ბლო­კავ­და მათ წვდო­მას საკ­ვებ ად­გი­ლებ­ზე, რის გა­მოც იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბი­ნად­რე­ბი შიმ­ში­ლის­გან და­ი­ღუპ­ნენ.

აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მე­ფო პინგვი­ნე­ბის კო­ლო­ნი­ე­ბი და მი­ლი­ო­ნო­ბით სე­ლა­პი ცხოვ­რობს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გიგანტური აისბერგი დაიძრა და კუნძულთან შეჯახების გზაზეა - რა საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები

გიგანტური აისბერგი დაიძრა და კუნძულთან შეჯახების გზაზეა - რა საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები

აისბერგი, რომელიც ანტარქტიდიდან დაიძრა, ბრიტანეთის ტერიტორიის, სამხრეთ ჯორჯიისკენ მიემართება, რომელიც ველური ბუნების თავშესაფარია.

ყინულის გიგანტური მასა ამჟამად 280 კმ-ით არის კუნძულთან დაშორებული. ბიოლოგები აცხადებენ, რომ შეჯახებამ შესაძლოა ყინულოვანი მასა ნაწილებად დაამსხვრიოს, რაც სამხრეთ ჯორჯიაზე არსებული პინგვინებისა და სელაპების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

"აისბერგები არსებითად საშიშია. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ის უბრალოდ გამოგვტოვებდა", - განუცხადა საზღვაო კაპიტანმა საიმონ უოლესმა BBC News-ს სამხრეთ ჯორჯიას სამთავრობო გემი "ფაროსიდან" საუბრისას.

მეზღვაურთა და მეთევზეთა ჯგუფი გულმოდგინედ ამოწმებს სატელიტის სურათებს, რათა აკონტროლონ აისბერგების ყოველდღიური მოძრაობა.

  • აისბერგი მსოფლიოში ცნობილია სახელწოდებით A23a და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.

ის 1986 წელს ანტარქტიდაში ფილხნერის ყინულისგან ჩამოიშალა, მაგრამ ზღვის ფსკერზე გაიჭედა და შემდეგ ოკეანის მორევში ჩაიძირა. საბოლოოდ, 2024 წლის დეკემბერში გათავისუფლდა და ახლა მოგზაურობს.

აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდის ჩრდილოეთით არსებული შედარებით თბილი დინება, აისბერგის მოცულობას ასუსტებს. ოდესღაც ის 3900 კვ/კმ იყო, მაგრამ უახლესი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ნელ-ნელა მოცულობა იკლებს და ახლა დაახლოებით 3,500 კვ.კმ-ია.

  • ეს არ არის პირველი უზარმაზარი აისბერგი, რომელიც ემუქრება სამხრეთ ჯორჯიასა და სენდვიჩის კუნძულებს.

2004 წელს ერთ-ერთმა აისბერგმა სახელწოდებით A38 -მა რეგიონში მცხოვრები პინგვინებისა და სელაპების სიკვდილი გამოიწვია. ყინულის მასიური ნაჭრები ბლოკავდა მათ წვდომას საკვებ ადგილებზე, რის გამოც იზოლირებული ბინადრები შიმშილისგან დაიღუპნენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სამეფო პინგვინების კოლონიები და მილიონობით სელაპი ცხოვრობს.

წყარო

იხილეთ ასევე: