პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან
ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე 2021 წლის ვრცელ ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას გვთა­ვა­ზობს:

"მო­დის თეთ­რი (ლი­თო­ნის) ხა­რის წე­ლი­წა­დი! ხა­რის წე­ლი­წა­დი 2021 წლის 11 თე­ბერ­ვალს იწყე­ბა და 2022 წლის 30 იან­ვრამ­დე გას­ტანს.

ხარი, აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქოს მი­ხედ­ვით მე­ო­რე ნი­შა­ნია და და­სავ­ლურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში კუ­როს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ხა­რის წლე­ბია: 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021, 2033…

  • რო­დის შე­მო­დის ახა­ლი წელი?
ასევე დაგაინტერესებთ
12:59 / 25-12-2020

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

16:49 / 23-12-2020

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

10:33 / 12-02-2021

ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით, გუშინ ღამით დადგა - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან

16:06 / 06-01-2021

იანვრის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

17:13 / 29-01-2021

"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო

რად­გან ბევ­რი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა და ერ­თგვა­რი დაბ­ნე­უ­ლო­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხა­რის წლის შე­მოს­ვლის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ნი­ხი­ლე­ბა 3, 11, 12 თე­ბერ­ვა­ლი და გა­უ­გე­ბა­რია, რო­მე­ლია სწო­რი ვერ­სია, შე­ვეც­დე­ბი მოკ­ლედ ავ­ხსნა: ჩვენ­თან ხა­რის წელი ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე, 11 თე­ბერ­ვალს ვირ­თხის სა­ათ­ზე (23:05) შე­მო­დის ჩი­ნუ­რი მთვა­რის კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით. ჩი­ნე­ლე­ბი ახა­ლი წლის, ახა­ლი ციკ­ლის და­წყე­ბას ით­ვლი­ან ახალმთვა­რე­ო­ბი­დან და ამ დროს იმარ­თე­ბა ხოლ­მე ეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბი და ზე­ი­მე­ბი, მაგ­რამ ეს ახალმთვა­რე­ო­ბა და ხა­რის წლის და­წყე­ბა ჩი­ნე­თის დრო­ით 03:05 წუთ­ზე ხდე­ბა, ანუ, მათ­თან არის 12 თე­ბერ­ვა­ლი, ჩვენ­თან კი 11 თე­ბერ­ვა­ლი) (გა­და­ვა­მოწ­მე და გად­მოვ­თვა­ლე) რაც ეხე­ბა 3 თე­ბერ­ვალს - ეს თა­რი­ღი კავ­შირ­შია ისევ აღ­მო­სავ­ლურ, მაგ­რამ ახლა უკვე მზის ათას­წლი­ან კა­ლენ­დარ­თან (ორი­ვე­თი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ) და მის მი­ხედ­ვით 3 თე­ბერ­ვალს იწყე­ბა ხა­რის ენერ­გი­ის შე­მოს­ვლა, უბ­რა­ლოდ ფიქ­სა­ცი­აა მო­მენ­ტის, მეტი არა­ფე­რი და არც არა­ნა­ი­რი აღ­ვნიშ­ვნა და დღე­სას­წა­უ­ლი ამას არ ერ­თვის თან.

უფრო გა­სა­გე­ბად რომ ავ­ხსნა, რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რია - ჩა­სახ­ვა და და­ბა­დე­ბა. ჩა­სახ­ვა­ში ვგუ­ლის­ხმობ 3 თე­ბერ­ვალს და და­ბა­დე­ბა­ში - 11-ს. სულ ესაა).

  • რო­გო­რი იქ­ნე­ბა ხა­რის წელი?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე 2021 წელი ლი­თო­ნის, თეთ­რი, ხა­რის წე­ლია. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ თეთ­რი? ჩი­ნურ მე­ტა­ფი­ზი­კა­ში ცნო­ბი­ლია აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქოს 12 ნი­შა­ნი და ასე­ვე, სტი­ქი­ის 5 ელე­მენ­ტი, ესე­ნია: მიწა, წყა­ლი, ცე­ცხლი, ხე, მე­ტა­ლი და თი­თო­ე­უ­ლი წელი რო­მე­ლი­ღაც ელე­მენტს შე­ე­სა­ბა­მე­ბა 2021 წელს, თეთ­რი ხა­რის წელი დგე­ბა, რად­გან წლის ელე­მენ­ტის მი­ხედ­ვით ეს არის მე­ტა­ლის ელე­მენ­ტი, მე­ტა­ლის ფერი კი თეთ­რია, აქე­და­ნაა სწო­რედ ხა­რის თეთ­რი ფერი. კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნის ელე­მენ­ტი მხო­ლოდ 60 წე­ლი­წად­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა, მა­ნამ­დე კი, შე­საძ­ლოა იგი­ვე ნიშ­ნის წელი იყოს, მაგ­რამ წლის მი­ხედ­ვით მას სხვა ელე­მენ­ტი ჰქონ­დეს. ანუ, 60 წლის წინ, 1961 წელს, ასე­ვე, თეთ­რი ხა­რის წელი გვქონ­და, შემ­დე­გი, ისევ თეთ­რი (ანუ მე­ტა­ლის) ხა­რის წელი - 2081 წელს გვექ­ნე­ბა და ა.შ.. სხვა წლებ­ში კი ხარს, მე­ტა­ლის ენერ­გი­ის ნაც­ვლად, სხვა ელე­მენ­ტი ექ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ფერ­საც სხვას ვი­ტყვით (მაგ.: წი­თე­ლი ხარი, ანუ ცე­ცხლის სტი­ქი­ის, ლურ­ჯი ხარი - წყლის და სხვ.).

ეს "ფე­რე­ბი", ანუ ელე­მენ­ტე­ბი, ხა­რის­ხობ­რი­ვად, მუხ­ტით, ბუ­ნე­ბით სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ხა­სი­ათს ატა­რე­ბენ. ა.მ. მე­ტა­ლის თეთ­რი ხარი, - მე­ტად მდგრა­დი, ამ­ტა­ნი, ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რია, ვიდ­რე, ვთქვათ, წყლის და ა.შ. რა სტი­ქი­ი­საც არ უნდა იყოს ხარი, ის აღ­მო­სავ­ლურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი და მშვი­დი ბუ­ნე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. მას არ უყ­ვარს ზე­და­პი­რუ­ლო­ბა და ხში­რად, ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი, ცოტა მძი­მეა. და რად­გან ხარი 2021 წლის მბრძა­ნე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სწო­რედ ამ თვი­სე­ბებს მო­ი­თხოვს: მხო­ლოდ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, დის­ციპ­ლი­ნა, საქ­მი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მა, ნაკ­ლე­ბი დროს­ტა­რე­ბა და ზე­და­პი­რუ­ლო­ბა, ნაკ­ლე­ბი არაპ­რაქ­ტი­კუ­ლო­ბა და ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი - მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გვაძ­ლევს წარ­მა­ტე­ბას. მას არ უყ­ვარს სი­ზარ­მა­ცე, სპონ­ტა­ნუ­რო­ბა და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია. უდი­დე­სი მოთ­მი­ნე­ბის და ატა­ნის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტომ, სხვე­ბის­გა­ნაც იგი­ვეს ითხოვს. ამი­ტომ შემ­დეგ წელს რაც მე­ტად წინ­და­ხე­დუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი გათ­ვლე­ბით ვი­ცხოვ­რებთ, არ ვი­ზარ­მა­ცებთ, გა­მო­ვი­ჩენთ შრო­მის მოყ­ვა­რე­ო­ბას, - მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გვექ­ნე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხარი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ხში­რად რო­მან­ტი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია, ეს წელი კარ­გია ქორ­წი­ნე­ბი­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის , ვი­ნა­ი­დან ხარი არაა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, უყ­ვარს სიმ­ყა­რე, ერ­თგუ­ლე­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ამი­ტომ ამ წელს შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბიც სიმ­ყა­რი­თა და სტა­ბი­ლუ­რო­ბით იქ­ნე­ბა და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი.

ეს კარ­გი წე­ლია ასე­ვე აგ­რა­რუ­ლი სფე­როს­თვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გე­ბის­თვის, ყვე­ლა ადა­მი­ნის­თვის, ვინც ბუ­ნე­ბას­თან, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სფე­რო­ებ­შია , ვინც მი­წას­თან მუ­შა­ობს ან უბ­რა­ლოდ, ვი­საც ფი­ზი­კუ­რი შრო­მა უწევს - მათ ამ წელ­ში წარ­მა­ტე­ბის იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ.

ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ - 2021 წელს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას. ვი­საც ვე­ნე­ბის, სის­ხლძარ­ღვე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­წუ­ხებთ, ხში­რად გა­და­ი­მოწ­მეთ სის­ხლი, გა­ი­კე­თეთ კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა, შე­ა­მოწ­მეთ ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი, ჰორ­მო­ნე­ბი. ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო ყე­ლის ზო­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ, ხოლო წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებს სა­სუნ­თქ და ნერ­ვულ სის­ტე­მას.

  • რო­გო­რი იქ­ნე­ბა 2021 წელი?

2021 წლის მთა­ვა­რი ტენ­დენ­ცი­აა ცვლი­ლე­ბე­ბი, ოღონდ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მშვი­დი, თან­და­თა­ნო­ბი­თი, ეტა­პობ­რი­ვი. ძველს ენაც­ვლე­ბა ახა­ლი და ეს, შე­საძ­ლოა ერთი შე­ხედ­ვით ვერც კი შე­ვამ­ჩნი­ოთ 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით 2021 წელი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი იქ­ნე­ბა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ, 2020 წელს ვირ­თხის წლით და­ი­წყო სამ­ყა­რო­ში ახა­ლი 12 წლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ციკ­ლი. მარ­თა­ლია, 2020 წელი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით საკ­მა­ოდ მძი­მე, კრი­ზი­სუ­ლი წელი აღ­მოჩ­ნდა და ბევრ ადა­მი­ანს უმ­ძი­მე­სი და რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და (თუმ­ცა ბევ­რმა სწო­რედ ამ დროს მო­ა­ხერ­ხა ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, გამ­დიდ­რე­ბაც და საკ­მა­ოდ დიდი კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბაც, რაც წლის ტენ­დენ­ცი­ა­ში იდო), მაგ­რამ ამ სირ­თუ­ლე­ებს მხო­ლოდ ვირ­თხის წელს ნუ და­ვაბ­რა­ლებთ. ჩვენ, ადა­მი­ა­ნებ­მა, მთლი­ა­ნად სამ­ყა­რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პლა­ნე­ტა­რუ­ლი ას­პექ­ტე­ბი გა­ი­ა­რა,

ასე­ვე გვქონ­და 6 (!) დაბ­ნე­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თო­ბაა და ამას­თან, თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ ვნა­ხავთ, რომ სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი ყო­ველ­თვის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­თან, მსოფ­ლიო მას­შტა­ბის მოვ­ლე­ნებ­თან არის ხოლ­მე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სამ­ყა­რო­ში კი ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­ულ ციკლს ემორ­ჩი­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­დეგ წელს შე­ზღუდ­ვე­ბის მთა­ვა­რი პლა­ნე­ტა, სა­ტურ­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნი­შან­ში, მერ­წყულ­ში იმოძ­რა­ვებს და კვლავ შე­ეც­დე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩვენ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას, 2021 მა­ინც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი წელი იქ­ნე­ბა 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით, მით უფრო სექ­ტემ­ბრის შემ­დე­გი პე­რი­ო­დი, მა­ნამ­დე კი, შე­საძ­ლოა ცოტა და­ძა­ბუ­ლი იყოს ზო­გა­დად სამ­ყა­როს­თვის იან­ვრის თვე, მაგ­რამ მჯე­რა, რომ ამა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ვუმკლავ­დე­ბით!

რაც ეხე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სუს­ტებს, - ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ზა­ფხულ­ზეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, აპ­რი­ლი­დან ნელ-ნელა და­ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­საძ­ლოა დრო და დრო მა­ინც გვქონ­დეს. რაც ეხე­ბა სა­ბან­კო - სა­ფი­ნან­სო სფე­როს, - ამ მხრივ წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ჯერ კი­დევ რთუ­ლია, მით უფრო მარ­ტის ბოლო და შე­საძ­ლოა ზო­გა­დად გა­ზა­ფხუ­ლი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი მსოფ­ლიო სა­ბან­კო სის­ტე­მა­ში, ფი­ნან­სებ­ში . ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან, თან­და­თა­ნო­ბით, ეს სფე­რო და­ი­წყებს გა­მოს­წო­რე­ბას, მაგ­რამ მა­ნამ­დე, შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი ხა­სი­ა­თის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის მომსწრე­ნი გავ­ხდეთ - შე­გახ­სე­ნებთ, კუ­როს ნი­შან­ში ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი, ასე­ვე, ფიქ­ტი­უ­რი პლა­ნე­ტა ლი­ლი­ტი, რა­საც ცოტა ხან­ში უერ­თდდე­ბა მარ­სი და ასე­ვე, სა­მო­მავ­ლოდ დგე­ბა სა­ტურ­ნი - ურა­ნის კვად­რა­ტი, რაც გარ­კვე­ულ კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას შექ­მნის სა­ფი­ნან­სო სფე­რო­ში, არა­მარ­ტო ჩვენ­თან, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ამი­ტომ ყვე­ლამ უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ სიფრ­თხი­ლე, ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა, მო­ვე­რი­დეთ სპონ­ტა­ნურ სა­ყიდ­ლებს და სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბებს.

შე­მოდ­გო­მი­დან სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით გა­მოს­წორ­დე­ბა, მაგ­რამ კრი­ზი­სის სა­ბო­ლო­ოდ დაძ­ლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უფრო წლის ბო­ლო­დან, 2022 წლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მოკ­ლედ, ცოტა დრო გვი­ჭირ­დე­ბა და ემო­ცი­უ­რად შემ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი უნდა დავ­ხვდეთ წლის ტენ­დენ­ცი­ებს, გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი და არ დავ­კარ­გოთ უკე­თე­სი მო­მავ­ლის რწმე­ნა! რო­მე­ლიც, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა!

  • ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნი­შანს რას პირ­დე­ბა 2021 წელი?

ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ყო­ველ­თვის, ძა­ლი­ან დი­დია ინ­ტე­რე­სი ამ თე­მის მი­მართ გთა­ვა­ზობთ მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას, თუმ­ცა მა­ინც შე­გახ­სე­ნებთ - ვის რო­გო­რი წელი ელის, ეს მხო­ლოდ მის პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ჩანს. რაც არ უნდა ვთქვა, ეს მა­ინც ზე­და­პი­რუ­ლი და შე­საძ­ლოა არა­ზუს­ტი პა­სუ­ხი გა­მო­ვი­დეს, რად­გან ალ­ბათ გეს­მით, რომ ყვე­ლა კუ­როს ერ­თნა­ი­რი წელი ვერ ექ­ნე­ბა, ან ყვე­ლა ლომს. ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რუ­კის შედ­გე­ნის შე­დე­გა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ზო­გა­დად, კი შე­მიძ­ლია, გი­თხრათ რომ, მო­მა­ვა­ლი 2021 წელი კარ­გია ცე­ცხლი­სა და ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ სხვა ნიშ­ნებს არ გა­უ­მარ­თლებთ! შე­საძ­ლოა მათ­თან სწო­რედ ჰა­ე­რი­სა და ცე­ცხლის ნიშ­ნებ­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი პლა­ნე­ტა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რაც უკვე სრუ­ლი­ად ცვლის სუ­რათს და წარ­მა­ტე­ბის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბას გვაძ­ლევს.

ვერ­ძის­თვის ბოლო წლე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, მე­ტად კონ­ფლიქ­ტუ­რი, ტრავ­მუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა და გან­სა­კუთ­რე­ბით 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი. 2021 წელი, ამ მხრივ, უფრო მსუ­ბუ­ქი, მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მთა­ვა­რია ხა­რის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა - სი­ბე­ჯი­თე, საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, მუ­ყა­ი­თო­ბა და არა სპონ­ტა­ნუ­რი ან ზე­რე­ლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ვერ­ძებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ძი­ნონ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, გა­ზარ­დონ თა­ნა­მო­აზ­რე­თა წრე, მე­ტად და­კა­ვე­ბულ­ნი და რე­ა­ლი­ზე­ბულ­ნი იყ­ვნენ სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში, მო­ახ­დი­ნონ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ რე­ფორ­მე­ბი, მოკ­ლედ, ბევ­რად უკე­თე­სი, ბევ­რად დი­ნა­მი­უ­რი წელი დგე­ბა მათ­თვის.

კუ­როს­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი წე­ლია კა­რი­ე­რუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბო წე­ლია, ვი­ნა­ი­დან თით­ქმის აგ­ვის­ტომ­დე კუ­როს ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა ე.წ. ლი­ლი­ტი, მაც­დუ­ნე­ბე­ლი პლა­ნე­ტა, ასე­ვე, ურა­ნი, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს ამ ნი­შანს ფულ­თან, კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებ­თან, მსხვილ ფუ­ლად გა­რი­გე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით, მა­ღა­ლია მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა და სა­მო­მავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა სჯობს. არ და­გა­ვი­წყდეთ ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა, მო­ე­რი­დეთ სპონ­ტა­ნურ სა­ყიდ­ლებს და ფუ­ლის ფლან­გვას. სხვა მხრივ, მშვი­დო­ბაა.

ტყუ­პე­ბის­თვის საკ­მა­ოდ სა­სი­კე­თო, ჰარ­მო­ნი­უ­ლი პე­რი­ო­დი დგე­ბა მერ­წყულ­ში მდგა­რი პლა­ნე­ტე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით. კარ­გი პე­რი­ო­დია შე­მეც­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით. მათ გა­და­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, ჩა­ნა­ფიქ­რის მარ­ტი­ვად გან­ხო­რი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ შემ­დე­გი წე­ლი­წა­დი. თუმ­ცა, 24 ივ­ლი­სი­დან ტყუ­პე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გად­მო­დის ე.წ. შავი მთვა­რე, რაც ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გარ­კვე­ულ სი­ფხიზ­ლეს მო­ი­თხოვს - აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ცხრი­ლოთ არა­სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბი, გა­და­ა­მოწ­მოთ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წა­უ­კი­თხა­ვად არც ერთ დო­კუ­მენტს არ მო­ა­წე­როთ ხელი, გა­ა­კონ­ტრო­ლოთ სა­უ­ბა­რი და მეტი იმუ­შა­ოთ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა­ზე, მა­შინ წელი საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ივ­ლის.

კირჩხი­ბის­თვის შე­და­რე­ბით ამო­სუნ­თქვის, უფრო მსუ­ბუ­ქი წელი მო­დის, რო­მე­ლიც ისე­ვე, რო­გორც თხის რქა, სა­ტურ­ნის წნე­ხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და ამ ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე, რად­გან სა­ტურ­ნი (შე­ზღუდ­ვე­ბი) მის ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შან­ში, თხის რქა­ში იდგა, რაც თა­ვის­თა­ვად, მას­ზეც აი­სა­ხა. 2021 წელი არ იქ­ნე­ბა მათ­თვის ასე­თი სტრე­სუ­ლი და დამ­ქან­ცვე­ლი და უფრო მარ­ტი­ვად გა­მო­ვა ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. ეს არის მათ­თვის ტრანსფორ­მა­ცი­ის, სუ­ლი­ე­რი ზრდის წელი, ბევრთან შე­საძ­ლოა მემ­კვიდ­რე­ო­ბის, სხვი­სი ფი­ნან­სე­ბის, ქო­ნე­ბის სა­კი­თხე­ბიც კი დად­გეს დღის წეს­რიგ­ში.

ლო­მე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხრივ, მოვ­ლე­ნე­ბი შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ სფე­რო­ში გან­ვი­თარ­დეს. და­უ­ო­ჯა­ხე­ბელ ლო­მებს ეძ­ლე­ვათ და­ო­ჯა­ხე­ბის შან­სი, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს კი - პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მეტი ყუ­რა­დღე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­ის გა­მოვ­ლე­ნა მარ­თებთ პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, ეხე­ბა ეს საქ­მი­ან, თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ ხდე­ბა ამ მხრივ ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ამას­თან, თუ ლო­მე­ბი არ იზარ­მა­ცე­ბენ, მა­შინ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი წე­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ქალ­წუ­ლის­თვი­საც არ იქ­ნე­ბა ცუდი შემ­დე­გი წელი, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­სა­ხუ­რი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ზრდის კუ­თხით. თუმ­ცა, რად­გან მათ ისე­დაც უყ­ვართ მუ­შა­ო­ბა და 2021 წელს, კი­დევ უფრო მე­ტად და­ი­ხარ­ჯე­ბი­ან ამ სფე­რო­ში, შე­საძ­ლოა გა­და­ა­ჭარ­ბონ და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის­წავ­ლონ ბა­ლან­სის დაც­ვა, დას­ვე­ნე­ბა, არ გა­და­იტ­ვირ­თონ თავი. ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვით - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

სას­წო­რის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი წე­ლია, რად­გან ისიც ჰა­ე­რის ნი­შანს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ლე­ლია ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს წელი შე­საძ­ლოა ბავ­შვის გა­ჩე­ნის, ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო, რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს. სას­წო­რე­ბის­თვის, 2021 - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი რე­ა­ლი­ზე­ბის, თვით­გა­მო­ხატ­ვის წე­ლია. გა­მო­ი­ყე­ნეთ შან­სე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
8

ზუსტად ჩამოარაკრაკა ის, რასაც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ვისაც ამისი ჯერა კიდევ, აბა ერთი ეგ არის, ისე ამდენ სისულელებს როგორ იტევს ეს ხალხი

ნინო
2

ე.ი. 3 თებერვლიდან 12 თებერვლამდე სამყარო ფეხმძიმედ იქნება ხარზე? :) :)

ავტორი:

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 2021 წლის ვრცელ ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს:

"მოდის თეთრი (ლითონის) ხარის წელიწადი! ხარის წელიწადი 2021 წლის 11 თებერვალს იწყება და 2022 წლის 30 იანვრამდე გასტანს.

ხარი, აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვით მეორე ნიშანია და დასავლურ ასტროლოგიაში კუროს შეესაბამება.

ხარის წლებია: 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021, 2033…

  • როდის შემოდის ახალი წელი?

რადგან ბევრი ვერსია ვრცელდება და ერთგვარი დაბნეულობაა საზოგადოებაში ხარის წლის შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით, განიხილება 3, 11, 12 თებერვალი და გაუგებარია, რომელია სწორი ვერსია, შევეცდები მოკლედ ავხსნა: ჩვენთან ხარის წელი ახალმთვარეობაზე, 11 თებერვალს ვირთხის საათზე (23:05) შემოდის ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით. ჩინელები ახალი წლის, ახალი ციკლის დაწყებას ითვლიან ახალმთვარეობიდან და ამ დროს იმართება ხოლმე ეს სადღესასწაულო ცერემონიალები და ზეიმები, მაგრამ ეს ახალმთვარეობა და ხარის წლის დაწყება ჩინეთის დროით 03:05 წუთზე ხდება, ანუ, მათთან არის 12 თებერვალი, ჩვენთან კი 11 თებერვალი) (გადავამოწმე და გადმოვთვალე) რაც ეხება 3 თებერვალს - ეს თარიღი კავშირშია ისევ აღმოსავლურ, მაგრამ ახლა უკვე მზის ათასწლიან კალენდართან (ორივეთი ხელმძღვანელობენ) და მის მიხედვით 3 თებერვალს იწყება ხარის ენერგიის შემოსვლა, უბრალოდ ფიქსაციაა მომენტის, მეტი არაფერი და არც არანაირი აღვნიშვნა და დღესასწაული ამას არ ერთვის თან.

უფრო გასაგებად რომ ავხსნა, რაღაც ამდაგვარია - ჩასახვა და დაბადება. ჩასახვაში ვგულისხმობ 3 თებერვალს და დაბადებაში - 11-ს. სულ ესაა).

  • როგორი იქნება ხარის წელი?

როგორც აღვნიშნე 2021 წელი ლითონის, თეთრი, ხარის წელია. ხშირად მეკითხებიან, რატომ თეთრი? ჩინურ მეტაფიზიკაში ცნობილია აღმოსავლური ზოდიაქოს 12 ნიშანი და ასევე, სტიქიის 5 ელემენტი, ესენია: მიწა, წყალი, ცეცხლი, ხე, მეტალი და თითოეული წელი რომელიღაც ელემენტს შეესაბამება 2021 წელს, თეთრი ხარის წელი დგება, რადგან წლის ელემენტის მიხედვით ეს არის მეტალის ელემენტი, მეტალის ფერი კი თეთრია, აქედანაა სწორედ ხარის თეთრი ფერი. კონკრეტული ნიშნის ელემენტი მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ მეორდება, მანამდე კი, შესაძლოა იგივე ნიშნის წელი იყოს, მაგრამ წლის მიხედვით მას სხვა ელემენტი ჰქონდეს. ანუ, 60 წლის წინ, 1961 წელს, ასევე, თეთრი ხარის წელი გვქონდა, შემდეგი, ისევ თეთრი (ანუ მეტალის) ხარის წელი - 2081 წელს გვექნება და ა.შ.. სხვა წლებში კი ხარს, მეტალის ენერგიის ნაცვლად, სხვა ელემენტი ექნება და შესაბამისად, ფერსაც სხვას ვიტყვით (მაგ.: წითელი ხარი, ანუ ცეცხლის სტიქიის, ლურჯი ხარი - წყლის და სხვ.).

ეს "ფერები", ანუ ელემენტები, ხარისხობრივად, მუხტით, ბუნებით სრულიად განსხვავებულ ხასიათს ატარებენ. ა.მ. მეტალის თეთრი ხარი, - მეტად მდგრადი, ამტანი, ნაკლებად ემოციურია, ვიდრე, ვთქვათ, წყლის და ა.შ. რა სტიქიისაც არ უნდა იყოს ხარი, ის აღმოსავლურ ასტროლოგიაში ცნობილია როგორც რაციონალური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, კონსერვატორული და მშვიდი ბუნების მატარებელი. მას არ უყვარს ზედაპირულობა და ხშირად, ზედმეტად სერიოზული, ცოტა მძიმეა. და რადგან ხარი 2021 წლის მბრძანებელია, ადამიანებისგან სწორედ ამ თვისებებს მოითხოვს: მხოლოდ რაციონალური გადაწყვეტილებები, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნაკლები დროსტარება და ზედაპირულობა, ნაკლები არაპრაქტიკულობა და ღრუბლებში ფრენა. ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი, გაანალიზებული, თითოეული ნაბიჯი რაციონალური - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვაძლევს წარმატებას. მას არ უყვარს სიზარმაცე, სპონტანურობა და დაუფიქრებელი ნაბიჯები. პასუხისმგებლიანი და ორგანიზებულია. უდიდესი მოთმინების და ატანის უნარით გამოირჩევა, ამიტომ, სხვებისგანაც იგივეს ითხოვს. ამიტომ შემდეგ წელს რაც მეტად წინდახედული, რაციონალური, პრაგმატული გათვლებით ვიცხოვრებთ, არ ვიზარმაცებთ, გამოვიჩენთ შრომის მოყვარეობას, - მეტად წარმატებული წელი გვექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარი თავშეკავებული და ხშირად რომანტიკას მოკლებულია, ეს წელი კარგია ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის , ვინაიდან ხარი არაა არაპროგნოზირებადი, უყვარს სიმყარე, ერთგულება, სტაბილურობა, ამიტომ ამ წელს შექმნილი ოჯახებიც სიმყარითა და სტაბილურობით იქნება დასაჩუქრებული.

ეს კარგი წელია ასევე აგრარული სფეროსთვის, სოფლის მეურნეობის დარგებისთვის, ყველა ადამინისთვის, ვინც ბუნებასთან, მეცხოველეობასთან დაკავშირებულ სფეროებშია , ვინც მიწასთან მუშაობს ან უბრალოდ, ვისაც ფიზიკური შრომა უწევს - მათ ამ წელში წარმატების იმედი უნდა ჰქონდეთ.

ჯანმრთელობის მხრივ - 2021 წელს ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. ვისაც ვენების, სისხლძარღვების პრობლემები გაწუხებთ, ხშირად გადაიმოწმეთ სისხლი, გაიკეთეთ კოაგულოგრამა, შეამოწმეთ ჰემოგლობინი, ჰორმონები. ასევე, ყურადღებაა საჭირო ყელის ზონის დაავადებების მიმართ, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან ყურადღება მართებს სასუნთქ და ნერვულ სისტემას.

  • როგორი იქნება 2021 წელი?

2021 წლის მთავარი ტენდენციაა ცვლილებები, ოღონდ ეს ცვლილებები იქნება მშვიდი, თანდათანობითი, ეტაპობრივი. ძველს ენაცვლება ახალი და ეს, შესაძლოა ერთი შეხედვით ვერც კი შევამჩნიოთ 2020 წელთან შედარებით 2021 წელი შედარებით მსუბუქი იქნება ბევრი მიმართულებით. შეგახსენებთ, 2020 წელს ვირთხის წლით დაიწყო სამყაროში ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი. მართალია, 2020 წელი გლობალური მასშტაბით საკმაოდ მძიმე, კრიზისული წელი აღმოჩნდა და ბევრ ადამიანს უმძიმესი და რთული პერიოდი ჰქონდა (თუმცა ბევრმა სწორედ ამ დროს მოახერხა ახალ ეტაპზე გადასვლა, წარმატების მიღწევა, გამდიდრებაც და საკმაოდ დიდი კაპიტალის დაგროვებაც, რაც წლის ტენდენციაში იდო), მაგრამ ამ სირთულეებს მხოლოდ ვირთხის წელს ნუ დავაბრალებთ. ჩვენ, ადამიანებმა, მთლიანად სამყარომ საკმაოდ რთული პლანეტარული ასპექტები გაიარა,

