საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო - სუროგაციით გაჩენილი შვილები საქართველოში და ნათელმირონობა სოფო შევარდნაძესთან
რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო - სუროგაციით გაჩენილი შვილები საქართველოში და ნათელმირონობა სოფო შევარდნაძესთან

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი რუსი, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვის, ცოლი და ორი შვი­ლის დედა. ის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია, რო­მელ­ზეც მე­დი­ა­ში ხში­რად წე­რენ და გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რით, არა­მედ მას­პინ­ძლო­ბი­თა და აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით.

გა­დავ­წყვი­ტეთ მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო რუ­სუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც რუსი მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლია. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­დი­ა­ში მომ­ღერ­ლად, რუ­სუ­ლი ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის მთა­ვარ გმი­რად და მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რი ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვია. წყვი­ლი წლე­ბია მოს­კოვ­ში მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გარ­და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

2021 წლის მარ­ტში, მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­პინ­ძლობ­და რუს ჟურ­ნა­ლისტ ვლა­დი­მერ პოზ­ნერს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­ულ კრი­ტი­კას გა­მო­იწ­ვია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნოს და ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყოს ხელი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის წლე­ბი

მი­რან­და და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, ინ­ჟინ­რე­ბის ოჯახ­ში. მამა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, რის გა­მოც უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, ოჯა­ხი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და. მისი კა­რი­ე­რა და­ი­წყო თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლით, სა­დაც მი­რან­და პირ­ვე­ლი­ვე კურ­სზე გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჰქონ­და უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა, იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის "ივე­რი­ის" წევ­რი.

მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, არ არის ტი­პუ­რი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ალ­ბო­მებს უშ­ვებს, კლი­პებს იღებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას ეძებს. ის არ და­დის კონ­კურ­სებ­ზე, არ აგ­რო­ვებს კო­მენ­ტა­რებს YouTube-ზე.

  • "მის­თვის მთა­ვა­რია გი­ტა­რა, პი­ა­ნი­ნო და მე­გობ­რე­ბის წრე. ასე­ვე, მისი მე­უღ­ლე, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვი, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „ცე­ზარ სა­ტე­ლი­ტის“ პრე­ზი­დენ­ტია და ცო­ლის კა­რი­ე­რას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მი­რან­დას არ მოს­წონს პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის ბრძო­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მე­ბი. თა­ვი­დან­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და­ხუ­რულ კლუ­ბებ­ში სიმ­ღე­რას, სა­დაც ბევ­რი მი­ლი­ო­ნე­რი იკ­რი­ბე­ბო­და, თუმ­ცა რო­დე­საც 1994 წელს ქარ­თულ ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტულ ან­სამ­ბლ „ივე­რი­ა­ში“ სიმ­ღე­რა შეს­თა­ვა­ზეს, ის ხში­რად და­დი­ო­და ტურ­ნე­ე­ბით ის­რა­ელ­სა და მოს­კოვ­ში, სა­დაც მან მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

მი­რან­და ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ მისი კა­რი­ე­რა შედ­გე­ბა ღირ­სე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის­გან, და მას არ სურს, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი მი­აღ­წი­ოს მხო­ლოდ ფუ­ლი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის გამო. მას შემ­დეგ, რაც მი­რან­და მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და, მისი ცხოვ­რე­ბა უფრო მშვი­დი გახ­და და ამ­ჯე­რად მისი ახა­ლი ქმა­რი, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვი, და­ეხ­მა­რა მას სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა იყო. მე­ო­რედ რუს­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა წყვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ოთხი წლის შემ­დეგ ქმრის ოჯა­ხი მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი დის­კე­ბით და­ტო­ვა და ცხოვ­რე­ბა მოს­კოვ­ში გა­აგ­რძე­ლა. მას ყო­ველ­თვის ჰყავ­და გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

