საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" მაიამიდან, აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე
"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" მაიამიდან, აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ მა­რი­ამ ლა­მა­ზი მა­ი­ა­მი­დან" – ასე იწყებს ცნო­ბი­ლი "ტი­კტო­კე­რი" თა­ვის ყვე­ლა ვი­დე­ო­ში სა­უ­ბარს. 33 წლის მა­რი­ამს ტი­კტოკ­ზე 130 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა არა მხო­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბით, არა­მედ სა­მო­ტი­ვა­ციო კონ­ტენ­ტით, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

მა­რი­ა­მი და­ი­ბა­და გორ­ში და ამით ამა­ყობს. მა­მით რუსი მა­რი­ამ კო­ზი­ნა, ორი წლის ასაკ­ში რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა სამ­შობ­ლოს­თან კავ­ში­რი არას­დროს გა­უ­წყვე­ტია. 20 წლის ასაკ­ში, დე­დის სურ­ვი­ლით, მა­რი­ა­მი და მისი ძმა ამე­რი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ. ცხოვ­რობ­და ბოს­ტონ­ში, ხოლო შემ­დეგ მა­ი­ა­მი­ში და­სახ­ლდა, სა­დაც დღემ­დე ცხოვ­რობს.

  • მა­რი­ა­მის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას – მისი მე­უღ­ლე, აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი ჰა­ი­ტე­ლი, მათი ორი შვი­ლის მა­მაა.

"ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჩემი შვი­ლე­ბი ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ“, – ამ­ბობს მა­რი­ა­მი და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­მა ქმარ­მა მის­ცა ის, რა­ზეც ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და. მა­რი­ა­მი სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს და სხვებ­საც მო­უ­წო­დებს თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ. მისი პო­ზი­ტი­უ­რი ფი­ლო­სო­ფია და გა­მოც­დი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს.

ახლა მა­რი­ა­მი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზეა – ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ა­ცხა­და, რომ საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს შორ­დე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით მზად არ არის. ეს თემა მის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. მზად არ არის უპა­სუ­ხოს კი­თხვებს, რო­მე­ლიც მის პი­რადს ეხე­ბა და მე­უღ­ლეს, რო­მელ­თა­ნაც გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზეა.

მა­რი­ამ ლა­მა­ზი:

- მე და ჩემი ქმა­რი ვშორ­დე­ბით. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვებ­რძო­დი თავს და სულ მინ­დო­და თქვენ­თვის ამის გა­ზი­ა­რე­ბა, მაგ­რამ ბევ­რი შიში და დარ­დი მქონ­და. ვე­ღარ ვრჩე­ბი ჩუ­მად. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის ემო­ცი­უ­რი, ექ­ვსი თვეა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, თუმ­ცა ახლა მე­გობ­რუ­ლად ვართ. ბევ­რი ემო­ცია იყო ამ ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ პი­რად დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბას ჯერ არ ვა­პი­რებთ, უბ­რა­ლოდ ცალ-ცალ­კე გვინ­და ცხოვ­რე­ბა და შემ­დეგ შევ­ხე­დავთ ცხოვ­რე­ბა, სად წაგ­ვიყ­ვანს. ბავ­შვე­ბის­თვის, ჩემ­თვის და ნელ­სო­ნის­თვის ეს სა­უ­კე­თე­სო ნა­ბი­ჯია დღეს­დღე­ო­ბით. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ის არის, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნის­გან წას­ვლა ყვე­ლა­ზე ძნე­ლია. როცა მო­ღა­ლა­ტეა, იტყვი, რომ ცუ­დია და წა­ვე­დი, მაგ­რამ როცა კარ­გია, ძნე­ლია როცა და­შო­რე­ბა გინ­და. მაგ­რამ ეს დრო მჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან, მივ­ხე­დო ბავ­შვებს და სა­კუ­თარ თავს და ჩემს სხვა მიზ­ნებს. ვიცი, რომ ბევ­რი ამას ვერ გა­ი­გებს.

ვი­დე­ოს გა­მომ­წე­რე­ბის მხრი­დან უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. „კარ­გე­ბის­გან არ მი­დი­ან“ - წერს ერთ-ერთი გა­მომ­წე­რი, რა­ზეც ტი­კტო­კერს პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­უნ­და.

- იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ სა­ჯა­როდ მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­დო­და, ვინც იმა­ვეს გა­დის, გა­ი­გებს. ჩემი აზ­რით, არ არის სა­ჭი­რო, რომ ადა­მი­ა­ნი ცუდი გახ­დეს, მის­გან რომ წახ­ვი­დე. ცუდი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რვა წე­ლი­წა­დი ჩვენ ერ­თად არ ვიქ­ნე­ბო­დით. დად­გა ისე­თი დრო, ბევ­რი რამ გა­ვი­აზ­რე და მივ­ხვდი რომ ყვე­ლას­თვის ეს არის სა­უ­კე­თე­სო ნა­ბი­ჯი, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო. ნელ­სო­ნი არის ჩემი შვი­ლე­ბის მამა და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემი ოჯა­ხის წევ­რი და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ ჯერ არ გა­ვა­ზი­ა­რებ იმ მი­ზე­ზებს რა­ტომ ვშორ­დე­ბით. რაც ჩემი შვი­ლი ლუკა გაჩ­ნდა, მე­პა­რე­ბო­და და იზ­რდე­ბო­და ეს სურ­ვი­ლი.