ასევე გვქონდა 6 (!) დაბნელება, რაც ძალიან იშვიათობაა და ამასთან, თუ ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ საუკუნის დასაწყისი ყოველთვის რადიკალურ ცვლილებებთან, მსოფლიო მასშტაბის მოვლენებთან არის ხოლმე დაკავშირებული, სამყაროში კი ყველაფერი გარკვეულ ციკლს ემორჩილება. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წელს შეზღუდვების მთავარი პლანეტა, სატურნი თავისუფლების ნიშანში, მერწყულში იმოძრავებს და კვლავ შეეცდება გარკვეულწილად ჩვენთვის თავისუფლების შეზღუდვას, 2021 მაინც შედარებით მსუბუქი წელი იქნება 2020 წელთან შედარებით, მით უფრო სექტემბრის შემდეგი პერიოდი, მანამდე კი, შესაძლოა ცოტა დაძაბული იყოს ზოგადად სამყაროსთვის იანვრის თვე, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც ადამიანები წარმატებით გავუმკლავდებით!

რაც ეხება შეზღუდვების მოხსნას, კორონავირუსის გავრცელების შესუსტებს, - ეს ყველაფერი გაზაფხულზეა მოსალოდნელი, აპრილიდან ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები შესაძლოა დრო და დრო მაინც გვქონდეს. რაც ეხება საბანკო - საფინანსო სფეროს, - ამ მხრივ წლის პირველი ნახევარი ჯერ კიდევ რთულია, მით უფრო მარტის ბოლო და შესაძლოა ზოგადად გაზაფხული. მოსალოდნელია ბევრი მოულოდნელობა და ცვლილებები მსოფლიო საბანკო სისტემაში, ფინანსებში . ზაფხულის ბოლოდან, თანდათანობით, ეს სფერო დაიწყებს გამოსწორებას, მაგრამ მანამდე, შესაძლებელია გარკვეული ხასიათის მოულოდნელობების მომსწრენი გავხდეთ - შეგახსენებთ, კუროს ნიშანში ამჟამად იმყოფება მოულოდნელობების პლანეტა ურანი, ასევე, ფიქტიური პლანეტა ლილიტი, რასაც ცოტა ხანში უერთდდება მარსი და ასევე, სამომავლოდ დგება სატურნი - ურანის კვადრატი, რაც გარკვეულ კრიზისულ მდგომარეობას შექმნის საფინანსო სფეროში, არამარტო ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში, ამიტომ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ეკონომიურობა, მოვერიდეთ სპონტანურ საყიდლებს და საეჭვო გარიგებებს.

შემოდგომიდან სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, მაგრამ კრიზისის საბოლოოდ დაძლევის შესაძლებლობა, უფრო წლის ბოლოდან, 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი. მოკლედ, ცოტა დრო გვიჭირდება და ემოციურად შემზადებულები უნდა დავხვდეთ წლის ტენდენციებს, გამოვიჩინოთ მოთმინების უნარი და არ დავკარგოთ უკეთესი მომავლის რწმენა! რომელიც, აუცილებლად იქნება!

  • ზოდიაქოს რომელი ნიშანს რას პირდება 2021 წელი?

ვინაიდან, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდია ინტერესი ამ თემის მიმართ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუმცა მაინც შეგახსენებთ - ვის როგორი წელი ელის, ეს მხოლოდ მის პირად ჰოროსკოპში ჩანს. რაც არ უნდა ვთქვა, ეს მაინც ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი პასუხი გამოვიდეს, რადგან ალბათ გესმით, რომ ყველა კუროს ერთნაირი წელი ვერ ექნება, ან ყველა ლომს. ამის პროგნოზირება მხოლოდ ინდივიდუალური რუკის შედგენის შედეგადაა შესაძლებელი. ზოგადად, კი შემიძლია, გითხრათ რომ, მომავალი 2021 წელი კარგია ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნებს არ გაუმართლებთ! შესაძლოა მათთან სწორედ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებშია გადანაწილებული პლანეტათა უმრავლესობა, რაც უკვე სრულიად ცვლის სურათს და წარმატების მაღალ ალბათობას გვაძლევს.

ვერძისთვის ბოლო წლები საკმაოდ რთული იყო, მეტად კონფლიქტური, ტრავმული, აგრესიული აღმოჩნდა და განსაკუთრებით 2020 წლის მეორე ნახევარი. 2021 წელი, ამ მხრივ, უფრო მსუბუქი, მეტად წარმატებული იქნება, მთავარია ხარის პრინციპების დაცვა - სიბეჯითე, საქმის ბოლომდე მიყვანა, მუყაითობა და არა სპონტანური ან ზერელე გადაწყვეტილებები. ვერძებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ ახალი მეგობრები, გაზარდონ თანამოაზრეთა წრე, მეტად დაკავებულნი და რეალიზებულნი იყვნენ სოციალურ სფეროში, მოახდინონ გარკვეული ცვლილებები, განახორციელონ რეფორმები, მოკლედ, ბევრად უკეთესი, ბევრად დინამიური წელი დგება მათთვის.