"ათი წე­ლია, ვიც­ნობ ჩემს ქმარს და და­მი­ჯე­რეთ, ისე გავ­ყე­ვი ცო­ლად, არ ვი­ცო­დი, რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბაზა გა­აჩ­ნდა. და­ვი­ნა­ხე, იქ ჩა­მო­ვი­და, აქ ჩა­მო­ვი­და, რას ხარ­ჯავ­და – იდი­ო­ტი ხომ არ ვი­ყა­ვი, არ და­მე­ნა­ხა, მაგ­რამ, არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პატ­რო­ნი იყო. იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს თავ­ში და ცხოვ­რე­ბას იმ­დე­ნად ვუ­ყუ­რებ, რო­გორც თავ­გა­და­სა­ვალს, რომ, ამ მხრივ არაფ­რის მე­ში­ნია. ზუს­ტად ვიცი, ხვალ რომ უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე მოვ­ხვდე, იქაც მო­ვი­წყობ ჩემს სამ­ყა­როს და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მექ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ასე­თი რამ არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა.“ - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ ჟურ­ნალ „თბი­ლი­სე­ლებ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირ­ვე­ლი ქმა­რი

"ზა­ლი­კოს­თან ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვიც­ნობ­დი. ზა­ლი­კომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე, იმი­ტომ, რომ ერ­თად ცოტა ხანს ვი­ყა­ვით – ექ­ვსი თვე. თუმ­ცა, ის პირ­ვე­ლი ბიჭი იყო, ვი­საც ვა­კო­ცე და ცო­ლად გავ­ყე­ვი. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო დავ­შორ­დით. ისე­თი ტრა­გე­დია მქონ­და, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ, ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რა არის? წა­ჩხუ­ბე­ბაც ხდე­ბა და დიდი კონ­ფლიქ­ტე­ბიც. დეპ­რე­სი­უ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ, მებ­რძო­ლი ვარ. მე­ო­რე მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ისე მტკი­ო­და, ისე, რომ, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამო­ვიგ­ლი­ჯე. მაგ­რამ, რო­დე­საც წერ­ტი­ლი და­სას­მე­ლია, უნდა დას­ვა და იქი­დან გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა. ვი­ღა­ცას „ბო­იფ­რენ­დი“ ჰყავს, ვი­ღა­ცას – ქმა­რი. ჩემს ყვე­ლა „ბო­იფ­რენ­დს“ უნ­დო­და ჩემი ცო­ლად მოყ­ვა­ნა და, რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, როცა მიყ­ვარს, ეს ყვე­ლა­ფე­რია ჩემ­თვის. არას­დროს მომ­ხდა­რა ისე, ვიყო ერთ ადა­მი­ან­თან და გა­მი­ტა­ცოს მე­ო­რემ. სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და არ ჩა­ი­ფერ­ფლე­ბო­და, მა­ნამ არ აღ­მო­ცენ­დე­ბო­და სხვა გრძნო­ბა.“ - ამ­ბობს მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცია

მი­რან­დას და ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცია სულ უფრო იზ­რდე­ბა. მათი სახ­ლი მოს­კოვ­ში ყვე­ლა სტუმ­რის­თვის ღიაა

- მე და ჩემს მე­უღ­ლეს ღია სახ­ლი გვაქვს, ვახ­შმებს, მი­ღე­ბებ­სა და სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავთ, ამი­ტომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია და ბევ­რი ხალ­ხი შე­მო­დის, ასე რომ, არა­ვინ იცის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ამას უბ­რა­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ვა­კე­თებთ. მე კი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბად არ ვპო­ზი­ცი­ო­ნი­რებთ, თუმ­ცა ნა­მუ­შევ­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა უკვე გვაქვს. მე­ში­ნია, ჩვენს კო­ლექ­ცი­ას ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა „კო­ლექ­ცია“ და­ვარ­ქვათ, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ხუ­თას­ზე მეტი ნა­მუ­შე­ვა­რი გვაქვს. ლე­ო­ნიდს, მა­გა­ლი­თად, აქვს ვლა­დი­მერ ია­კოვ­ლე­ვის და სხვა ნონ­კონ­ფორ­მის­ტე­ბი­სა და სა­მო­ცი­ა­ნი მხატ­ვრე­ბის დიდი კო­ლექ­ცია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იყი­და და ად­რე­ვე და­ი­წყო მათი შეგ­რო­ვე­ბა, ვერც კი მიხ­ვდა, რომ აგ­რო­ვებ­და.

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ქსე­ნია სობ­ჩაკ­თან და ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვას­თან ერ­თად

ამ კუ­თხით სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ იმის­თვის, რომ იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მცოდ­ნე და მოყ­ვა­რუ­ლი, სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. მთა­ვა­რია პრაქ­ტი­კა, გა­ტა­ცე­ბა და ინ­ტე­რე­სი და და­ახ­ლო­ე­ბით ჩვიდ­მე­ტი წე­ლია ამით ვცხოვ­რობ. მა­ნამ­დე კი იყო მომ­ხიბ­ლა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მებ­ში, მსოფ­ლიო შე­დევ­რე­ბის გაც­ნო­ბა, ახა­ლი ეს­თე­ტი­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რად­გან ბავ­შვო­ბა­ში ეს არ გვი­ნა­ხავს და ზრდა ზუს­ტად მა­შინ მოხ­და.

თბი­ლი­სის სახ­ლში ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ნა­მუ­შევ­რე­ბი. გვაქვს ბინა, სა­დაც ბევ­რი სა­მუ­შა­ოა, ერ­თგვა­რი სა­თავ­სოა და ნივ­თე­ბი სა­წყო­ბებ­ში გვი­წევს შე­ნახ­ვა. და ეს ტვირ­თია. ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვენ არ გვაქვს შემ­თხვე­ვი­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი, არა­მედ მხო­ლოდ ის, რაც ჩვენ თვი­თონ ავირ­ჩი­ეთ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი არის ჩვე­ნი მეხ­სი­ე­რე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

შვი­ლე­ბი

2016 წელს მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ტყუ­პე­ბის დედა გახ­და. შვი­ლე­ბი წყვილს ქარ­თველ­მა სუ­რო­გატ­მა ქალ­მა გა­უ­ჩი­ნა. ამის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

- უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბი არც კი იც­ნო­ბენ მათ, ვის­თვი­საც მშო­ბი­ა­რო­ბენ. თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო­ში გოგო ვი­პო­ვე. აქ ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან: არ სვა­მენ, არ ეწე­ვი­ან, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დე­ვენ. ძი­რი­თა­დად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და უკვე ჰყავთ შვი­ლე­ბი, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურთ, ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა: მა­გა­ლი­თად, სახ­ლის ყიდ­ვა.

ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მათი რე­ლი­გი­უ­რო­ბა: თი­თო­ე­ულ მათ­განს სჯე­რო­და, რომ კარგ საქ­მეს აკე­თებ­დნენ. ბევ­რი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სუ­რო­გა­ტებს ეს­თე­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ირ­ჩე­ვენ - მათ არ სურთ ფი­გუ­რის გა­ფუ­ჭე­ბა, ან სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო მი­ზე­ზე­ბის გამო იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს კი აქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მე და ჩემს მე­უღ­ლეს ბევ­რი კარ­გი სა­ა­ვად­მყო­ფო გვი­ნა­ხავს და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­ვე­ცა­ნით მე­დი­ცი­ნას, ორი­ვე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის მუ­შა­ო­ბით.

სუ­რო­გა­ტი დე­დის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სახ­ლი ვი­ქი­რა­ვე, ჩვე­ნი აგა­რა­კის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. იქ შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ჩემი მშობ­ლე­ბი მას­თან დიდ დროს ატა­რებ­დნენ, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ჰყავ­და, სულ მივფრი­ნავ­დი მის სა­ნა­ხა­ვად. მის სახ­ლში ნამ­დვი­ლი ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო იყო, ის ცხოვ­რობ­და სიყ­ვა­რუ­ლით და მზრუნ­ვე­ლო­ბით - ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

თუ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ქალი მა­ინც გა­ა­კე­თებს სწორ არ­ჩე­ვანს სუ­რო­გა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ ჩემი მა­გა­ლი­თით, მივ­ხვდე­ბი, რომ ვი­ღა­ცას და­ვეხ­მა­რე ისე­თი­ვე ბედ­ნი­ე­რი გამ­ხდა­რი­ყო და გა­ნი­ცა­დოს ის, რა­საც ახლა გან­ვიც­დი.

ბავ­შვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნათ­ლა, ერთ-ერთი ნათ­ლია მი­რან­დას წლე­ბის მე­გო­ბა­რი სოფო შე­ვარ­დნა­ძე იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო - სუროგაციით გაჩენილი შვილები საქართველოში და ნათელმირონობა სოფო შევარდნაძესთან

რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო - სუროგაციით გაჩენილი შვილები საქართველოში და ნათელმირონობა სოფო შევარდნაძესთან

მირანდა მირიანაშვილი რუსი, მილიარდერი ბიზნესმენის, ლეონიდ ოგარევის, ცოლი და ორი შვილის დედა. ის ცნობილი მომღერალია, რომელზეც მედიაში ხშირად წერენ და გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მუსიკალური კარიერით, არამედ მასპინძლობითა და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების სტილით.

გადავწყვიტეთ მკითხველისთვის ახლოს გაგვეცნო რუსული წვეულებების ყველაზე სასურველი სტუმარი ქართველი ქალი, რომელიც რუსი მილიარდერის ცოლია. მირანდა მირიანაშვილს მედიაში მომღერლად, რუსული ელიტური ქრონიკების მთავარ გმირად და მილიარდერის ცოლად მოიხსენიებენ. მისი მეუღლე ცნობილი რუსი მილიარდერი ლეონიდ ოგარევია. წყვილი წლებია მოსკოვში მდიდრულ ვილაში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესის გარდა კოლექციონერობით არიან დაკავებულები.

2021 წლის მარტში, მირანდა მირიანაშვილი საქართველოში მასპინძლობდა რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს, რაც საზოგადოებაში გარკვეულ კრიტიკას გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, მირიანაშვილის დედამ აღნიშნა, რომ მისი შვილი ყველაფერს აკეთებს, რათა რუსები საქართველოში ჩამოიყვანოს და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

საქართველოში ცხოვრების წლები

მირანდა დაიბადა თბილისში, ინჟინრების ოჯახში. მამა იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო, რის გამოც უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, ოჯახი ხშირად მოგზაურობდა. მისი კარიერა დაიწყო თეატრალურ ინსტიტუტში სწავლით, სადაც მირანდა პირველივე კურსზე გამოირჩეოდა. ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო პოპულარული ქართული ანსამბლის "ივერიის" წევრი.

მშობლებთან და დასთან ერთად

მირანდა მირიანაშვილი, არ არის ტიპური მუსიკოსი, რომელიც ალბომებს უშვებს, კლიპებს იღებს და სოციალურ ქსელებში პოპულარობას ეძებს. ის არ დადის კონკურსებზე, არ აგროვებს კომენტარებს YouTube-ზე.

  • "მისთვის მთავარია გიტარა, პიანინო და მეგობრების წრე. ასევე, მისი მეუღლე, ლეონიდ ოგარევი, რომელიც უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანიის „ცეზარ სატელიტის“ პრეზიდენტია და ცოლის კარიერას ყურადღებით აკვირდება - წერს რუსული მედია.

მირანდას არ მოსწონს პოპულარობისთვის ბრძოლის ჩვეულებრივი ფორმები. თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა დახურულ კლუბებში სიმღერას, სადაც ბევრი მილიონერი იკრიბებოდა, თუმცა როდესაც 1994 წელს ქართულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ივერიაში“ სიმღერა შესთავაზეს, ის ხშირად დადიოდა ტურნეებით ისრაელსა და მოსკოვში, სადაც მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

მირანდა ყოველთვის ამბობდა, რომ მისი კარიერა შედგება ღირსებისა და პრინციპებისგან, და მას არ სურს, რომ ის ყველაფერი მიაღწიოს მხოლოდ ფულისა და პოპულარობის გამო. მას შემდეგ, რაც მირანდა მესამედ დაოჯახდა, მისი ცხოვრება უფრო მშვიდი გახდა და ამჯერად მისი ახალი ქმარი, ლეონიდ ოგარევი, დაეხმარა მას სტაბილურობაში.

პირადი ცხოვრება

მისი პირველი მეუღლე ცნობილი მსახიობი ზაალ ჩიქობავა იყო. მეორედ რუსზე იქორწინა, თუმცა წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ოთხი წლის შემდეგ ქმრის ოჯახი მხოლოდ მუსიკალური დისკებით დატოვა და ცხოვრება მოსკოვში გააგრძელა. მას ყოველთვის ჰყავდა გავლენიანი მეგობრები, რომლებიც ეხმარებოდნენ.

"ათი წელია, ვიცნობ ჩემს ქმარს და დამიჯერეთ, ისე გავყევი ცოლად, არ ვიცოდი, რა მატერიალური ბაზა გააჩნდა. დავინახე, იქ ჩამოვიდა, აქ ჩამოვიდა, რას ხარჯავდა – იდიოტი ხომ არ ვიყავი, არ დამენახა, მაგრამ, არ დავინტერესებულვარ, რა მატერიალური შესაძლებლობების პატრონი იყო. იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და ცხოვრებას იმდენად ვუყურებ, როგორც თავგადასავალს, რომ, ამ მხრივ არაფრის მეშინია. ზუსტად ვიცი, ხვალ რომ უკაცრიელ კუნძულზე მოვხვდე, იქაც მოვიწყობ ჩემს სამყაროს და საინტერესო ცხოვრება მექნება, იმიტომ, რომ ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა.“ - ამბობდა წლების წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

პირველი ქმარი

"ზალიკოსთან ბავშვი ვიყავი, მთელი ბავშვობა ვიცნობდი. ზალიკომ ყველაზე ნაკლები როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ნაკლები გავლენა იქონია ჩემზე, იმიტომ, რომ ერთად ცოტა ხანს ვიყავით – ექვსი თვე. თუმცა, ის პირველი ბიჭი იყო, ვისაც ვაკოცე და ცოლად გავყევი. რაღაც სისულელის გამო დავშორდით. ისეთი ტრაგედია მქონდა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ადამიანების ურთიერთობა რა არის? წაჩხუბებაც ხდება და დიდი კონფლიქტებიც. დეპრესიული საერთოდ არ ვარ, მებრძოლი ვარ. მეორე მეუღლეს რომ დავშორდი, ისე მტკიოდა, ისე, რომ, ძირფესვიანად ამოვიგლიჯე. მაგრამ, როდესაც წერტილი დასასმელია, უნდა დასვა და იქიდან განაგრძო ცხოვრება. ვიღაცას „ბოიფრენდი“ ჰყავს, ვიღაცას – ქმარი. ჩემს ყველა „ბოიფრენდს“ უნდოდა ჩემი ცოლად მოყვანა და, რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძალიან ერთგული ადამიანი. ურთიერთობებში ბოლომდე ვიხარჯები, როცა მიყვარს, ეს ყველაფერია ჩემთვის. არასდროს მომხდარა ისე, ვიყო ერთ ადამიანთან და გამიტაცოს მეორემ. სანამ არ დასრულდებოდა ყველაფერი და არ ჩაიფერფლებოდა, მანამ არ აღმოცენდებოდა სხვა გრძნობა.“ - ამბობს მირიანაშვილი.

ხელოვნების კოლექცია

მირანდას და ლეონიდ ოგარევის ხელოვნების კოლექცია სულ უფრო იზრდება. მათი სახლი მოსკოვში ყველა სტუმრისთვის ღიაა

- მე და ჩემს მეუღლეს ღია სახლი გვაქვს, ვახშმებს, მიღებებსა და სხვადასხვა თემატურ საღამოებს ვმართავთ, ამიტომ ჩვენი ნამუშევრები გამოფენილია და ბევრი ხალხი შემოდის, ასე რომ, არავინ იცის შეკრების შესახებ. ჩვენ ამას უბრალოდ პროფესიონალურად არ ვაკეთებთ. მე კი კოლექციონერებად არ ვპოზიციონირებთ, თუმცა ნამუშევრების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე გვაქვს. მეშინია, ჩვენს კოლექციას ხმამაღალი სიტყვა „კოლექცია“ დავარქვათ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

ხუთასზე მეტი ნამუშევარი გვაქვს. ლეონიდს, მაგალითად, აქვს ვლადიმერ იაკოვლევის და სხვა ნონკონფორმისტებისა და სამოციანი მხატვრების დიდი კოლექცია. ახალგაზრდობაში იყიდა და ადრევე დაიწყო მათი შეგროვება, ვერც კი მიხვდა, რომ აგროვებდა.