ვიცი, რომ ბევ­რი ქალი გა­დის ამ გზას, მაგ­რამ რად­გან ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი, ფი­ნან­სუ­რი მხა­რეც გვაწ­ვე­ბა, ვერ ვდგამთ ან ნა­ბიჯს, არა­და სუ­ლი­ე­რად ვი­ცით, რომ ეს ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნი აღარ არის ან მისი მი­სია ამ ეტაპ­ზე ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამო­ი­წუ­რა, არა­ვინ იცის ხვალ-ზეგ რა იქ­ნე­ბა. მას პა­ტივს ვცემ, ყვე­ლა­ნა­ი­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნია და სა­უ­კე­თე­სო მა­მაა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" მაიამიდან, აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე

"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" მაიამიდან, აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე

"გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან" – ასე იწყებს ცნობილი "ტიკტოკერი" თავის ყველა ვიდეოში საუბარს. 33 წლის მარიამს ტიკტოკზე 130 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. სოციალურ ქსელებში გამოირჩევა არა მხოლოდ ყოველდღიურობის ამსახველი ვიდეოებით, არამედ სამოტივაციო კონტენტით, რომელიც ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს.

მარიამი დაიბადა გორში და ამით ამაყობს. მამით რუსი მარიამ კოზინა, ორი წლის ასაკში რუსეთში გადავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. 20 წლის ასაკში, დედის სურვილით, მარიამი და მისი ძმა ამერიკაში გადავიდნენ. ცხოვრობდა ბოსტონში, ხოლო შემდეგ მაიამიში დასახლდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.

  • მარიამის პირადი ცხოვრება განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას – მისი მეუღლე, აფროამერიკელი ჰაიტელი, მათი ორი შვილის მამაა.

"ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილები ფერადკანიანები ყოფილიყვნენ“, – ამბობს მარიამი და აღნიშნავს, რომ მისმა ქმარმა მისცა ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. მარიამი საკუთარ თავზე მუშაობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სხვებსაც მოუწოდებს თვითშეფასების ამაღლებისკენ. მისი პოზიტიური ფილოსოფია და გამოცდილება ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებაში ადამიანებს მოტივაციას აძლევს.

ახლა მარიამი თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზეა – ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ საყვარელ მეუღლეს შორდება, რასაც საზოგადოების მხრიდან წარმოუდგენელი რეაქცია მოჰყვა.

ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკისთვის ჯერჯერობით მზად არ არის. ეს თემა მისთვის ძალიან მტკივნეულია. მზად არ არის უპასუხოს კითხვებს, რომელიც მის პირადს ეხება და მეუღლეს, რომელთანაც განქორწინების ზღვარზეა.

მარიამ ლამაზი:

- მე და ჩემი ქმარი ვშორდებით. ძალიან დიდხანს ვებრძოდი თავს და სულ მინდოდა თქვენთვის ამის გაზიარება, მაგრამ ბევრი შიში და დარდი მქონდა. ვეღარ ვრჩები ჩუმად. ეს გადაწყვეტილება არ არის ემოციური, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ, თუმცა ახლა მეგობრულად ვართ. ბევრი ემოცია იყო ამ ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ პირად დეტალებზე საუბარი არ მინდა.

ოფიციალურად განქორწინებას ჯერ არ ვაპირებთ, უბრალოდ ცალ-ცალკე გვინდა ცხოვრება და შემდეგ შევხედავთ ცხოვრება, სად წაგვიყვანს. ბავშვებისთვის, ჩემთვის და ნელსონისთვის ეს საუკეთესო ნაბიჯია დღესდღეობით. ყველაზე რთული ამ სიტუაციაში ის არის, რომ კარგი ადამიანისგან წასვლა ყველაზე ძნელია. როცა მოღალატეა, იტყვი, რომ ცუდია და წავედი, მაგრამ როცა კარგია, ძნელია როცა დაშორება გინდა. მაგრამ ეს დრო მჭირდება ძალიან, მივხედო ბავშვებს და საკუთარ თავს და ჩემს სხვა მიზნებს. ვიცი, რომ ბევრი ამას ვერ გაიგებს.

ვიდეოს გამომწერების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა. „კარგებისგან არ მიდიან“ - წერს ერთ-ერთი გამომწერი, რაზეც ტიკტოკერს პასუხის გაცემა მოუნდა.

- იმის მიუხედავად რომ საჯაროდ მიზეზებზე საუბარი არ მინდოდა, ვინც იმავეს გადის, გაიგებს. ჩემი აზრით, არ არის საჭირო, რომ ადამიანი ცუდი გახდეს, მისგან რომ წახვიდე. ცუდი რომ ყოფილიყო, რვა წელიწადი ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით. დადგა ისეთი დრო, ბევრი რამ გავიაზრე და მივხვდი რომ ყველასთვის ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, სხვადასხვა მიზეზების გამო. ნელსონი არის ჩემი შვილების მამა და ყოველთვის იქნება ჩემი ოჯახის წევრი და უახლოესი ადამიანი. ამიტომ ჯერ არ გავაზიარებ იმ მიზეზებს რატომ ვშორდებით. რაც ჩემი შვილი ლუკა გაჩნდა, მეპარებოდა და იზრდებოდა ეს სურვილი.

ვიცი, რომ ბევრი ქალი გადის ამ გზას, მაგრამ რადგან ეს სოციალური ჩარჩოები, ფინანსური მხარეც გვაწვება, ვერ ვდგამთ ან ნაბიჯს, არადა სულიერად ვიცით, რომ ეს ჩვენი ადამიანი აღარ არის ან მისი მისია ამ ეტაპზე ჩვენს ცხოვრებაში ამოიწურა, არავინ იცის ხვალ-ზეგ რა იქნება. მას პატივს ვცემ, ყველანაირად კარგი ადამიანია და საუკეთესო მამაა.

წაიკითხეთ ასევე: