ავტორი:

ვინ არის უმძიმეს ავარიაში ბრალდებული და რა მოხდა რეალურად მარნეული-ბოლნისის გზაზე - "ჩაქოლეს ჩვენი ბავშვები": კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ვინ არის უმძიმეს ავარიაში ბრალდებული და რა მოხდა რეალურად მარნეული-ბოლნისის გზაზე - "ჩაქოლეს ჩვენი ბავშვები": კადრები ტრაგედიის ადგილიდან

მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპნენ მე-11 კლასელი სინან შარიფოვი და მე-9 კლასელი ელჩინ ბინათოვი. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. (თენგო ჩხეტიანი) უკვე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ორივე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო! ბევრჯერ ვყოფილვარ მათთან ერთად სხვადასხვა საინტერესო შეხვედრაზე! ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს!" - წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდებთან დაკავშირებით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

  • რა მოხდა წუხელ ადგილზე:

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავტოავარიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე წერს.

"ბევრი ადამიანთან ვისაუბრე და მივიღე ინფორმაცია. შემთხვევა ასე დაიწყო - არეულობის მთავარი მიზეზი, ნასვამი მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მანქანიდან ჩასვლა, ადგილზე გარდაცვლილზე ფეხით დარტყმა და მერე იქ მყოფებებს მიმართ ნათქვამი: კარგად ვქენი თქვენი დედას კარგად მ…, ყოფილა!

ზოგადად ბოლო წლებში რეგიონებში ძალიან ღრმად შევიდა ქურდული მენტალიტეტი. სკოლის მოსწავლეც კი საქმის ამ გზით გარჩევას ცდილობს. ცემა-დარტყმას სამართლიანად თვლიან. გუშინ რაც ბოლნისში მოხდა - გაღიზიანებული ადამიანებმა გადავიდნენ თავისი მეთოდებზე. ამას ამით ამართლებენ რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიციის იმედი, რომ საქმეს სათანაოდ გამოიძიებს, ეს კიდე ცალკე პრობლემაა.

ბოლოს რა მოხდა 9 ადამიანი დაშავდა მათ შორის პოლიციელებიც… გუშინ ბოლნისში გზა გადაკეტილი ყოფილა საათობით, ჩვეულებრივი გამსვლელიც კი გაღიზიანებული/გაბრაზებული ადამიანების სამიზნე გამხდარა. ძალადობა თითქმის ნორმალური უკვე. აქ შემთხვევის დაწყებიდან დასრულებამდე რაც მოხდა წესით კანონით ისჯება.. მაგრამ ხშირ შემთხვევაში საქმის გამოძიება, დახურვა ხდება არასათნოდ, შერიგებით" - წერს სამირა ბაირამოვა.

თუმცა განსხვავებულ პოზიციას ავრცელებენ ბოლნისელები. ისინი წერენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მძღოლი ნასვამი იყო, სიცრუეა.

"ხალხო ნუ უჯერებთ ყველას ტყუილია მიიმალა,მთვრალი იყოო და აშ. დაკავებულია და ხალხი, კი ერთმანეთს დაერივნენ ქართველ აზერები"

"ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ, შევესწარი ყველაფერს, მტერს არ ვუსურვებ ისეთი მძიმე სანახავი იყო ჩვენი ბოლნისელი ბავშვები სასტიკად სცემეს ჩაქოლეს" - წერენ ბოლნისელები.

არსებული ინფორმაციით, ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს.

რთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.

წაიკითხეთ ასევე: