მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუბრისას თმას თითით იხვევთ ან თითებს ატკაცუნებთ? - რა ჩვევა წამოგყვათ წინა ცხოვრებიდან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საუბრისას თმას თითით იხვევთ ან თითებს ატკაცუნებთ? - რა ჩვევა წამოგყვათ წინა ცხოვრებიდან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წინა ცხოვ­რე­ბა არ გვახ­სოვს, რად­გან ჩვე­ნი სული მას არა­ვი­თარ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებს, სურს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლახ­ლა და­ი­წყოს - გა­ნი­ცა­დოს, შე­იგ­რძნოს, აირ­ჩი­ოს, შე­ე­შა­ლოს, სწო­რად მო­იქ­ცეს... მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, წინა ცხოვ­რე­ბა მცი­რე გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს ჩვენ­ზე. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ვე­ბი მოგ­ვყვე­ბა ხოლ­მე.

ვერ­ძი

ვერ­ძე­ბი დი­ა­ლო­გი­სას, ფიქ­რი­სას, მო­ლო­დი­ნი­სას ან მო­ბი­ლუ­რით ლა­პა­რა­კი­სას თმას თით­ზე იხ­ვე­ვენ. მე­ო­რე ჩვე­ვა, რო­მე­ლიც წინა ცხოვ­რე­ბი­დან წა­მოგ­ყვათ, ყა­ვის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით მი­ღე­ბაა.

კურო

კუ­რო­ე­ბი ხში­რად იზე­ლენ სა­ფეთ­ქლებს, შუბლს ან ყბებს. ასე­ვე, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იტ­კა­ცუ­ნებს თი­თებს.

ტყუ­პი

ტყუპს ჭო­რა­ო­ბა სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს! ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნი მო­ეჩ­ვე­ნე­ბო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, სხვე­ბის საქ­ცი­ე­ლე­ბი, რომ არ გა­ნე­ხი­ლათ და შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ. ასე­ვე, ეძა­ლე­ბი­ან მზე­სუმ­ზი­რას, რო­მე­ლიც წინა ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ.

კირჩხი­ბი

კირჩხი­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სას ან მო­ლო­დი­ნი­სას ფეხს აქ­ნევს, შე­საძ­ლოა მო­უს­ვენ­რა­დაც აბა­კუ­ნებ­დეს. ასე­ვე, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ხში­რად ათა­მა­შე­ბენ თი­თებს რა­ი­მე საგ­ნის ზე­და­პირ­ზე. და­ბო­ლოს, კირჩხი­ბე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე ტი­რი­ან, რაც წინა ცხოვ­რე­ბა­ში გა­დახ­დე­ნი­ლი ტრა­გე­დი­ის გად­მო­ნაშ­თია.

ლომი

ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი "არას" ყო­ველ­თვის და­უ­ფიქ­რებ­ლად ამ­ბო­ბენ. ალ­ბათ სწო­რედ ლო­მე­ბის­თვის გა­და­ი­ღეს ფილ­მი Yes Man (მთა­ვარ როლ­ში ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი კო­მი­კო­სი, ჯიმ ქე­რია), რო­მელ­შიც კაცი ცდი­ლობს სი­ტყვა "კი-ს" წარ­მოთ­ქმა ის­წავ­ლოს. ლო­მე­ბი ხში­რად ირუ­ჯე­ბი­ან, მზის სხი­ვის სიყ­ვა­რუ­ლიც წინა ცხოვ­რე­ბი­დან მოჰ­ყვე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

ქალ­წულს აღ­რი­ცხვა უყ­ვარს, რაც შე­საძ­ლოა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს იმა­ზე, რომ წინა ცხოვ­რე­ბა­ში ის ვა­ჭა­რი, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი, ბან­კი­რი ან სა­ჭურ­ველ­თუ­ხუ­ცე­სი იყო. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, როცა გა­ი­გებთ, რომ ფრჩხი­ლებს იჭამს ხოლ­მე! დიახ, პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ქალ­წუ­ლი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ყვე­ლა­ფერ­ში იდე­ა­ლუ­რი იყოს და სხვებ­საც სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, ფრჩხი­ლებს იკ­ვნეტს!

სას­წო­რი

სას­წო­რი თავს ვე­რა­ფერ­ზე ეუბ­ნე­ბა უარს, მფლან­გვე­ლია. ეს ჩვე­ვა წინა ცხოვ­რე­ბი­დან გა­მოჰ­ყვა, რად­გან უწინ შე­ეძ­ლო უმი­სა­მარ­თოდ გა­ე­ნი­ა­ვე­ბი­ნა ფული. ასე­ვე, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ძა­ლი­ან სწრა­ფად უყ­ვარ­დე­ბათ. რო­გორ გგო­ნი­ათ, წინა ცხოვ­რე­ბა­ში ცნო­ბი­ლი მე­ქალ­თა­ნე ბა­რო­ნი ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი ბა­რო­ნე­სა ხომ არ იყა­ვით?

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ე­ლებს წინა ცხოვ­რე­ბი­დან სხვე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის ჩვე­ვა გა­მოჰ­ყვათ. ასე­ვე, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ეში­ნი­ათ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის.

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჩვე­ვა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბია. პლუს, ისი­ნი ყო­ველ­თვის ტე­ხენ სი­ტყვას, ასე რომ თუ პი­რო­ბა მოგ­ცათ, არ უნდა და­უ­ჯე­როთ. საქ­მე ისაა, რომ წინა ცხოვ­რე­ბა­ში მშვილ­დო­სანს არ­ცთუ ისე და­ლა­გე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და და შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით უწევ­და მოქ­მე­დე­ბა.