კუროსთვის საკმაოდ კარგი წელია კარიერული და პროფესიონალური თვალსაზრისით, თუმცა, ამავდროულად საყურადღებო წელია, ვინაიდან თითქმის აგვისტომდე კუროს ნიშანში იმყოფება ე.წ. ლილიტი, მაცდუნებელი პლანეტა, ასევე, ურანი, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებს ამ ნიშანს ფულთან, კაპიტალდაბანდებებთან, მსხვილ ფულად გარიგებებთან მიმართებით, მაღალია მატერიალურ საკითხებში შეცდომების დაშვების ალბათობა და სამომავლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად წინდახედულობის გამოჩენა სჯობს. არ დაგავიწყდეთ ეკონომიურობა, მოერიდეთ სპონტანურ საყიდლებს და ფულის ფლანგვას. სხვა მხრივ, მშვიდობაა.

ტყუპებისთვის საკმაოდ სასიკეთო, ჰარმონიული პერიოდი დგება მერწყულში მდგარი პლანეტების ჰარმონიული ასპექტის დამსახურებით. კარგი პერიოდია შემეცნების, განათლების მიღების, მოგზაურობის თვალსაზრისით. მათ გადადებული პროექტების, ჩანაფიქრის მარტივად განხორიელების საშუალება ეძლევათ, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ შემდეგი წელიწადი. თუმცა, 24 ივლისიდან ტყუპების ზოდიაქოში გადმოდის ე.წ. შავი მთვარე, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან გარკვეულ სიფხიზლეს მოითხოვს - აუცილებელია გაცხრილოთ არასაჭირო კონტაქტები, გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, წაუკითხავად არც ერთ დოკუმენტს არ მოაწეროთ ხელი, გააკონტროლოთ საუბარი და მეტი იმუშაოთ ურთიერთგაგებაზე, მაშინ წელი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის.

კირჩხიბისთვის შედარებით ამოსუნთქვის, უფრო მსუბუქი წელი მოდის, რომელიც ისევე, როგორც თხის რქა, სატურნის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ამ ბოლო წლების მანძილზე, რადგან სატურნი (შეზღუდვები) მის ოპოზიციურ ნიშანში, თხის რქაში იდგა, რაც თავისთავად, მასზეც აისახა. 2021 წელი არ იქნება მათთვის ასეთი სტრესული და დამქანცველი და უფრო მარტივად გამოვა ჩანაფიქრების რეალიზება. ეს არის მათთვის ტრანსფორმაციის, სულიერი ზრდის წელი, ბევრთან შესაძლოა მემკვიდრეობის, სხვისი ფინანსების, ქონების საკითხებიც კი დადგეს დღის წესრიგში.

ლომებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, მოვლენები შესაძლოა სწორედ ამ სფეროში განვითარდეს. დაუოჯახებელ ლომებს ეძლევათ დაოჯახების შანსი, დაოჯახებულებს კი - პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღების და დიპლომატიის გამოვლენა მართებთ პარტნიორების მიმართ, ეხება ეს საქმიან, თუ სასიყვარულო პარტნიორებს, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ხდება ამ მხრივ ყურადღების გამახვილება, ამასთან, თუ ლომები არ იზარმაცებენ, მაშინ საკმაოდ წარმატებული წელია მოსალოდნელი.

ქალწულისთვისაც არ იქნება ცუდი შემდეგი წელი, განსაკუთრებით სამსახურისა და პროფესიონალური ზრდის კუთხით. თუმცა, რადგან მათ ისედაც უყვართ მუშაობა და 2021 წელს, კიდევ უფრო მეტად დაიხარჯებიან ამ სფეროში, შესაძლოა გადააჭარბონ და ზიანი მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია ისწავლონ ბალანსის დაცვა, დასვენება, არ გადაიტვირთონ თავი. ზომიერების დაცვით - ყველაფერი კარგად იქნება.

სასწორისთვის საკმაოდ კარგი, ჰარმონიული წელია, რადგან ისიც ჰაერის ნიშანს განეკუთვნება, ამიტომ წარმატებები მოსალოდლელია ბევრი მიმართულებით. ეს წელი შესაძლოა ბავშვის გაჩენის, ან სასიყვარულო, რომანტიკული ურთიერთობების წელიც აღმოჩნდეს. სასწორებისთვის, 2021 - შემოქმედებითი რეალიზების, თვითგამოხატვის წელია. გამოიყენეთ შანსები. წაიკითხეთ სრულად

11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად

"პრობლემები ურთიერთობაშიც ალაგდება და სხვა სფეროებშიც, გამოჩნდება ახალი სტაბილური ფულის წყარო" - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ერთ კვირაზე

როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნების ფინანსებისა და ჯანმრთელობისთვის - თვის ჰოროსკოპი