მირანდა მირიანაშვილი ქსენია სობჩაკთან და ნატალია ვოდიანოვასთან ერთად

ამ კუთხით სპეციალური განათლება არ მაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ იმისთვის, რომ იყო თანამედროვე ხელოვნების მცოდნე და მოყვარული, სულაც არ არის აუცილებელი კლასიკური განათლება ხელოვნების ისტორიაში. მთავარია პრაქტიკა, გატაცება და ინტერესი და დაახლოებით ჩვიდმეტი წელია ამით ვცხოვრობ. მანამდე კი იყო მომხიბლავი მოგზაურობები თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მუზეუმებში, მსოფლიო შედევრების გაცნობა, ახალი ესთეტიკის დათვალიერება, რადგან ბავშვობაში ეს არ გვინახავს და ზრდა ზუსტად მაშინ მოხდა.

თბილისის სახლში ასევე დიდი რაოდენობითაა ნამუშევრები. გვაქვს ბინა, სადაც ბევრი სამუშაოა, ერთგვარი სათავსოა და ნივთები საწყობებში გვიწევს შენახვა. და ეს ტვირთია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ გვაქვს შემთხვევითი ნამუშევრები, არამედ მხოლოდ ის, რაც ჩვენ თვითონ ავირჩიეთ. თითოეული მათგანი არის ჩვენი მეხსიერება, მოგზაურობა, გარკვეული ემოციური მდგომარეობა.

შვილები

2016 წელს მირანდა მირიანაშვილი ტყუპების დედა გახდა. შვილები წყვილს ქართველმა სუროგატმა ქალმა გაუჩინა. ამის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

- უმეტეს შემთხვევაში სუროგატი დედები არც კი იცნობენ მათ, ვისთვისაც მშობიარობენ. თბილისში საერთაშორისო სააგენტოში გოგო ვიპოვე. აქ ყველა ძალიან კარგები არიან: არ სვამენ, არ ეწევიან, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ძირითადად დაქორწინებულები არიან და უკვე ჰყავთ შვილები, მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ, ახალ ეტაპზე გადასვლა: მაგალითად, სახლის ყიდვა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მათი რელიგიურობა: თითოეულ მათგანს სჯეროდა, რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ. ბევრი შემთხვევაა, როდესაც სუროგატებს ესთეტიკური მიზეზების გამო ირჩევენ - მათ არ სურთ ფიგურის გაფუჭება, ან სამსახურის დაკარგვა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო იყო.

საქართველოს კი აქვს შესანიშნავი დაწესებულებები, მე და ჩემს მეუღლეს ბევრი კარგი საავადმყოფო გვინახავს და ბევრ ქვეყანაში გავეცანით მედიცინას, ორივე აღფრთოვანებული ვიყავით ქართველი ექიმების მუშაობით.

სუროგატი დედისთვის საქართველოში სახლი ვიქირავე, ჩვენი აგარაკის მოპირდაპირე მხარეს. იქ შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ჩემი მშობლები მასთან დიდ დროს ატარებდნენ, მომსახურე პერსონალი ჰყავდა, სულ მივფრინავდი მის სანახავად. მის სახლში ნამდვილი ოჯახური ატმოსფერო იყო, ის ცხოვრობდა სიყვარულით და მზრუნველობით - ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

თუ მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენიმე ქალი მაინც გააკეთებს სწორ არჩევანს სუროგაციის სასარგებლოდ ჩემი მაგალითით, მივხვდები, რომ ვიღაცას დავეხმარე ისეთივე ბედნიერი გამხდარიყო და განიცადოს ის, რასაც ახლა განვიცდი.

ბავშვები საქართველოში მონათლა, ერთ-ერთი ნათლია მირანდას წლების მეგობარი სოფო შევარდნაძე იყო.