პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეკვა, მუსიკა, სპორტი ანუ რა სჭირდება ბავშვს სწორი განვითარებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ცეკვა, მუსიკა, სპორტი ანუ რა სჭირდება ბავშვს სწორი განვითარებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გის პრაქ­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე დიდ ად­გილს იკა­ვე­ბენ ისე­თი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი შვი­ლის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პა­ტა­რა ასა­კი­დან იწყებს ზრუნ­ვას და აინ­ტე­რე­სებს, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა კუ­თხით მი­მარ­თოს ამ უკა­ნას­კნე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი. პი­რა­დი ას­ტრო­ლი­გი­უ­რი რუ­კით, რაღა თქმა უნდა, ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, თუ სა­მო­მავ­ლოს რა სფე­რო­ში შეძ­ლებს თქვე­ნი შვი­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას. თუმ­ცა­ღა, ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კაც არ­სე­ბობს იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა სა­ხის და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბით აჯო­ბებს და­ა­კა­ვოთ თქვე­ნი პა­ტა­რა სა­ი­მი­სოდ, რომ უკვე დიდ ასაკ­ში მისი მენ­ტა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სწო­რი სა­ფუძ­ვე­ლი გქონ­დეთ არ­ჩე­უ­ლი.

ვერ­ძი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და აქ­ტი­უ­რი ნი­შა­ნია – თუ გო­გო­ნაა ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, სამ­სა­ხი­ო­ბო სტუ­დია გა­მო­გად­გე­ბათ. ბიჭს კი სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა შე­ურ­ჩი­ეთ – მა­გა­ლი­თად რაგ­ბი.

კუ­რო­ე­ბი ბუ­ნე­ბით არ არი­ან ნო­ვა­ტო­რე­ბი. ამი­ტომ თქვენს პა­ტა­რა კურო გო­გოს თუ რა­ი­მე ტი­პის ხელ­საქ­მეს ას­წავ­ლით ან კუ­ლი­ნა­რი­ით და­ა­ინ­ტე­რე­სებთ იდე­ა­ლუ­რია. ბი­ჭუ­ნას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა ჭად­რა­კი ან ჭი­და­ო­ბა.

ტყუ­პი სი­ცელ­ქით გან­თქმუ­ლი ბავ­შვე­ბის ნი­შა­ნია. ამი­ტომ პა­ტა­რა ქალ­ბა­ტო­ნი ტყუ­პი ენე­ბის შეს­წავ­ლით და­ა­კა­ვეთ, მის­თვის ეს სა­სარ­გებ­ლო­ცაა და სა­სი­ა­მოვ­ნოც. ბი­ჭუ­ნა კი ფეხ­ბურთზე შე­იყ­ვა­ნეთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ მის­გან დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი დად­გეს.

კირჩხი­ბი მორ­ცხვი და ემო­ცი­უ­რი ბავ­შვია. კარ­გს იზამთ თუკი გოგო კირჩხიბს სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას აზი­ა­რებთ, ასე მას სა­კუ­თა­რი სი­მორ­ცხვის დაძ­ლე­ვა გა­უ­ად­ვილ­დე­ბა. ბი­ჭუ­ნა კი ცურ­ვის დი­დოს­ტა­ტი გა­მო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჯერ აუზ­ზე არ დაგ­ყავთ, ატა­რეთ! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მისი აბა­ზა­ნი­დან გა­მო­ძე­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ზე ნერ­ვე­ბი არა­ერ­თგზის და­გე­ძა­ბე­ბათ.

ლომს ლი­დე­რო­ბა უყ­ვარს. პა­ტა­რა ბოკ­ვე­რი თუკი ის გო­გო­ნაა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად აუ­ღებს ალ­ღოს ცეკ­ვა­სა და სიმ­ღე­რას. ბი­ჭუ­ნას კი სპორ­ტის ისე­თი სა­ხე­ო­ბა მო­ე­წო­ნე­ბა რო­გო­რი­ცაა მძლე­ოს­ნო­ბა ან ფა­რი­კა­ო­ბა.

ქალ­წუ­ლი ჩა­კე­ტი­ლი და თა­ვი­სე­ბუ­რი ბავ­შვია. მას მო­მა­ტე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა გა­აჩ­ნია. გო­გო­ნა თუ გყავთ დი­ზა­ი­ნე­რის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ნუ­ვი­თა­რეთ, მის­გან შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­დე­ლი­ო­რიც დად­გეს. ბი­ჭუ­ნას კი კონ­სტრუქ­ტო­რით ან ჭად­რა­კით გა­უღ­ვი­ვეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ფონი.

სას­წო­რი კრე­ა­ტი­უ­ლი და მომ­ხიბ­ვლე­ლია. თუ გო­გო­ნას მშო­ბე­ლი ხართ ხატ­ვა-ფერ­წე­რის შემ­სწავ­ლელ წრე­ზე მი­იყ­ვა­ნეთ იგი, ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა. ბიჭი თუ გყავთ მის­თვის კა­ლათ­ბურ­თი ან ტან­ვარ­ჯი­შია ზედ­გა­მოჭ­რი­ლი.

მო­რი­ე­ლი ჯი­უ­ტი და რთუ­ლი ბავ­შვია. ამას­თან გო­გო­ნას ბი­ჭუ­რი ხა­სი­ა­თი გა­აჩ­ნია. მის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბი იქ­ნე­ბა თუ ძერ­წვით და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, მო­რი­ე­ლებს მოს­წონთ მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა. ბი­ჭუ­ნას­თვის კი სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბია სპორ­ტი – გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ვი.

მშვილ­დო­სა­ნი მხი­ა­რუ­ლი და ოპ­ტი­მის­ტია. გო­გო­ნა თუ გყავთ მის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი პა­ტა­რა ვე­ტე­რი­ნა­რი დად­გე­ბა. მი­ა­ბა­რეთ მო­სავ­ლე­ლად ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, ის მათ სი­ა­მოვ­ნე­ბით უპატ­რო­ნებს. ბი­ჭუ­ნას­თვის კი ფეხ­ბურ­თი ან ჩოგ­ბურ­თი იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

თხის რქა და­ბა­დე­ბი­დან ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლია. მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საკ­ვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გო­გო­ნა ხში­რად და­ა­საქ­მეთ წიგ­ნის კი­თხვით. ბიჭს კი სა­სურ­ვე­ლია ხაზ­ვა შე­აყ­ვა­როთ ან კონ­სტრუქ­ტო­რით ქა­ლა­ქე­ბის აგე­ბა. მის­გან ური­გო არ­ქი­ტექ­ტო­რი როდი გა­მო­ვა.

მერ­წყუ­ლი ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი და კრე­ა­ტი­უ­ლი ნი­შა­ნია. გო­გო­ნა თუ გყავთ შე­გიძ­ლი­ათ იგი ხელ­საქ­მით გა­არ­თოთ, მო­უ­მა­რა­გეთ ფე­რა­დი მძი­ვე­ბი და ბი­სე­რე­ბი მის­გან თქვე­ნი შვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს შექ­მნის. ბიჭს კი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა გა­ა­ხა­რებს. მი­ე­ცით მას წვდო­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის ტექ­ნი­კას­თან, მას ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი ცოდ­ნა გა­აჩ­ნია ამ მხრივ.

და­ბო­ლოს, თუკი თევ­ზი ბავ­შვის მშო­ბე­ლი ხართ. გო­გო­ნას სა­სურ­ვე­ლია ხმა, სმე­ნა და მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­უ­მოწ­მოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ რო­მე­ლი­მე ინ­სტრუ­მენტზეც ას­წავ­ლით დაკ­ვრას. ბიჭს კი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ა­ხა­რებს აუზ­ზე სი­ა­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ცეკვა, მუსიკა, სპორტი ანუ რა სჭირდება ბავშვს სწორი განვითარებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ცეკვა, მუსიკა, სპორტი ანუ რა სჭირდება ბავშვს სწორი განვითარებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ ნებისმიერი ასტროლოგის პრაქტიკაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებენ ისეთი მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილის სწორად განვითარებაზე პატარა ასაკიდან იწყებს ზრუნვას და აინტერესებს, თუ კონკრეტულად რა კუთხით მიმართოს ამ უკანასკნელის ინტერესები. პირადი ასტროლიგიური რუკით, რაღა თქმა უნდა, ზედმიწევნით ზუსტად შეიძლება იმის თქმა, თუ სამომავლოს რა სფეროში შეძლებს თქვენი შვილი წარმატების მიღწევას. თუმცაღა, ზოგადი სტატისტიკაც არსებობს იმის გასარკვევად, თუ რა სახის დამატებითი აქტივობით აჯობებს დააკავოთ თქვენი პატარა საიმისოდ, რომ უკვე დიდ ასაკში მისი მენტალური განვითარებისთვის სწორი საფუძველი გქონდეთ არჩეული.

ვერძი შემოქმედებითი და აქტიური ნიშანია – თუ გოგონაა ცეკვა, სიმღერა, სამსახიობო სტუდია გამოგადგებათ. ბიჭს კი სპორტის რომელიმე სახეობა შეურჩიეთ – მაგალითად რაგბი.

კუროები ბუნებით არ არიან ნოვატორები. ამიტომ თქვენს პატარა კურო გოგოს თუ რაიმე ტიპის ხელსაქმეს ასწავლით ან კულინარიით დააინტერესებთ იდეალურია. ბიჭუნას ძალიან მოეწონება ჭადრაკი ან ჭიდაობა.

ტყუპი სიცელქით განთქმული ბავშვების ნიშანია. ამიტომ პატარა ქალბატონი ტყუპი ენების შესწავლით დააკავეთ, მისთვის ეს სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. ბიჭუნა კი ფეხბურთზე შეიყვანეთ, გამორიცხული არაა, რომ მისგან დიდი ფეხბურთელი დადგეს.

კირჩხიბი მორცხვი და ემოციური ბავშვია. კარგს იზამთ თუკი გოგო კირჩხიბს სამსახიობო ოსტატობას აზიარებთ, ასე მას საკუთარი სიმორცხვის დაძლევა გაუადვილდება. ბიჭუნა კი ცურვის დიდოსტატი გამოვა. შესაბამისად, თუ ჯერ აუზზე არ დაგყავთ, ატარეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აბაზანიდან გამოძევების პროცედურაზე ნერვები არაერთგზის დაგეძაბებათ.

ლომს ლიდერობა უყვარს. პატარა ბოკვერი თუკი ის გოგონაა, შესანიშნავად აუღებს ალღოს ცეკვასა და სიმღერას. ბიჭუნას კი სპორტის ისეთი სახეობა მოეწონება როგორიცაა მძლეოსნობა ან ფარიკაობა.

ქალწული ჩაკეტილი და თავისებური ბავშვია. მას მომატებული გონებრივი აქტივობა გააჩნია. გოგონა თუ გყავთ დიზაინერის მონაცემები განუვითარეთ, მისგან შეიძლება შესანიშნავი მოდელიორიც დადგეს. ბიჭუნას კი კონსტრუქტორით ან ჭადრაკით გაუღვივეთ ინტელექტუალური ფონი.

სასწორი კრეატიული და მომხიბვლელია. თუ გოგონას მშობელი ხართ ხატვა-ფერწერის შემსწავლელ წრეზე მიიყვანეთ იგი, ბედნიერი იქნება. ბიჭი თუ გყავთ მისთვის კალათბურთი ან ტანვარჯიშია ზედგამოჭრილი.

მორიელი ჯიუტი და რთული ბავშვია. ამასთან გოგონას ბიჭური ხასიათი გააჩნია. მისთვის საუკეთესო გასართობი იქნება თუ ძერწვით დააინტერესებთ, მორიელებს მოსწონთ მსგავსი საქმიანობა. ბიჭუნასთვის კი საუკეთესო გასართობია სპორტი – განსაკუთრებით კრივი.

მშვილდოსანი მხიარული და ოპტიმისტია. გოგონა თუ გყავთ მისგან შესანიშნავი პატარა ვეტერინარი დადგება. მიაბარეთ მოსავლელად შინაური ცხოველები, ის მათ სიამოვნებით უპატრონებს. ბიჭუნასთვის კი ფეხბურთი ან ჩოგბურთი იქნება სასურველი საქმიანობა.

თხის რქა დაბადებიდან ზედმეტად სერიოზულია. მისთვის აუცილებელია ინტელექტუალური საკვები. შესაბამისად, გოგონა ხშირად დაასაქმეთ წიგნის კითხვით. ბიჭს კი სასურველია ხაზვა შეაყვაროთ ან კონსტრუქტორით ქალაქების აგება. მისგან ურიგო არქიტექტორი როდი გამოვა.

მერწყული ყველაზე ორიგინალური და კრეატიული ნიშანია. გოგონა თუ გყავთ შეგიძლიათ იგი ხელსაქმით გაართოთ, მოუმარაგეთ ფერადი მძივები და ბისერები მისგან თქვენი შვილი ხელოვნების ნიმუშს შექმნის. ბიჭს კი კომპიუტერული ტექნიკა გაახარებს. მიეცით მას წვდომა ყველანაირი სახის ტექნიკასთან, მას ინტუიციური ცოდნა გააჩნია ამ მხრივ.

დაბოლოს, თუკი თევზი ბავშვის მშობელი ხართ. გოგონას სასურველია ხმა, სმენა და მუსიკალური მონაცემები შეუმოწმოთ. კარგი იქნება თუ რომელიმე ინსტრუმენტზეც ასწავლით დაკვრას. ბიჭს კი ყველაზე მეტად გაახარებს აუზზე სიარული.

ვის რა ელოდება დღევანდელი ახალმთავრეობის შემდეგ - ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა და სიყვარული...

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - რას გიმზადებთ ეს თვე?