თხის რქა

თხის რქა ხში­რად ამოწ­მებს თა­ვის ნივ­თებს, თით­ქოს ეში­ნია, რომ და­კარ­გავს. წინა ცხოვ­რე­ბა­ში თქვენ მარ­თლაც და­კარ­გეთ ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ნივ­თი, ეს კი თავს ვერ აპა­ტი­ეთ.

თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბი ალ­კოჰო­ლიზ­მის­კენ არი­ან მიდ­რე­კი­ლი. მათი სი­სუს­ტე სას­მე­ლია. წინა ცხოვ­რე­ბა­ში ალ­კოჰო­ლი მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო და ამ ცხოვ­რე­ბა­შიც ვერ გა­ექ­ცა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
0

ამის დამწერი სრულ ჭკუაზეა? 

11111
5

მერწყულმა რა დაგიშავათ?

საუბრისას თმას თითით იხვევთ ან თითებს ატკაცუნებთ? - რა ჩვევა წამოგყვათ წინა ცხოვრებიდან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საუბრისას თმას თითით იხვევთ ან თითებს ატკაცუნებთ? - რა ჩვევა წამოგყვათ წინა ცხოვრებიდან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წინა ცხოვრება არ გვახსოვს, რადგან ჩვენი სული მას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს, სურს ყველაფერი ხელახლა დაიწყოს - განიცადოს, შეიგრძნოს, აირჩიოს, შეეშალოს, სწორად მოიქცეს... მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, წინა ცხოვრება მცირე გავლენას მაინც ახდენს ჩვენზე. მაგალითად, ჩვევები მოგვყვება ხოლმე.

ვერძი

ვერძები დიალოგისას, ფიქრისას, მოლოდინისას ან მობილურით ლაპარაკისას თმას თითზე იხვევენ. მეორე ჩვევა, რომელიც წინა ცხოვრებიდან წამოგყვათ, ყავის გადაჭარბებული დოზით მიღებაა.

კურო

კუროები ხშირად იზელენ საფეთქლებს, შუბლს ან ყბებს. ასევე, ზოგიერთი მათგანი იტკაცუნებს თითებს.

ტყუპი

ტყუპს ჭორაობა სიგიჟემდე უყვარს! ძალიან მოსაწყენი მოეჩვენებოდა თავისი ცხოვრება, სხვების საქციელები, რომ არ განეხილათ და შეეფასებინათ. ასევე, ეძალებიან მზესუმზირას, რომელიც წინა ცხოვრებაში ძალიან უყვარდათ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ნერვიულობისას ან მოლოდინისას ფეხს აქნევს, შესაძლოა მოუსვენრადაც აბაკუნებდეს. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად ათამაშებენ თითებს რაიმე საგნის ზედაპირზე. დაბოლოს, კირჩხიბები ყველაფერზე ტირიან, რაც წინა ცხოვრებაში გადახდენილი ტრაგედიის გადმონაშთია.

ლომი

ამ ნიშნით დაბადებულები ”არას“ ყოველთვის დაუფიქრებლად ამბობენ. ალბათ სწორედ ლომებისთვის გადაიღეს ფილმი Yes Man (მთავარ როლში ყველასთვის საყვარელი კომიკოსი, ჯიმ ქერია), რომელშიც კაცი ცდილობს სიტყვა ”კი-ს“ წარმოთქმა ისწავლოს. ლომები ხშირად ირუჯებიან, მზის სხივის სიყვარულიც წინა ცხოვრებიდან მოჰყვებათ.

ქალწული

ქალწულს აღრიცხვა უყვარს, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ის ვაჭარი, ბიბლიოთეკარი, ბანკირი ან საჭურველთუხუცესი იყო. გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ფრჩხილებს იჭამს ხოლმე! დიახ, პერფექციონისტი ქალწული, რომელიც ცდილობს ყველაფერში იდეალური იყოს და სხვებსაც სრულყოფილებისკენ მოუწოდებს, ფრჩხილებს იკვნეტს!

სასწორი

სასწორი თავს ვერაფერზე ეუბნება უარს, მფლანგველია. ეს ჩვევა წინა ცხოვრებიდან გამოჰყვა, რადგან უწინ შეეძლო უმისამართოდ გაენიავებინა ფული. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულებს ძალიან სწრაფად უყვარდებათ. როგორ გგონიათ, წინა ცხოვრებაში ცნობილი მექალთანე ბარონი ან თავისუფალი ცხოვრების მიმდევარი ბარონესა ხომ არ იყავით?

მორიელი

მორიელებს წინა ცხოვრებიდან სხვების გაკონტროლების ჩვევა გამოჰყვათ. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულებს ეშინიათ წარუმატებლობის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ყველაზე საშინელი ჩვევა აზარტული თამაშებია. პლუს, ისინი ყოველთვის ტეხენ სიტყვას, ასე რომ თუ პირობა მოგცათ, არ უნდა დაუჯეროთ. საქმე ისაა, რომ წინა ცხოვრებაში მშვილდოსანს არცთუ ისე დალაგებული და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა და შექმნილი გარემოებების მიხედვით უწევდა მოქმედება.

თხის რქა

თხის რქა ხშირად ამოწმებს თავის ნივთებს, თითქოს ეშინია, რომ დაკარგავს. წინა ცხოვრებაში თქვენ მართლაც დაკარგეთ ძალიან ძვირფასი ნივთი, ეს კი თავს ვერ აპატიეთ.

თევზები

თევზები ალკოჰოლიზმისკენ არიან მიდრეკილი. მათი სისუსტე სასმელია. წინა ცხოვრებაში ალკოჰოლი მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ამ ცხოვრებაშიც ვერ გაექცა.